Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილსა და უგულავას შორის დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს


Recommended Posts

09:38 / 20-08-2009

სააკაშვილსა და უგულავას შორის დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს

ქართულ პრესაში მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში არ შემწყდარა ლაპარაკი სახელისუფლებო ეშელონებში არსებულ დაპირისპირებაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან ერთხმად ადასტურებდნენ, რომ "სააკაშვილსა და უგულავას შორის დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს." ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის მოულოდნელ გაუჩინარებას ასახელებდნენ. სუბელიანი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც არ გამორიცხავენ.

 

მას, სავარაუდოდ, დევნილებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან, თუმცა არ არის გამორიცხული, თბილისის მერიაში, კერძოდ, კეთილმოწყობის სამსახურში მისი მუშაობაც გაიხსენონ. შეგახსენებთ, მაშინ სუბელიანის უწყებისთვის გამოყოფილი 200 მილიონი ლარის ხარჯვის დოკუმენტს "გრიფი საიდუმლო" დაადეს, რასაც კონსერვატიული პარტია აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ სუბელიანი ამ თანხას არამიზნობრივად განკარგავდა. მაშინ ხელისუფლებამ ამ საქმის ჩასაფარცხად ყველაფერი გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, დღეს უგულავაც და სუბელიანიც ხელისუფლების გარკვეულ დაჯგუფებას გულზე აღარ ეხატება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მერაბიშვილის უწყებაში ძველი ამბებიც გაიხსენონ. როგორც ამბობენ, უგულავასა და მერაბიშვილს შორის შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც ძველი თბილისის რაიონის ყოფილმა გამგებელმა ლაშა ფურცხვანიძემ, რომელიც უგულავას პოლიტიკური გუნდის წევრიც გახლდათ, თავის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე გვესაუბრება კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა:

 

- დაზუსტებით თქმა, რა ხდება სახელისუფლებო ეშელონებში, რთულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა პოლიტიკასაც სააკაშვილის ხელისუფლება ატარებს. ეს არის კრიმინალური პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის კულუარულია. თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად, ჭორად გავრცელებული ამბავი ხშირად სიმართლე გამოდგება ხოლმე. ისე, ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ სახელისუფლებო გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ არის. გახსოვთ, არცთუ დიდი ხნის წინ ქართული ხელისუფლებისგან მართული ტელემედიის საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემა უგულავა და მისი საგმირო საქმეები იყო. როგორც ამბობენ, სატელევიზიო მედიას სწორედ ის აკონტროლებდა. უკვე კარგა ხანია უგულავა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის აღარ ჩანს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა მოხდა? აშკარაა, ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი სახელისუფლებო ასპარეზზე გიგი უგულავას პოზიციების შერყევას ცდილობს. როგორც ვიცი, დაკავებულია გიგი უგულავასთან დაახლოებული რამდენიმე პირი. მათ შორის, ნიკა რურუას ძმის მეგობარი გიორგი მიქაძე, რომელიც ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის სახელისუფლებო დაჯგუფების წევრად მოიაზრებოდა. როგორც ამბობენ, აპირებდნენ ვიცე-მერის და უგულავას მარჯვენა ხელის მამუკა ახვლედიანის დაკავებასაც, მაგრამ უგულავას უშუალო ჩარევით ამჯერად მოხერხდა ახვლედიანის გადარჩენა.

 

- როგორ ფიქრობთ, რის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ უგულავას?

- როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ უგულავას ამბიციებმა და აქტიურობამ, შესაძლოა, სააკაშვილის ძალაუფლებას შეუქმნას საფრთხე. თავის მხრივ, იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც უგულავაც მიეკუთვნება, დაასკვნეს, რომ სააკაშვილის მოღვაწეობის წარუმატებლობის გამო, დროა მისსავე გარემოცვაში მოიძებნოს ახალი კანდიდატი, რომელიც სააკაშვილს ჩაანაცვლებს. ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სააკაშვილის კარიერას, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც სხვა სახელისუფლებო დაჯგუფებას მიეკუთვნება და სააკაშვილის მმართველობისას არავისზე ნაკლები ფული არ უშოვია. ამიტომაც სააკაშვილმა უკვე დაიწყო გიგი უგულავას შემცვლელის ძებნა. ნათელია, რომ ბრძოლა მიდის გავლენისა და ძარცვით ნაშოვნი ქონების შესანარჩუნებლად. იმაზე, რომ საქართველოს მთავრობაში კობა სუბელიანი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მოხელეა, კარგა ხნის წინ, ჯერ კიდევ მისი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსობისას ვლაპარაკობდით. შეგახსენებთ, მაშინ ჩვენ გამოვითხოვეთ კონტროლის პალატის დასკვნა იმის თაობაზე, როგორ იხარჯებოდა სუბელიანის მაშინდელი სამსახურის ბიუჯეტი, თუმცა 200 მილიონი ლარის ხარჯვას "გრიფი საიდუმლო" ჰქონდა დადებული. არადა, კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციაში შედიოდა ქალაქის დაგვა -დასუფთავება, არანაირი საიდუმლო ხარჯები იქ არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ფული მიზნობრივად რომ დახარჯულიყო. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, სუბელიანი ლტოლვილებისთვის გამოყოფილ თანხებსაც ასევე "მიზნობრივად" განკარგავდა.

 

- როგორც ამბობენ, შემოდგომისთვის სერიოზული ცვლილებები იგეგმება მთავრობაში...

- კარგი, რა, რა ცვლილებები?! დაატრიალებენ კიდევ ერთ კარუსელს და ეგ იქნება. სერიოზული ცვლილება, იცით, რა იქნებოდა, თუ სააკაშვილი მერაბიშვილს მოხსნიდა, თუმცა ეს არ მოხდება. სახელმწიფოში, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, არ არსებობს ვანო მერაბიშვილზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა. აქედან გამომდინარე, მისი შეცვლა ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან ეს, პრაქტიკულად, ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს. აბა, გარემოს დაცვის მინიტრად ვის დანიშნავენ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხომ ვხედავთ, რომ რეალური ცვლილებები არსად, არც ერთ სფეროში არ ხორციელდება, ხელისუფლებას ამის ნება არა აქვს, შესაბამისად, მინისტრის შეცვლა საქმეს არ შველის. სააკაშვილს ძალიან უნდა, მოჩვენებითი რეფორმებით გავიდეს ფონს, მაგრამ შეუძლებელია ამ კლოუნობითა და პიარაქციებით თავს უშველოს. არის ასეთი გამოთქმა: "შეიძლება ბევრი ხალხი მოატყუო ცოტა ხნით ან ცოტა ხალხი მოატყუო დიდი ხნით, მაგრამ ბევრი ხალხის დიდი ხნით მოტყუება შეუძლებელია." მოკლედ, სააკაშვილის ტყუილებს ვადა გაუვიდა. კი ამბობს, ბათუმი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქიაო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, შადრევნების გახსნა და ფასადების შეღებვა ბევრს არაფერს ცვლის. სამწუხაროდ, ბათუმი ჯერაც ყველაზე დანგრეული და განუვითარებელი კურორტია მთელი შავი ზღვის სანაპიროზე. ყველამ იცის ისიც, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველოში რეალური ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია. საკადრო გადაადგილებებსა და კარუსელებს ადრე შეიძლება კიდევ მოჰქონდა ხელისუფლებისთვის რაღაც დივიდენდები, მაგრამ დღეს ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

 

- თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციის სამთვიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, სააკაშვილი წარმატებით ინარჩუნებს ძალაუფლებას...

- ვერ ვიტყოდი, რომ წარმატებულად ინარჩუნებს. ყველა კვლევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ამერიკულმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს, აჩვენებს, რომ დღეს სააკაშვილის რეიტინგი თბილისში გაცილებით დაბალია, ვიდრე 2007 წლის 7 ნოემბერს იყო. მას თბილისში 10-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

 

- საქართველო მარტო თბილისი არ არის, ეს აქციებისასაც გამოჩნდა. ოპოზიცია თითქოს გეგმავდა რეგიონებში გასვლას, თუმცა...

- ეს არის "ეროვნული ფორუმის" სტრატეგია და არა მთელი ოპოზიციის. მართებულად არ მიმაჩნია, რომ რეგიონებში შევცვალოთ სააკაშვილის ხელისუფლება. ჩემი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თბილისში. საქმე ისაა, რომ ამისთვის რეგიონებში გაცილებით ნაკლები რესურსია, ნაკლებია გამჭვირვალობა, რადგან სახელისუფლებო პროპაგანდა ტელევიზიების საშუალებით იქ გაცილებით კარგად მუშაობს. ამიტომაც რეგიონებში გაცილებით სუსტია ოპოზიცია და ნაკლები შესაძლებლობა აქვს ხელისუფლებასთან დაპირისპირების.

 

- ვრცელდება ინფორმაცია ახალი ოპოზიციური ალიანსების შესახებ, მაგალითად, ამბობენ, რომ კონსერვატიული პარტია, ,"ეროვნული ფორუმი" და ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანდებიან, ახალი ალიანსის ლიდერი კი სოზარ სუბარი იქნება.

- პრესაში ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს. როდესაც ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ძირითადი ოპოზიციური ძალების ერთიანობას. რაც შეეხება სოზარ სუბარს, მან განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა პოლიტიკაში.

 

http://www.ambebi.ge/politika/9056-saakash...s-aghtsevs.html

 

”ყველა სიახლე”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 121
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ლაშა ჟვანიასა (უგულავას გუნდი) და გილაურს (მერაბიშვილ-ადეიშვილის გუნდი) შორის დაპირისპირების გამოტანამ კულისებიდან (რეპორტაჟი ერორზე) ,საჯარო განხილვაზე, ნათლად მიანიშნებს, რომ დაპირისპირების გრადუსი უკანა ფრონტზე ძალიან მაღალია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...