newstudio Posted August 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2009 „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში შექნილ ვითარებაზე „The News York Times“-ში წერილს აქვეყნებს.„ჩვენი პრეზიდენტის ბედი ქართველი ხალხის გადასწყვეტია და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს მსგავსი გარანტიები სააკაშვილისთვის არ მიუცია. საქართველოს პარლამენტის წინაშე თავის გამოსვლაში ჯოზეფ ბაიდენმა განაცხდა, რომ “ვარდების რევოლუციის” იდეალები განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც “მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, თანამონაწილეობის პრინციპით მოქმედი იქნება”, როდესაც არსებობს “ძალთა ბალანსი პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის”, როდესაც მედია “მთლიანად დამოუკიდებელი და პროფესინალურია”, როდესაც “სასამართლოები დამოუკიდებელია გარე გავლენისგან და კანონის უზენაესობა მტკიცედაა დაცული”. ეს სწორედ ისაა, რასაც დემოკრატიული ოპოზიცია უკვე ორი წლის განმავლობაში ითხოვს. ეს ზომები, რომლებიც ჭეშმარიტი დემოკრატიის ტესტს წარმოადგენს, საქართველოში ახლა “ბაიდენის ტესტის” სახელითაა ცნობილი~, - აღნიშნულია წერილში. აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო გადაედგა ორი კონკრეტული ნაბიჯი იმისთვის, რათა დაედასტურებინა, რომ ამ ტესტის შესრულებას აპირებს.„პირველი - ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც წარსულში დამოუკიდებელი იყო, უნდა დაუბრუნდეს თავის ყოფილ მფლობელებს, გათავისუფლდეს სამთავრობო კონტროლისგან. ეს მედიის თავისუფლების საკითხში პროგრესის ნიშანი გახდებოდა. მეორე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. 100-ზე მეტი ადამიანი, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო საპყრობილეებში იტანჯება. ეს კანონის უზენაესობისკენ გადადმული ნაბიჯი იქნებოდა~, - მიაჩნია ბურჯანაძეს.„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ ნაბიჯებს დაყოვნების გარეშე გადადგამს იმის დასადასტურებლად, რომ მისი დემოკრატიული დანაპირები სიმართლეს შეესაბამება. „ჩვენ, საქართველოს დემოკრატებს შეერთებული შტატებისა და ჩვენი სხვა მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, რათა ტესტი ქმედებებად იქცეს და საქართველოში დემოკრატიის “გადატვირთვის” ღილაკის ამოქმედება შევძლოთ~, - წერს ბურჯანაძე წერილში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. როდის დამთავრდება ძველი "ელიტა" საქართველოში?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2009 ამ ქალმა ხო ტვინი წაიღოო რა და თან ერთმნიშვნელოვნად და "თოთეული" ჩვენთაგანის და ვეღარ ახერხებს "მორეგულირებას"... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2009 პ.ს. როდის დამთავრდება ძველი "ელიტა" საქართველოში?!რაც მალე, მით უკეთესი...newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.