Jump to content
Planeta.Ge

საქ. მთავრობის პოლიტიკა

Recommended Posts

ოლა :hello: :D

მოკლედ,ეს საკითხი სულ მაინტერესებდა და იმედია, ამ თემაში პასუხს მივიღებ ან იმაზე ვიმსჯელებთ,როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქართველებთან მიმართებაში,რომლებიც ისტორიულ ქართულ მიწებზე ცხოვრობენ და მოწყვეტილები არიან დედა-სამშობლოს :rolleyes:

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა იყოს ძნელი გადასაწყვეტი,რადგან აზერბაიჯანელი მოსახლეობა,რომლებიც ქვემო ქართლში ცხოვრობენ, ყველანაირად თავისუფალია,აქვს ყველა პირობა შეინარჩუნოს თავისი ენა,სარწმუნოება და ა.შ.

არ ვიცი,რა ნაბიჯები გადადგა დღევანდელმა ხელისუფლებამ ზაქათალაში მცხოვრები ქართველების მიმართ(შევარდნაძის დროს ისედაც არაფერი იქნებოდა,ალბათ...),ხალხი რომლებსაც ეკლესიის გახსნის უფლებას არ აძლევენ,ხდება მათი შევიწროება...

იგივე ითქმის თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე,ჩვენებურებზე და ლაზებზე. განსაკუთრებულ სიძნელეებთან არ იქნება დაკავშირებული მოსაზღვრე რაიონებში პრო-ქართული პროპაგანდის გავრცელება,განსაკუთრებით ართვინის პროვინციაში,სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქართულ ფესვებს არ ივიწყებს.

რა თქმა უნდა,ამ ყველაფრისათვის აუცილებელია ფინანსები და პოლიტიკური ნება,პირველი მათგანი შეუძლებელი არაა,მაგრამ რაც შეეხება მეორეს,ცოტა ვეჭვობ :(

მოკლედ, ამ თემაში თქვით თქვენი აზრი.ვფიქრობ ეს თემა პოპულარობით არ ისარგებლებს,რადგან არ სჯობს ბურჯანაძის,რუსეთის პატრიარქის,მიხეილის ლანძღვა...

ცოტათი გამოვფხიზლდეთ,როგორმე მივაწვდინოთ ხმა შესაბამის სამსახურებს,თუ არსებობს ასეთები...

:hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

კულტურული კავშირები გამუდმებით უნდა იყოს

ეკონომიკურიც (ლაზებთან და ინგილოებთან არის)

სხვა რა შეგვიძლია ამ ეტაპზე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

კულტურული კავშირები გამუდმებით უნდა იყოს

ეკონომიკურიც (ლაზებთან და ინგილოებთან არის)

სხვა რა შეგვიძლია ამ ეტაპზე?!

რომელ ლაზებთან,ხოფაში მცხოვრებლებთან?

ენა,ქართული ენის წიგნები უნდა რიგდებოდეს,აუცილებელია ქართული ბაგა-ბაღების გახსნა+სკოლები. ეს საკითხი მთავრობამ უნდა დააყენოს :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ენა ერის იდენტპბისა და ერთიანობის დედაბურჯია, ენა წარმოადგენს ნაციის იდენტობის გარანტიას! ქართული ენის დაცვა და შენარჩუნება სახელმწიფოს მმართველი ძალისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად უნდა იყოს გადაქცეული.

ქართული ხელისუფლების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე ანტიქართულია.

ჩვნსა ხელისუფლებას არ გააჩნია ეროვნული პოლიტიკის გატარების არც საშუალება და არც სურვილი. ესენი არიან შემოგზავნილი აგენტები და მარიონეტები.

ქართულ ნაციონალისტურ პოლიტიკას, რომელიც ეროვნულ თვითგამორკვევასა და ერთიან ეროვნულ სახელმწიფოს ისახას მიზნად ესენი არასდროს გაატარებენ.

ამისთვის სხვა ძალა,გამოცდილება და რაც მთავარია სურვილია საჭირო!

კი,გეთანმხები 100%.

მაგრამ მგონი, პრობლემა ჩვენშიცაა. ქართველების უმრავლესობას ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული,აღარ აინტერესებთ თავიანთი ისტორია,ახლო წარსული,ქართული კულტურა,ენა...

თუ ასეთი ინტერესი ხალხში იქნებოდა,ჩამოყალიბდებოდა რაღაცა ჯგუფი,რომელიც ამ საკითხებზე მუშაობას დაიწყებდა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ისტორიულ ქართულ მიწებზე ცხოვრობენ და მოწყვეტილები არიან დედა-სამშობლოს

ვინც საქართველოში ცხოვრობენ იმათზე მიხედული აქვთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ხალხის ინდიფერენტული დამოკიდებულება და ნიჰილიზმი გამოწვეულია დიდი რაოდენობით გადატანილი მარცხისგან ჩვენს ერში... ქართველ ხალხში დიდი დოზითაა სნობიზმი და ფაქტობივად აღარ დარჩა ნაციონალიზმი, პატრიტიზმი. ხალხი ორიენტირებულია მატერიალურ გამორჩენასა და პირად კეთილდღეობაზე.

ხალხს ნაციად ეროვნული იდენტობა აყალიბებს. ერი რა არის? ესაა ადამიანთა ჯგუფი საერთო ეროვნული იდენტობითა და ინტერესებით.

ამ იდენტობის უმთავრესი ბურჯი რაც იყო ილიამ ართალმა დაწერა: მამული, ენა, სარწმუნოება.

ის ფსიქო-სოციალური და პოლიტიკური იდენტობა რომელიც ჩვენ ქართველ ერად გვაქცევს და გვაყალიბბს ეროვნულ სახემწიფოთ უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი პრიორიტეტთა შორის!

ჩვენი იდენტობაა ახლა შესუსტებული და გაფერმკრთალებული რაც წინამდებარე პირობაა ქართველი ერის დეგრადაციის.

ასე რომ ძლიერი ერონული ძალების გაერთიანებული მუშაობა და ქართველი ხალხის რთიანი ძალისხმევა თუ გამოიყვანს ჩვენს სახელმწიფოს ამ დამღუპველი კრიზისიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gegius

ხალხის ინდიფერენტული დამოკიდებულება და ნიჰილიზმი გამოწვეულია დიდი რაოდენობით გადატანილი მარცხისგან ჩვენს ერში..

+1

ქართველ ხალხში დიდი დოზითაა სნობიზმი და ფაქტობივად აღარ დარჩა ნაციონალიზმი, პატრიტიზმი. ხალხი ორიენტირებულია მატერიალურ გამორჩენასა და პირად კეთილდღეობაზე.

ძნელბადობის ჟამს მედროვეები ზეობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვი აბა.. ვკითხოთ იულონ გაგოშიძეს...

ჰო,აი, ეგ კაცი ისეთი ენერგიული პიროვნება ჩანს :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძნელბადობის ჟამს მედროვეები ზეობენ

ასეთ დროს კი საჭიროა ღირსეულმა მამულიშვილებმა და საქმის გამკეთებელმა ხალხმა ინიციატივა თავის თავზე აიღონ. ერთმანეთს მისჩერებია ხალხი და საბოლოო ჯამში ჯოხი ხელისუფლებაზე ტყდება...

თითოეულმა ქართვლმა უნდა მოიხადოს ვალი საქათველოს წინაშე პირნათლად. თუ ადამიანმა არ გააცნობიერა, რომ ის უბრალოდ მოვალეობას კი არ იხდის არამედ მ ფენომენის ნაწილია რასაც ემსახურება და ეს ფენომენია საქართველო, ადამიანის მენტალობა ხდება მონური.

ერმა ეთი იდეის გარშემო უნდა მოახერხოს გაერთიანება. ეროვნული თვითგამორკვევა ინდივიდიდან იწყბა და ადის საერთო ნაციონალურზე! ასე მიიღწევა მხოლოდ ის პროგრესი, რასაც ასე მოველით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოლა :hello: :D

მოკლედ,ეს საკითხი სულ მაინტერესებდა და იმედია, ამ თემაში პასუხს მივიღებ ან იმაზე ვიმსჯელებთ,როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქართველებთან მიმართებაში,რომლებიც ისტორიულ ქართულ მიწებზე ცხოვრობენ და მოწყვეტილები არიან დედა-სამშობლოს :rolleyes:

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა იყოს ძნელი გადასაწყვეტი,რადგან აზერბაიჯანელი მოსახლეობა,რომლებიც ქვემო ქართლში ცხოვრობენ, ყველანაირად თავისუფალია,აქვს ყველა პირობა შეინარჩუნოს თავისი ენა,სარწმუნოება და ა.შ.

არ ვიცი,რა ნაბიჯები გადადგა დღევანდელმა ხელისუფლებამ ზაქათალაში მცხოვრები ქართველების მიმართ(შევარდნაძის დროს ისედაც არაფერი იქნებოდა,ალბათ...),ხალხი რომლებსაც ეკლესიის გახსნის უფლებას არ აძლევენ,ხდება მათი შევიწროება...

იგივე ითქმის თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე,ჩვენებურებზე და ლაზებზე. განსაკუთრებულ სიძნელეებთან არ იქნება დაკავშირებული მოსაზღვრე რაიონებში პრო-ქართული პროპაგანდის გავრცელება,განსაკუთრებით ართვინის პროვინციაში,სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქართულ ფესვებს არ ივიწყებს.

რა თქმა უნდა,ამ ყველაფრისათვის აუცილებელია ფინანსები და პოლიტიკური ნება,პირველი მათგანი შეუძლებელი არაა,მაგრამ რაც შეეხება მეორეს,ცოტა ვეჭვობ ;)

მოკლედ, ამ თემაში თქვით თქვენი აზრი.ვფიქრობ ეს თემა პოპულარობით არ ისარგებლებს,რადგან არ სჯობს ბურჯანაძის,რუსეთის პატრიარქის,მიხეილის ლანძღვა...

ცოტათი გამოვფხიზლდეთ,როგორმე მივაწვდინოთ ხმა შესაბამის სამსახურებს,თუ არსებობს ასეთები...

:hello:

როგორ უნდ ამოიქცევ ჩვენი მთავრობა?

პირველ რიგში ისე უნდა მოექცნენ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, როგორც ექცევიან ისინი ქართველებს თავიანთ ქვეყანაში. აი ეკლესიის გახსნის უფლებას არ აძლევენო, ჩვენც არ მივცეთ, ჩვენ რატომ ვაძლევთ.

ამაზე აქვე გიპასუხებთ: რომ არ მივცეთ ეგ უფლებები და შეზღუდვები რომ დავუწესოთ, იქიდან ერთი ქვეყანა გამოგვიხტება იქიდან მეორე ხოდა უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნება........

ხოდა სანამ ძლიერი ქვეყანა არ ვიქნებით, არამგონია რამე ქმედითი საქმე გავაკეტოთ

ისე და ისევ საპატრიარქოს აქვს ამ ეტაპზე გარკვეული შესაძლებლობები

მე ეგრე მგონია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეკლესიის გახსნის უფლებას არ აძლევენო, ჩვენც არ მივცეთ, ჩვენ რატომ ვაძლევთ.

ეკლესიების გახსნა არა,მაგრამ უნდა მოხდეს ქართული ბაგა-ბაღების,სკოლების,ენის შემსწავლელი კურსების გახსნა ქვემო ქართლსა და ჯავახეთში. ეს ძალიან დიდ ფინანასებთან არ არის დაკავშირებული,როცა ერთი შადრევანი ასი ათასობით ლარი ჯდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ უნდა მოხდეს ქართული ბაგა-ბაღების,სკოლების,ენის შემსწავლელი კურსების გახსნა ქვემო ქართლსა და ჯავახეთში.

კი ეგრეა. ჩვენთან ინტეგრაციის ერთ-ერთი პირველი ბერკეტი ენაა. ადამიანი რომ გააქართველო ჯერ ქართული ენა უნდა ასწავლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...