Jump to content
Planeta.Ge

თემა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე


Recommended Posts

ვერ გავიგე, დაღესტანი, ინგუშეთი თავის ხალხს რომ აფეთქებენ, ამით რუსებს ებრძვიან?

რუსების მარიონეტებს აფეთქებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მამუკა არეშიძე - ცხინვალში მოსკოვის „ელჩმა“, ელბრუს კარგიევმა თურქეთში ჩრდილოკავკასიური ხალხების დიასპორების გადმობირება და მოსყიდვა შეძლო

 

ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, ამ რეგიონის რესპუბლიკებში მოქმედ ნაციონალურ მოძრაობებზე და მათი დამოუკიდებლობის პერსპექტივებზე, რაზეც ბევრს და ხშირად საუბრობენ ქართულ პრესაში, „ინტერპრესნიუსი“ კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

– ბატონო მამუკა, დღე არ გავა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რამე არ მოხდეს. ვგულისხმობ აფეთქებებს და ფედერალური ხელისუფლების მხრიდან ძალადობას. რეალურად რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში?

– ძალიან კარგად უნდა იცნობდე ჩრდილოეთ კავკასიის საზოგადოების ცხოვრების წესს, რომ გაერკვე, რეალურად რა ხდება ამ რეგიონში. იქ არ არის მხოლოდ დაპირისპირება ფედერალურ ძალებს, ფედერალურ ჩინოვნიკებსა და იატაქვეშეთში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის. იატაქვეშეთში ვგულისხმობ ორი ტიპის წინააღმდეგობის ძალებს _ კავკასიის იმარატს, რომლის ხელმძღვანელია დოკუ უმაროვი და, რომლის მოქმედების არეალი მეტ-ნაკლები წარმატებით მთელი ჩრდილოეთ კავკასიის შვიდივე ნაციონალური რესპუბლიკას, ასევე, ნაწილობრივ კრასნოდარის მხარეს და რისტოვის ოლქს მოიცავს. გარდა ამისა, კავკასიური ემირატის გავლენის სფეროში შედის ვოლგისპირეთის ორი რესპუბლიკა _ თათარსტანი და ბაშკორკოსტანი.

დაპირისპირება თითქმის ყველგან არის. დოკუ უმაროვის იმარატი არის ისლამისტური ორგანიზაცია. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში იატაქვეშეთში მოქმედებს მეორე, ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელია საველე მეთაური ისა მუნაევი. იგი შედარებით ნაკლები რაოდენობის ადამიანებს აერთიანებს. მასში გაერთიანებული ორგანიზაციები სხვადასხვა წარმატებით საქმიანობენ. უნდა ითქვას, რომ ისა მუნაევი ჯოხარ დუდაევის გზის გამგრძელებლად მიიჩნევა. უმაროვის იმარატს ჩრდილეოთ კავკასიაში უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე - ისა მუნაევის ნაციონალისტურ ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, რეგიონში მოქმედებენ კლანური დაჯგუფებები. ეს დაჯგუფებები გაერთიანებული არიან თავისი ლიდერის გარშემო. მათი ამოცანაა ამა თუ იმ რესპუბლიკის ხელმძღვანელი კლანის დისკრედიტაცია და მათი ჩანაცვლება. ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებენენ ბიზნესთან დაკავშირებული ბანდიტური დაჯგუფებებიც, რომლებშიც გაერთიანებული არიან რამდენიმე დაჯგუფების ან ტეიპის წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ეკონომიკისა და ბიზნესტრუქტურების ხელში ჩაგდებაა. დაღესტნის შემთხვევაში ადგილი აქვს ეთნიკურ დაჯგუფებებს, რომელთაც სხვადასხვა მიზნები აქვთ. ესენი არიან ლაკებისა და ავარელების, სხვათა მცირე და მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები.

– კრემლი ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარებაზე კონტროლის დამყარების მხრივ კადიროვზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს და მას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. ჩრდილოეთ კავკასიაში კონტროლის დასამყარებლად რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მოსკოვისთვის კადიროვის ფიგურა?

– კადიროვი კავკასიაში ვითარებას ვერ დააწყნარებს, თუნდაც იმიტომ, რომ ვითარებას ჩეჩნეთში რეალურად ვერ აკონტროლებს. კადიროვის მმართველობის ჩეჩნეთი რუსულ პრესაში ნაკლებად ანგაჟირებულია, მიუხედავდა იმისა, რომ ამ რესპუბლიკაში განუწყვეტლივ იტაცებენ და კლავენ ადამიანებს, მათ შორის - ადამიანის უფკლებათა დამცველებს. ხმაური რუსულ პრესაში მხოლოდ მაშინ ატყდება, თუ მკვლელობა ადამიანის უფლებათა დამცველებს ეხება. კადოროვმა იატაქვეშეთს ბრძოლა გამოუცხადა და მათ წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას წინაპრების კანონებით აწარმოებს. იატაქვეშეთთან კავშირში შემჩნეული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ხშირია მათი სახლების გადაწვის ფაქტებიც. ასეთი ქმედებებით კადიროვის მტრების რიცხვი იზრდება. კადიროვი არ ერიდება სოფლებიდან და დაბებიდან იმ ადამიანების გასახლებას, ვინც იატაქვეშეთის იდეებს თანაუგრძნობს. იმავდროულად, კადიროვი, სარგებლობს რა პუტინის მხარდაჭერით, ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ ჩეჩნეთში ანტიტერორისტული კომპანია დასრულებულია, მაგრამ რეალურად დამთავრებული არაფერია. იგი ჩეჩნეთში წარმატებული ანტიტერორისტული ოპორაციის დემონსტრირებით ინგუშეთის შემოერთებას ცდილობს.

– ახმედ ზაკაევმა დასავლურ პრესაში იმიდი გამოთქვა, რომ 10 წელიწადში ჩეჩნეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. რამდენად რეალურია ამგვარი პერსპექტივა, თუ ეს ემიგრაციაში მცხოვრები დუდაევის თანამებრძოლის ილუზიებია?

– არ არის ილუზიები. ვიცი, რომ საიდუმლო მოლაპარაკებებზე ზაკაევმა კადიროვისგან პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა მოითხოვა. უცნობია, რა პუსუხი მიიღო მან, მაგრამ ერთი ნათელია, კადიროვის ზოგიერთი გამონათქვამი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში ის, შეიძლება, ადეკვატურად მოიქცეს. რუსეთს კავკასია ხელოვნური მექანიზმით, ყველა რესპუბლიკაში კონკრეტულ კლანზე დაყრდნობით და ამ კლანისთვის მოსკოვიდან ტრანსფერების გამოყოფით უჭირავს. ჩრდილოეთ კავკასიური ყველა რესპუბლიკის ბიუჯეტი დეფიციტურია და მას ინგუშეთისა და დაღესტნის შემთხვევაში კრემლი 80-90% ტრანშის გამოყოფით ავსებს. საკმარისია, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამწვავდეს და მოსკოვმა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის საკმარისი ტრანშის გამოყოფა ვერ შეძლოს, რეგიონში ვითარება მკვეთრად დაიძაბება.

არ უნდა დაგვავიწყდეს კადიროვის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ფიცი მისცა პუტინს და არა - რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ იგი ფიცს მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე ხელისუფლებაში პუტინია. კადიროვი უაღრესად დაპირისპირებულია მედვედევის გუნდთან. ცნობილი ფაქტია, რომ კადიროვმა ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინს ტელეფონით დედა აგინა. არ უნდა დაგვავიწყდეს კადიროვზე მედვედევის გამონათქვამი _ მომაშორეთ ეს ბანდიტი! მოშორების ნაცვლად პუტინმა კადიროვს სტატუსი აუმაღლა, როცა სახელმწიფო საბჭოს წევრად დანიშნა. კადიროვის მხრიდან პოზიციის ცვლა გამორიცხული არ არის, ვინაიდან, ჩეჩნეთში კადიროვს, რაოდენობისა და მომზადების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარი ჰყავს.

– თქვენი აზრით, ხშირად გადამეტებულად ხომ არ ფასდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში დამოუკიდებლობის სურვილი. გარდაცვლილი ინგუში პატრიოტი ევლოევი, ინგუშეთის პრეზიდენტად ფე-ეს-ბე-ს გენერლის ზიაზიაკოვის ნაცვლად, გრუ-ს გენერალ აუშევით შეცვლას ითხოვდა. ჩრდილეოთ კავკასიაში აქტივობა ხომ არ უკავშირდება თავად ფე-ეს-ბე-ს აქტივობას, ანუ პატრიოტულად განწყობილი ადამიანების გამოვლენას, შემდეგ მათ წინააღმდეგ ე.წ. ანტიტერორისტული ოპოერაციების ჩატარებას და ნაციონალური მოძრაობების საბოლოოდ განადგურებას?

– ობიექტურად თუ შევაფასებთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ნაციონალურ მოძრაობებს სერიოზული წყალი აქვს შეყენებული. ამ რეგიონში, პრაქტიკულად, ყველა ნაციონალური ორგანიზაცია განადგურებულია. ვინც ამ რეპრესიებს გადაურჩა, ისლამისტურ პოზიციებზე გადავიდა. ეს არ ეხება ისა მუნაევის დაჯგუფებას. ამის გაკეთება რუსმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად მოახერხეს. ზიაზიკოვსა და აუშევს შორის ის განსხვავებაა, რომ ზიაზიკოვი კრემლის ყურმოჭრილი მონა იყო, ხოლო აუშევი ინგუშეთში დღესაც პატრიოტად და ნაციონალისტად აღიქმება.

რაც შეეხება ევლოევს, მგონია, რომ იგი ნიადაგს ამზადებდა შემდგომი ნაბიჯებისთვის. მე მასთან მქონდა შეხვედრა. იგი ინგუშეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა საქართველოს სავარაუდო დახმარებაზე და ამბობდა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა და მარტო ინგუშეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შედეგს არ მოიტანდა.

– თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისთვის ერთად თუ ცალ-ცალკე ბრძოლას?

– მე რომ ვთქვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებლობის ბრძოლის ჩირაღდანი აგუგუნდება, არასწორი იქნება. ამ თვალსაზრისით, ბოლო დროს ჩერქეზები გააქტიურდნენ. გააქტიურება შეიმჩნევა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთის რესპუბლიკებში. ჩერქეზეთში მანამდე არც ნაციონალისტური და არც ისლამისტური მოძრაობების აქტიურობა არ შეიმჩნეოდა. ჩერქეზებს ჰყავთ ერთი საველე მეთაური ანზორ ასტემიროვი, რომელიც ამავე დროს დოკუ უმაროვოს ემირატის შაიათის სასამართლოს თავმჯდომარეა. მისი გარდაცვალების შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ არა ერთხელ გამოაცხადა, მაგრამ იგი ცოცხალია და 2005 წელს ნალჩიკში მოაწყო ქუჩის ბრძოლები.

ჩერქეზეთში ისლამიზმის გავლენა ნაკლებადD შეიმჩნევა, მაგრამ სოჭის ოლომპიადამ განსაკუთრებული სტიმული მისცა ჩერქეზეთში ნაციონალური, მათ შორის ახალგაზრდული მოძრაობების გაჩენას. ჩერქეზთა ნაციონალური კონგრესი თვლის, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარება ჩერქეზ ხალხზე სილის გაწვნაა, ვინაიდან ოლიმპიადა რეალურად მათი წინაპრების ძვლებზე ტარდება. ამაში ისინი მართლები არიან, რადგანაც კრასნაია პოლიანა, სადაც ოლომპიური თამაშების დიდი ნაწილი უნდა ჩატარდეს, ჩერქეზული ტომების ნასახლარია და, შესაბამისად, იქ მათი სასაფლაოებია.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია _ რუსეთი თურქეთში მცხოვრები კავკასიელი ხალხების დიასპორების საშუალებით შესანიშნავად ახერხებდა ჩრდილოეთ კავკასიელების კონტროლს. გახსოვთ ალბათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს როგორ დაუჭირეს მხარი აფხაზებს თურქეთში მცხოვრებმა კავკასიელმა ხალხების დიასპორებმა. თურქეთის კავკასიელ ხალხთა დიასპორა ფულს უგზავნიდა როგორც აფხაზებს, ისე ჩეჩნებს, პირველი და მეორე ჩეჩნურ-რუსული ომის დროს. მაგრამ შემდეგ რუსეთმა თურქეთში მოქმედი კავკასიური ორგანიზაციების 80%-ის გაკონტროლება და თავის სასარგებლოდ მართვა მოახერხა. სწორედ ამიტომ არის, რომ თურქეთში აფხაზური თუ ჩერქეზული ორგანიზაციები იმას, რაც აფხაზეთში ხდება, მორცხვად უჭერენ მხარს. მათ იციან, სინამდვილეში რაც ხდება აფხაზეთში, რომ აფხაზებმა სხვა შედეგი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ, მაგრამ რაღაცნაირად ცდილობენ არსებული მდგომარეობის გამართლებას. თურქეთში მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციაა დარჩენილი, რომელიც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას და აფხაზებზე თავდატეხილ ვითარებას ხმამაღლა აპროტესტებს.

მთავარია ვიცოდეთ, რომ ცხინვალში მოსკოვის „ელჩმა“, ელბრუს კარგიევმა თურქეთში ჩრდილოეთ კავკასიური ხალხების დიასპორების გადმობირება და მოსყიდვა შეძლო. თურქეთში რუსეთის საელჩოში წლების განმავლობაში ელჩის პირველ მოადგილედ მუშაობდა საგანგებო დავალებათა დესპანი, წარმოშობით ქართველი კარგიევი. იგი მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად დანიშნა. როგორც ჩანს, დიპლომატმა კარგიევმა თურქეთში კავკასიურ დიასპორაში თავისი საქმე გააკეთა და ახლა საქმიანობას ცხინვალში აგრძელებს. ცხინვალში მოსკოვის ელჩი ელბრუს კარგიევი კარგად იცნობს როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ნაციონალურ მოძრაობებს, ისე - თურქეთში მათ მხარდამჭერ დიასპორებს. აშკარაა, რომ დიპლომატი კარგიევი კავკასიის საქმეებში საკვანძო ფიგურაა და იგი, გეოგერფიული თუ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მოსკოვმა საკვანძო ადგილზე დანიშნა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107076.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Станцию сотовой связи "Вымпелком" и газопровод обстреляли в Дагестане

08:51 19/08/2009

 

МОСКВА, 19 авг - РИА Новости. Неизвестные во вторник в Кумторкалинском районе Дагестана обстреляли базовую станцию сотовой связи ОАО "Вымпелком" (торговая марка "Билайн") и газопровод местного значения, сообщил в среду РИА Новости по телефону источник в правоохранительных органах региона.

 

По его информации, инцидент произошел в 03.00 около населенного пункта Учкент.

 

"Из-за обстрела станция была выведена из строя и повреждена проложенная рядом труба газопровода диаметром 150 метров", - уточнил собеседник агентства.

 

По его словам, подача газа была восстановлена через семь часов после инцидента. О состоянии станции не сообщается.

 

Оперативники в 25 метрах от места происшествия обнаружили 85 гильз калибра 7,62 миллиметра. Решается вопрос о возбуждении уголовного дела, добавил источник.

 

За последние несколько дней это уже второе ЧП на дагестанском газопроводе. Так, в ночь на понедельник взрыв произошел на газопроводе в дагестанском Хасавюрте. Подача газа в город уже восстановлена. На месте происшествия обнаружены подозрительные элементы, которые могут быть остатками взрывного устройства.

http://rian.ru/incidents/20090819/181509556.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად დამნაშავეთა ჯგუფის სამი წევრი დაიღუპა

სიახლე!!! "ინტერპრესნიუსი" უკვე თქვენს მობილურში

20 / 08, 2009 15:52

 

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად დამნაშავეთა ჯგუფის სამი წევრი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სამივე დამნაშვის ვინაობა ცნობილია. ცნობილია, რომ ისინი რუს გენერალ-მაიორ ვალერი ლიპინსკიზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სპეცოპერაცია დამნაშავეთა წინააღმდეგ ერთდროულად ქალაქის ორ ნაწილში განხორციელდა.

დამნაშავეებმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ერთი უდანაშაულო ადამიანი დაიჭრა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მედვედევი ტერორისტების უპირობო ლიკვიდაციას ითხოვს

 

თბილისი.20.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დემიტრი მედვედევი ექსტრემისტული და ტერორისტული ხასიათის საქმეებზე ტერიტორიული პრინციპით სასამართლოს გამართვის შეცვლის ინციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება მედვედევმა სტავროპოლში უშიშროების საბჭოს გასვლით ხსდომაზე გააკეთა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად "ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის და ტერორისტილ-ექსტრემისთული საფრთხეების ნეიტრალიზაციის ღონისძიებების შესახებ" იმსჯელეს.

მისი თქმით, საფრთხეებთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია სამართლებლივი ველის ცვლილებაზე ფიქრი.

 

"არსებობს რამოდენიმე წინადადება, შესაძლებელია მისი განხილვა" განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ " შესაძლებელია უახლოეს მომავალში მივიღოთ გადაწყვეტილება ტერიტორიული პრინციპით გასამართლების შეცვლის შესახებ ექსტრემისტული და ტერორისტული ხასიათის საქმეებზე, რათა ბანდიტებმა და კორუმპირებულებმა ვერ შესძლონ სასამართლოზე ზეწოლა".

 

საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ტერორისტებს დაუნდობლად უნდა გაუსწორდნენ და დასძინა, "მათთან უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, და მათი უყოყმანო ლიკვიდაციით, სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ".

მედვედევმა აღნიშნა, რომ იმ დანაშაულისთვის რაც ბოლო დროს ინგუშეთში პრეზიდენტის, სამართალდამცავების, უბრალო მოქალაქეებისა და უფლებათადამცველების წინააღმდეგ განხორციელდა დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის დანაშაულებები რაც ჩრდილოთ კავკასიაში ხდება არა მხოლოდ გარე ფაქტორებიდან მომდინარობს, არამედ უკავშირდება შინდა პრობლემებს _ კორუფციას, სოციალურ ეკონომიკურ სიძნელეებს.

"ამ მოვლენის აღმოფხვრა ჩვნი ამოცანაა", - განაცხადა მედვედევმა.

 

http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=13008

 

 

100% უკუპროდუქტიულ შედეგს მიიღებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

100% უკუპროდუქტიულ შედეგს მიიღებს

 

სამწუხაროდ ჩვენ ამის საპირისპირო მაგალითი გვაქვს ჩეჩნეთის სახით. ჩეჩნებს თუ მოერიენ, არც სხვებთან გაუჭირდებათ.

რა ფასი დაუჯდებათ, ეს სხვა საქმეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

19:08 21/08/2009

 

МОСКВА/ГРОЗНЫЙ, 21 авг - РИА Новости. Четыре террориста-смертника, передвигавшиеся на велосипедах, подорвали в пятницу взрывные устройства в двух местах в Грозном. Взрывы унесли не только жизни велосипедистов - также погибли не менее четырех милиционеров.

http://rian.ru/incidents/20090821/181872174.html

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის კავკასიური კვანძი

 

 

ედუარდ შტაინერი

 

მოსკოვი - ”ამ საქმის ყველაზე კარგ მცოდნეებსაც კი უჭირთ რუსეთის ჩრდილო-კავკასიის დახლართულ სიტუაციაში გარკვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ სხვა წერტილში მიახლოებითაც კი ასეთი ფეთქებადსაშიში სიტუაცია არ არის, არც ერთ სხვა ადგილას ამდენი შეიარაღებული შეტაკება არ ხდება და ამდენი სისხლი არ იღვრება. ჩრდილო-კავკასიის კვანძი მყარადაა შეკრული” - მიაჩნია ალექსეი მალაშენკოს, მოსკოვის ”კარნეგი ცენტრი”-ს სპეციალისტს რეგიონალურ საკითხებში. “სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ კვანძის გახსნა შეუძლებელია” - აღნიშნავს ექსპერტი - “ახლა იმის თქმაც კი შეუძლებელია იქ ვინ ვის კლავს, და ვინ ვის აფეთქებს”

 

ბოლო დროს დღე არ გავა ისე, რომ ამ რეგიონის მრავალრიცხოვანი რესპუბლიკიდან ერთ-ერთში მაინც მკვლელობა არ მოხდეს. ასე მაგალითად, ტერორისტმა-თვითმკვლელმა ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში, შინაგან საქმეთა სამმართველოს ეზოში სატვირთო მანქანა ააფეთქა. 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაიჭრა. კვირას, მეზობელ ჩეჩნეთში, სადაც თითქმის ბოლო ორი წელია შედარებითი სიმშვიდეა და ხალხი აღდგენით სამუშაობებს ატარებს, მებრძოლებმა ექვსი მილიციელი დაჭრეს, ორშაბათს კი რუსულენოვანი ოჯახის ხუთივე წევრი მოკლეს. კვირის დასაწყისში, ასეთივე შფოთიან რესპუბლიკაში, დაღესტანში ორი თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ერთი მილიციელი დაიღუპა, დანარჩენი ათი დაიჭრა. ასევე დაიჭრა ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

 

“კავკასია დუღს”

 

ასეთია ნახევარი კვირის შედეგები, რომელიც ფაქტობრივად ძალადობის ახალ ტალღაზე მიუთითებს. წლის შედეგი გამოფხიზლების საფუძველს იძლევა. მაგალითად, მხოლოდ დაღესტანში - რუსეთის შემადგენლობაში მყოფ დიდ კავკასიურ რესპუბლიკაში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს - ამ წლის დასაწყისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მილიციის პოსტებზე 128 თავდასხმა და სამი ტერორისტული აქტი მოხდა. იმავდროულად მოკლულია 39 მილიციელი, სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი, ერთი პროკურორი, ათი სამხედრო მოსამსახურე და 12 სამოქალაქო პირი.

 

“კავკასია დუღს” - აღნიშნავს სერგეი მარკელოვი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტიდან - “ის დუღს არა გარე საიდუმლო ძალების მოქმედების, არამედ შიდა წინააღმდეგობების გამო. იქ არის სისხლის აღების წესი, კრიმინალური გარჩევები, ბრძოლა ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებს შორის.”

 

ოფიციალური მოსკოვი და ადგილზე მისი ლოიალური წარმომადგენლები ამ რეგიონში ახლა სულ უფრო ხშირად საუბრობენ - როგორც ეს ჩეჩნეთში მეორე “ანტი-ტერორისტული ოპერაციის” დროს იყო, რომელიც ათი წლის შემდეგ ოფიციალურად ამ წლის აპრილში დასრულდა - “საიდუმლო გარე ძალებზე,” უფრო ზუსტად დაქირავებულ ისლამისტებზე, რომლებიც დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დესტაბილიზაციას ცდილობენ.”

 

დანგრეული ეკონომიკა

 

რადიკალური ისლამისტების არსებობას თავად ექსპერტებიც არ უარყოფენ. მალაშენკოს თქმით, მათი საქმიანობა რომელიც მიმართულია “არქაიზაციისა და ტრადიციული საზოგადოების მოდერნიზაციის წინააღმდეგ” სოციალური და ეკონომიკური კრიზისის შედეგებით იკვებება. ეკონომიკა მთლიანად დანგრეულია, რეგიონში კი უმუშევრობაა და ის სულ უფრო შორდება რუსეთს. ხელმძღვანელობას, როგორც წესი კრემლი ნიშნავს. მალაშენკოს აზრით, ისლამისტების საქმიანობას უნდა დავუმატოთ ისეთი რუსული გამოვლინებები, როგორებიცაა კორუფცია და ავტორიტარული მმართველობა. “ჩრდილოეთ-კავკასიაში ეს ფაქტორები გაორმაგებული და გასამმაგებული ძალით მოქმედებენ და ერთ მთლიანობას ქმნიან” - აცხადებს ექსპერტი.

 

თუკი რუსეთი დღეს ისეთ ტრადიციულ სახელმწიფოებს ებრძვის, როგორებიც არიან ირანი, თურქეთი - ახლა კი აშშ და ევროკავშირიც - სამხრეთ-კავკასიურ სატრანზიტო ქვეყნებზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) კონტროლის მოპოვებისთვის, ჩრდილოეთ-კავკასიაში მოსკოვი უკვე რამდენიმე საუკუნეა უბრალოდ სიმშვიდის მიღწევას ცდილობს, თუმცა ამასთანავე მან დაანგრია ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ლეგენდარული დაღესტნელი მეომარი შამილი ხელმძღვანელობდა. შამილმა მე-19 საუკუნეში კავკასიური ხალხები გააერთიანა და ერთადერთ კანონად შარიათის კანონები გამოაცხადა.

 

და ამ ყველაფერს რადიკალური რუსიფიკაციის მცდელობებიც ვერ აღუდგა წინ. სტალინის მმართველობის დროს, ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი თავისი არსით სასტიკ ტოტალურ დეპორტაციას, 1992 წლიდან ტერიტორიული პრეტენზიების საფუძველზე კონფლიქტების განახლება მოჰყვა.

 

ძალადობა ძალადობის პასუხად

 

ეთნიკურ და ტერიტორიულ პრობლემებში საბჭოთა მმართველებიც ვერ გაერკვნენ, ხოლო როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა გზა გაუხსნა დამოუკიდებლობის იმედებს, ამ რესპუბლიკების გამოყოფის საშიშროება დადგა. ჩეჩნეთის სეპარატისტულ მოძრაობას პირველი ჩეჩნური ომი მოჰყვა, რომელსაც მეორე ჩეჩნური ომის ჩათვლით, 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

მალაშენკო რუსეთის ახალი პრეზიდენტის მედვედევის მცდელობებს - მკაცრი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ბოლოდროინდელ ტალღაზე - უპერსპექტივოდ მიიჩნევს. წარუმატებლად დასრულდა მედვედევის მცდელობა ინგუშეთში იუნუს-ბექ ევკუროვის ერთგვარ გამაერთიანებელ პრეზიდენტად გაგზავნას. მალაშენკოს აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ”არ არსებობს სიტუაციიდან გამოსავალი.” ევკუროვს ივნისში თავს დაესხნენ და ის მძიმედ დაიჭრა.

 

http://diepresse.com/home/politik/aussenpo...=/home/index.do

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...