ლ ი ც ი Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ახალი კანონი ძალაში 18 აგვისტოდან შევა შეკრებებისა და მანიფესტაციების განახლებული წესები, მანიფესტაციების დაშლისას პოლიციელების მიერ არალეტალური იარაღის გამოყენება და 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 18 აგვისტოდან საბოლოოდ დაკანონდება.პარლამენტის მიერ საკმაოდ ხმაურის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ჟურნალ “საკანონმდებლო მაცნეში” 3 აგვისტოს გამოქვეყნდა, ძალაში კი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს – 18 აგვისტოს უნდა შევიდეს.ცვლილებებით იკრძალება შენობების ბლოკირება, ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა. ქუჩების სხვადასხვა კონსტრუქციებით თუ სატრანსპორტო საშუალებებით გადაკეტვა, ქუჩის გადაკეტვა კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ აქციაზე ამისთვის საჭირო რაოდენობის ადამიანები შეიკრიბებიან.ამას გარდა, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებასთან ბრძოლის მიზნით, პოლიციელს უფლება ეძლევა გამოყენოს არალეტალური იარაღი, მათ შორის არალეტალური ჭურვიც.ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ, კანონში ჩაიწერა, რომ არალეტალური იარაღის გამოყენების წესი და პირობები განსაზღვრული იქნება. შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნება უნდა უზრუნველყოს.რაც შეეხება ადმინისტრაციულ კოდექსს, სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობები ერთთვიანის ნაცვლად, უკვე 18 აგვისტოს შემდეგ ჩადენილ რიგ დანაშაულებებზე გავრცელდება. კერძოდ, სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება წვრილმანი ხულიგნობა - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 უზერებო, თქვენი აზრით, ახალი კანონი მანიფესტაციების შესახებ ხელს შეუწყობს ემოციების განელებას თუ პირიქით, ემოციები გამძაფრდება? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 (edited) licemer პრივეტ ლიც და ორ თემაში ერთდროულად ვპოსტოთ? Edited August 9, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 licemer პრივეტ ლიც და ორ თემაში ერთ დროულად ვპოსტოთ? გამარჯობა, დიტო ვერ დავინახე. ამას დავხურავ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts