newstudio Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 რადგან ადმინისტრაცია ემზადება იმ სახსრების განაწილებისთვის რომელიც კონგრესმა საქართველოსთვის გამოყო, მე მოვუწოდებ ხელმძღვანელობას განიხილოს საკითხი დემოკრატიის განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის სრულყოფის გრძელვადიანი პროგრამების დაფინანსების წილის გაზრდაზე. ამით ის აჩვენებს, რომ დემოკრატიული განვითარება მისი საკვანძო მიზანია და არა უბრალოდ სასაუბრო თემა. რა თქმა უნდა, სახსრების ინვესტიცია საქართველოს პოლიტიკურ მომავალში გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე კიდევ ერთი გზის მშენებლობა. საქართველო მისთვის კრიტიკული გზის გასაყარზე იმყოფება. საკმარისია თვალი შევავლოთ ამ ქვეყნის რეიტინგის ვარდნას ყოველწლიურ შეფასებაში, რომელსაც Freedom House ევროპასა და ევრაზიაში გარდამავალი პერიოდის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე აკეთებს, რომ მივხვდებით: საქართველო არ ადგას სწორ გზას. ამ დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბოლო შეფასებებში, საქართველოს 2005 წლის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით ყველაზე დაბალი შეფასება აქვს. რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ და მომდევნო ეკონომიკური სირთულეების პირობებში, საქართველოს მთავრობა არ უნდა აჰყვეს ცდუნებას და სტაბილურობის მიღწევას არ უნდა შეეცადოს დემოკრატიის შესუსტების ხარჯზე. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მომავალზე სერიოზული გათვლა გააკეთა. ჩვენ უნდა ვისარგებლოდ ჩვენი გავლენით საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე იმისთვის, რომ შემდგომში უზრუნველვყოთ ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა, რაც შეეხება საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, ჩვენ ფული იქ უნდა ჩავდოთ, სადაც ეს ყველაზე აუცილებელია. დაე შარშანდელი ომის შედეგები საქართველოსთვის ახალ ვალდებულებად გადაიქცეს, რათა მან შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, გაამართლოს "ვარდების რევოლუციის" იმედები.http://itv.ge/?p=19178 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 newstudio სტატია ძალიან საინტერესოა და მთავარი ის არის, რომ მისი ავტორი არა ჟურნალისტი( გაზპრომის მიერ მოსყიდული), არამედ წარმომადგენლობათა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეა. მოკლედ ჩვენი ”სიდედრიჩას” კოლეგა. ქვეყანა რომელსაც ამ პოსტზე აკაკი მინაშვილი ეყოლება, წინ ვერანაირად ვერ წავა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 ძუკუ არამედ წარმომადგენლობათა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეა.და სერიოზულ მინიშნებებს აკეთებს... ანუ გზები კი არა დემოკრატიაო.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.