newstudio Posted August 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2009 დღეს ახალგორის რაიონის ოკუპირებიდან ერთი წელი შესრულდა. 2008 წლის 16 აგვისტოს ახალგორი და ახალგორის რაიონის სოფლები რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა და ოსურმა შენაერთებმა დაიკავეს. რუსული ჯარები ახალგორში 18:20 საათზე შევიდნენ და რაიონის ცენტრი დაიკავეს. იმავე დღეს, 20:00 საათზე ახალგორის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, რუსმა ჯარისკაცება ადგილობრივი მოსახლეებისთვის რუსული პასპორტების შეთავაზება დაიწყეს. მოგვიანებით, 21:15 საათზე კი დაახლოებით 60 სამხედრო მანქანა დისლოცირებულ იქნა ახალგორის შესასვლელთან, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით. რუსული ოკუპაციის შედეგად ახალგორის რაიონიდან დღემდე დევნილობაში 5348 ადამიანი რჩება. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო და სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევები განახორციელა. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 26 ათასი – 19381 ცხინვალის რეგიონიდან და 1893 კოდორის ხეობიდან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. მაგრამ უიმედო ტირილს, ხომ არ ჯობია რეალურ გამოსავალზე ვიფიქროთ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2009 newstudio პ.ს. მაგრამ უიმედო ტირილს, ხომ არ ჯობია რეალურ გამოსავალზე ვიფიქროთ?!ამ მოცემულობით უბრალოდ გამოსავალი არაა, და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უკეთესი ჩვენთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2009 liliko ამ მოცემულობით უბრალოდ გამოსავალი არაა, და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უკეთესი ჩვენთვისვერ დაგეთანხმებით ვერანაირად რუსეთი ძალიან, ძალიან დასუსტებულია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2009 newstudio ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად რუსეთი ძალიან, ძალიან დასუსტებულია!ხო, საწყალი, მისი კვნესა აგერ ყურისძირში მესმის. მერე მე რა ამით? ამით უცებ ცხინვალს და სოხუმს დავიბრუნებ თავის ახალგორ--პერევი-კოდორიანად და კიდო ეკონომიკა ამიყვავდება, დემოკრატიის ქარიშხალზე რომ აღარაფერი ვთქვა? მაგაშია ჩვენი პრობლემა, რომ მის დასუსტებაზე ვდებთ ფსონს, ჩვენი რომ გაკეთდეს.ეს სუსტის პოზიციაა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.