newstudio Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 სამოქალაქო მოძრაობა „სოლიდარობა“ ხვალ, გორში, მცირე ბიზნესის თემატიკაზე მეწარმეებთან შეხვედრას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე გააკეთებს “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაციას, რომელიც განსახილველად საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია დისკუსია, რომელზეც მოისმენენ მოსაზრებებს მცირე მეწარმეების მხრიდან, რათა შემდგომი მუშაობისას მათი გათვალისწინება მოხდეს. შეხვედრა ხვალ, 15.00 საათზე, სასტუმრო “ვიქტორიაში” ჩატარდება. მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, როგორც მცირე მეწარმეებთან, ასევე საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. 18 სექტემბერს კი დაგეგმილია მცირე ბიზნესის გაფართოებული ფორუმი.ღონისძიებების მიზანია, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებისას მცირე მეწარმეთა ინტერესების დაცვა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმების პოპულარიზაცია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ რეალური ალტერნატივის შეთავაზება დაიწყო ხალხისთვის?! თუ ესეც თვალებში ნაცრის შეყრაა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 მომაკვდავის ფართხალია ეს ყველაფერი და მეტი არაფერი... არ არსებობს საქართველოში რეალური ოპოზიცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 Gegius არ არსებობს საქართველოში რეალური ოპოზიცია.ვერ დაგეთანხმები, უფრო ლუსტრაცია მოხდა ვინ ვინ არის და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ვინმემ იცის რას ნიშნავს ნამდვილი და არანამდვილი ოპოზიცია.... ადგება ვიღაც, იტყვის რომ ეს არის ნამდვილი, ის არანამდვილი.,... მერე ტერმინები მკვიდრდება.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 machkatela ვინმემ იცის რას ნიშნავს ნამდვილი და არანამდვილი ოპოზიციაnewstudio -მ იცის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 machkatela ადგება ვიღაც, იტყვის რომ ეს არის ნამდვილი, ის არანამდვილი.,...ძალიან მარტივია, როცა ხელისუფლება გაფინანსებს, ვერანაირად ვერ ჩაითვლები ოპოზიციად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრს რომან კუსიანს შს სამინისტროში გამართული შეხვედრით ოპოზიციის ლიდერთა კმაყოფილება უცნაურად მიაჩნია. ~ცოტა უცნაურია, რომ შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ და კმაყოფილები არიან. მე, როგორც საქმის კურსში ვარ, არანაირი კონკრეტული საკითხი ამ შეხვედრაზე არ გადაწყვეტილა. ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი რომ არ გვაქვს, ამიტომ არ ვიღებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობას~, - განუცხადა ~ინტერპრენიუსს~ რომან კუსიანმა. მისი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ იყო შეთავაზება, რომ ერთი კვირის შემდეგ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დღეს დასმულ საკითხებზე იმუშავებს. ~ეს პრაქტიკულად ხელისუფლების მხრიდან არის უარი. ისინი, როგორც ჩანს, ფასადურად რამდენიმე კაცთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ პიარის დანიშნულება ექნება და არანაირად იმ საკითხის გადაწყვეტა, რასაც დაჭერილი ადამიანების ბედი ჰქვია~, - მიაჩნია ~დემოკრატიული მოძრაობის~ წევრს. კუსიანის თქმით, დღევანდელი დღე ხელისუფლების მხრიდან შემთხვევით არ იყო შერჩეული და ამ შეხვედრის 12 აგვისტოს დანიშნვა სპეციალურად მოხდა. ~იმის მაგივრად, რომ ხდებოდეს შეფასებები, თუ რა შედეგი მოგვიტანა ერთი წლის წინ გაფორმებულმა სარკოზი-მედვედევის დოკუმენტმა, ოპოზიციასთან შეხვედრა დაინიშნა. სწორედ ამის გადაფარვის მიზნით შედგა დღეს ეს შეხვედრა~, - აღნიშნა რომან კუსიანმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ისე მართლა კომისიების შემქნა და ეგეთი მაიმუნობები თუ დაიწყო, წყლის ნაყვა იქნება ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 newstudio "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრს რომან კუსიანსრომან კუსიანსაი კარგით რა, კარგით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ვინ იყო შეხვედრაზე ოპოზიციიდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 vitaminC ვინ იყო შეხვედრაზე ოპოზიციიდან?ალასანია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ოპოზიციამ რეალური ქმედებები დაიწყო?ეუფ. გადააბრუნებს აბა მთებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ოპოზიციამ რეალური ქმედებები დაიწყო?, მცირე ბიზნესთან შეხვედრა გორში"მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი" , საფეხბურთო რეპორტაჟისას............., წარსულში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.