newstudio Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ოპოზიციის ძალოვანი უწყებების მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სისტემის ცვლილებას, რომელიც წარმოქმნის პოლიტპატიმრებს ქვეყანაში. ეს განცხადება შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.მისი თქმით, აუცილებელია იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს წარმოშობს, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ გამეორდეს.როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ერთი კვირის შემდეგ შს მინისტრი ოპოზიციონერებს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, წერილობით მიმართავს და გააცნობს ინფორმაციას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრაზე მას გადასცეს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას კონკრეტული შეთანხმება არ მოჰყოლია. მისი თქმით, საუბარი არ ყოფილა ამ საკითხის თავიდან გამოძიებაზე, აქედან გამომდინარე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს. თუმცა, იმ ფაქტს, რომ შეხვედრა და საუბარი შედგა, ის მიიჩნევს, რომ არის კარგი, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება ეს საუბარი, მომავალი აჩვენებს. კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზიციასა და შს მინისტრს შორის, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ან 10 დღეში შედგება. ამის შესახებ ოპოზიციისა და ძალოვანი მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შს სამინისტრო ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში ოპოზიციის ლიდრების მიერ წარდგენილ მასალას შეისწავლის და ამის შემდეგ შეიკრიბებიან. „ვნახავთ, დადგება თუ არა შედეგი. გვაქვს საშუალება ყველა ოჯახს უკეთესი მომავალი შევუქმნათ“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ. http://www.interpressnews.ge/ge/პ.ს. ააქვს რაიმე აზრი ამ შეხვედრებს?! ‘’ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ შს სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრა არის პოზიტიური ფაქტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ამ პოზიტიურ ფაქტს ერთ კვირაში მოყვება შედეგები, როდესაც შს სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს თავისი შეფასებები და ანალიზი იმ საქმებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დღეს ხელისუფლებას გადაეცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 პ.ს. ააქვს რაიმე აზრი ამ შეხვედრებს?! დროის გასაყვანი საშუალებაა, ანუ წყალი ნაცმოელთა წისქვილისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 (edited) Gegius დროის გასაყვანი საშუალებაა, ანუ წყალი ნაცმოელთა წისქვილისთვისმაგრამ ამ შეხვედრების შემდეგ რამოდენიმე კაციც რომ გამოუშვან ეგეც მადლია დაჭერილებისტვის Edited August 12, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 შედეგი ექნება..... თან უშიშროების საბჭოს მდინადაც ოპოზიციას დანიშნავენ და არ არის ცუდი ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 machkatela თან უშიშროების საბჭოს მდინადაც ოპოზიციას დანიშნავენ და არ არის ცუდი ალბათშენ ალბათ თარგამაძის პარტიიდან გულისხმობ, და ეგ "ოპოზიციაა"??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 newstudio პ.ს. ააქვს რაიმე აზრი ამ შეხვედრებს?! თამაშია ეს ყველაფერი და ზღაპარია ის,რომ ყველა ინფორმაციას გააცნობენ შსს და უშიშროება ოპოზიციას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ოპოზიციასა და ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებს შორის დღეს შეთანხმება შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯი უშიშროების საბჭოს შემდეგ. ალასანიას თქმით, მათ შს მინისტრს მასალები გადასცეს. ისინი ამ მასალებს შეისწავლიან და ერთი კვირის ვადაში ოპოზიციონერები შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან პასუხს მიიღებენ. შედგა შეთანხმება იმაზეც, რომ პოლიტიკური დაპატიმრებების გაგრძელების შემთხვევაში, ოპოზიციას შსს-სთან 24 საათიანი რეჟიმის განმავლობაში დაკავშირების საშუალება ჰქონდეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 newstudio ალასანიას თქმით, მათ შს მინისტრს მასალები გადასცეს. ისინი ამ მასალებს შეისწავლიან და ერთი კვირის ვადაში ოპოზიციონერები შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან პასუხს მიიღებენ. რაზე მიიღებენ პასუხებს? რავი მე არ მჯერა და ისეთი აშუშენია მრჩება,რომ ალასანიას ამზადებენ მიშას შემდეგ პრეზიდენტად. :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ალასანიას თქმით, მათ შს მინისტრს მასალები გადასცეს. ისინი ამ მასალებს შეისწავლიან და ერთი კვირის ვადაში ოპოზიციონერები შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან პასუხს მიიღებენ.მერე კი ვანო და თაკო მივლენ და სახლსაც დაულაგებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 მაგრამ ამ შეხვედრების შემდეგ რამოდენიმე კაციც რომ გამოუშვან ეგეც მადლია დაჭერილებისტვის ნუ რა თქმა უნდა მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი დონის პრობლემები დგას დღის წესრიგში ადამიანთა პატიმრობიდან დახსნა ვერ დამიმშვიდებს გულს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 machkatela შენ ალბათ თარგამაძის პარტიიდან გულისხმობ, და ეგ "ოპოზიციაა"??? ეგ ოპოზიციაა//// რაც შეეხება ვინ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი, იქნება ან ირაკლი ალასანია, ან პაატა დავითაია... :yeah2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 machkatela ან ირაკლი ალასანიაეს კიდე ხო ა, ან პაატა დავითაია...მარა ეს ოპოზიციაა?! : : : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2009 Gegius ნუ რა თქმა უნდა მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი დონის პრობლემები დგას დღის წესრიგში ადამიანთა პატიმრობიდან დახსნა ვერ დამიმშვიდებს გულს.მართალი ბრძანდებით, თუმცა მათ ოჯახებს ნამდვილად დაუმშვიდებს და ესეც რაღაცას ნიშნავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2009 პ.ს. ააქვს რაიმე აზრი ამ შეხვედრებს?!ჩემი აზრით, რაც არ უნდა უიმედო იყოს დიალოგი, მაინც აქვს აზრი დილა მშვიდობისა, ბატონო ძუკუ :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2009 licemer დილა მშვიდობისა, ბატონო ძუკუმოგესალმები რამაზ ბატონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.