Jump to content
Planeta.Ge

რას დაათრევენ ამ ძეგლებს აქეთ-იქეთ?!


Recommended Posts

რუსთავში დღეს შოთა რუსთაველის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.

როგორც რუსთავის მერმა მამუკა ჩიქოვანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდთან არსებული შოთა რუსთაველის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება,

 

რის შემდეგაც მას სასტუმრო “რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ. :D

 

სავარაუდოდ, ძეგლის გადატანა 15 სექტემბრისთვის განხორციელდება.

“სასტუმრო “რუსთავის” წინ არსებული მოედნის კეთილმოწყობისათვის, ასევე რუსთაველის ძეგლის დემონტაჟისა და სარესტავრაციო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყო”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მამუკა ჩიქოვანმა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. რა კომენტარი გავუკეთო? თქვენ რას მირჩევთ უზერებო?

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ რას მირჩევთ უზერებო?

 

გავიყოთ და ვიზასაოთ !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა.

სერიოზულად კი, ადრე გამიგია, ძეგლები საუკეთესო საშუალებაა ფულის გათეთრებისო და შეიძლება, ძეგლების აქეთ-იქეთ ტარებაშიც კეთდება ფული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა კომენტარი გავუკეთო?

:sorry: ერთადერთი კომენტარი უხდება მათ ,,საქმიანობას",იმასაც რუსულ ენაზე შეგახსენებთ:,,Дурная голова ногам покоя не дает".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგათ ეს ძეგლები ავეჯი გონიათ :sorry:

 

დივან ტუდა - კრესლო სიუდა!

 

სერიოზულად კი - ძეგლის-ქანდაკების მონტაჟი და დემონტაჟი ძალიან ძვირი სიამოვნებაა - დასკვნა თავად გამოიტანეთ

 

კარგად ვიცნობ იმ ხალხს ვინც მუშაობდა "პრომეთეს" ქანდაკებაზე მაგარი ფული გააკეთეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძეგლის-ქანდაკების მონტაჟი და დემონტაჟი ძალიან ძვირი სიამოვნებაა - დასკვნა თავად გამოიტანეთ

 

კარგად ვიცნობ იმ ხალხს ვინც მუშაობდა "პრომეთეს" ქანდაკებაზე მაგარი ფული გააკეთეს

აბა, კი ქონიათ მიზეზი და რას ვერჩით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრომეთეს ძეგლი ბორჯომში ჩაუტანიათ ამ რამდენიმე დღის წინ მომიწია ჩასვლა... ავადმყოფური და არაადეკვატური ჩვევები აქვთ და უკვე დიდად აღარ ვაქცევ ასეთ "გამოხტომებს" ყურადღებას...

ძეგლებზეა თემა და ჩვენთან ხაშურში სტალინის ძეგლს თავი მოტეხეს და მერე მთლიანად დაფშვნეს აქაურებმა.. მესიამოვნა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius

პრომეთეს ძეგლი ბორჯომში ჩაუტანიათ ამ რამდენიმე დღის წინ მომიწია ჩასვლა... ავადმყოფური და არაადეკვატური ჩვევები აქვთ და უკვე დიდად აღარ ვაქცევ ასეთ "გამოხტომებს" ყურადღებას...

რა შუაშIა გამოხტომები

 

შენი და ჩემი ჯიბიდან ფანტავენ ფულს და თან სრულიად უაზროდ

 

რაც პრომეთე დაჯდა, ათ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს გადავიღებდი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს გავიარე "პრომეთეს" ყოფილ ძაგლთან, იმ ადგილზე აგლეჯილი კლდეა და დაჟანგებული არმატურა, რელსებიც.

 

ნუ ძალიან დაამშვენა ქალაქი ამ ნაზეგლარმა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

იმ ადგილზე აგლეჯილი კლდეა და დაჟანგებული არმატურა, რელსებიც.

 

ნუ ძალიან დაამშვენა ქალაქი ამ ნაზეგლარმა

ცალკე ამის გასალამაზებელ დასალაგებლად რადმენი ათასი ლარი გადაიყრება ღმერთმა უწყის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ცალკე ამის გასალამაზებელ დასალაგებლად რადმენი ათასი ლარი გადაიყრება ღმერთმა უწყის

თავისთავად, იმ კლდის მოჭრაზე რამდენი დახარჯეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

თავისთავად, იმ კლდის მოჭრაზე რამდენი დახარჯეს?

პრომეთეს ძეგლი მთლიანობაში დაჯდა სადღაც 3 მილიონ ლარამდე...თვითონ ძეგლი მილიონახევარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...