ლ ი ც ი Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 (edited) სააკაშვილი უგულავას შემცვლელს ეძებს?! “ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი “იძულებითი მივლინებით” აშშ-ში იმყოფება. იგი შტატებში, სავარაუდოდ, 10 დღის წინ გაემგზავრა. მინისტრის აშშ-ში ყოფნის ფაქტს სუბელიანის უწყებაშიც ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალები, რომელიც აღნიშნულ ვიზიტს შეეხება გასაიდუმლოებულია. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მათ აქვთ მრავალმხრივი ინფორმაცია, თითქოს “სააკაშვილსა და უგულავას შორის დაწყებული დაპირისპირება პიკს აღწევს”. სუბელიანის აშშ-ი გამგზავრებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა სამინისტროში. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ არც მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი და არც მისი მოადგილეები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უგულავას სააკაშვილი დაუპირისპირდა - აცხადებს ოპოზიცია / “სააკაშვილი ეძებს უგულავას შემცვლელს... საუბარია რამდენიმე ბიზნესმენზე”.“კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიება სუბელიანს დევნილებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. “პირველის” ინფორმაციით, მერაბიშვილის უწყებებში საქმე სუბელიანის წინააღმდეგ უკვე აღძრულია, თუმცა დეტალები ბოლომდე არ ხმაურდება. აღნიშნული საქმის მოგვარება საკუთარ თავზე დედაქალაქის მერს გიგი უგულავას აუღია, თუმცა შეძლებს თუ არა ქალაქის მერი სუბელიანის გადარჩენას, ჯერჯერობით გაურკვეველია. სახელისუფლებო კულუარებში კი უკვე აღარ მალავენ, რომ მერაბიშვილი-ადეიშვილისა და უგულავას გუნდებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა, იმდენად სერიოზული, რომ ძალოვნები გიგი უგულავას პრეზიდენტის კარზე არსებული გავლენიანი მეგობრების დაპატიმრებასაც აღარ ერიდებიან. “პირველის” ცნობითვე, სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით კულტურის მინისტრის ნიკა რურუას ძმის, გიორგი რურუას მეგობარი გიორგი მიქაძე დააკავეს”, - აღნიშნავს გამოცემა.“ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძველი თბილისის გამგებლის ფურცხვანიძისა და მისი მოადგილის, კობა ხარშილაძის კაბინეტში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს. ლაშა ფურცხვანიძემ, რომელიც გიგი უგულავას მეგობარია, ამ სკანდალის შემდეგ თანამდებობა უკომენტაროდ დატოვა. მაშინ უგულავას მისი მეგობრების კაბინეტში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენაზე კომენტარი არ გაუკეთებია”, - წერს სტატიის ავტორი. “სააკაშვილი ეძებს უგულავას შემცვლელს. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ბიზნესმენზე, თუმცა, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მთელი შიდა დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება ამის ნიადაგზე... საქართველოს მთავრობაში სუბელიანი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული მოხელე. როდესაც ის მუშაობდა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად, ჩვენ გამოვითხოვეთ კონტროლის პალატის დასკვნა და 200 მილიონ ლარს ჰქონდა გრიფი საიდუმლო დადებუდი - სუბელიანის სამსახურის ფუნქციაში შეიდოდა ქალაქის დაგვა და დასუფთავება, არანაირი საიდუმლო ხარჯები იქ არ არსებობს. ნახეთ ლტოლვილთა მუდმივი კომპაქტურად ჩასახლების ადგილები, მოიკითხეთ რამდენია დახარჯული და ნახავთ, რამდენი აქვს მოპარული სებულიან დევნილების თანხებიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდექტთან საუბრისას “კონსერვატორი” კახა კუკავა.“კობა სუბელიანი ხელმრუდობას და ბიუჯეტის ქურდობას მიჩვეულია ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის იყო უგულავას მძღოლი და მერე დააწინაურა ქალაქის კეთილმოწყობის უფროსის პოსტზე. ასე რომ, სულაც არ მიკვირს,რომ მინისტრის პოსტის მიღების შემდეგ გააგრძელა იგივე საქმიანობა. მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ ძალიან დიდი ფული იშოვა, მას გაუჩნდა საპრეზიდენტო ამბიციები და ეს ძალიან კარგად იცის სააკაშვილმა. მასში დაინახა კონკურენტი და ცდილობს მის მოცილებას უკვე ძალოვანი მინისტრების მეშვეობით. მაგრამ, სანამ თავად უგულავას მიადგება სააკაშვილი, მანამდე თავად უგგულავა ცდილობს, რომ სუბელიანს, ახვლედიანს და სხვებს დააწერინოს განცხადება და მოიცილოს თანამდებობიდა. სულაც არ მიკვირს, რომ ცოტა ხანში სუბელიანის და ახვლედიანის წინააღმდეგ აღიძრას საქმეები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ლეიბორისტი” სოსო შატბერაშვილი.“ნებისმიერი დიდი პოლიტიკური გაერთიანება თავის ზომებს ვერ უძლებს და შიგნიდან იწყება დაპირისპირებები. ასე რომ ანალოგიური პროცესი აქაც უნდა მოხდეს. მით უმეტეს, რომ ზურგს უკან არის საკმაოდ წამგებიანი ნაბიჯების სერია ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც ძალიან რთული სიტუაცია გამოიწვია. ის, რომ მერაბიშვილის ხაზი უფრო ძლიერია, ეს ცხადია. რაც შეეხება გიგი უგულავას, ჩვენ ყველას გვახსოვს, რო ერთი წლის წინ ომში მხედარმთავრის როლს ფაქტობრივად გიგი უგულავა ასრულებდა - იმ ომში, რომელიც მარცხით დამთავრდა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე დიდი ხანია ველოდები იმ პირთა უკან გაწვევას, ვინც ომის პერიოდში წინა პლანზე იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი. “გიგი უგულავას გაუჩნდა საპრეზიდენტო ამბიციები და თან დაიჯერა, რომ მიშას მერე ის იქნება და გარკვეულწილად გამოვიდა კონტროლიდან, ჩაერთო კორუფციულ სქემებში, აქვს უამრავი ფული და ამას არ პატიობენ. საპრეზიდენტო ამბიცია რომ არ გასჩენოდა და არ გამოსულიყო კონტროლიდან, პრეტენზიები მის მიმართ არ ექნებოდათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106715.html ლიცემერი: მოკლედ, კომედია დამთავრდა...კომედია იწყება http://www.ambebi.ge/politika/9056-saakash...s-aghtsevs.html Edited August 20, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 licemer სააკაშვილი ეძებს უგულავას შემცვლელს... საუბარია რამდენიმე ბიზნესმენზესაერთოდ წარმატებული ბიზნესმენის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა კარგი იდეაა. ეგ მეთოდი პირველად ამერიკელებმა, კერძოდ კი კენედიმ გამოიყენა როცა მაკ-ნამარა დანიშნა თავდაცვის მინისტრად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 licemer საერთოდ წარმატებული ბიზნესმენის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა კარგი იდეაა. ეგ მეთოდი პირველად ამერიკელებმა, კერძოდ კი კენედიმ გამოიყენა როცა მაკ-ნამარა დანიშნა თავდაცვის მინისტრად. სააკაშვილთან დაახლოვებული "წარმატებული" ბიზნესმენის ბიზნესში ჩამახედა ნეტა. :sorry:: რაფრა ყველაფერში ამერიკელებს უნდა მივბაძოთ. :sorry:: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 (edited) babuagiorgi სააკაშვილთან დაახლოვებული "წარმატებული" ბიზნესმენის ბიზნესში ჩამახედა ნეტა :sorry: :sorry: :sorry: ის ტიპი რა გვარი იყო თან ლექსებს რომ წერდა? მაგი დანიშნოს მერად. Edited August 14, 2009 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 ხო! ახლა "განაწყენებული" გიგი გამოეყოფა ამ ლპობაშეპარულ რეჟიმს, "მიხვდება" და "გულწრფელად მოინანიებს" ერის წინაშე თავის ცოდვბს და დაიწყება ლანძღვა_თათხვის ახალი სერია და წუწუნი: "მე ვაფრთხილებდი!" "ჩემს აზრს არ ითვალისწინებდნენ!" "ყველანაირად ვცდილობდი!" - ეს "კინო" რეგვენ გურჯებს უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ..... მაინც "სულგრძელად ვაპატიებთ" და არჩევნებზე პარტიის სახით გასულ ამ პარაზიტთა ჯგუფს ნდობის გარკვეულ მანდატსაც "ვუფეშქაშებთ", რადგან აქ ხომ "ყველაფერი მოსულა?!" და დიაგნოზიც დიდი ხნის დასმულია: "საშოვარს გადაგებული" "ბედნიერი ერი " ვართ !!!! :sorry: :sorry: Saturn საერთოდ წარმატებული ბიზნესმენის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა კარგი იდეაა. ეგ მეთოდი პირველად ამერიკელებმა, კერძოდ კი კენედიმ გამოიყენა როცა მაკ-ნამარა დანიშნა თავდაცვის მინისტრად.შე კაცო! "ფორდ მოტორ კომპანი "-ს პრეზიდენტი იყოს და ქალაქის მერი ვინ მიგდია, პრემიერ-მინისტრადაც კი ავირჩევ!!!! ახლა შინაგან საქმეთა მინისტრობას და პრეზიდენთობას ვერ შევპირდები, მაგას ნიჭი უნდა ნიჭი !!!! თან ხერხემალი უნდა გქონდეს მაგარი!!!!! :sorry: :papa: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 უახლოეს დღეებში უგულავას ვიხილავთ ოპოზიციის მიტინგზე ბურჯანაძის გვერდზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 მსგავსი ტიპის ინფორმაციებზე მუდამ კასრში გამომწყვდეული ვირთხები მახსენდებიან დათა ტუთაშხიადან :sorry: ძუკუ ის ტიპი რა გვარი იყო თან ლექსებს რომ წერდა? მაგი დანიშნოს მერად.ჩვენი დროის დიად ქართველ პოეტ კაკალაშვილს გულისხმობ? :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 babuagiorgi უახლოეს დღეებში უგულავას ვიხილავთ ოპოზიციის მიტინგზე ბურჯანაძის გვერდზე.და მარტო უგულავას?! ახლა ნახე რა ტალიკ-ტალიკი "პატრიოტი" ბიჭები გვყოლია და არ ვიცოდით! ;) ერი უნდა იცნობდეს თავის "გმირებს"! :papa: :sorry: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 (edited) კობა სუბელიანი თანამდებობას სავარაუდოდ, მალხაზ აკიშბაიას გადაულოცავს 18:06 - 13.08.2009 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. "პირველის" სანდო წყაროს ცნობით, სუბელიანის თანამდებობიდან გაშვების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მეტიც, მან თანამდებობა სავარაუდოდ, უკვე დატოვა და მინისტრის პოსტი შესაძლოა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას გადაულოცოს. თავად აკიშბაია "პირველთან" საუბარში ირწმუნება, რომ არანაირი მსგავსი შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია და ამის შესახებ არც კი სმენია. სუბელიანის უწყებასთან დაკავშირება “პირველმა” მთელი დღის განმავლობაში ვერ მოახერხა, სააგენტოს წყაროს ცნობით კი, ეს გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, თუმცა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ოფიციალური ინფორმაციით, სუბელიანი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სპეციალურ სასწავლო კურსს გადის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შინაარსის ოფიციალური ვერსიები მაღალჩინოსანთა თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევებში ხელისუფლებას არაერთხელ გაუვრცელებია. "პირველის" ინფორმაციით, სუბელიანი აშშ-ში "იძულებითი მივლინებით" იმყოფება. იგი შტატებში სავარაუდოდ, 10 დღის წინ გაემგზავრა. "პირველის" წყარო კატეგორიულად ამტკიცებს, რომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საქართველოდან გაუჩინარებულ სუბელიანს დევნილებისათვის გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან. მისივე ინფორმაციით, მერაბიშვილი-ადეიშვილის უწყებებში საქმე სუბელიანის წინააღმდეგ უკვე შეკრულია, თუმცა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...15&Itemid=1 Edited August 14, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 ოპოზიციის ადგილზე, საერთოდ გავჩუმდებოდი 2-3 თვით. ესენი ისე დაჭამენ ერთმანეთს, ძვლებსაც არ დატოვებენ მთელს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 liliko ჩვენი დროის დიად ქართველ პოეტ კაკალაშვილს გულისხმობ?მადლობა შეხსენებისთვის. არა მარტო დიდ პოეტს, არამედ დიდ ბიზნესმენსაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 ოპოზიციის ადგილზე, საერთოდ გავჩუმდებოდი 2-3 თვით. ესენი ისე დაჭამენ ერთმანეთს, ძვლებსაც არ დატოვებენ მთელს. ამას ვფიქრობ მეც.ამ ნაციონალებს რამე თუ გადაარჩენს ისევ ოპოზიციის ქმედება. ;): Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 ძუკუ მადლობა შეხსენებისთვის. არა მარტო დიდ პოეტს, არამედ დიდ ბიზნესმენსაც. ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 სააკაშვილი უგულავას შემცვლელს ეძებს?! მეც წავიკითხე ეს სტატია გაზეთში და სიმართლეა ნეტავ? ჩვენი დროის დიად ქართველ პოეტ კაკალაშვილს გულისხმობ?მაგი მოკვდა მგონი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 choxa ოპოზიციის ადგილზე, საერთოდ გავჩუმდებოდი 2-3 თვით.+1ესენი ისე დაჭამენ ერთმანეთს, ძვლებსაც არ დატოვებენ მთელს.как скорпионы в банке - не при тебе будь сказано :sorry: დაჭამონ, ჩვენ სეირს ვუყუროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.