Jump to content
Planeta.Ge

საქართველო პატარა იმპერია?!


საქართველო პატარა იმპერია?!  

23 members have voted

  1. 1. საქართველო პატარა იმპერია?!

    • დიახ
      8
    • არა
      9
    • ბევრი გვიკლია იმპერიამდე.
      6


Recommended Posts

სახაროვმა გვიწოდა პატარა იმპერია.

ძალიან გავბრაზდით, მაგრამ მაინც მართალი იყო ის კაცი.

რა უგავს იმპერიას, სული ძლივს უდგას, მაგრამ ქართველთა აზროვნება მაინც არაფრით განსხვავდება იმპერიული აზროვნებისგან.

კაცმა რომ თქვას, ალბათ ყველა ქვეყანაზე შეიძლება იგივე ითქვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 115
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

" საქართველო პატარა იმპერია?!"

 

საქართველოთუ იმპერია, მაშინ მიშა იმპერატორი ყოფილა და კონგო ხვალ მარსზე თანამგზავრს აგზავნის. პროგრს..................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius, თქვენს მიერ ჩამოყალიბებული დებულებით ქართველად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მართლმადიდებელი. არ გეთანხმები.

არა, მე მაგის თქმა არ მინდოდა.

ქართველობას ფსიქიკური განცდა ქართველ ერთან, სამშობლოს განცდა, ენა და კულტურა განსაზღვრავს უპირველესად. ამას გარდა არსებობს მრავალი ნაციონალური იდენტობის წყარო... ამ წყაროთა კრებულის მქონე ადამიანია ქართველი, თუმცა არსებობს მთავარი და არამთავარი იდენტობის წყარეოები.

უმთავრესია განცდა ქართველობისა და ქართული ენა, საერთო ტერიტორია და შემდეგ კულტურა.

რაც შეეხება რელიგიას ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ამაზე ილია მართალსაც ჰქონდა საუბარი. ჯწერ არის მამული ენა და შემდეგ სარწმუნოება ნაციონალობის განსაზღვრაში.

მაგრან ქართული იდეა რაზეც სახელმწიფო იდეოლოგია და ეროვნული გზა უნდა იყოს დაფუძნებული ჩემი პირადი აზრით არის მართლმადიდებლური რელიგია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakaაrtwelo

ქრისტიან-დემოკრატების 23-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი პოლონეთთან დღევანდელ შეთითხნულ საზღვარს,ალბათ, არც სხვა პარტიის წევრებმა დააკლეს.

სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი, ინგლისურად წავიკითხე. რა თქმა უნდა, გადალახეს ტერიტორიული პრობლემები, ხოლო ქალბატონი შტეინბახი, 25 კაცმა დაუჭირა მხარი მარტო. დანარჩენმა, 200 არ დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა ერთსულოვნება არ არსებობს, მაგრამ სახელმწიფო დონეზე გადალახულია ეს ტერიტორიული პრობლემები.

შხარა

საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული უნიტარული ერთეული

რას ნიშნავს საერთო ეროვნული ფესვები? განმიმარტე, თუ შეიძლება

ხოლო უნიტარიზმს რაც შეეხება, საქარტველოს უნიტარიზმი 1919წლამდე არავის არ ახსოვდა, ისიც მოგვიანებით რამოდენიმე ავტონომია ჩამოყალიბდა, ასე რომ თუ ისტორიის მიხედვით გინდა, რომ ააგო თეორია, უნიტარიზმი ვერ იქნება ქართული სახელმწიფო ტრადიციანიზმი.

ეს არის საქართველოში მათი ნებაყოფლობითი იმიგრაციის შედეგი

და ის ვინც გაკათოლიკდა და ის ვინც თავის ნებით გამუსულმნანა, იმ კატეგორიას უარყოფ?

ისი მოსახლეობის 84% ქრისტიანია
აა

რომელი გამოკითხვით, რამდენი კაცი იღებდა მონაწილეობას?

Gegius

მაგრან ქართული იდეა რაზეც სახელმწიფო იდეოლოგია და ეროვნული გზა უნდა იყოს დაფუძნებული ჩემი პირადი აზრით არის მართლმადიდებლური რელიგია!

ქართული იდეა რა არის? მე ქარტველი ეთნოსი მეგონა, თურმე იდეა ყოფილა : )))

 

და რას ჰქვია ერის დაფუძვნება რელიგიაზე? როგორ წარმოგიდგენია?

 

რელიგიას როგორც პირად რწმენას უარყოფ და გადაგაქვს როგორც საზოგადო რწმენაზე, ვალდებულებაა თითქოს და მართლმადიდებლობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯვარი მარტო ქრისტიანული სიმბოლო არააა და ჯვრის არსებობა დროსჰაზე არ ნისჰნავს მარტო ქრისტიანულ ქვეტექსტს, კველა რელიგია პატივს ცემს ამ სიმბოლოს და ჯვარს ტავისი სიმბოლური დატვირტვა აქვს,
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

და სომეხს ნაკლები უფლებები აქვს,ვიდრე ქართველს საქართველოში? რაში იზღუდებიან?

 

 

სომხებზე არ ვიცი,მაგრამ 90 წლებში ოსები და რუსები რომ წავიდნენ საქართველოდან ეგ ვიცი და შენი აზრით რატომ? :D

 

 

აქ 11 სექტემბერი რომ მოხდა მხოლოდ რამოდენიმე ფაქტი დაფიქსირდა მუსულმანებზე თავდასხმის,მაგრამ კანონმა ისევ ყველანი თავის ადგილზე დააჯინა.

 

 

ziraqa

ჯვარი მარტო ქრისტიანული სიმბოლო არააა და ჯვრის არსებობა დროსჰაზე არ ნისჰნავს მარტო ქრისტიანულ ქვეტექსტს, კველა რელიგია პატივს ცემს ამ სიმბოლოს და ჯვარს ტავისი სიმბოლური დატვირტვა აქვს,

 

 

ეგ სხვა თემაა და არის მაგაზე გახსნილი თემაც. :blush:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

გერმანულ-პოლონური მეგობრობა არ არსებობს,რასაც შენ ამტკიცებ. სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ცუდი ურთიერთობები არ არის,მაგრამ რა ხდება ხალხს შორის,ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. იგივე სიტუაციაა პოლონელებთან და გერმანელებთან მიმართებაში.

 

თემასთან არაფერ შუაშია,მაგრამ პოლონელებსა და ოსებს ბევრი საერთო აქვთ. ორივეს მიტაცებული აქვთ სხვისი მიწები,ორივემ გაყარეს იქიდან ძირძველი მოსახლეობა და ორივეს უფრო მეტი უნდათ.

 

 

 

lasha1997

 

ქართველებს ეკლესიების გახსნის უფლებას არ აძლევენ,ქართული ბაგა-ბაღები არ არსებობს არც აზერბაიჯანში და არც თურქეთში,ქართულ გვარ-სახელებსაც ვერ იწერს ქართველი პასპორტში. აი,ესაა იმპერიალიზმი. ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით,ნამდვილად ანგელოზები ვართ. არა,დებილები ვართ,ზუსტად ამიტომ გვახტება ყველა თავზე.

 

გერმანიაში მილიონობით თურქი ცხოვრობს,ისინი ყოველთვის თურქებად დარჩებიან გერმანელებისათვის,ყოველთვის მაღლიდან გადახედავენ გერმანელები ჩადრებში გამოწყობილებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

 

სხვაგან მიგყავს თემა გენაცვალე.სხვა ქვეყანაში რა ხდება ეგ არ მაინტერესებს.მე ქართველების ზემოდან ყურებაზე ვლაპარაკობ ისევ საქართველოში. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

სხვაგან მიგყავს თემა გენაცვალე.სხვა ქვეყანაში რა ხდება ეგ არ მაინტერესებს.მე ქართველების ზემოდან ყურებაზე ვლაპარაკობ ისევ საქართველოში. :D

 

 

რას ჰქვია არ გაინტერესებს? აბა,ქართველებს მოგვიწოდებ,შეწყვიტეთ დემოკრატიულობის თამაშიო და მე მოგიყვანე მაგალითი,რაც ხდება მაღალგანვითარებულ ქვეყანაში.

 

შენი აზრი საქართველოს პატარა იმპერიაზე,გამოწვეულია უცოდინრობით და წერტილი.

 

ყველაფერი შედარებითია,საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით იმპერია კი არა,სახელმწიფოც არ არის.

 

შენ ამართლებ აფხაზურსა და ოსურ სეპარატიზმს,მალე მხარს დაუჭერ სომხურსა და აზერბაიჯანულ სეპარატიზმს,რადგან აფხაზებმა ზუსტადაც იმპერიალისტებად შეგვრაცხეს და ეს მაშიინ,როცა 18% აფხაზს ავტონომია,აფხაზური ბაგა-ბაღები,ჟურნალები,გაზეთები,ტელევიზია,უნივერსიტეტი და ყველაფერი ჰქონდათ.

 

ცეცხლს ვეთამაშებით,როცა ასეთ უაზრო,დაუფიქრებელ,დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვუყენებთ საკუთარ ქვეყანას,ამით მტერი ისარგებლებს,უკვე ისარგებლეს ოსებმა და აფხაზებმა.

 

 

მითხარი ერთი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მიერ,რომელიც საქართველოს იმპერიალისტობისაკენ მიგვანიშნებს,თქვი ერთი მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

გერმანულ-პოლონური მეგობრობა არ არსებობს

მეგობრობა სახელმწიფოებს შორის არ არსებობს, არსებობს კავშირები, ალიანსები და ა.შ სახელმწიფოები იმართება პიარდ ინტერესით

მაგრამ რა ხდება ხალხს შორის

ხალხი არ განაგებს არაფერს, მთავარია ელიტა არ იყოს ნაცისტური, თორე ჩვეულებრივი ადამიანები თუნდ იყვნენ ამით ვერაგერ დიდს ვერ დააშავებენ

 

რაც შეეხება პოლნეთსა და გერმანიას შორის, დღეს-დღეობით გამორიცხულია სამხედრო მოქმედებების დაწყება ამ ორ სახელმწიფოს შორის, ასევე გამორიცხულია დეპორტაციები პოლონელებისა და გერმანელების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

ხალხი არ განაგებს არაფერს, მთავარია ელიტა არ იყოს ნაცისტური

 

ნაცისტურია მთლიანად პოლონეთის მთავრობა.

 

შეუძლებელია ადამიანს უწოდო ნაცისტი,რომელიც მისტირის თავისი ისტორიის უდიდეს ნაწილს,საკუთარი ქვეყნის 1/4-ს,მილიონობით თანამემამულეს,რომელიც იძულებით,მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან წაასხეს,მხოლოდ იმიტომ,რათა დაეკმაყოფილებინათ პოლონელი ნაციონალისტების მისწრაფებები.

 

აი,შენი გუშინდელი ციტატა:

 

გერმანიამ, პოლონეთმა და მრავალმა ქვეყანამ გადალახა ეს იმპერიული მოთხოვნილებები და ამით მოიგეს ის რომ სტაბილური სიმშვიდე და კარგი უერთიერთობა დაამყარეს მეზობლებთან.

 

გერმანიისა და პოლონეთის ურთიერთობებს ''კარგს'' ვერ ვუწოდებდი,თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ნაცისტურია მთლიანად პოლონეთის მთავრობა.

რითი საზღვრავ რომ ნაცისტურია, ეთნიკური წმენდები მიდის? დევნიან ქვეყნიდან ვინმეს, არაპოლონელს ნაკლები უფლება აქვს?

შეუძლებელია ადამიანს უწოდო ნაცისტი,რომელიც მისტირის თავისი ისტორიის უდიდეს ნაწილს,საკუთარი ქვეყნის 1/4-ს,მილიონობით თანამემამულეს,რომელიც იძულებით,მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან წაასხეს,მხოლოდ იმიტომ,რათა დაეკმაყოფილებინათ პოლონელი ნაციონალისტების მისწრაფებები.

ეს მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ მოხდა, იმის შემდეგ კაკ მინიმუმ 2-ჯერ შეიცვალა მსოფლიო წესრიგი. მე ამ ეტაპზე ვამბობ და არა გასული საუკუნის 40-იან წლებში

რმანიისა და პოლონეთის ურთიერთობებს ''კარგს'' ვერ ვუწოდებდი,თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს.

ორივე ქვეყანა ევროკავშირშია წევრია, ერთ კავშირში არიან და შიდა უთანხმოება არ ნიშნავს მტრობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

 

რითი საზღვრავ რომ ნაცისტურია, ეთნიკური წმენდები მიდის? დევნიან ქვეყნიდან ვინმეს, არაპოლონელს ნაკლები უფლება აქვს?

 

დატოვეს ეროვნული უმცირესობები პოლონეთში? მოსახლეობის 97% პოლონელია,ყველაფერს შეუცვალეს სახელები ქალაქებს,სოფლებს,მდინარეებს... გამოყარეს 13 მილიონამდე გერმანელი საკუთარი სახლიდან და ეს მოხდა მას შემდეგ,რაც გერმანიას უკვე კაპიტულაცია ჰქონდა გამოცხადებული.

 

ისე,1 წლის წინ(თუ 2-ის) ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა მოითხოვა პოდოლსკისათვის ჩამოერთმიათ პოლონეთის მოქალაქეობა,მხოლოდ იმიტომ რომ ლუკასმა პოლონეთს გოლი გაუტანა. მერე იბეჭდებოდა თავმოჭრილი იოაჰიმ ლöვის,გერმანიის მთავარი მწვრთნელი ფეხბურთში, სურათები გერმანულ მედიაში.

 

Nukriko

 

ეს მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ მოხდა, იმის შემდეგ კაკ მინიმუმ 2-ჯერ შეიცვალა მსოფლიო წესრიგი. მე ამ ეტაპზე ვამბობ და არა გასული საუკუნის 40-იან წლებში

 

რა ვიცი,საქართველოში გერმანიას ყველა ნაცისტურ ქვეყანასთან,ჰიტლერთან, აიგივებს,მაგრამ იგივე არ ხდება სხვა ქვეყნებთან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

დატოვეს ეროვნული უმცირესობები პოლონეთში? მოსახლეობის 97% პოლონელია,ყველაფერს შეუცვალეს სახელები ქალაქებს,სოფლებს,მდინარეებს...

გამოყარეს 13 მილიონამდე გერმანელი საკუთარი სახლიდან და ეს მოხდა მას შემდეგ,რაც გერმანიას უკვე კაპიტულაცია ჰქონდა გამოცხადებული.

წინა საუკუნის 40-იანი წლებია, იქ ბევრი რამ ხდებოდა რაც დღეს ვერ მოხდება (ევროპაში მაინც)

ისე,1 წლის წინ(თუ 2-ის) ერთ-ერთმა პოლონელმა პარლამენტარმა მოითხოვა პოდოლსკისათვის ჩამოერთმიათ პოლონეთის მოქალაქეობა,მხოლოდ იმიტომ რომ ლუკასმა პოლონეთს გოლი გაუტანა. მერე იბეჭდებოდა თავმოჭრილი იოაჰიმ ლöვის,გერმანიის მთავარი მწვრთნელი ფეხბურთში, სურათები გერმანულ მედიაში.

ეს არის წვრილმანები, ეს ვერ გადაიზრდება, ვერც ფართომასტაბიან კონფლიქტში და ვერც პატარა მინი-კონფლიქტში. მითუმეტეს, დღეს პოლონელი არ გაიდევნება გერმანიიდან და გერმანელი არ გაიდევნება პოლონეთიდან, გამორიცხულია ეს რომ მოხდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...