liliko Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ძუკუ ნეტავი ის შავი კაცი ვინ იყო...შენც მაგას კითხულობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ჰა, რა გადაწყდა? ვის ვირჩევთ ქალ პრეზიდენტად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 Goddess ჰა, რა გადაწყდა? ვის ვირჩევთ ქალ პრეზიდენტად?მოთმინება, მოთმინება მიშა ჯერ არ აპირებს ვადამდელ საპრეზიდენტოს დანიშვნეას და მით უმეტეს გადადგომას, ასე რომ ნუ ვიჩქარებთ ისე თიკა ამბობს კანდელაკი, მიშიკოს მერე მე მოვალ პრეზიდენტათო : :husein: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gegius Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ქალის ბუნება ისეთია პოლიტიკაში სასურველია მისი ყოფნა. მთავარია ფემინისტურ მრაზმში არ გადაიზარდოს ეს ყოველივე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 (edited) ფორუმის მამაკაცებისგან უმეტესად ამ თემაში ხან გაკვრით, ხან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში ნაკლებადაა რომ ქალი მაინც უფრო ხშირად სახლში, კონკრეტულად კი კუხნაში ანუ სამზარეულოში უნდა იჯდეს და მუდმივად თავისი ბატონის მოლოდინში იყოს. მოვიყვან გუგლის გამოკითხვით საუკეთესო ქალი-პოლიტიკოსების ათეულს, რომელსაც ჩემით წინ დავუყენებ თამარს პოლიტიკა - ეს უპირველეს ყოვლისა სასტიკი ბრძოლაა წესების გარეშე, სადაც განსაკუთრებით მძაფრდება პრინციპი - არ შეგიძლია - წადი, სხვაგვარად გაგთელავენ. და ამ ქალებმა, განსხვავებით, მავანთა მოსაზრებისგან, რომ ქალებს მხოლოდ წუწუნი სჩვევიათ, თავისი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ ყველა დროს იყვნენ ქალი-პოლიტიკოსები, რომლებამც დატოვეს სერიოზული კვალი მსოფლიოს ცივილიზაციის ისტორიაში თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს.თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ.გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს მისი სურვილის წინააღმდეგ შერთო ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს.მეორედ მან იქორწინა დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი - ლაშა და რუსუდანი. თამარმა თავისი მმართველობის პერიოდში დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები, ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. 1. კლეოპატრა - ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული და ყველაზე ლეგენდარული ქალი მსოფლიოში. მას ჰქონდა იშვიათი უნარი ადამიანების მოხიბვლისა. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გახდა ცეზარის საყვარელი და დაიხმარა ფტოლემეი XIV წინააღმდეგ ტახტისთვის ბრძოლაში. ცეზარის გარდაცვალების მერე გახდა ჯერ საყვარელი და მერე ცოლი ანტონის. საგულისხმოა, რომ ის გარდაიცვალა გველის ნაკბენით.საუკუნეების მერეც ის თანაბრად უწევს ღირსეულ მეტოქეობას თავისი დროის ყველაზე ცნობილ პოლიტიკოს კაცებს. ის თამაშობდა სერიოზულ თამაშს, რომლის ფსონიც ეგვიპტის ტახტი იყო 2. თავადის ასული ოლგა - ნათლობის სახელი ელენა, დიდებული თავადის ასული, მართავდა კიევის რუსეთს თვისი ქმრის, დიდმთავრის იგორ რურიკოვიჩის გარდაცვალების მერე. ის ცნობილი იყო თავისი სისასტიკით და შეუპოვრობით. მან სამაგალითოდ დასაჯა ტავისი ქმრის მკვლელები. მან პირველმა, რუსს მმართველებს შორის, მიიღო ქრისტიანობა ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ქრისტიანობის აღიარებამდე 3. როქსოლანა - ნასტია ლისოვსკაიას სახელია, რომელიც მას დაარქვეს თურქეთში, მას მერე რაც თათრებმა მოიტაცეს უკრაინიდან და სტამბულში გაყიდეს. სადაც ის მოხვდა დიდი სულთანის სულეიმანის ჰარამხანაში. აღსანიშნავია, რომ იგი გახდა სულთნის პირველი ცოლი და სულეიმანი, განსხვავეით სხვა სულთნებისგან პირველად და უკანასკნელად ოსმანთა დინასტიის ისტორიაში , მასთან ცხოვრობდა მონოგამურ ქორწინებაში. როქსოლანა აქტიურად ერეოდა ქმრის პოლიტიკურ საქმიანობაში. თურქულ ისტორიაში იგი დაფიქსირებულია როგორც ცბიერი და გავლენიანი პიროვნება, რომლის მოქმედებებმაც განაპირობა ოსმანთა დინასტიის დაცემა თუ საინტერესოა ეს ჩამონათვალი მაშინ გაგრძელება იქნება Gegius მთავარია ფემინისტურ მრაზმში არ გადაიზარდოს ეს ყოველივე. :yes2: Edited August 11, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 liliko ნეტავი ის შავი კაცი ვინ იყო... შენც მაგას კითხულობ?კიდევ ერთი ფრაზა მაგ ფილმიდან. რავა ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა, მაგრამ ეს უკვე იყო. აგერ კიდევ:თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ძუკუ თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთაქაც დაგასწრეს მგონია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 liliko აქაც დაგასწრეს მგონიააბა რაღა დამრჩენია, ამის გარდა;მრეკეთ ქალბატონო მარგალიტა, მრეკეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ძუკუ აბა რაღა დამრჩენია, ამის გარდა;მრეკეთ ქალბატონო მარგალიტა, მრეკეთ.:maladec: არადა თემის გაოფებას ვერ დაგაბრალებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 liliko არადა თემის გაოფებას ვერ დაგაბრალებმოვრჩი შერეკილებიდან ციტირებას.მეტს აღარ ვიზამ, თორემ მართლა გაოფება გამოდის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 თუ საინტერესოა ეს ჩამონათვალი მაშინ გაგრძელება იქნებანამდვილად საინტერესოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ბურჯანაძეს ძალიან უნდოდა პოლიტიკოსობა, მაგრამ ქე ჩაუვარდა კოვზი ნაცარში...სამაგიეროდ ქალი 2-ჯერ იყო პრეზიდენტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 Tazo200X ბურჯანაძეს ძალიან უნდოდა პოლიტიკოსობა, მაგრამ ქე ჩაუვარდა კოვზი ნაცარში...სამაგიეროდ ქალი 2-ჯერ იყო პრეზიდენტიორი ურთიერთგამომრიცხავი წინადადებაა. თუ უნდოდა მარა ვერ შეძლო, მაშ როგორ იყო ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი? პარლამენტის თAვმჯდომარეობაზე არაფერს ვამბობ თუმცა რამდენად ღირსი იყო, ეს სხვა საკითხია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ორი ურთიერთგამომრიცხავი წინადადებაა. თუ უნდოდა მარა ვერ შეძლო, მაშ როგორ იყო ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი?"პრიჩინაზე " ხარ...liliko ? :ena: :2kiss: ჩვენც ხომ არ გადავაჯვარედინოთ პოსტები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 licemer მიგულეთ თქვენს სამსახურში. არჩევანი თქვენთვის მომინდვია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.