machkatela Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 ყველა ქართველშია სეპარატიზმი.... მაგ:კახური..გურული ხო საერთოდ... ქართული სეპარატიზმი თავისთვის, დამოუკიდებლად, არაფერია, მოევლება.. მაგრამ, როცა ამ სეპარატიზმს უკვე სხვა იყენებს, მაშინ გავქვს საქმე ცუდად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 (edited) უნიტარული სახელმწიფოს ფარგლებში, რეგიონალიზმის მომხრე ვარ ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობით. ეს რომ ყოფილიყო საქართველოში, ბევრ უბედურებას ავიცილებდით თავიდან. ძალიან კარგი კონტროლის მექანიზმია ჩვენთვის, რომელიც ეტაპობრივად გააქტიურებას და დააბალანსებს ისეთ აუცილებელ მექანიზმის როგორიც სახელისუფლებო შტოების გამიჯვნაა. დღესდღეობით მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია თბილისში და უზურპირებულია ნაკლებად კვალიფიციური კადრების მიერ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ ნორმალურ რეგიონალურ ლიდერს, ხელმძღვანელობას ვერ დაასახელებთ, რომელმაც რაღაც ინიციატივა გამოიჩინა, ნიჭი გამოავლინა და რეგიონი წინ წაწია. ერთადერთი პრეცედენტი რომელთანაც პარალელის გავლება შეიძლება, არის აჭარა ოთხმოცდაათიანების დასაწყისში. რა თქმა უნდა ავტონომიაზე და ასლან აბაშიძის კატეგორიის მმართველობაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ პრინციპის დემონსტრირებისთვის ადეკვატური მაგალითია ეს. თავიდან აცილებული იქნა მხედრიონის შეჭრა და თარეში რეგიონში. მოხერხდა დანარჩენ საქართველოსთან შედარებით სიტუაციის ნორმალიზება. ანუ, ქვეყანაში მაშინ არსებული პირობების ფონზე, შეიძლება ითქვას რომ მეთოდმა იმუშავა. ახლა წარმოიდგინეთ ადგილობრივი რეგიონალური ხელმძღვანელობა, რომელსაც გონება და ძალისხმევა სწორად აქვს მომართული, გააჩნია უნარი და მოქმედებს საკუთარი რეგიონის და ზოგადად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იქნება ურთიერთ, ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ეფექტური მექანიზმი სადაც, ცენტრალური ხელისუფლება იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესები მსახური მიუხედავად იმისა უნდა მას ეს თუ არა. შეუთავსეთ ეს სცენარი უახლოეს წარსულს, დღევანდელობას და წარმადგინეთ რა შეიძლება ყოფილიყო და იყოს.. -----იქნებოდა ერთპიროვნული მმართველის, მესიის ძებნისკენ და განდიდებისკენ მიდრეკილება? --------რამდენი თავში წამოუვლიდა ვიღაცას თბილისში, მოახერხებდა ისეთი სამხედრო ოპერაციების დაწყებას როგორც მაგალითად ცხინვალის პირველი კამპანია ანო კოდორის ხეობაზე გალაშქრება იყო? ---------მართლა ომი რომ დაგვჭირდება იქნება გულგრილი დამოკიდებულება როდესაც იცი, რომ კონკრეტულად შენ, შენს რეგიონს და ხალხს გიყურებს და გაკვირდება მთელი დანარჩენი საქართველო? ფაქტი რომ ჩვენ გვაქვს მიდრეკილება ერთმანეთს ვუმტკიცოთ რა მაგრები ვართ.გამოვიყენოთ ! საქმით ვუმტკიცოთ ერთმანეთს. Edited August 9, 2009 by შხარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 შხარა ფაქტი რომ ჩვენ გვაქვს მიდრეკილება ერთმანეთს ვუმტკიცოთ რა მაგრები ვართ. მარტო ერთმანეთს? ყველაზე მაგრები ვართ მსოფლიო მაშსტაბით. :ravic: რაც შეეხება ამ დაყოფას,თუ რეგიონების მართვა მოხდება თვით რეგიონების ხელმძღვანელობით კარგი უნდა იყოს ჩემის აზრით და რაც მთავარია იმ რეგიონის მაცხოვრებელი უნდა იყოს მმართველი და არა ვიღაც „კირკიტაძე“ :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 (edited) რაც შეეხება ამ დაყოფას,თუ რეგიონების მართვა მოხდება თვით რეგიონების ხელმძღვანელობით კარგი უნდა იყოს ჩემის აზრით და რაც მთავარია იმ რეგიონის მაცხოვრებელი უნდა იყოს მმართველი და არა ვიღაც „კირკიტაძე“ადგილობრივი ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს. Edited August 9, 2009 by შხარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 Sakartwelo და მაგენი დიდი დოზით სეპარატისტები ისევ ჩვენი შედცომების გამო არიან ჩვენი შეცდომები გამოწვეული იყო მათი ქმედებებით :hello: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.