Jump to content
Planeta.Ge

თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ?!


Recommended Posts

თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ?!

 

 

 

“თვის ბოლოს მთავრობაში ცვლილებაა მოსალოდნელი. “მთელი კვირის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე თანამდებობას დატოვებს, ხოლო მის ადგილს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი დაიკავებს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტებიც ადასტურებენ და სიხარულიძის გადადგომის მიზეზებსაც ასახელებენ - 5 მაისის მუხროვანის ამბოხი და სიხარულიძის დაპირისპირება თავის მოადგილე ბაჩო ახალაიასთან”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ / დავით სიხარულიძე სამინისტროში არსებულ “ორხელისუფლებიანობას” ვერ შეეგუა.

“გელა ბეჟუაშვილს ერთხელ უკვე ეკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და ექსპერტთა ნაწილი მას ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის საუკეთესო თავდაცვის მინისტრად მიიჩნევს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, იმავე ექსპერტთა ცნობით, სწორედ მასთან დაპირისპირების გამო დატოვა შარშან თანამდებობა გაერთიანებული შტაბების უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც მოგვიანებით უწყებაში დააბრუნეს და მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ექსპერტთა თქმით, სიხარულიძემ თავადაცვის სამინისტროში შექმნილ ორხელისუფლებიანობას ვერ გაუძლო, მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს რეალური მმართველი ბაჩო ახალაიაა, რომელიც შს მინისტრ ვანო მერაბიშვილზეა დამოკიდებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან ძნელია ამ სახელმწიფო სისტემაში რაღაცას ნორმალურად მოერგო. მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ამაზე უკვე ნახევარი ქალაქი ლაპარაკობს. გელა ბეჟუაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე მეც გავიგე. იცით, ძალიან ძლიერი თავდაცვის მინისტრი რომ ჩამოიყვანო, ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იმასაც კი გაუჭირდებოდა რამეს გაკეთება. ეს პრობლემა ბეჟუაშვილსაც ექნება და ნებისმიერ მინისტრს. როდესაც ბეჟუაშვილი მინისტრის მოადგილე იყო და მე სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, იმ დროიდან ვიცი, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მას და სააკაშვილს. ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარისადმი არის ძირეულად შეცვლილი. ახლა, როდესაც უკმაყოფილება გაჩნდა სამხედროებში, საერთოდ იგნორირება გაუკეთეს ჯარს. ჯარი მათთვის არასოდეს ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტი. მათთვის ჯარი ყოველთვის იყო პირადი ხელისუფლების განმტკიცების ინსტიტუტი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106313.html

 

 

ლიცემერი: უზერებო, როგორ ფიქრობთ, მორიგი ჭორია ?

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

უზერებო, როგორ ფიქრობთ, მორიგი ჭორია ?

ჭორიკნების სახელმწიფო ვართ :)

 

ცაცკალი მიშა და ნაცები - კადრების მწვავე დეფიციტს განიოცდიან ( ნუ არ მოიძებნა ამ საქართველოში სხვა ესეთი უსინდისო ხალხი და რა ქნან?)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშკარად ჭორიააააა.... ისე, ამბობენ, ყველა სმოხსნიან ვინც ალასანიას ძმა-ბიჭიაო... მაგრამ, რადგან ბოლო დროს ალასანია დიალოგზე წავიდა, შეიძლება მისი მეგობრები აღარ დაისაჯონ....

 

ბათუ ქუთელიას გამოწვევაზეც იყო ლაპარაკი და ლაშა ჟვანიას მოხსნაზეც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ვერაფერს ვერ ვიტყვი. დავით სიხარულიძე უწესო კაცი არ ჩანს( უფრო სწორედ ბაჩო ახალაიასნარი არ არის), ალბათ მართლა ვერ გაუძლო იქაურ ატმოსფეროს. ჯარში მე როგორც ვიცი გაუსაძლისი (პოლიტიკურად) მდგომარეობაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშკარად ჭორიააააა....

სიმართლეს ჰგავს...machkatela

დავით სიხარულიძე უწესო კაცი არ ჩანს

მართლა ძალიან წესიერი კაცია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ჭორი არ არის. ბაჩო ახალაიასთან წესიერი კაცი საერთო ენას ვერ გამონახავს, ჩემო ბატონო ძუკუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმართლეს ჰგავს.

:yes2:

 

საერთოდ სექტემბერში დიდი ამბები იქნებაო, ბევრი დატოვებსო სკამებსო, ჭორები დადის ქალაქში. მე არ მიყვარს ჭორები მაგრამ ამ ბოლოს მართლდება ხოლმე........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილს აბრუნებენ?!

 

 

რას მაიმუნობენ და ლაზღანდარობენ არავინ იცით? რატომ აბრუნებენო არ უთქვამთ? :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რას მაიმუნობენ და ლაზღანდარობენ არავინ იცით? რატომ აბრუნებენო არ უთქვამთ?

უკვე თუ უნდათ კეზერაშვილი დაუნიშნიათ, არაქმედუნარიანია მთავრობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თლათ ნუ დაიჯერებთ... მარა... ზოგადად, მედიაში სპეციალურად უშვებენ ხოლმე "ვითომ სანდო წყაროები" ინფორმაციას, რომ მერე საზოგადოების აზრი და პოლიტაზრი მოსინჯონ ხოლმე.... ან თავად "სუბიექტების".... მაგრამ, ამ შემთხვევაში, ნაკლებად დასაჯერებელია ეგ ამბავი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მერე საზოგადოების აზრი

 

 

მაგარი გამაცინე ეხლა. :D საზოგადოების არ ინაპლანეტელების. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მაგარი გამაცინე ეხლა. :D საზოგადოების არ ინაპლანეტელების. :)

 

სხვათაშორის, ბევრი გადაწყვეტილება გაუქმებულა მაგის გამო..

 

:yes2: :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ზოგადად, მედიაში სპეციალურად უშვებენ ხოლმე "ვითომ სანდო წყაროები" ინფორმაციას, რომ მერე საზოგადოების აზრი და პოლიტაზრი მოსინჯონ ხოლმე

ვიცით ეგ, არახალია, მაგრამ რახან უშვებენ ინფოს, ესეიგი ასეთ შესაძლებლობასაც უშვებენ - სხვანაირად ინფოს გაშვებას აზრი არ აქვს ხომ?

 

ხოდა მე ის მაინტერესებს ვის მკვახე გოგრაში მწიფდება მსგავსი იდეები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...