Jump to content
Planeta.Ge

რანი ვიყავით...რანი ვართ...რანი ვიქნებით

Recommended Posts

91 წლიდან დაიწყო იდეალების მსხვრევა, რამაც საკუთარი თავისგან გაუცხოება გამოიწვია და დღემდე ასე ვართ.

დასტურ!!!შხარა

ყველა ჩვენი უბედურება 1991-92 წლების შემდეგ დაიწყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 30
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

licemer

kote-1962

9 აპრილის შემდეგ რა ამაღლებული მდგომარეობა იყო სულიერად და თვალის დახამხამებაში სადამდე დავეცით?!

თითქოს რაღაც პარალელურ სამყაროში გადავინაცვლეთ.

ფიზიკაში არის თეორია, რომ ამა თუ იმ მოვლენის განვითარების რამდენი შესაძლებლობაც არსებობს, იმდენივე პარალელური სამყარო არსებობს. ასლები სადაც მოვლენები სხვადასხვანაირად ვითარდება. ანუ არის საქართველოს სადაც პუტჩი არ მომხდარა, არ იყო ომი, სტაბილურად და კარგად აეწყო ყველაფერი. ახლა იმ საქართველოში არსებობს ანალოგიური ფორუმი სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე თუ რა ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა კარგი ფეხბურთი ნაკრები გვყავს.

ოო ძაან ნისლში წავედი :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიზიკაში არის თეორია, რომ ამა თუ იმ მოვლენის განვითარების რამდენი შესაძლებლობაც არსებობს, იმდენივე პარალელური სამყარო არსებობს. ასლები სადაც მოვლენები სხვადასხვანაირად ვითარდება.

ნიცშეს ქმნის ასეთ ცნებას:- "ქვევიდან ზევით ჩამოვარდნა" იმ აზრით, ვითომ ძირს ვინც ეშვება, სწორედ ის მაღლდება, ხოლო ვინც მაღლა იწევს საკუთარ უფსკრულს უახლოვდება...შხარა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ არის საქართველოს სადაც პუტჩი არ მომხდარა, არ იყო ომი, სტაბილურად და კარგად აეწყო ყველაფერი. ახლა იმ საქართველოში არსებობს ანალოგიური ფორუმი სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე თუ რა ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა კარგი ფეხბურთი ნაკრები გვყავს.

ცოტა ადრიდან დავიწყოთ, თორემ ეჭვი მეპარება, ზვიად გამსახურდიას მივეყვანეთ იმ ბედნიერ ფორუმამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა ადრიდან დავიწყოთ, თორემ ეჭვი მეპარება, ზვიად გამსახურდიას მივეყვანეთ იმ ბედნიერ ფორუმამდე.

ზვიადს ნამდვილად არ მივუყვანივართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადს ნამდვილად არ მივუყვანივართ

ასე ერთმნიშვნელოვნად ზვიადს თუ ეროვნულ მოძრაობას მთლიანად ვერ დააბრალებ ყველაფერს ,მაგრამ ჭკვიანი ხალხის ნათქვამი სიბრძნე უნდა გაითვალისწინოს კაცმა,მითუმეტეს პოლიტიკოსმა,რომელსაც მთელი ერის ბედი აბარია-,,Не зная брода,не суйся в воду"–ო–ნათქვამია,ან – ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი".....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

სულიერად დაცემული, დაკნინებული, ნაცემი, დამცირებული, გაღატაკებული, გატანჯული, ლანდივით მთრთოლვალე, ლანდად ქცეული

ამის გამოსწორება შეიძლება.თუ ვისწავლით სხვის დაფასებას და ჭირში ერთად დგომას. :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამის გამოსწორება შეიძლება.თუ ვისწავლით სხვის დაფასებას და ჭირში ერთად დგომას

სხვა ერის დაფასება ქართველ კაცს არასდროს ეშლებოდა, ჩემო დიტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

სხვა ერის დაფასება ქართველ კაცს არასდროს ეშლებოდა, ჩემო დიტო

სხვა ერებზე არ მიფიქრია ლიც,ჩვენზე ვსთქვი ეგ ყველაფერი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვა ერებზე არ მიფიქრია ლიც,ჩვენზე ვსთქვი ეგ ყველაფერი.

ოო, ჩემო დიტო, აქ მართლა ცუდადაა საქმე. გვირჩევინია საქმე არ გაკეთდეს, თუნდაც ეს საქმე საქვეყნო იყოს, თუ მას ქართველი აკეთებს. ეს ჭირი ნამდვილად გვჭირს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი ანია საერთო ნაციონალური თვითგამორკვევა არ გვღირსებია. ფუნქცია და მიზანი დავკარგეთ.. ერთიან ეროვნულ იდეალებს არ ვემსახურებით და ჩვენი შინაგანი ეგოს დაკმაყოფილებას მატერიალური გამორჩენებით ვახერხებთ... სნობიზმში ვიხრჩობით, თავი მაგარი როჟები გვგონია მაგრან ნაღდი სნობები და უვარგისი ხახი ვართ.... ერთმანეთის გვშურს, ყველას და ყველაფერს ზემოდან ვუყურებთ არადა არაფერს წარმოვადგენთ და ვცდილობთ ჩვენი ადილი დავიმკვიდროთ როგორმე... ამპარტავნობა და უსაქმურობა საოცრადაა შერწყმული ქართველი ხალხში.... ეროვნული იდეალები და პატრიოტული განცდები სასაცილდ არ ყოფნით, მარხვას წონაში დასაკლბად იცავენ და ეკლესიაში მოდის გამო დადიან... ეს ყველას რა თქმა უნდა არ ეხება მაგრამ ზოგადად უმრავლსობასა და ქათველი ერის მასაზე მაქვს საუბარი!

ლაო ძის აქვს ნათქვამი:"უწოდე სნეულებას სნეულება და აგეცება სნეულება!" სანამ ქართველი ხალხი არ გააცნობიერებს თავის სნეულებასა და სულიერ სიბრმავეს არ იქნბა ჩვენი საშველი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი შინაგანი ეგოს დაკმაყოფილებას მატერიალური გამორჩენებით ვახერხებთ

+1 Gegius

და +

გადავეჩვიეთ საკუთარი პოზიციის, საკუთარი აზრის დაცვას. "მეს" უშიშრად გამოხატვას. თითქოს იატაქვეშეთში ვცხოვრობთ-ჩვენს ნამდვილ მრწამს ვჩქმალავთ. გარეთ ერთს ვუბნობთ და სახლში -სხვას , ერთს ვწერთ-გულის სიღრმეში სხვას ვფიქრობთ. ორი სახე გვაქვს ერთი საგარეო. მეორე-საშინაო

პ.ს. ერზე ვუბნობ და არა ცალკეულ ინდივიდებზე

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე საქართველოს მდგომარეობას ვადარებ რომის განადგურების შემდეგ მდგომარეობას. კონკრეტულად, როცა რომი განადგურდა იდეაში რომი მაინც არსებობდა და უზენაეს სასულერო პირად აღიარებული იქნა რომის პაპი, რომელმაც უდიდესი ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ,

საქართველოს შემთხვევაში, როცა სსრკ დაინგრა, ბევრი ადამიანის იდეაში სსრკ მაინც აკრძელებდა არსებობას. ადრე ჩვენს ელიტას და სსრკ-ს ელიტა ერთმანეთში გაზავებული იყო, მათ არ წარმოედგინათ რუსების გარეშე არსებობა. საქართველოში იდეაში სსრკ ჯერ კიდე არსებობს, არსებობს სსრკ-ს დროიდნელი და მსგავსი ინსტიტუტები, უამრავი რამ შემორჩა და გრძელდება სსრკ-ს დროინდელი.

ჩვენ იქ არ დავანგრიეთ სსრკ სადაც საჭირო იყო. ჩვენს ცნობიერებაში. გარეგნული დანგრევით კი დიდი არაფერი არ გაკეთებულა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

გადავეჩვიეთ საკუთარი პოზიციის, საკუთარი აზრის დაცვას. "მეს" უშიშრად გამოხატვას. თითქოს იატაქვეშეთში ვცხოვრობთ-ჩვენს ნამდვილ მრწამს ვჩქმალავთ. გარეთ ერთს ვუბნობთ და სახლში -სხვას , ერთს ვწერთ-გულის სიღრმეში სხვას ვფიქრობთ. ორი სახე გვაქვს ერთი საგარეო. მეორე-საშინაო

საგარეო ჩასაცმელივით არა ლიც? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...