Roman Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ეს ტექსტი თავის დროზე პლანეტასთვის დავწერე. აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა ;) ინტერვიუ მზესთან ანკეტა:ხილვადი ვარსკვლავური სიდიდე: M= +4.83მ.რადიუსი: 696000 კმ (რაც 109 მეტია დედამიწის რადიუსზე).მასა: 1,99.10 ოცდამეცამეტე ხარისხში(333000 ჯერ მეტია დედამიწის მასაზე).შემადგენლობა: წყალბადი 92,1%, ჰელიუმი 7,8%, 0,1% დანარჩენი ელემენტები.ასაკი 5 მლრდ. წელი.ენერგიის წყარო: თერმობირთვული რეაქცია, რომლის დროსაც ყოველ წამს 700 მლრდ. ტონა წყალბადი იხარჯება.დაშორება დედამიწისაგან: 149,6 მლნ. კმ.(საშუალოდ)დაშორება გალაკტიკის ცენტრისაგან: 25-28 ათასი სინათლის წელი.თანამდებობა(სპეკტრალური კლასი) G2ვ ანუ ყვითელი ჯუჯა. ბუი(ბ):როგორც უკვე მიხვდით ჩვენო ძვირფასო მკითხველო დღესPჩვენი სტუმარია ჩვენი პლანეტალური სისტემის ცენტრალური ფიგურა, ყველაზე თბილი, ნათელი, და დიდი სხეული ჩვენ სიახლოვეს, ერთადერთი და განუმეორებელი მზე.მზე(მ): გმადლობთ, ასეთი თბილი სიტყვებისათვის, არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. რ: მოგვიყევით, როგორ მოხვდით ამ თანამდებობაზე?მ: ეს იყო 5 მლრდ. წლის წინათ, მე ვიყავი ახალგაზრდა და სიცოცხლით(უფრო სწორედ წყალბადით სავსე). ერთ მშვენიერDდღეს, წავიკითხე განცხადება,რომ ახალგაზრდა და პერსპექტიულ გალაკტიკას, სჭირდება ვარსკვლავი, მეც მივედი. ბ:როგორია კონტრაქტის პირობები?მ: 10 მლრდ. წელი ყვითელი ჯუჯის თანამდებობაზე ვიქნები. მერე წყალბადის მარაგის დამთავრების შემდეგ ჰელიუმის საწვავზე გადავალ და წითელი გიგანტის თანამდებობას დავიკავებ. მოკლედ აქედან ევაკუაციისათვის 5 მლრდ. წელი დაგრჩათ. როცა ჰელიუმის საწვავი დამთავრდება თეთრი ჯუჯის თანამდებობაზე გადავალ. ხოლო 10-15 ტრლნ. წლის შემდეგ პენსიაზე გავალ. იმედია მაგ დროს წესიერი პენსია იქნება თან სტაჟის მიხედვით თუ მექნება ხო ავშენდი. ბ:მშვენიერი კარიერა გელით. და ერთი სიტყვით თუ შეგიჯლიათ დაახასიათოთ თქვენი სამუშაო?მ: ჰმ... იცით კარუსელს გავს. აი დააკვირდით. პლანეტები მოძრაობენ საკუთარი ღერძის გარშემო. მათ გარშემო მოძრაობენ მთვარეები, რომლებიც დამატებით მოძრაობენ საკუთარი ღერძის გარშემო. მეც ვმოძრაობ ჩემი ღერძის გარშემო. თითქოს ეს არ კმარა და მთელი ჩვენი სისტემა მოძრაობს გალაკტიკის ცენტრის გარშემო. ბ: ხომ ვერ გვეტყოდით რამდენი ხანი გვჭირდება გალაკტიკის ცენტრის გარშემო ერთი წრის დარტყმისათვის?და რა სიჩქარით ვმოძრაობთ? მ: სრული წრის დარტყმისათვის გვინდა დაახლოებით 200 მლნ. წელი და ვმოძრაობთ 250 კმ/წ. ბ: ვინაიდან სამსახურს შევეხეთ, იქნებ მოგვიყვეთ კოლეგებზე.მ: ო, დიდი სიამოვნებით ყველაზე ახლოს ჩვენთან მდებარეობს ალფა ცენტავრა. იგი დაშორებულია ჩვენგან სულ 4 სინათლის წლით... ბ: უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ მაგრამ ეს სინათლის წელი რაღაა?მ: ეს ხომ ელემენტალურია: ეს არის ის მანძილი, რომელიც სინათლე გაივლის ერთ წელიწადში. მხედველობაშია მისაღები, რომ სინათლის სიჩქარე უდრის 300000 კმ/წ. სინათლის წელი კოსმოსში მანძილის გაზომვის ძირითადი საშუალებაა. ბ: მაგრამ მე მსმენია ასტრონომიულ ერთეულბზე. ეს რას ნიშნავს? მ: ესეც მარტივია: ასტრონომიული ერთეული არის დედამიწის ორბიტის რადიუსი. მარტივად, რო ვთქვათ ეს არის მანძილი ჩემგან თქვენამდე. ამ ერთეულით იზომება მანძილი ჩემი სახელობის სისტემაში. ბ: მაშ დავუბრუნდეთ თქვენ კოლეგებს. რ: დიდი სიამოვნებით. მარტივად რო ვთქვათ ჩემი კოლეგები ერთმანეთისაგან ფერით(და მასთან დაკავშირებული ტემპერატურით) და სპექტრით განსხვავდებიან. ყველაზე ცივი წითელი ვარსკვლაბია. ტემპერატურა იზრდება ნარინჯისფერებისკენ. შემდეგ მოდიან ყვითელი, მოყვითალო-მოთეთრო, თეთრი, მოლურჯო-თეთრი, ლურჯი.Aსპექტრი კი შემადგენლობას ნიშნავს. ვარსკვლავების უმეტესობის ტემპერატურა 3000-30000 კ (კელვინი: თერმოდინამიული ერთეული) მერყეობს. ბ: თქვენი ტემპერატურა რამდენს შეადგენს?მ: ზედაპირზე 6000 კელვინი, თუმცა თქვენ ჩემი ენერგიის მხოლოდ 1/2000000000 იღებთ. გარდა ამისა არსებობენ ორმაგი ვარსკვლავები. განასხვავებენ ოპტიკურად და ფიზიკურად ორმაგ ვარსკვლავებს. ოპტიკურად ორმაგი ვარსკვლავები ისეთი ვარსკვლავებია, რომელთა სიახლოვე მიიღება ცაზე შემთხვევითი პროეცირების შედეგად . ფიზიკურად ორმაგი სისტემები, როცა ვარსკვლავები ერტიან სისტემას ქმნიან და მოძრაობენ გრავიტაციის ძალის ქვეშ საერთო სიმძიმის ცენტრის გარშემო. ასეთია ზემოთ ნახსენები ალფა ცენტავრა. არსებობენ კიდე ცეფეიდები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია სიკაშკაშის პერიოდული ცვალებადობა. ბ: რას გვეტყვით ახალ და ზეახალ ვარსკვლავებზე?მ: ახალი ვარსკვლავები ადრეც არსებობდნენ. უ ბრალოდ უცბად აფეთქთდნენ. საწ###########ბი ნერვიულობის ბრალია. აბა ბაზარში კარტოფილი 1.20 რო ეღირება, არ აფეთქდება ვარსკვლავი? ამ დროს მისი ფოტოსფერა( სფერა სადაც ენრგია გადაიტანება სხივების -ფოტონების მეშვეობით) ორჯერ აღემატება დედამიწის ორბიტის დიამეტრს და შესაბამისად მატულობს სიკაშკაშე. ბ:რას მოგვიყვებით ზეახალი ვარსკვლავებზე? მ: ზეახლები არიან გიგანტების სიკვდილის შედეგი. თავიდან ასეთY გიგანტი ფართოვდება და წითელ ზეგიგანტად იქცევა. უზარმაზარი შიდა წნევის შედეგად წარმოიშვება აფეთქება და შედეგად ზეახალ ვარსკვკავს ვიღებთ, რომელიც ათასჯერ ურო კაშკაშაა ვიდრე ახალი ვარსკვლავი. ზეახალი ვარსკვლავი ნელნელა ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცევა. ზოგს ნეიტრონულ ვარსკვლავს გამოსხივება აქვს რომელიც მის ბრუნვასტან ერთად ფეთქავს_ პულსარები, და ვიღებთ მზა საათს. ასე რომ შემდეგში, როცა დააპირებთ შეყვარებულისებისათვის ვარსკვლავების ჩუქებას ჯერ პულსარი აჩუქეთ გამოადგება. ბ: ეხლა თუ შეიძლება თქვენი სახელობის სისტემაზე მოგვიყევით. მ: ჩემი სისტემა შედგება ჩემგან, პლანეტებისაგან, მათ მთვარეებისაგან, კლდის ნატეხებისაგან( ასტეროიდები და მეტეორები), კომეტებისაგან და უამრავი მტრისაგან. პლანეტა 8 ცალია მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, , სატურნი, ურანი, და ნეპტუნი. საწყალი პლუტონი გააგდეს. ისე რომ მე არ შემეკითხნენ. ეჰ. ისმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პპლანეტა ჩემ გარშემო სრულ წრეს დაარტყამს წელი ეწოდება. ხოლო საკუთარი ღერჯის გარშემო ჯი წრის შესასრულებლად საჭირო დროს კი დღე ეწოდება. დედამიწელები თვლიან რომ ერთი წელი მათთან გრჯელდება 365 დღEე სინამდვილეში კი ის გრძელდება 365 დღე 5 საათი 48 წუთი და 46 წამი. ყველაზე კომიკური სიტუაცია მაინც მერკურუს აქვს, რო, მახსენდება ისტერიული სიცილი მეწყება. მანდ დღე გრძელდება 176 დედამიწის დღე, ხოლო წელიწადი 88დედამიწის დღე. გამოდუს რო ერთ დღეში 2 წელიწადი გადის იქ. აღარ შემიძლია (იცინის) ბ: რა არ მოგწონთ თქვენ საქმიანობაში? მ: არავითარი პირადი ცხოხვრება. ესდ ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ 3000 წლის წინ დაიწყო ეგვიპტეში, ბაბილონში და ჩინეთში. მერე კიდე დამიწყეს ტელესკოფში ჩემი თვალიერება. ეს არ გეყოთ და ეხლე რაკეტებით დაქრიხართ აქა და სურათებს მიღებთ. პრავები გაქტ საერთოდ? ა? ადრე მთვარე რო ჩადგებოდა ჩვენს შორის, თავის მოსაწესრიგებლად რამოდენიმე წუთი მეძლეოდა. ეხკა ნუ რას უკაცრავად ტეკესკოფი ხაბლი აქვეა. იმას ელოდებით სულ რამე ლაფსუსი მომივიდეს და მერე მთელი ამბით ამაზე იმსჯელოთ. ხან ინფრაწითელით ხან რენტგენით მიღებთ, როდის მორჩებით ამ მაიმუნობას? საკუთარ თავებს გადაუღეთ სურათები თუ კაია. ბ: რა ვქნათ ბატონო მზეო. ვარსკვლავების ცხოვრება საზოგადოების ცხოვრების ნაწილია. ამ ნოტაზე ვემშვიდობებით ბატონ მზეზ და თქვენ, ძვირფასო მკითხველებო. იმედია ბატონი მზე კიდევ მოიცლის ჩვენთვის. მ: სულ კარგად ბრძანდებოდეთ (იცინის). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 რომა შენ დაწერე ეს? ;)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Roman Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 რომა შენ დაწერე ეს? ;))))ხო მე 2007ში. სფეშლ ფორ პლანეტა : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 ხო მე 2007ში. სფეშლ ფორ პლანეტა : ეს რომ 1 კვირის წინ დაგედო შეიძლება კონკურსი მოგეგო ;) საკაიფო რამაა. ვიხალისე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Roman Posted August 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 2წლის წინანდელია, ცოტა გავრცელდა ინეტში და ამიტომ არ პასუხობს კონკურსის მოთხოვნებს. :papa: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Meloholica Posted August 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2009 მერე რა, მაინც ხომ ამ ფორუმისთვის დაწერე მე მახსოვს როცა გამოაქვეყნე, ასე რომ მოწმე გყავს :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2009 Roman ძალიან საინტერესოდა დაწერილი, აქვე "ბიზნესისი გეგმას" გაგანდობ,ტექსტის ცოტა შეცვლით და კარგი ილუსტრირებით, მშვენიერი საბავშვო-შემეცნებითი ბროშურასავით შეიძლება რომ გამოიცეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 http://l.yimg.com/i/i/de/ne/eclip2.jpgდღეს არის ათასწლეულის ყველაზე ხანგძლივი მზის დაბნელება. აფრიკასა და აზიაში შეიძლება ამ სანახაობით დაატკობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ჭანო დღეს არის ათასწლეულის ყველაზე ხანგძლივი მზის დაბნელება. აფრიკასა და აზიაში შეიძლება ამ სანახაობით დაატკობა.მზის დაბნელების ვიდეო არ დევს არსად? მახსოვს თბილისშიც იყო ნაწილობრივი დაბნელება, ძალიან მაგარი სანახაობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 მზის დაბნელების ვიდეო არ დევს არსად? მახსოვს თბილისშიც იყო ნაწილობრივი დაბნელება, ძალიან მაგარი სანახაობააიუტუბზე უნდა მონახვა,საქართველოში მეც მახსოვს ეგ ნაწილობრივ დაბნელებას, მაგრამ ეს სანახაობა ძალიან მაგარი რამ უნდა ყოფილიყო,მზისგან მხოლოდ წრე მოჩანს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 Romanმზის ქარები ძალიან მნიშვნელოვანი თემა, გაქვს რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2010 (edited) დაშორება გალაკტიკის ცენტრისაგან: 25-28 ათასი სინათლის წელი ამბობენ გალაქტიკის ცენტრისკენ უფრო ახლოსაა ერთმანეთთან ვარსკვლავები ვიდრე განაპირას და თან ცივილიზაციებიც უფრო განვითარებულიაო. ალბათ მისვლა-მოსვლაც ექნებათ ერთმანეთში. აბა ბაზარში კარტოფილი 1.20 რო ეღირებაPosted 12 August 2009 აი ნახეთ მეგობრებო. კარტოფილი გაიაფებულა. გუშინ ლარად ვიყიდე კარგი კარტოფილი. Edited June 10, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.