Jump to content
Planeta.Ge

რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე


Recommended Posts

რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება

 

რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ პერევის მოსახლეობამ განუცხადა.

როგორც პერევში მცხოვრებლები ამბობენ, მოსახლეობას შესაბამისი ანკეტები უკვე შეავსებინეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რადგან ამან შეიძლება მათი ყოფა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო დაამძიმოს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის გამგებლის დიანა ბერიძის თქმით, რუსული პასპორტებით უკვე სარგებლობს სინაგურის, თედელეთის, ჯალაბეთისა და ქარძმანის ნაწილი, სადაც მთლიანად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ბერიძის თქმით, შესაბამისად ამ სოფლების მოსახლეობა ქართულ პასპორტებსაც ატარებენ და სარგებლობენ, როგორც ქართული ადმინისტრაციის მომსახურებით, ასევე ოსური. მისივე განცხადებით, ამ სოფლების მცხოვრებლები ყოველგვარი საყოფაცხოვრებო მომსახურებით საჩხერის რაიონში არიან ინტეგრირებული და რუსული ბლოკსაგუშაგოების არსებობის მიუხედავად, მათი გადაადგილება არ იზღუდება.

1991 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ყველა ეს სოფელი საჩხერის რაიონის დაქვემდებარებაში გადავიდა.

პერევის მოსახლეობა, დიანა ბერიძის განცხადებით, 265 ოჯახს შეადგენს.

 

 

რუსების მიერ კონტროლირებად ქართულ სოფელ ქარძმანში მოსახლეობა განახევრებულია

 

უსების მიერ კონტროლირებად ქართულ სოფელ ქარძმანში, მოსახლეობა განახევრებულია, 60 პროცენტამდე შემცირდა ადგილობრივთა რაოდენობა პერევში. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა.

ცერცვაძის თქმით, ისინი ინფორმაციას არ ფლობენ სინაგურიდან. როგორც გამგებელი აცხადებს, ამის გამომწვევი მიზეზი ის ფსიქოლოგიური ტერორია, რომელსაც რუსები და ოსები ამ ტერიტორიაზე ეწევიან.

`ძირითადად სოფლებს ახალგაზრდები ტოვებენ, რადგან ხშირია შეურაცხყოფის ფაქტები. პერევიდან საჩხერეში გადმოვიყვანეთ ორი ოჯახი, რომლებსაც იმის გამო, რომ ამ ოჯახიდან ახალგაზრდები ქართულ ჯარში მსახურობენ, რუსები და ოსები მოსვენებას არ აძლევდნენ. ორივე ოჯახს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფინანსებს საჩხერეში ცხოვრების ქირის ფულს~, - განაცხადა ცერცვაძემ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, `ხშირად ისე ხდება, რომ რუსი ჯარისკაცები მდინარეში აბსოლუტურად შიშვლები ბანაობენ, არაფრის მორიდება არ აქვთ, მოსახლეობას აცხობინებენ პურს, დაუკითხავად კლავენ საქონელს, რაც მოსახლეობას სოფლის დატოვებას აიძულებს.

 

საჩხერის გამგებელი პერევში მოსახლეობის შევიწროებაზე საუბრობს

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე, რუსებისა და ოსების მხრიდან, ოკუპირებული პერევის ტერიტორიაზე მოსახლეობის შევიწროების ფაქტებზე საუბრობს.

როგორც ცერცვაძემ `ინტერპრესნიუსთან~ საუბარში განაცხადა, ხშირია შემთხვევები, როცა მთვრალი ბოევიკები ქართულ სოფელში ოსების მიერ კონტროლირებადი, სოფელ სინაგურიდან გადმოდიან და ქართულ მოსახლეობას აწიოკებენ.

`აგრესია ოსების მხრიდან მოდის, მაგრამ რუსები ამას ხელს უწყობენ. იყო შემთხვევა, როცა მთელი ღამე სროლა იყო, გამოიყვანეს მოსახლეობა, ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს და საქონელი გაიტაცეს. დღემდე, პერევისა და ქარძმანის მოსახლეობიდან ათეულობით სული საქონელია დაკარგული~, - აცხადებს ცერცვაძე.

თავად პერევის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვს და ამბობენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მასიური ქურდობებისა და საძოვრების ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცევის გამო, ულუკმაპუროდ დარჩენა ემუქრებათ, ისინი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტასაც ითხოვენ.

`ჩვენი შემოსავალი ძირითადად მესაქონლეობა და მეფუტკრეობა იყო, გასული წლის ომის შემდეგ საძოვრებს ოსები აკონტროლებენ, რის გამოც იძულებული გავხდით, რაც ქურდობას გადაურჩა ის საქონელი გაგვეყიდა. დავკარგეთ სახნავ-სათესი ნაკვეთებიც. თუ ხელისუფლება არ დაგვეხმარება და დასაქმების პრობლემა არ გადაწყდება, რაიმე ფორმით, სოფელი თავისთავად დაიცლება~,-განაცხადეს `ინტერპრესნიუსთან საუბარში პერეველებმა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის ბესიკ კაპანაძის თქმით, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში ნებისმიერი ახალი ვაკანსია სწორედ პერეველებით შეივსება.

`ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხულია ყველა ადამიანი ოკუპირებული სოფლიდან, ვისაც პროფესია გააჩნია და რაიმე ვაკანსიის დაკავება შეუძლია~,-განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ამ სოფლიდან 4 ადამიანი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში დასაქმდება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/

 

პერევი რატომ დაივწყეს რაღაც აღრავინ ახსენებს .. არადა გაყვანილი ჯარი შარშან უკან შემობრუნდა თუ შემოაბრუნეს.. ესეიგი შესაძლებელია მაგ სოფლების დეოკუპაცია მარა... :vik:

როგორც ვატყობ მაგარი კიდიათ ამათ მთავარია არ ჩამოიშალოს მიშა... :help:

Edited by oddo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

oddo

რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება

 

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაცხა, მომაბეზრეს კიდეც თავი... არა მგონია რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობაზე იყოს საუბარი.

როგორც ვატყობ მაგარი კიდიათ ამათ მთავარია არ ჩამოიშალოს მიშა...

 

აი, ეს კი ფაიზაღია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

oddo

 

როგორც ვატყობ მაგარი კიდიათ ამათ მთავარია არ ჩამოიშალოს მიშა...

 

ეს ყველას ეხება,ვინც პასუხს არ სთხოვს ხელისუფლებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება

 

რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ პერევის მოსახლეობამ განუცხადა.

როგორც პერევში მცხოვრებლები ამბობენ, მოსახლეობას შესაბამისი ანკეტები უკვე შეავსებინეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რადგან ამან შეიძლება მათი ყოფა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო დაამძიმოს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის გამგებლის დიანა ბერიძის თქმით, რუსული პასპორტებით უკვე სარგებლობს სინაგურის, თედელეთის, ჯალაბეთისა და ქარძმანის ნაწილი, სადაც მთლიანად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ბერიძის თქმით, შესაბამისად ამ სოფლების მოსახლეობა ქართულ პასპორტებსაც ატარებენ და სარგებლობენ, როგორც ქართული ადმინისტრაციის მომსახურებით, ასევე ოსური. მისივე განცხადებით, ამ სოფლების მცხოვრებლები ყოველგვარი საყოფაცხოვრებო მომსახურებით საჩხერის რაიონში არიან ინტეგრირებული და რუსული ბლოკსაგუშაგოების არსებობის მიუხედავად, მათი გადაადგილება არ იზღუდება.

1991 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ყველა ეს სოფელი საჩხერის რაიონის დაქვემდებარებაში გადავიდა.

პერევის მოსახლეობა, დიანა ბერიძის განცხადებით, 265 ოჯახს შეადგენს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

ლიცემერი: ამბროსი აღმსარებელი (ხელაია):-"თუ ჩვენი შეუგნებლობა და მტერთა ძალმომრეობა წაგვართმევს იმ ადგილებს, რომელიც ჩვენმა მამაცმა მხედრებმა მორწყეს უკვე სისხლით,- თუ ისტორიულ უფლებებით ახლა ვერ ვისარგებლებთ, მაშინ ამ მოკლე წერილის მიზანი მაინც შერჩეს, რომ მან გააღვიძოს ხალხში ისტორიულ უფლებათა შეგნება"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება

დარწმუნებული იყავი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა აიღებს :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

დარწმუნებული იყავი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა აიღებს :(

 

 

აბა,ლტოლვილებად იქცნენ? :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

აბა,ლტოლვილებად იქცნენ?

ჩემო კარგო ეს არის მცოცავი და ძალიან სახიფათო ანექსია ქვეყნისა, როდესაც ტერიტორიით კი არა, მოსახლეობით იწყებ მის მისაკუთრებას. ასე მოხდა 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო მასიურად რუსეთის პასპორტების გაცემა აფხაზეთში და ცხინვალში.

ჩვენმა ბრიყვმა ხელისუფლებამ კი პრევენციისთვის არაფერი არ გააკეთა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მიშა შენი კეთილებს ##################.თბილისში როდის დაარიგებენ არ იცით?

თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლა ჩანს, შორს არაა ეგეც :user:

მთავარია, რომ ვინც ახლა თავს იდებს რუსეთის გინებით, ზუსტად უმეტესობა მათგანი ახლა იმ პასპორტის რიგში ჩადგება :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

კი, მართალი ხარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

ჩემო კარგო ეს არის მცოცავი და ძალიან სახიფათო ანექსია ქვეყნისა, როდესაც ტერიტორიით კი არა, მოსახლეობით იწყებ მის მისაკუთრებას. ასე მოხდა 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო მასიურად რუსეთის პასპორტების გაცემა აფხაზეთში და ცხინვალში.

ჩვენმა ბრიყვმა ხელისუფლებამ კი პრევენციისთვის არაფერი არ გააკეთა

 

 

იმედია,რუსეთი ევროკავშირში შევა და მერე დაგვირიგონ რუსული პასპორტები :hello: :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

იმედია,რუსეთი ევროკავშირში შევა და მერე დაგვირიგონ რუსული პასპორტები

თუ მაგია უმთავრესი, ახლაც რუსეთს გამარტივებული სავიზო ურთიერთობები აქვს მსოფლიოს 50 მნიშვნელოვან ქვეყანასთან, მათ შორის შტატებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა ამ პასპორტის მფლობელს უარს არ ეუბნებიან ვიზაზე.

ასე რომ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...