Partisan Hideaway Posted April 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2008 საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბევრს მიაჩნია რომ ნაციონალიზიმი და ნაციზმი ერთი და იგივე იდეოლოგიას, ქცევასა და პოლიტიკურ ქმედებებს ეყრდნობა, მაგრამ მინდა თავიდანვე ავღნიშნო, რომ ასეთი შეხედულებები უმეტეს შემთხვევაში მცდარი ან გაუმართლებელია. მინდა დავიწყო იქიდან, რომ საქართველოში ოდითგანვე არსებობდა, არსებობს და იარსებებს ეროვნული (ნაციონალისტური) ორგანიზაციები და პარტიები, ან იქნებ უბრალო ხალხთა ერთობა, რომელთა მიზანიც წარმოადგენდა, ახლაც წარმოადგენს და მომავალშიც წარმოადგენს, ეროვნული სულისკვეთებისა და ინტერესების წინ წამოწევას. თუ ამ მხრიდან შევხვედავთ დავინახავთ, რომ ყველა ჩვენგანი, თავისებური გაგებით (თუ მაინცადა მაინც კოსმოპოლიტი ან აქტიური გლობალისტი/მასონი არ გახლავთ) ეროვნული იდეოლოგიის გამატარებელია... იმას უკვე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ის რეალურად რომელ მოძრაობასა თუ პარტიაშია... მაგრამ მაინც არის ერთი დიდი პრობლემა. რადგან ნაციზმის დამარცხების შემდეგ, ისე გამოვიდა თითქოს ეს უკანასკნელი და ნაციონალიზმი ერთი და იგივეა, მძაფრი ეროვნული იდეოლოგიამ დროთა მანძილზე უკანა პლანზე გადაინაცვლა თითქმის ყველა ქვეყანაში. აი საქართველოში მხოლდო 11 თვე გაძლო მან (ზვიადის მმართველობა რა თქმა უნდა, დიდი ხარვეზებით იყო სავსე მაგრამ უახლოვნდებოდა უშუალოდ ნაციონალიზმის იდეას), მაგრამ რუსეთში ჯერ შოვინისტური შემდეგ კი ნაცისტური სახე მიიღო... სამწუხარო ის ფაქტიც გახლავთ, რომ ასეთი რეჟიმი ამ ქვეყანაში კვლავაც გრძელდება. ამის გამო ისე გამოდის თითქოს ნაციონალიზმი ავტომატურად ნაციზმს უდრის რაც, ადამიანთა გაგებაში ბუნებრივია იწვევს ასეთი იდეების უკუგდებას და დამარხვას... მათი მხრიდან ესეთი შეხედულება სრულიად ბუნებრივი არის კიდეც რადგან ნაციონალიზმის სახე მხოლოდ წიგნებში თუ ცოცხლდება რეალურად. სინამდვილეში კი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (არ ვგულისხმობ ინგლისს ან იტალიას სადაც ნაციონალიზმმა შეინარჩუნა ზომიერი რადიკალურობა და მეტ "წინსვლას" აღარ განაგრძობს) ის მართლაც იქცა ნაცისტთა თავშესაფრად! და ეს დამღუპველად მოქმედებს საქართველოშიც, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მართლაც, რომ ზომიერად რადიკალურ-პატრიოტულ ნაციონალიზმზე... მაგრამ ისევ მინდა მოგმართოთ რომ ნაციონალიზმი, საქართველოში მაინც, უმეტეს ნაწილში მაინც, არ არის ნაციზმი, ის ეროვნული სულისკვეთების გამოვლინებების ერთ-ერთი ფორმაა! მე დღეს გთავაზობთ ნაციონალისტურ საიტსა და მისსავე ფორუმს რომელსაც მინდა გაეცნოთ და ჭეშმარიტად თქვენებური ხედვით გამოთქვათ აზრი. საიტი: www.kardu.ge ფორუმი: www.kardu.ge/forum Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Xogais Mindi Posted May 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2008 ვიდეო ჩვენს შესახებ LINK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 ვნახავ ეხლავე თქვენს საიტს , ძალიან დამაინტერესა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 ეროვნული იდეოლოგიისეროვნული იდეოლოგია რაღა უბედურებაა?ნაციონალიზმინაციონალიზმი არის საჭირო მხოლოდ ომის დროს პროპაგანდისთვის, მშვიდობიანობის დროს ნაციონალიზმი არის უვარგისი იდეოლოგია, რომელსაც კარგი არაფერი არ მოაქვს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 საიტი: www.kardu.ge ფორუმი: www.kardu.ge/forumრეკლამის სუნი ადის. თემა იხურება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 მადლობა ლიც ,მაგრამ იყოს.გამოხატონ თავისი აზრი . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 ნაციონალიზმს ჯერ უბედურების მეტი არაფერი მოუტანია...მაგრამ მაინც წარმატებებს გისურვებთ.იქნებ ამჯერად გაამართლოს :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) პარტია სახელით "ნაციონალური მოძრაობა" არის ხელისუფლებაში. ცნებების ნაცია, ნაციონალიზმი, ნაციონალისტური..... ნაციზმთან გაიგივების მოსაზრება მცდარია. ამავე დროს, იგივე ცნების ნებით თუ უნებლიედ ბოროტად გამოყენება და შებღალვა არ წარმოადგენს იშვიათობას და საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ ყველა თავს დაანებებთ ამ ცნებას. ქართული რეალობაში "ნაცია" იმდენად დიადია, რომ მიხა სააკაშვილი, თქვე და ბარე ორი თქვენნაირი ერთად აღებული და 30-ე ხარისხში აყვანილი ვერ შეეპოტინება. ამიტომ, უმზირეთ შორიდან და გამოიყენეთ შთაგონების წყაროდ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქართული ნაციის და ნაციონალობის მიღმა, თავის მხრივ დგას დიდსულოვნების, მდიდარი კულტურისა და ისტორიის, შემწყნარებლობის, თანამემამულის და სამშობლოს სიყვარულის იდეა. თქვენთან დაკავშირებით ინფორმაცია და სურათები ერთ -ერთ ფორუმზე ვნახე ადრე.რეეა ვიცი აბა.... პატრიოტული სულისკვეთება კარგია და დადებითი შედეგის მომტანია თუ სწორ მიმართულებას მისცემ, მაგრამ ეს ნაცისტური სალუტის მსგავსი აშვერილი ხელები და მრისხანე სახეები, იაფფასაიან და უგემოვნებო რეპროდუქციად გამოიყურება იმ ისტორიული და თანამედროვე დასავლური მიმდევრობისა, რომელიც კაცობრიობისგან არის დაგმობილი და მოძულებული. Edited October 27, 2009 by შხარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ვნახე საიტი და დამერწმუნეთ თუ თქვენც დაათვალიერებთ მართლა ვაჟკაცი და ეროვნული სულისკვეთების ხალხი უნდა იყვნენ და არა შეზღუდული შოვინისტები როგორც ბევრს შეიძლება ეგონოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ვაკვირდები კარდუელებს და ძალიან კორექტულები არიან ოპონენტებთან კამათში.ამაზე რისპექტ.რაც შეეხება ნაციონალიზმს ეს სადაოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ლ ი ც ი ადრე სხვა ფორუმებზეც ქონდათ ეს თემა-საინტერესოა. მიუხედავად იმისა რომ ნაცება გიულამისისა მიირთვეს ნაციონალიზმის იდეას მივესალმებოდი 2003 ში და ეხლაც-ოღონდაც ნორმალური აღქმით და ნორმალურების მენეჯმენტით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2009 ნაციონალიზმი როგორც წესი სამწხუაროდ უღირსი ხალხის არენად იქცევა..ეს ძალიან ცუდია...ამის ფაქტები მრავლად გვქონდა ადრეც.,... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 forum.ge - ზე დადეს იუთუბიდან აღებული იდეები და სცადეს კარდუელთა ვითომ დამცირება უნიჭო ცინიზმითა და უხამსობით ვიღაც კლავიატურას ამოფარებულმა ლაჩრებმა , მაგრამ იმავე ფორუმზე იმ დღესვე გამოქვეყნდა კარდუს ორდენის პასუხი , სადაც ძმა კარდუელმა საკადრისი პასუხი მიუზღო და გააფრთხილა რომ მსგავსი სიტყვები და წერილები ჩვენი მისამართით და მოგვიწევს თქვენი დედების ინტიმური მხრით გაცნობაო . ჰოი საოცრებავ და ერთი სალანძღავი პოსტიც არ დადებულა მაგის მერე იმ ფორუმზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 ძალიან კორექტულები არიან ოპონენტებთან კამათშიესაა მთავარი რაც შეეხება ნაციონალიზმს ეს სადაოააი ეს კი პირობითი, რამეთუ ნაციონალიზმი ყველა ერში გარკვეული დოზით არსებობსჩადი გერმანიაში და ინგლისურად დაელაპარაკე გერმანელსშეიძლება თავი არ გაგიტეხოს, მაგრამ არც ესიამოვნებარატომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.