newstudio Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 სოფელ გურჯაანის მოსახლეობა ამავე სოფელში მცხოვრები 7 წლის გურამ ბოლქვაძის სიცოცხლის გადარჩენას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სთხოვს. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ბავშვს საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს, რაზედაც საქართველოში ოპერაცია ვერ კეთდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გურამ ბოლქვაძის ოჯახის თხოვნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავსტრიის ჯანრთელობის დაცვის სამინისტროს შეუთანხმდა და გადაწყდა, რომ ბავშვს ოპერაცია ქალაქ ლინცის ბავშვთა ჰოსპიტალში ჩაუტარდება. ოპერაციის ხარჯებს მთლიანად ჯანდაცვის სამინისტრო იხდის, მაგრამ ოჯახს, რომელიც სოციალურად დაუცველია და მხოლოდ საარსებო შემწეობით არსებობს, ბავშვის ავსტრიაში ტრანსპორტირების თანხა არ აქვს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გურამის მშობლებმა ბავშვის ავსტრიაში გადასაყვანად საჭირო თანხების საშოვნელად ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. გურჯაანის გამგეობაში ბავშვის დედას განუცხადეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მწირია და ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ. ეს მაშინ, როცა ბიუჯეტის თითქმის 30 პროცენტი ხელისუფლების შენახვის ხარჯებს ხმარდება. თბილისიდან ავსტრიამდე და შემდეგ ავსტრიიდან თბილისამდე თვითმფრინავით მგზავრობისათვის სულ 2500 ლარია საჭირო. გურამ ბოლქვაძის დასახმარებლად სახალხო ბანკის გურჯაანის ფილიალში სპეციალური ანგარიში გაიხსნა: 4336275730 http://presa.ge/index.php?text=news&i=9155 პ.ს. შეგვიძლია დავეხმაროთ?!ხუთ-ხუთი ლარით მაინც!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.