Jump to content
Planeta.Ge

SOS! საქართველო ფაშისტურ ქვეყანას ემსგავსება


Recommended Posts

Sakartwelo

 

დავით აღმაშენებელს ხო სერიოზულ ტიპად აღიქვავ? ალბათ ამაყობ კიდეც არა?

 

დავით აღმაშეებელი ნახევრად მაინც ოსი იყო (დედის მხრიდან თუ სწორედ მახსოვ ) და ეგ თემა შენთან როგორ მოდის მუღამში? მოღალატე იყო დავით აღმაშენებლი?

 

თამარი მოღალატე იყო? დავითისგან ხო მოსდევდა ოსური სისხლი და პლუს ოსს გაყვა ცოლად ...

 

თამარის შთამომავლობა დაწყებული ლაშა გიორგით და დამთავრებული რომელი პირდაპირი მემკვიდრე (არ ვფიქრობ რომ ასეთები შემოგვრჩენ მაგრამ) ბაგრატიონითაც გინდა ყველა მოღალატეა შენი ზრით?

 

მამენტ ლაშა გიორგი ერთ ერთი ყველაზე დონე ადაიანი იყო ჩემი აზრით ... იმენნა პირველი მართლა დონე მეფე საქართველოს ისტორიაში ...

 

ვატანგ გორგასლი სპარსული წარმოშობის ადამიანი იყო და მოღალატეა?

 

ფარნავაზიც სპარსი იყო ჩემი აზრით და ეს ყველა მართლა საქართვეოს ერთგული შვილი მოღალატეა ვითომ რადგან ეთნიკურად შენი გაგებით ქართველები არ იყვნენ?

 

 

რადროს ეთნიკურობაა მეთქი ვამბობ და არ გაიგო თუ გინდა ...

 

სიათნოვაა მოღალატე ბოლო ბოლო და საქართველოს პრობლემა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 302
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

asds

თამარი მოღალატე იყო? დავითისგან ხო მოსდევდა ოსური სისხლი და პლუს ოსს გაყვა ცოლად ...

+ დედა ყავდა ოსი. წაიკითხე ეს თემა http://planeta.ge/index.php?showtopic=11362&st=90

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ.

ნამდვილად აღარ მახსოვდა თამარის დედის ამბავი ...

 

ასეა თუ ისე საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი აქვთ შესრულებული დღევანდელი გაგებით არაქართველებს და იმენნოი იდიოტიზმი იქნებოდა ქართულ ნაციაზე უარის თქმა და რაღაც უაზრო ვიწრო ეთნოჯგუფებად ხალხის დაყოფა ....

 

სამწუხაროდ ქართული საზოგდოება ჯერ მზად არ არის იგივე ევროპისთვის სადაც ეს თემები დიდი ხანი დავიწყებული აქვთ ...

 

ელემენტალური შორს რომ არ წავიდე აგერ საფრანგეთს მოვიყვნ მაგალითად სადაც პრეზიდენტი სარკოზი უნგრული წარმოშობის ადამიანია ...

 

და რა? ვერ არის სფრანგთი პრეზიდენტი თუ როგორ არის ეგ ამბავი?

 

იტოგში ბნელა რა სხვა რა უნდა თქვა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

დავით აღმაშენებელს ხო სერიოზულ ტიპად აღიქვავ? ალბათ ამაყობ კიდეც არა?

 

ტიპად არა ტიპშად... თუ შეკითხვას მისვამ,შენვე ნუ პასუხობ.

 

მე ვამაყობ აღმაშენისდროინდელ საქართველოთი.

 

 

დავით აღმაშეებელი ნახევრად მაინც ოსი იყო (დედის მხრიდან თუ სწორედ მახსოვ ) და ეგ თემა შენთან როგორ მოდის მუღამში? მოღალატე იყო დავით აღმაშენებლი?

 

ეს ბოდიში,მაგრამ სრული უაზრობაა...

 

ინგლისის მეფეებსაც ჰქონდათ შოტლანდიური სისხლი,ეკატერინე მეორეს-გერმანული, ჰოლანდიის მეფეებს-ესპანური, გერმანიის მეფეებს-ფრანგული და ა.შ.

 

მეფეს ეროვნება არ აქვს,აღმაშენებელი იყო ბაგრატიონთა შტოს,ქართული სამეფო გვარის, შთამომავალი და წერტილი.

 

მამენტ ლაშა გიორგი ერთ ერთი ყველაზე დონე ადაიანი იყო ჩემი აზრით ... იმენნა პირველი მართლა დონე მეფე საქართველოს ისტორიაში ...

 

რომელ დონეზე ლაპარაკობ? მეფეებზეა საუბარი და არ ვართ ზალიკო ბერგერის ფეშენზე.

 

მაგრამ შენ პრობლემას ვერ ხვდები და ამაში მე ვერც დაგეხმარები.

თუ ოსები სეპარატიზმს არ დაუჭერდნენ მხარს,თუ მათგან არ იქნებოდა აგრესია-დამოუკიდებლობის მოთხოვნა და საქართველოსგან გამოყოფა-არ იქნებოდა ეს შუღლი. პრობლემა მათშია,მათ ქმედებებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩავთვალე რომ ამ თემაში იქნებოდა უპრიანი ამ სტატიის მოყვანა

 

 

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

 

ყველა ვაგებთ პასუხს...

 

 

ომის დაწყებიდან წლისთავზე მხოლოდ ის ემოციები მახსენდება, რაც შარშან, აგვისტოში მქონდა. მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ომის დღეების დიდი ნაწილი ფოთში გავატარე, - რუსების უკან დევნაში. თუმცა ეს შემდეგ იყო, როდესაც ომის (თუ ბედის!) ჩარხი უკუღმა დატრიალდა და რუსებმა არა მხოლოდ ე. წ. სამხრეთ ოსეთი, არამედ გორი და სამეგრელოს ერთი ნაწილი წაგვართვეს. დავდევდით ჟურნალისტები რუს სამხედროებს და ვიღებდით კადრებს, თუ როგორ აფეთქებდნენ ქართულ სამხედრო გემებს, როგორ ანგრევდნენ ჩვენს ბაზებს და ა. შ. ბუნებრივია, მქონდა უსუსურობის განცდა. მანამდე კი, ომის პირველ დღეებში, სულ სხვა გრძნობა მეძალებოდა. ეს ის დღეები იყო, როდესაც ჩვენი ჯარი ჯერ კიდევ წინ მიიწევდა და ბოლოს ცხინვალში შევიდა. მაშინ ყოველ საათში მოდიოდა ცნობა, რომ ქართველები აკონტროლებდნენ ამა თუ იმ ტერიტორიას და მეც მიხაროდა... მიხაროდა, რომ სეპარატისტებს ვამარცხებდით. მინდა ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და გულწრფელად ვთქვათ, გვიხაროდა, თუ არა ომის პირველ დღეებში, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა თავგასული სეპარატისტებისთვის ჭკუა ესწავლებინა? მე მაშინ ჩემ გარშემო არავინ მახსენდება, ვისაც ქართული ჯარის ის ხანმოკლე წარმატებები არ უხაროდა და ვინც ცხინვალის აღების გამო ჩვენს ხელისუფლებას დაგმობდა. მაშინ ბევრი ჩვენგანი არც ფიქრობდა იმ დროისათვის ცხინვალში დარჩენილი ოსების მდგომარეობაზე, რომ მათ თავზე ბომბები ცვიოდა. ამაზე მხოლოდ მას შემდეგ დავფიქრდით, როდესაც ბომბები ჩვენს თავზეც ჩამოცვივდა. მხოლოდ შემდეგ გაგვიჩნდა ხელისუფლებისადმი სიბრაზის განცდა, როდესაც რუსებმა იქიდან კუდით ქვა გვასროლინეს და ლამის თბილისამდე მოვიდნენ. მხოლოდ მაშინ დავიწყეთ ხელისუფლების დაგმობა იმის გამო, რომ ამ ავანტიურაში ჩაერთო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მეტი მოეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს; ხელისუფალთ ჩვენგან განსხვავებით უნდა გაეთვალათ, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა (ამიტომაც მათი პასუხისმგებლობა განუზომელია), მაგრამ მიმაჩნია, რომ ომის დაწყებაზე ყველა ვაგებთ პასუხს, ვისაც ომის პირველივე დღეს პროტესტის გრძნობა არ გაგვჩენია; ვინც ხელისუფლების მილიტარისტულ პროპაგანდას ამ წლების განმავლობაში თვალს მშვიდად ვადევნებდით და ჩვენი დუმილით "პატარა სამხედრო ოპერაციაზე" თანხმობას ვაძლევდით.

 

http://old.kvirispalitra.ge/old/palitra/ht...zogadoeba-4.htm

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

 

 

მინდა ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და გულწრფელად ვთქვათ, გვიხაროდა, თუ არა ომის პირველ დღეებში, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა თავგასული სეპარატისტებისთვის ჭკუა ესწავლებინა?

 

არა,მე,პირადად მეშინოდა. ფორუმ.გე-ზე სულ იმას ვწერდი,რუსები 24 საათში ჩაგვბომბავენ-მეთქი,მაგრამ ისეთ ბუმბერაზ პატრიოტებს როგორებიც კარდუ,მურზაყანი და სხვები არიან,ვერაფერი შთავაგონე.მათ მართლა სჯეროდათ ცხინვალისა და სოხუმის 2 კვირაში აღება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

არა,მე,პირადად მეშინოდა. ფორუმ.გე-ზე სულ იმას ვწერდი,რუსები 24 საათში ჩაგვბომბავენ-მეთქი,მაგრამ ისეთ ბუმბერაზ პატრიოტებს როგორებიც კარდუ,მურზაყანი და სხვები არიან,ვერაფერი შთავაგონე.მათ მართლა სჯეროდათ ცხინვალისა და სოხუმის 2 კვირაში აღება.

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

 

 

ალბათ,არ გჯერა, არაუშავრს. მე არასდროს ვყოფილვარ მომხრე ომისა,რადგან ვიცოდი და ვიცი, საქართველო ომის მომგები არ არის.

 

-------------------------------------------------------

 

ო,აფხაზეთს ახლა ძალიან ცოტა რამე ტყობა,რომ ქართულია-განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

რას ვერ ვიგებ იცით? თუ აფხაზების სისხლის დალევა გვინდა,აფსუების ამოწყვეტა,განადგურება,გადაშენება-ეს იმას ნიშნავს,რომ აფხაზებთან ერთად ვერასდროს ვიცხოვრებთ(ანუ,უნდა დადგეს საზღვრები ჩვენ შრის).

თუ ხალხმა არ თქვა,რომ ჩვენ(აფხაზებსა და ქართველებს) შეგვიძლია ერთად ცხოვრება(ძნელია 15 წლის მოვლენების დავიწყება...),მშვიდობიანად ისე,როგორც საერთო ქვეყნის მოქალაქეებს,ვაღიაროთ შეცდომები ორივე მხარემ,გამოვთიშოთ რუსები **სამშვიდობო სტატუსს*,შევხედოთ აფხაზებს ისე,როგორც სრულუფლებიან საქართველოს მოქალაქეებს,აფხაზები არ არიან არაფრით ნაკლებები,ვიდრე-ქართველები,აფხაზებმა გადაიტანეს ბევრი ცუდი,როგორც-ქართველებმა,ჩვენ გვინდა მართლა აფხაზეთი(თავისი მოსახლეობით,ენით,კულტურითა და ისტორიით)----ეს თუ არ მოხდა,აფხაზეთს რამდენიმე წელში(მაქსიმუმ 10-ში) დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

15 წლის განმავლობაში მიდის ძიძგილაობა,დიდად არაფერი იცვლება,ქართველი დევნილები ისევ ისე არიან მიყრილები,როგორც შევარდნაძის დროს,ქართველების პირად საკუთრებებს ეპატრონებიან რუსები,აფხაზეთში იდება რუსული ფული,რუსული ენა არის სახელმწიფო ენა,(სკოლაში აფხაზურად ასწავლიან,მაგრამ...),აფხაზეთი ყველანაირად დამოკიდებული არის რუსეთზე. რატომ?-რადგანაც აფხაზებს ომის პერიოდში სხვა არავინ დაეხმარათ,გაჭირვების დროს რუსები 'მოევლინათ' კეთილ ფერიად,ახლაც იგივე ხდება.რუსეთი არის მათი მოკავშირე.აფხაზები იძახიან,რომ ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი,რადგან სოხუმს დავარტყით.ქართველები ვიძახით:givi:ვებრძოდით სეპარატისტებს*.ამ მთავარი ფრაზის ჭ###########ტა ხდება 15 წლის მანძილზე.

თუ ამ სიტუაციის შეცვლა გვინდა,რამე უნდა ვქნათ.ისეთი,რაც აქამდე არ გაგვიკეთებია.რითიც თუნდაც აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე გადავალთ,სხვა შემთხვევაში დასავლეთი ამ *შეშფოთებითაც* დაიღლება,რადგან შედეგი არის 0.მაინც არაფერი იცვლება,გარდა პოპულიზმისა,ნაციონალიზმის გაღვივებისა და იმ ხალხის გაჭირვებისა,ვისაც აფხაზეთის ომი პირადად შეეხო.

საქართველომ დაიწყო ომი აფხაზეთთან-რა თქმა უნდა,არის ძალიან დიდი ალბათობა,რომ ამ ომს წავაგებთ.ამ ომის წაგება კი ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.თუ ეს ომი მოვიგეთ,იქნება დასაწყისი დიდი არეულობებისა.აფხაზები არ შეეგუებიან ძალით *დამორჩილებას*,მათ ამათში დამხმარეებიც გამოუჩნდებიან,თუნდაც ჩვენი მოძმე თურქეთის სახით.(წეღან ვუყურე რეპორტაჟს და თურმე თურქი-აფხაზები ბრუნდებიან ნელ-ნელა თავიანთ სამშობლოში).აფხაზეთის წინააღმდეგ დაწყებული ომით მშვიდობას ვერ დავამყარებთ და საქართველოს ვერ გავაერთიანებთ.(ასეთი გაერთიანებული საქართველო ჯერ კიდევ არსებობს რუკაზე...).

მგონი,მართლაც ვერ გავრკვეულვართ ჩვენ რაც გვინდა.მართლაც გვჭირდება ჩამოყალიბება.მე არ დავიწყებ ხელისუფლების ლანძღვას,რადგან რუსეთი თავისკენ იწევს აფხაზეთს,ამაზე აფხაზებიც თანახმანი არიან,დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები რადიკალურ ნაბიჯებს არ/ვერ დგამენ-და გვრჩება მხოლოდ ქართველების სურვილი,ამ სურვილის განხორციელებას დღევანდელ მთავრობასაც ვერ მოვთხოვ,რადგან რაც უფრო დრო გადის,მით უფრო ძალიან მცირდება ის მინიმალური შანსები,რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია.ხელისუფლებაც უნდა მოეშვას ცრუ ინფორმაციების განხორციელებას,რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება რამდენიმე დღის ამბავია.ხალხმა უნდა ვიცოდეთ,რაც ხდება.არავის არ აქვს უფლება იმისა,რომ ხალხი *ეიფორიაში* ამყოფოს და რეალობას მოსწყვიტოს(სამწუხაროდ სააკაშვილის ხელისუფლება ამ ბოლო გზას ირჩევს).

 

Jul 1 2008, 11:49 PM

 

 

 

ვინმე მისმენდა? :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ალბათ,არ გჯერა, არაუშავრს. მე არასდროს ვყოფილვარ მომხრე ომისა,რადგან ვიცოდი და ვიცი, საქართველო ომის მომგები არ არის.

მთავარია შენ დაიჯერო კი არადა მასე იყოს, და მერწმუნე, მერე ყველა ნამდვილად დაიჯერებს :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

მთავარია შენ დაიჯერო კი არადა მასე იყოს, და მერწმუნე, მერე ყველა ნამდვილად დაიჯერებს :2kiss:

 

 

ჩემს ნააზრევში ( :givi:: ) იკითხება მე რისი მომხრეც ვარ :rolleyes: :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბავშვობაში დაბრუნდით ერთი წამით ...

 

ნუთუ ესეთები გინდოდათ გამოსულიყავით? თუ უკეთესი?

 

:crazy:

 

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

asds

გენატრება წითელი ყელსახვევი ქო?

მაგ წითელი ყელსახვევის გამო სკოლიდნ მრიციხავდნენ დღეს ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის მოქადაგე მაშინ კი ზე კომუნსტი "პედაგოგები" მაგრამ მაგაზეა ეხლა ლაპარაკი?

 

შენ სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას მოკითხე პიონერულ კომკავშირული წარსული ...

 

ვერაფერს თქვენ ვერ ხვდებით მამენტ ..

 

არადა საკუთარ ბავშვობას რომ გადახედო ალბათ უკეთესი ტიპი შეიძლებოდა ყოფილიყავი არა ვიდრე ხარ? იფიქრებდი ან შენ ან ბევრი სხვა რომ ქსენოფობი გამოვიოდა?

 

მაინც ვერ მიხვდები რა აზრი აქვს ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

იფიქრებდი ან შენ ან ბევრი სხვა რომ ქსენოფობი გამოვიოდა?

მე ქსენოფობი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. აი შენს პოსტებს თუ გავიხსენებთ იმ ცნობილ თემაში "ანგლოსაქსი ღორების გალერეა" და იგივე შინაარსის მატარებელ პოსტებს ფორუმ.გე-ზე, ეგ დიაგნოზი შენზეა ზედგამოჭრილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...