Jump to content
Planeta.Ge

ყველამ ნახეთ და მოუსმინეთ


Recommended Posts

ნამდვილად მძიმე საყურებელ-მოსასმენია... მაგრამ...ჩვენ მაინ უნდა ვიკითხოთ ყველამ - ვინ და რატომ დაიწყო ომი...

და ასევერ უნდა ვიკითხოთ, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო! ვისგან? ცოტა ხანში ტალიავინის კომისია იტყვის ამას.

კლიპი კი, რა ვთქვა? უფრო მძიმე კადრებიც მაქვს სამწუხაროდ ნანახი. ესაა ომის ტრაგიკული შედეგი :mad2:

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად მძიმე საყურებელ-მოსასმენია... მაგრამ...ჩვენ მაინ უნდა ვიკითხოთ ყველამ - ვინ და რატომ დაიწყო ომი...

და ასევერ უნდა ვიკითხოთ, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო! ვისგან? იმედია ცოტა ხანში ტალიავინის კომისია იტყვის ამას.

კლიპი კი, რა ვთქვა? უფრო მძიმე კადრებიც მაქვს სამწუხაროდ ნანახი. ესაა ომის ტრაგიკული შედეგი :mad2:

 

 

რაც შეეხება ტალიავინის კომისიის დასკვნას, უბრალოდ ვერ იქნება ეგ დასკვნა ობიექტური...კომისიის წევრები ომი დამთავრებული არ იყო, მაშინვე აკეთებდნენ შეფასებებს, რომ ომი საქართველომ დაიწყოო..

 

რაც შეეხება ომის დაწყების წინა პერიოდს, ომამდე სრული ორი წელი და განსაკუთრებით ომამდე თვეებში, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი რუსეთის განცხადებებში, მათზე რეაგირებაში, ექსპერტების შეფასებებში როგორც ქართველები, ისე რუსების...

ომამდე სამი თვის მანძილზე კი, ყოველდღე ველოდებოდი ომის დაწყებას...

 

ალბათ მედიის ბრალია ეგ კითხვა რომ ჩნდება... სათანადოდ ვერ ვახდენდით ალბათ საფრთხის ჩვენებას...

 

როგორც კი ეგ კითხვა ისმება, მაშინვე დანაშაულის გრძნობა მაქვს ხოლმე...

 

რუსეთის ერთდერთი სტრატეგია, ომის დაწყება იყო... მაგის აცილება კი, ძალიან რთული...

 

ყოველ საფრთხეზე პარლამენტი განცხადებებს აგზავნიდა საერთაშორისო ორგანიზაციებში... მეორე დღეს დილიდანვე პასუხებს ველოდით, უშედეგოთ.... ყველა დუმდა... ეგ კი იმის აშკარა საფუძველი იყო, რომ რუსეთი ომს დაიწყებდა......

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

რაც შეეხება ტალიავინის კომისიის დასკვნას, უბრალოდ ვერ იქნება ეგ დასკვნა ობიექტური...კომისიის წევრები ომი დამთავრებული არ იყო, მაშინვე აკეთებდნენ შეფასებებს, რომ ომი საქართველომ დაიწყოო..

ამ პოსტით შეიძლება დავასკვნა, რომ ხელისუფლების შორიახლოს ნამდვილად ხარ, ყოველ შემთხვევაში ინფორმაციულად.

იმედია ხვდები, რომ არც მე ვლაპარაკობ ორღობის ჭორების დონეზე.

არ გირჩევ თავდაცვით პოზაში დადგომას, რაც ტალიავინის კომისიის ობიექტურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას გულისხმობს.

როგორც კი წამოვა ხელახლა ტალღა კომისიის მიკერძოებულობაზე ხელისუფლების მხრიდან, რაც ერთხელ უკვე იყო მცირე მასშტაბით, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე ვახდენთ საქართველოს, და არა მარტო ხელისუფლების, დისკრედიტაციას.

რაც შეეხება ომის დაწყების წინა პერიოდს, ომამდე სრული ორი წელი და განსაკუთრებით ომამდე თვეებში, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი რუსეთის განცხადებებში, მათზე რეაგირებაში, ექსპერტების შეფასებებში როგორც ქართველები, ისე რუსების...

ომამდე სამი თვის მანძილზე კი, ყოველდღე ველოდებოდი ომის დაწყებას...

ძალიან კარგი. ე.ი. შენ ბევრი რეალური და არა მასებზე გათვლილი ინფრმაცია უნდა გქონდეს. ასევე კარგი იქნებოდა გადაგეხედა არა მარტო ბოლო 2 წლის, არამედ ბოლო 5 წლის ინფორმაციებისთვის და თანაც ორმხრივად.

მე ომის დაწყებას უკვე 2004 წლის მაისიდან ველოდი :sorry:

ალბათ იცი რატომაც :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ნებისმიერ შემთხვევაში ტალიავინის დასკვნა პოლიტიზირებული იქნება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

liliko

ნებისმიერ შემთხვევაში ტალიავინის დასკვნა პოლიტიზირებული იქნება...

ტალიავინი სერიოზული პოლიტიკოსია და თავის იმიჯს და კარიერას დარტყმის ქვეშ არ და ვერ დააყენებს, ამიტომ არ მგონია ეს დასკვნა არ იყოს მაქსიმალურად ობიექტური, თუმცა პოლიტიზირებული ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ ეს გასათვალისწინებელი ინფორმაციაა

 

Presa.ge

Saylor Company საქართველოს ოკუპაციის ”აუცილებლობას” დასავლეთს დაუსაბუთებს

დასავლეთის თვალში იმიჯის გასაუმჯობესებლად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებამ ამერიკული PR სააგენტო Saylor Company დაიქირავა. ამის შესახებ იუწყება Reuters-ი, Saylor Company-ის ხელმძღვანელის, გაზეთ The Los Angeles Times-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის მარკ სეილორისა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დამცველის, დავით სანაკოევის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

PR სააგენტოსთან კონტრაქტი ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა, ხოლო მისი დარეგისტრირება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში ივლისში მოხდა. თუმცა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის ამის თაობაზე მხოლოდ 12 აგვისტოს გახდა ცნობილი.

 

შეთანხმება ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს და ”PR-მეიკერებისთვის” გადასახდელი თითოეული სამუშაო საათის ანაზღაურება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებას 165-დან 550-მდე დოლარი დაუჯდება – კონფლიქტის ზონაში მუშაობა 50%-ით მეტი ღირს. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ Saylor Company თვეში 30 ათას დოლარზე მეტს არ მოითხოვს.

 

დავით სანაკოევმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ რესპულიკის ხელმძღვანელობა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ დასავლეთში მათზე შექმნილ წარმოდგენას არასწორად მიიჩნევს. ომბუდსმენის აზრით, რესპუბლიკის უარყოფითი იმიჯის შექმნაში ქართულმა პროპაგანდამ დიდი როლი შეასრულა. ამ პროპაგანდასთან დაპირისპირებას ოსური და აფხაზური ხელისუფლება Saylor Company-ის მეშვეობით შეეცდება.

 

ამერიკელი პიარ–მენეჯერების მიმართ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაყენებულ ამოცანებს შორისაა - ”ახსნა-განმარტება, თუ როგორ იხსნა რუსულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა” და ”მშვიდობიან მოსახლეობაზე ქართველი ჯარისკაცების სასტიკი თავდასხმის შეხსენება მსოფლიოსთვის”.

 

დამქირავებლებმა Sailor Company-ის ასევე სთხოვეს, აუხსნან მსოფლიო საზოგადოებას, რომ ”აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოსგან დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა”.

 

აფხაზეთის ხელისუფლებამ PR სააგენტოს შეუკვეთა ”მსოფლიო საზოგადოებისთვის იმ ნაბიჯების ახსნა-განმარტება, რომელსაც აფხაზეთი დგამს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად”.

 

აფხაზეთის ხელისუფლებას პროფესიონალების დახმარებით ასევე სურს დასავლეთის წინაშე დაასაბუთოს რუსული სამხედრო ძალის არსებობა თავის ტერიტორიაზე.

 

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=9197

20:57 13.08.2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ომის მომხრე არასდროს ვყოფილვარ,ამ ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს მხრიდან ეკისრება საქართველოს მთავრობასა და იმათ,ვინც სააკაშვილის ქმედებას მხარს უჭრდა და ასეთი ძალიან ბევრი იყო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ამ პოსტით შეიძლება დავასკვნა, რომ ხელისუფლების შორიახლოს ნამდვილად ხარ, ყოველ შემთხვევაში ინფორმაციულად.

იმედია ხვდები, რომ არც მე ვლაპარაკობ ორღობის ჭორების დონეზე

შენ ვისთან დგახარ შორიახლოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შენ ვისთან დგახარ შორიახლოს?

მართლა გაინტერესებს?

შენ როგორ ფიქრობ? :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მემარჯვენეებთან ალბათ

:sorry: საიდან ასეთი დასკვნა?

მგონი უკვე ხვდები ჩემი პოსტებით, რომ როდესაც რამეს ვამბობ, გულწრფელად ვამბობ :buchti:

არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვარ. თუმცა როგორც ასეთი, სერიოზული პოლიტიკური ძალები არცაა საქართველოში :sorry:

ერთხელ სერიოზულად მივქარე და რაღაც დროით მიშასთან ვიყავი :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ერთხელ სერიოზულად მივქარე და რაღაც დროით მიშასთან ვიყავი

ვინ არ იყო მიშასთან რაღაც პერიოდი მაინც?! თვით შალვაც კი (საკრებულოსში ხმა რო მისცა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თვით შალვაც კი (საკრებულოსში ხმა რო მისცა)

ნუ შალვასთან ჩემი შედარება ცოტა მეტისმეტი მგონია :hm: :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...