Jump to content
Planeta.Ge

გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,


Recommended Posts

kontr-agent 007

ისე ყველა "სიკეთესთან " ერთად ზრდილობასთანაც მწყრალად ყოფილხართ ჩემო ბატონო!!!!

http://stamp.caucasus.net/img/xma.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

anatoreli

ტყუილია სტალინი საქართველოს რუსიფიკაციას არ ეწეოდა...ცოტა მეტი უნდა იკითხოთ ბატონო....ერთს ვიტყვი,ილია ჭავჭავაძის წინ წამოწევა და პატივის მიგება 30 იან წლებში სწორედ სტალინის დამსახურებაა...

ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით.ბოლშევიკების 12-ე ყრილობაზე გამოსვლისას იოსებ სტალინმა პიდაპირ დაადანაშაულა ე.წ. ნაციონალ-უკლონისტები რომ მათ თურმე თბილისის ქართულ ქალაქად გდაქცევა სდომებიათ ( სტალინი ტ.5 გვ.280 თბილისი 1949წ). მაგარი ქართული პატრიოტული ნაბიჯია.ეს კონკრეტული მაგალითია, ასეთი უამრავი იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ეს ძეგლი მიშიკოს შეუძლია თავის რეზიდენციაში წაიღოს და იქ დადგას, თანაც ერთ დღეს არიან დაბადებულები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიახ,სტალინი იყო საბჭოთა და მსოფლიოს ისტორიის ნაწილი,მაგრამ არა-საქართველოსი

.წინააღმდეგობაში მოდიხარ ..Sakartwelo

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეზობელი ფორუმიდან გადმოვშუშე :D

 

 

 

იმ ულვაშა ბიჭს გაუმარჯოს, დედამიწას რომ ღერძი გამოაცალა, სირზე წამოიცვა და თავის ნებაზე ატრიალაო!

იმ ულვაშა ბიჭს გაუმარჯოს, დედამიწას რომ ღერძი გამოაცალა, სირზე წამოიცვა და თავის ნებაზე ატრიალაო!

იმ ულვაშა ბიჭს გაუმარჯოს, დედამიწას რომ ღერძი გამოაცალა, სირზე წამოიცვა და თავის ნებაზე ატრიალაო!

იმ ულვაშა ბიჭს გაუმარჯოს, დედამიწას რომ ღერძი გამოაცალა, სირზე წამოიცვა და თავის ნებაზე ატრიალაო!

 

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "სოლიდარობაში," მას შემდეგ რაც "ცხელმა შოკოლადმა" სტატიის გამოქვეყნებაზე უარი თქვა.

 

 

ტყვიები რო გაგვითავდა, ჩვენც და გერმანელებსაც, დავერიეთ ერთმანეთს შტიკებით და დანებითო, გაჩაღდა ხელჩართული ომიო, _ ყვებოდა ხოლმე მეჯვრისხევში მოხუცი ზანგურაანთ ანდრო. ომში მართლა იყო ნამყოფი და ინვალიდიც დაბრუნებულიყო იქიდან, რო შეთვრებოდა კიდევ სულ ამ ამბავს ყვებოდა და სოფლელებიც ამას ელოდნენ, თვითონვე შეახსენებდნენ და მერე თვალს უკრავდნენ ერთმანეთს, ოღონდ ანდრო ამას ყურადღებას არ აქცევდა, თავის ამბავს აგრძელებდა:

 

_ ვარ ამ ფიცხელ ომში და ზევით მთაზე თურმე სტალინი და მიქოიანი დგანან და გვიცქერენ. მიბრუნებია სტალინი მიქოიანს, თითი გამოუშვერია და უთქვამს, _ აი, ამ ულვაშზე დამაჯვი, ეგ თუ ჩვენი ზანგურაანთ ანდრო არ იყოსო. ომი რო დამთავრდა, კიდე, ჩამოვიდა ცხონებული დაბლა, მოვიდა ჩემთან და მითხრა, _ რაო, ანდროო, მთელი ამ ომის უბედურებამ შენ მხრებზე უნდა გადაიაროსო. მერე გაიხადა თავისი შინელი და მხრებზე მომაგდო _ მაჩუქაო.

 

ამაზე ანდროს ცოლი გამოიხედავდა სახლიდან და ჩაიბუზღუნებდა: რა შინელი _ რის შინელი, კაცი ორფეხა წახვედი ომში და ცალფეხა ჩამოხვედიო. ანდროს მაინც უხაროდა ამ ამბის მოყოლა და მასთანაც ხომ ამ ამბის მოსასმენად დადიოდნენ...

 

ჩემი კარსნელი მეზობელი ვასილიჩი ნაომარი არ იყო. შეიძლება, ომის მერეც კი იყო დაბადებული. ვასილიჩის შემხედვარე მისი ასაკის გამოცნობა არ იყო ადვილი. სტალინის სადღეგრძელოსთვის საგანგებოდ მოემზადებოდა, გასერიოზულდებოდა და შუქი ჩაეღვრებოდა თვალებში. _ იმ ულვაშა ბიჭს გაუმარჯოსო, _ ასე იტყოდა, _ ლიახვში რო ბანაობდა და კრემლში რო დაიმარხაო. უამრავი ანეგდოტი იცოდა სტალინზე, ძირითადად შინელზე, ჩიბუხზე, ბელადის უბრალოებაზე და სამართლიანობაზე. ერთხელ გულნატკენმა მითხრა, თურმე გაზეთებში სტალინზე წერენ _ კულტი იყოო. ჰაი, დედასა, აბა, დედიმისის შვილი იყო და ვინმეს პირში ეთქვა _ კულტი ხაარო. ხო უტირებდა დედასო! _ მერე საჩვენებელ თითს წინ გამოიშვირა და ბახ, ბახ, ბახ... დაიძახა.

 

ზანგურაანთ ანდრო უკვე დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის. სამი წლის წინ მეოთხე ინსულტმა ვასილიჩსაც მოუღო ბოლო, ოღონდ მანამდე ლოგინზე მიჯაჭვული და ნახევრსხეულწართემული, მაინც ჯიუტად ადღეგრძელებდა ულვაშა ბიჭს. იმისი წამდა.

 

ერთ ხნიერ კაცს ვიცნობდი ქართლში. ბავშვობისას სტალინისთვის ამანათი ჰქონდა გამზადებული. გორული მწვანე მონატრებოდა კრემლში და სხვებთან ერთად ეს კაციც (მაშინ ჯერ ბავშვი იყო) საგანგებოდ არჩეულ მტევნებს ფრთხილად ულაგებდა ნახერხით სავსე ყუთებში. ამ ამბავსაც ფრთხილად, რუდუნებით ყვებოდა, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც ცხოვრებაში გადახდენოდა...

 

კიდევ რამდენი ასეთი ამბის მოყოლა შეიძლება, მაგრამ ჩემი სათქმელი აი, რა არის, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ _ `გლიანცის ჟურნალების~ მყიდველებსა და მკითხველებს, სტალინი დღესაც ცოცხალი გმირია, რადგან უბრალო ხალხში ცოცხლობს უამრავი ანეგდოტი მის შესახებ. ამბები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რომლებიც არ არის დაშტამპული, მემატიანის ან თუნდაც სკოლის პედაგოგის მოთხრობილი. ეს ამბები არ იწერება წიგნებში და გაზეთებში, ამიტომაც მუდმივად იცვლება. სტალინისთანა ცოცხალი გმირი მე მხოლოდ ერეკლე მეფე მეგულება. მის შესახებაც მრავალი ზეპირი ამბავი ცოცხლობს, მაგრამ ამ ორს შორის განსხვავება მაინც დიდია. ერეკლე უფრო ლოკალურია _ მისი მითი (რომელიც ბევრად კეთილია და უბრალო გლეხკაცის სიყვარულზე და მისადმი თავდადებაზეა დამყარებული) მხოლოდ კახეთს ფარავს. სტალინი კიდევ...

 

ამ ზაფხულს პოლონელები ტურისტები მეუბნებოდნენ, _ იციო, რო სტალინი პოლონელი იყოო? არა, მეთქი _ არ ვიცოდი ეგეთი ვერსია. _ კიო, განთქმული პოლონელი მოგზაურის პრჟევალსკის უკანონო შვილი იყოო. პრჟევალსკის პორტრეტი თუ გინახავს, როგორ გავსო. გამახსენდა, რომ დიდი მოგზაურის პორტრეტი ნანახი, ხოლო ხოლო მისი სტალინის მამობის მკრეხელური ლეგენდა გაგონილი მქონდა (საბრალო კეკეს რა აღარ დააბრალეს), ოღონდ პრჟევალსკი ყოველთვის რუსი მოგზაური მეგონა და მისი გვარის პოლონურ ჟღერადობაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.

 

მაშინ მომაგონდა და ტურისტებსაც მოვუყევი, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, ოსების ჩვენზე, ქართველებზე განაწყენების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი სწორედ ჩვენს მიერ სტალინის `მითვისება~ იყო, მაგრამ პოლონელები, რომლებსაც ყველაფერი რუსულის და საბჭოურის მიმართ სიძულვილი თითქმის სისხლში აქვთ გამჯდარი, თანაც ხალხი რომლებიც მთაში მყავდა წაყვანილი პოლონურ ელიტას წარმოადგენდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდები, ევროპულად სიმპატიურები და მოვლილები _ ყველანი წარმატებული ბიზნესმენები და ქველმოქმედები იყვნენ, მაგრამ როდესაც პრჟევალსკის შესაძლო მამობაზე გამეცინა, ისეთი სერიოზულობით დაიწყეს პოლონური ვერსიის დაცვა, რომ მივხვდი, მათაც არ ეთმობოდათ საკუთარი ქვეყნის დამაქცეველი დიდი დიქტატორი.

 

მეორე საღამოს კოცონთან ჩვენი ქვეყნების სადღეგრძელოებს ვსამდით და პოლონელებმა მითხრეს, ოდესღაც ჩვენი ქვეყანა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე იყოო და, აი, იმ პოლონეთს გაუმარჯოსო. მაშინ კი მივხვდი, რომ საერთო ჩვენ და მათ მართლაც ბევრი გვქონდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია უკვე.

 

ისიც კარგად მახსოვს, რომ როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და ისევ გაჩნდა უეცარი შემობრუნების მუდამ ფუჭი და მუდამ დამღუპველი მოლოდინი, მაშინ ვიღაც-ვიღაცეები ამბობდნენ ეგა და სტალინი ერთ დღეს არიან დაბადებულიო. იქნება გვეშველოსო. სიმართლე რომ ვთქვა, არ გადამიმოწმებია და დღემდე არცერთის დაბადების დღე არ ვიცი, მაგრამ ამ დამთხვევაში რომ ნიშანს ხედავდნენ და თანაც სასიკეთო ნიშანს, ეს კარგად მახსოვს.

 

კიდევ, მე ვიცნობდი ჰოლანდიელ სტუდენტს, რომელიც სადღაც ოთხმოცდაათიანი წლების შუაში საქართველოში ჩამოვიდა სტალინიზმის თემაზე ნაშრომის დასაწერად, ხოლო საველე სამუშაოების ჩასატარებლად გორში ერთ ძალიან პატიოსან ოჯახში ჩასახლდა. რამდენიმე თვის მანძილზე ჰოლანდიელმა იმდენი ამბავი მოისმინა სტალინზე, იმდენჯერ დალია მისი სადღეგრძელო, იმდენი სტუმართმოყვარე ადამიანი ნახა ბელადის მადიდებელი, რომ თვითონაც თავგადადებულ თუ არა, შეფარულ სტალინისტად იქცა და მერე თბილისში გვიმტკიცებდა, მთლად ეგრეც არ არის საქმე, თქვენ რომ გგონიათ, მაშინ სხვანაირი დრო იყო, ამხელა ქვეყნის მართვა არ გინდოდაო... ეგეთებიც ხდება.

 

კიდევ, დაგინახავთ სტალინი მთვარეზე. მე მინახავს. ვინ დამანახა პირველად, აღარ მახსოვს, მაგრამ დურბინდით რომ დიდხანს უცქირო სავსე მთვარეს, ზედ აუცილებლად აღმოაჩენ ულვაშებიან პროფილს. გავს? გავს. აბა, ულვაშებიანი სხვა ვინ უნდა იყოს, თუ არა სტალინი. ნეტა, ვინ აღმოაჩინა პირველმა?

 

გორში რომ სტალინის ძეგლი დგას, ეს ყველამ ვიცით. სხვათა შორის მარტო გორში _ არა. მაგალითად ტყიბულის ცენტრშიც დგას ბელადის უზარმაზარი ქანდაკება და როდესაც ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს (ზუსტ თარიღს ახლა ვერაფრით გავიხსენებ) იქ მივლინებით მოვხვდი, სულ რამდენიმე თვის დადგმული იყო. იქაურებმა _ ლუმპენ პროლეტარიატად ქცეულმა ყოფილმა მაღაროელებმა საიამაყით მომიყვნენ, რომ ძეგლი საგანგებოთ აღმართეს შევარდნაძის ჩამოსვლისთვის (`ბერლინის კედლის დამანგრეველს~ სტალინის ძეგლს ახვედრებენ. აბსურდია არა?). ვერ ასწრებდნენ, რადგან ამსიმძიმე ტვირთის ასაწევი ამწე რაიონს არ ჰქონდა, არ ჰქონდა რაიონს ასეთი ამწეს დასაქირავებელი სახსრებიც, მაგრამ ბოლო წუთას მოინახა რუსთავში მომუშავე წარმოშობით ტყიბულელი `კრანავშიკი~, რომელიც უსასყიდლოდ დათანხმდა ჩამოსვლაზე და სტალინის კვარცხლბეგზე მოთავსებაზე. მერე მიამბეს ამ ადამიანის ოდისეა, როგორ მოიჩქაროდა თავისი `კრანით~ რუსთავიდან, რომ მშობლიური ქალაქი არ დაეღალატებინა, როგორი იმედით ელოდნენ მას ტყიბულში, რამდენ სარფიან წინადადებაზე თქვა გზაში უარი და ბოლოს მაინც ჩამოასწრო, სულ რამდენიმე საათით ადრე, სანამ პრეზიდენტი ჩამოვიდოდა, მაინც დაასკუპა ძეგლი ადგილზე. დამიჯერთ, რომ ამ ამბებს ყოველგვარი ცინიზმის გარეშე ვწერ, ეს უბრალოდ რეალობაა და კიდევ სიყვარული, მერე რა რომ ეს სიყვარული დიდი შიშიანობიდან და მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი, მომნუსხველი ჰიპნიზიდან მოდის, ეს გადარჩენილების სიყვარულია, რეპრესიებს გადარჩენილების და მათი შვილების და შვილიშვილების, ყველაზე დიდი ომიდან ცოცხლებად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამარჯვებით დაბრუნებულების და მათი შვილების და შვილიშვილების სიყვარული და ბოლო-ბოლო 53-ში შორეულ ციმბირში და შუა აზიაში მილიონობით მისი ცოცხლად გადარჩენილი მსხვერპლიც ალალ ცრემლს ღვრიდა ბელადის სიკვდილზე...

 

იმ 53-ში ხევსურთში ერთი ხალხური ლექსიც დაიწერა. ასე იწყება: `იქნება, შასცდა რადიო _ ამბავ ვერ მაიტანაო...~

 

და კიდევ, სტალინი ქართველი იყო (თუმცა, ოსებისთვის _ ოსი), პატარა ერის დიდი შვილი. `ნაპოლეონს იმიტომ არ აღმერთებენ ფრანგები, რომ კორსიკელი იყოო. აბა, ფრანგი ყოფილიყო, ზეცაში ეყოლებოდათ აყვანილიო. რუსები იმიტომ გვიგინებენ, რომ ქართველი იყოო და ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდეო...~ არსებობს ეგეთი აზრიც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსებიც ვერ თმობენ ჩვენს სტალინს. იმათაც თავისი სტალინი ენატრებათ თურმე, თავისი `დერჟავა~, იმათ თავისი უბედურება სჭირთ, ჩვენ _ ჩვენი. სანამ ეს უბედურებები ძალიან ემგვანება ერთმანეთს, ვერც ჩვენი გზები გაიყრება, ამაში დარწმუნებული ვარ.

 

ამ სტატიის (რომელსაც სტატიასაც ძნელად დავარქმევდი, უფრო ბელადის თემებზე ფანტაზიებსა ჰგავს) დაწერა კი იმან მაფიქრებინა, რომ გორში სტალინის ძეგლის აღებაზე ისევ დაიწყო ლაპარაკი, თანაც ბელადის მონუმენტის ჩამოხსნის იდეა ზუსტად იმ დღეებში გაჩნდა, როდესაც ტელევიზიით ყოველდღე აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებულ საპარლამენტო გამოძიებას ვადევნებდით თვალს, როდესაც ხალხი რომლებსაც წესიერად არც კი ვიცით, ვინ არიან, `დაკითხვას უწყობდნენ~ მათ, ვისაც უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. როდესაც ჰაერში დამიზნებით ფრინავდნენ საწერი კალმები, უცბად გაგულახდილებული ქვეყნის პრეზიდენტი კი ღიმილით აღიარებდა: გრძნობებისგან ჰალსტუხსაც კი ჩაიდებს პირში კაციო (`შიში გრეხი არ არი~ _ ჩემ ბავშვობაში იყო ეგეთ `აპრავდანია~), ჰოდა ამ ამბებს დაემთხვა სტალინის ძეგლის მოხსნის (ცოტა მოგვიანებით მისი ოკუპაციის მუზეუმის გორის ფილიალში გადატანის) იდეა.

 

რა თქმა უნდა, ჩემი სათქმელი სულ მარტივადაც შეიძლება ითქვას და დაახლეობით ასეთი იქნება _ ძეგლში არ არის საქმე. ძეგლის ჩამოხსნა ყველაზე ადვილია (თუმცა სტალინისა მაინც გაჭირდება), ძნელი ისეთი ქვეყნის აშენებაა, რომელიც ძალმომრეობაზე არ იქნება დამყარებული, ამას მართლა დიდი შრომა სჭირდება მთავრობებისაც და ხალხისაც და მაშინ სტალინი და მისი ძეგლიც აღარ იქნება აქტუალური, ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტები მასში ტოტალიტარულ სიმბოლოს კი არა _ გორის კოლორიტს დაინახავენ და თაობებიც აღარ გაიზრდებიან დაუნდობელი ხელით წესრიგის დამამყარებელ ულვაშა ბიძის იდეალზე. აი, მაშინ უკვე თავად გორელები გადაწყვეტენ, სჭირდებათ თუ არა ქალაქში ეს მონუმენტი.

 

მაგრამ არის კიდევ ერთი რამ _ თან ტრაგიკული და თან სასაცილო... ქართლიდან დევნილებიც და ჟურნალისტებიც ყვებოდნენ, რომ აგვისტოში რუს ჯარისკაცებს არაერთხელ უთქვამთ: თქვენი ბედი, რომ სტალინის მიწაზე ვართ _ მაგას უთხარით გადარჩენისთვის მადლობაო, კიდევ თვითმხილველები ამბობდნენ (და არა მგონია რამე გამოეგონათ): მთვრალი გენერალი ბორისოვი სტალინის ძეგლთან მივიდა და `პრასტი ბატიუშკაო~ _ ებოდიშებოდაო. ესე იგი, რა გამოვიდა, რომ მკვდარმა ტირანმა და მისმა ძეგლმა უფრო მეტი საქმე გააკეთა და უფრო მეტი სიცოცხლე გადაარჩინა, ვიდრე მთავრობამ, რომელმაც ისე მიატოვა იქაურობა, რომ ხალხის ევაკუაციის განკარგულებაც არ გაუცია. ხოლო ცარიელ ქალაქში რუსის ჯარს მხოლოდ სამღვდელოება ხვდებოდა და კიდევ კობა დასცქეროდა თავის მაღალი კვარცხლბეკიდან. მგონი, ამაზე ღირს დაფიქრება.

 

მაგრამ მე მთხრობელი უკეთესი ვარ, ვიდრე მოაზროვნე და ამიტომ ერთ ამბავსაც გიამბობთ:

 

რამდენიმე წლის წინ ამერიკელი სტუდენტების ჯგუფი წავიყვანე სტალინის მუზეუმში. მაშინ პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად მოვხვდი იქ. მართალია, მუზეუმის ნახვა თავად სტუდენტების სურვილი იყო, მაინც ცოტა დაიბნენ _ არ ელოდნენ ამხელა მასშტაბებს. იანვარი იყო და მუზეუმის უზარმაზარ დარბაზებში ძალიან ციოდა. სტუდენტები მოიბუზნენ და დაითრგუნენ, ისე როგორც მხოლოდ 18-19 წლის ამერიკელი შეიძლება მოიბუზოს და დაითრგუნოს ბელადის რელიქვიებით სავსე გაყინულ ლაბირინთებში. მაშინ თან გვახლდა ჩემი უფროსი გორელი მეგობარი მიშა ცერცვაძე (იგივე წეკო) _ მთასვლელი და საოცრად ლაღი ადამიანი. უცებ წეკო სადღაც გაძვრა-გამოძვრა, მერე გაქრა და ცოტა ხანში სტალინის შინელში გამოწყობილი გამოგვეცხადა. აი, იმ ლეგენდარული შინელში. თურმე მუზეუმის დირექტორი მისი ძმაკაცი იყო. მაშინ ბევრი ვიცინეთ და მიამიტ ამერიკელებსაც მოეხსნათ დაძაბულობა. თუ არ მიხვდნენ, იგრძნეს მაინც რომ ამ გაყინულ დარბაზში მათ გვერდით იყო ადამიანი, რომელსაც აი, ის რაღაცა (გინდ ბელადის კულტი დავარქვათ და გინდ სხვა რამ), რამაც მათზე ასე დამთრგუნველად იმოქმედა, არათუ დამარცხებული ჰქონდა, სულაც ფეხებზე ეკიდა. თანაც, წეკო თვითონ ტანმორჩილია და შინელი მაინც არ ეკვრებოდა წესიერად. ეტყობა, ბელადი მთლად პატარა ყოფილა.

 

რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც იგივე ჯგუფს აეროპორტში ვაცილებდი, ერთ-ერთმა გოგონამ, რომლის ხმა მანამდე თითქმის არ გამეგონა, თითი გაიშვირა ფირნიშისკენ, რომელზეც ჯორჯ ბუშია გამოსახული და ქვეშ კი აწერია, რომ პროსპექტი მის სახელს ატარებს და ძალიან მორიდებულად ესეთი რამე მითხრა: მე მგონია, რომ თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩა უფრო დიდი სირცხვილია, ვიდრე გორში სტალინის ძეგლი და მუზეუმიო.

 

ისე ჯორჯ ბუშის ქუჩაზე უკვე წყნარად ვარ, მგონი, მალე მოუწევს სახელის შეცვლა, უფრო სწორედ კი ჩანაცვლება. ასეთი კოსმეტიკური ჩანაცვლებების მოწმე არაერთხელ გავმხდარვარ. კარგად მახსოვს 1983 წელს ზურა წერეთლის მიერ მცხეთის გზაზე დადგმული გეორგიევსკის ტრაქტატის ორასი წლისადმი მიძღვნილი მონუმენტი _ დიდი ლითონის კვანძი, რომელიც ორი ხალხის სამუდამო ძმობას გამოხატავდა, მის შიგნით კი ამ მეგობრობის ამსახველი ბარელიეფი ეკიდა. მერე საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ავტორმა სასწრაფოდ ჩამოხსნა ბარელიეფი, მის ადგილას კი წმინდა ნინოს ჯვარი ჩასვა. ლითონის კვანძმა ჯვრის გარშემო სასწრაფოდ შეიძინა სულ სხვა დატვირთვა. მერე მეგობრობის მუზეუმი ოკუპაციის მუზეუმად გადაკეთდა, და მზემ, რომელიც ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, ახლა დასავლეთიდან შემოგვანათა. კიდევ მოსკოვის პროსპექტს დაუპირეს გავარშავება, პუშკინის სკვერს ალბათ გასენკევიჩება, მოძმე უკრაინელი მგოსანი კი ერთ ღამეში დასკუპდა ჩაის სახლის წინ და ეგ ყველაფერი კარგი, ოღონდ იბერია რაღაც საეჭვოდ აგივანებს გაბრწყინებას.

 

სტალინი კი დგას.

 

ან კი რითი გინდა ჩაანაცლო ძეგლი კაცისა, რომლის სადღეგრძელოც ასე ისმება:

 

იმ ულვაშა ბიჭს გაუმარჯოს, დედამიწას რომ ღერძი გამოაცალა, სირზე წამოიცვა და თავის ნებაზე ატრიალაო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ნუ,უნდათ რომ სტალინი საქართველოს ისტორიის გენია იყოს და...

ძვირფასო, მეგონა ის იუზერი იყავი, ვისთანაც წესების დაცვით შესაძლებელია კამათი. მაგრამ შენნაირად თვით სატურნიც კი არ პოსტავს გარკვეული დაუწერელი კანონების დარღვევით. ასე რომ, აწი შენთან მე აზრს ვეღარ ვხედავ საერთოდ რაიმე თემაში არა თუ კამათისა, უბრალოდ აზრთა გაცვლისა.

ადიოს :rules:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

შენნაირად თვით სატურნიც კი არ პოსტავს

სატურნისნაირად ბევრი ვერ პოსტავს :D

 

გარკვეული დაუწერელი კანონების დარღვევით

რომელი დაუწერელი კანონების? შენ რომ შეთხზე შენს სასარგებლოდ? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ეგ არ მითქვამს....

 

სტალინის ძეგლი "გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ", აზრი არ აქვს მეთქიიიი

 

 

ვიცი,რომ არ გითქვამს და მე იმათზე ვუბნობ ვინც ამას ჩალიჩობს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სატურნისნაირად ბევრი ვერ პოსტავს

დასტურ მითქვამს, ოღონდ ეს მაინც და მაინც კარგს არ ნიშნავს :D

რომელი დაუწერელი კანონების? შენ რომ შეთხზე შენს სასარგებლოდ?

არა, ჩემო კარგო, ერთმანეთსა რომ შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ და ისე გავაკეთოთ ციტირება, რომ სრულად არ შეიცვალოს სხვისი აზრი მიჭრა-მოჭრით, რასაც შენ კი ახერხებ, მაგრამ ჩემი შეთხზული კი არა ზოგადი წესია. თუმცა თუ ჩემმა ქებამ გული დაგწყვიტა, არაა პრობლემა, უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს :hm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორია კარგია თუ ცუდი ისტორია და ეს ისტორია ჩვენია.

დასტურ!!!babuagiorgi

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მკიდია იდგება იქ სტალინის ძეგლი თუ არა. შეიძლება მართლა არ უნდა იდგეს, არ ვიცი.

 

მაგრამ ის ვიცი, თუ საიდან მოდის მთელი ეს ისტერია. ბოლშევიზმის დამარცხება კი არაა მიზანი. მიზანი არის მორიგი პიარ აქციის აგორება, და ვიღაცეებს მმართველ პარტიაში მიაჩნიათ რომ ეს პიარ აქცია მათთვის მომგებიან იქნება.

 

ამიტომ რეჟიმის შეცვლამდე წინააღმდეგი ვარ. მერე რაც გინდათ ის გიქნიათ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰა რა ქნეს გადაიტანეს?

 

ტუ ისევ იქაა აყუდებული ეგ უბედური ? : |

 

ყველაფერს ჯობია რო სახლ მუზეუმსი გაამწესონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიღაცეებს მმართველ პარტიაში მიაჩნიათ რომ ეს პიარ აქცია მათთვის მომგებიან იქნება.

lasalexx

დასტურ!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

ძვირფასო, მეგონა ის იუზერი იყავი, ვისთანაც წესების დაცვით შესაძლებელია კამათი. მაგრამ შენნაირად თვით სატურნიც კი არ პოსტავს გარკვეული დაუწერელი კანონების დარღვევით. ასე რომ, აწი შენთან მე აზრს ვეღარ ვხედავ საერთოდ რაიმე თემაში არა თუ კამათისა, უბრალოდ აზრთა გაცვლისა.

ადიოს :rules:

 

 

სულ კარგად იყავი,და მაინც,კიდევ ერთხელ შენი ნათქვამიდან 100%-ით ზუსტი ციტატა:

 

 

 

სტალინი ჩვენი ისტორიის განუყოფელი ბოროტი გენიაა.

 

გვერდი პირველი,პოსტი ნომერი 10,გამოქვეყნების დრო 03:29 საათი. :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...