Jump to content
Planeta.Ge

ამ დღეს ომი დაიწყო აფხაზეთში


Recommended Posts

17 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო.

სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

 

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს.

ქართული მხარის ჯერაც დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა.

აფხაზური მონაცემებით, 1992-93 წლების დაპირისპირებისას 3500 აფხაზი დაიღუპა და 2 ათასამდე დაიჭრა.

 

პ.ს. მე გლობალი გამეთიშა, და იქნებ ვინმემ სურათები ატვირთოს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაში კარგად "ჯდება" ეს ინფორმაცია

 

ევროკავშირი აფხაზეთში პუტინის ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოხატავს

 

ევროკავშირი აფხაზეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ „ფრანს-პრესი“ ევროკავშირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

"ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და ხელს უშლის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული“, - ნათქვამია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - შვეიცარიის განცხადებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიდეოები,რომლებიც ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ნანახი:

 

(18 წლამდე ვინც ხართ,ნუ უყურებთ).

 

 

 

 

დევნილები...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://img.youtube.com/vi/DUBl6TjoljA/0.jpg

 

http://img.youtube.com/vi/K6rv85eeVp4/0.jpg

 

http://62.168.168.232/videothumbs/78846923d3e408041413757.jpg

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/7/73/Sukhumirefugees.jpg

 

 

 

http://experti.ge/tankebi-afxazetshi.jpg

 

http://1.bp.blogspot.com/_1r-ixFH490g/SYAN8Xu9NKI/AAAAAAAAADw/OgCDjBRoMu0/s320/582044080ea208083085853.jpg

 

http://www.geocities.com/abkhazia/war100001.JPG

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...