Jump to content
Planeta.Ge

ზოოპარკს და "მზიურს ანადგურებენ?!


Recommended Posts

Saturn

აზრზე არა ვარ. რატომაა?

იმიტომ სატურნ ბატონო,რომ ესენი ბოლშევიკების გამგრძელებლები არიან.თქვენც უნდა გახსოვდეთ იმდროინდელი ლოზუნგები:

"პიტილეტკუ ზა ჩეტირე გოდა", "ზდადიმ დასროჩნო კ გოდოვშჩინე ველიკოვო ოკტიაბრია" და ა.შ.

ეგრე იყო26 მაისსაც.არ იყო გზა დამთავრებული და არჩევნების წინ მაინც გახსნეს საზეიმოდ.ეხლა ამთავრებენ.მე როგორც ვიცი გომბორის გზის ჩაბარებასაც ასევე "დოსროჩნო" აპირებენ.სამაგიეროდ მაქსიმუმი ორ წელიწადში თავიდან გასაკეთებელი იქნება.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ იყო გზა დამთავრებული და არჩევნების წინ მაინც გახსნეს საზეიმოდ.ეხლა ამთავრებენ.მე როგორც ვიცი გომბორის გზის ჩაბარებასაც ასევე "დოსროჩნო" აპირებენ.სამაგიეროდ მაქსიმუმი ორ წელიწადში თავიდან გასაკეთებელი იქნება.

ძალიან ცუდი თუ ასეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აზრზე არა ვარ. რატომაა?

არ იყო დასრულებული...მაგრამ ვერ დავუკარგავ...კარგი ტემპებით ასრულებენ, სხვა საქმეა რამდენი დაჯდა და რატომ არის გასაიდუმლოებული ხარჯებიც და პროექტიც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მაგრამ ვერ დავუკარგავ...კარგი ტემპებით ასრულებენ,

კარგი ტემპით გმირთა მოედანს ასრულებენ და არა გზას.ანდა სანამ მაგას ვერ დაასრულებენ ახალი გზის საბურთალოდან მომავალ მონაკვეთს ვერ გასნიან.ეხლა ხარისხი სხვა საქმეა.

საერთოდ რაც მე ამ ბოლო დროს გზების მშენებლობებზე გავიგე,ძალიან მძიმე მოსასმენია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეიკი კრიმინალური როა რეჟიმი რომ დასამხობ გასასამართლებელია ეგ კი არ არის თემა.. აი კარგი ტემპებით ასრულებენ რაღაცა ფარჩაკ გზას და ეს გვიხარია.. მერე რა რომ ამ გზის ფული რომ სოციალურ სფეროზე წასულიყო ასობით და ათასობით საქართველოს მოქალაქე გადაურჩებოდა სიკვდილს ან ათასობით საქართველოს მოქალაქის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდებოდა..

 

მთავარია კონსტრუქციულები ვიყოთ და არ დაუკარგოთ სისხლისმსმელ რეჟიმს შადრევნები, ასფალტი, ასიათასობით გაუბედურებული მოქალაქე და დაკარგული ტერიტორიები და რათქმაუნდა "მოგებული" ომი.

 

მტერს არ უსურვებ რა ისეთ დღეშია გურჯისტანი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მზიური ნამდვილად დასანანია და ზოოპარკის ადგილი იქ სადაც ახლაა, ნამდვილად არაა. 2 ხელით მივესალმები ზოოპარკის გადაბარგებას, ანაც სულ გაუქმებას. თბილისის ზოოპარკი არის "არხიპელაგ გულაგ" ცხოველებისთვის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

‘’ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’’ ‘’მზიურის’’ ტერიტორიაზე ალტერნატიული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

 

როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ აღიშნული ცენტრიდან აცნობეს, ალტერნატიული მაგისტრალის მშენებლობის პროექტის შეჩერების მიზნით, ცენტრის იურისტები აპირებენ, სასამართლოს მიმართონ. კერძოდ, გაუქმედეს მერიის მიერ დამტკიცებული პროექტი და დაიცვან აღნიშნული ტერიტორია განადგურებისგან.

 

‘’ხელისუფლებმ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც შეეწირება მწვანე მასივი, ზოოპარკი, ‘’მზიური’’ და დაბინძურდება ჰაერი’’, _ აცხადებენ ცენტრში.

ამ თემაზე ხვალ ცენტრის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია? მე როგორც ვიცი არც ისე შავად არის საქმე...თუმცა შეიძლება ვცდები, თავად პროექტი არ მინახია და...

და რაში გვჭირდება ზოოოპარკი, ხო მართლა ცხოველებს რას უზავენ, აუქციონზე გაყიდიან და ბюდჟეტს შეავსებენ ალბათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

[quote na

me=akkai' date='Today, 12:55 PM' timestamp='1282208125' post='314050]

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადააქვთო ზოოპარკი

კაი,მაგას გადაიტანს კაცი,თუმცა უმანქანოებისთვის იქ ბავშვების ტარება საკმაოდ ძნელი იქნება,მაგრამ ქალაქის გარეუბანში,(თანაც თბილისის ზღვის მეორე მხარეს) რკინიგზის სადგური ნეტავ რომელ ქვეყანაში ნახეს ამ ინგლისურ-კომპიუტერის მცოდნეებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალაქის გარეუბანში,(თანაც თბილისის ზღვის მეორე მხარეს) რკინიგზის სადგური ნეტავ რომელ ქვეყანაში ნახეს

ეგ ხომ ასე თქვეს რომ ორი სადგური უნდა იყოსო. ერთი როგორც შენ ამბობ თბილისის ზღვის მეორე მხარეს აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისში მომავალი სამგზავრო მატარებლებისთვის და მეორე დიდუბეში, იქ სადაც ახლაა დიდუბის ვაგზალი, დასავლეთ საქართველოდან მომავალი მატარებლებისთვის. მეშლება და არაა ასე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ ხომ ასე თქვეს რომ ორი სადგური უნდა იყოსო. ერთი როგორც შენ ამბობ თბილისის ზღვის მეორე მხარეს აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისში მომავალი სამგზავრო მატარებლებისთვის და მეორე დიდუბეში, იქ სადაც ახლაა დიდუბის ვაგზალი, დასავლეთ საქართველოდან მომავალი მატარებლებისთვის. მეშლება და არაა ასე?

სიბრიყვეა სამგზავრო სადგურის ორად გაყოფა და კიდევ უფრო დიდი სიბრიყვე თბილისის ზღვაზე გადატანა.

 

 

ზოოპარკი ჯუნგლებშიც გადაუტანიათ... ავტობუსი თუ ივლის არაფერი ძნელი მისასვლელად არ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიბრიყვეა სამგზავრო სადგურის ორად გაყოფა

შეიძლება. თუმცა დიდ ქალაქებში ბევრგანაა ორი სარკინიგზო სადგური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შეიძლება. თუმცა დიდ ქალაქებში ბევრგანაა ორი სარკინიგზო სადგური.

შესაძლებელია, არ ვიცი მართლა, თუმცა ვიცი, რომ ყველაგან ქალაქის ცენტრშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოპარკი ხო გადადის უკეთეს ადგილზე

 

მზიური კარგი იქნებოდა რომ კომერციულ ადგილად გადაიქცეს შეეცვალოს ამჟამინდელი პროფილი და გადაეცეთ სამშენებლო კომპანიებს და გარე კვების ბიზნესებს რესტორნებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მზიური კარგი იქნებოდა რომ კომერციულ ადგილად გადაიქცეს შეეცვალოს ამჟამინდელი პროფილი და გადაეცეთ სამშენებლო კომპანიებს და გარე კვების ბიზნესებს რესტორნებს

ქალაქისთვის მწვანე ფილტვები ისეთივე აუცილებელია, როგორც გზები მაგალითად, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება აუტანელი გახდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...