Jump to content
Planeta.Ge

გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,


Recommended Posts

http://pic.ipicture.ru/uploads/090808/k0FcvdfNSE.jpg

 

გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

 

ამ წუთებში, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვნით, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის აქცია მიმდინარეობს.

ახალგაზრდები სტალინის ძეგლის გადატანას მოითხოვენ, ცენტრიდან სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი განცხადებით, სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში დგომას არ იმსახურებს. ამის მოტივად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ შარშან აგვისტოს დღეებში საქართველო სტალინის მემკვიდრეებმა დაბომბეს და დღესაც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას აგრძელებენ.

ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართავენ, რომ სტალინის ძეგლი უახლოეს დღეებში, აგვისტოშივე აიღონ.

აქციაზე ‘’კომუნისტური პარტიის’’ გორის ორგანიზაციის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი იმყოფება. იგი ახალგაზრდების მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას სტალინის ძეგლის გადატანა არ გადატანა ვერ გააუმჯობესებს. ‘’თუ ეს საკითხია გადამწყვეტი, მაშინ პირველი მომხრე ძეგლის გადატანისა მე ვიქნები. ძეგლის გადატანა არაფერს არ ცვლის’’, - განაცხადა ალეკო ლურსმანაშვილმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

უზერებო, ეთანხმებით თუ არა აქციის მონაწილეების მოთხოვნას?

 

მარტო "კი", "არა" ნუ დაპოსტავთ, არგუმენტები მოიყვანეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

licemer

უზერებო, ეთანხმებით თუ არა აქციის მონაწილეების მოთხოვნას?

ეჰჰ, ბატონო ლიცემერ, არც მახათი მაქვს და არც მისი თავდასხმის ობიექტი და რა ვქნა? :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტალინმა და ორჯონიკიძემ მოახდინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია,მათ დაიწყეს საქართველოს რუსიფიკაცია,მათ შექმნეს საბჭოთა კავშირი,უნდა დავანგრიოთ ეს ძეგლი,შემოვახვიოთ რუსეთის დროშა,წავუკიდოთ რუსული არაყი და ჩავაფურთხოთ სულში ამ ოს ჯუღაევს,ცოტა მაინც გულს მოვიოხებთ ქართველები…

 

როგორ უნდა ამაყობდე სტალინისნაირი დიქტატორით,რომელმაც რამდენიმე მილიონი ადამიანი მოკლა,უამრავი ქართველი გადაასახლა და დახვრიტა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰჰ, ბატონო ლიცემერ, არც მახათი მაქვს და არც მისი თავდასხმის ობიექტი და რა ვქნა?

ვერ გავიგე და თუ არ შეწუხდებით უფრო გასაგებად დაპოსტეთ...liliko

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ვერ გავიგე და თუ არ შეწუხდებით უფრო გასაგებად დაპოსტეთ...liliko

საქმე გამოლევიათ, ბატონო. უფრო კახურად, მაპატიეთ და ვერ გეტყვით კდემამოსილი მანდილოსანი ვარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი,არ ვიცი.

 

ტელევიზორში გორს რომ აჩვენებენ და სტალინის ძეგლს ახლო მანძილით იღებენ,სირცხვილისაგან მაგიდის ქვეშ მინდა შეძვრომა ხოლმე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერებო, ეთანხმებით თუ არა აქციის მონაწილეების მოთხოვნას?

ასე მაგათ რა ვუთხარი, ეგ მაგათი მოგონილი აქცია არ იყოს :) ,

 

წმინდა პრაგმატული, ანუ ტურიზმის განვითარებისათვის არ ვარგა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

მათ დაიწყეს საქართველოს რუსიფიკაცია

ტყუილია სტალინი საქართველოს რუსიფიკაციას არ ეწეოდა...ცოტა მეტი უნდა იკითხოთ ბატონო....ერთს ვიტყვი,ილია ჭავჭავაძის წინ წამოწევა და პატივის მიგება 30 იან წლებში სწორედ სტალინის დამსახურებაა...

 

მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ მას ძალიან ბევრი დანაშაული არ ჩაუდენია მაგრამ,რაც დადებითი იყო მომხრე ვრ რომ აღინიშნოს!

 

ძალიან ცნობილი ქართველი მეცნიერების მოგონებების წაკითხვას გირჩევ ყურადღებით სადაც ჩანს სტალინის აზროვნების არეალი...

 

აფხაზები პირიქით სტალინს და ბერიას ადანაშაულებენ აფხაზეთის ქართველიზაციაში და საკმარისი დოკუმენტებიც მოყავთ ასე რომ მთლად ეგრე მარტივად არაა საქმე როგორც მხოლოდ კურიერით "განათლებულ" სუბიექტებს გონია....

 

 

http://polit-forumi.com/index.php?showtopic=2077

Edited by anatoreli
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და "სამარცხვინო წარსულისაგან თავისუფლდებიან" ვითოომ?! :) რომ გადაიტანენ ამით სტალინს მოაკლდება რამე და მათ შეემატებათ, თუ პირიქით?! ვაი მაგათ პატრონს უბედურს!!!!! :D მოგიდღანთ მკვდრებთან მებრძოლი ყლინჯიჭამია !!!!! :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

სტალინი ჩვენი ისტორიის განუყოფელი ბოროტი გენიაა.

არის ქმედებები, რასაც სწორად უნდა დროის შერჩევა. დღეს ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს.

მაგრამ ესეც რომ არ იყოს - დარწმუნებული ვარ სტალინის ძეგლი აბსოლუტური უმრავლესობისათვის არ აღიქმება ერის სიმბოლოდ. მისი ძეგლი კი არის იმ ბოროტების სიმბოლო, რასაც ეს ბოროტი გენია თავის თვში მოიცავს. ამ მხრივ არანაირი პრობლემაა არაა მისი ძეგლის დატოვებაში.

მასე მთაწმინდიდან დაგვეწყო და საერთოდ ისტორიის დასუფთავება ძეგლებთან ბრძოლით კი არა, იდეოლოგიასთან და პრინციპებთან ბრძოლით უნდა დავიწყოთ

Edited by liliko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

სტალინი ჩვენი ისტორიის განუყოფელი ბოროტი გენიაა.

 

 

ჩვენი ისტორიის? არა,საბჭოთა,რუსეთის, ისტორიის გენია. მას საქართველოს ისტორიასთან არაფერი აქვს შეხება,ის იყო რიგითი საბჭოელი,მას არ ჰქონდა ეროვნება.

 

 

 

anatoreli

 

 

აფხაზები პირიქით სტალინს და ბერიას ადანაშაულებენ აფხაზეთის ქართველიზაციაში და საკმარისი დოკუმენტებიც მოყავთ ასე რომ მთლად ეგრე მარტივად არაა საქმე როგორც მხოლოდ კურიერით "განათლებულ" სუბიექტებს გონია....

 

ძალიან კარგად ვიცი,რასაც აფხაზები ყბედობენ. მაგრამ არსებობს წყაროები,სადაც წერია,1886 წელს აფხაზეთის მოსახლეობის 50%-ს ქართველები შეადგენდნენ,მაშინ სტალინი პატარა ბავშვი იყო. ეს ინფორმაცია აფხაზებს შეუძლიათ რუსულ არქივებში მოძებნონ.

 

ჩემთვის სტალინს არაფერი აქვს საქართველოს ისტორიასთან,ის არ არის ქართული ისტორიის ნაწილი. გინდა კურიერის სუბიექტი მიწოდე,გინდაც ქრონიკისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

შეგიძლია თხოვნა შემისრულო და ამ ლინკი მოყვანილ თემის პირველ პოსტში რო ფაილია,გახსნა და წაიკითხო? უბრალოდ წაიკითხო...

 

http://polit-forumi.com/index.php?showtopic=2077

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

შეგიძლია თხოვნა შემისრულო და ამ ლინკი მოყვანილ თემის პირველ პოსტში რო ფაილია,გახსნა და წაიკითხო? უბრალოდ წაიკითხო...

 

http://polit-forumi.com/index.php?showtopic=2077

 

 

თხოვნა რა საჭიროა,მაგ ფორუმზე კი არ შევდივარ,მაგრამ გამონაკლისს დავუშვებ :)

 

თუმცა ვერ ვიგებ,ჩემში არ ჯდება, საიდან არის სტალინი საქართველოს ისტორიის ნაწილი? მაშინ იგივე ითქმის ბრეჟნევზე,ლენინზე....

 

ტექსტი არ ჩანს,აი,ასეთი წარწერებია:

 

 

\rtf1\ansi\ansicpg1251\uc1\deff0\stshfdbch0\stshfloch0\stshfhich0\stshfbi0\deflang1049\deflangfe1049{\fonttbl{\f0\froman\fcharset204\fprq2{\*\panose 02020603050405020304}Times New Roman;}

{\f2\fmodern\rn\fcharset161\fprq1 Courier New Greek;}{\f397\fmodern\fcharset162\fprq1 Courier New Tur;}{\f398\fmodern\fcharset177\fprq1 Courier New (Hebrew);}

{\f399\fmouto\adjustright\rin0\lin0\itap0

\fs22\lang1049\langfe1033\loch\f370\hich\af370\dbch\af370\cgrid\langnp1049\langfenp1033 \snext0 \styrsid7628323 Normal;}{\*\cs10 \additive \ssemihidden Default Paragraph Font;}{\*

\ts11\tsrowd\trftsWidthB3\trpaddl108\trpaddr108\trpaddfl3\trpaddft3\trpaddfb3\trpaddfr3\trcbpat1\trcfpat1\tscellwidthfts0\tsvertalt\tsbrdrt\tsbrdrl\tsbrdrb\tsbrdrr\tsbrdrdgl\tsbrdrdgr\tsbrdrh\tsbrdrv

\ql \li0\ri0\widctlpar\aspalpha\aspnum\faauto\adjustright\rin0\lin0\i

Edited by Sakartwelo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

მას არ ჰქონდა ეროვნება.

და ამას ასე დარწმუნებით იმ არგუმენტით ამტკიცებთ, რომ სტალინს პასპორტში ეროვნებად - "რუსი" ეწერა ხოოო?! :) :D "ეროვნულობა" რომ ცოტა სხვა ფენომენია, რომელიც "საპასპორტო შტამპის და ჩანაწერის" საზღვრებს სცილდება თქვენთვის ალბათ "არგუმენტად" არ გამოდგება! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ძალიან კარგად ვიცი,რასაც აფხაზები ყბედობენ. მაგრამ არსებობს წყაროები,სადაც წერია,1886 წელს აფხაზეთის მოსახლეობის 50%-ს ქართველები შეადგენდნენ,მაშინ სტალინი პატარა ბავშვი იყო. ეს ინფორმაცია აფხაზებს შეუძლიათ რუსულ არქივებში მოძებნონ.

ეგ უკვე გოგებაშვილს ბრალდება და მისი სტატია"კაკ ზასელიც აფხაზიუ" წიკითხე...მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთზეა ლაპარაკი...

 

აფხაზეთში ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე ქონდა ადგილი ქართველების მასიურად ჩასახლებას....მათ შორის ყველაზე მასიური ბერია-სტალინის დროს იყო....ეს ნაბოდვარი არაა ეს დოკუმენტებითაა დამტკიცებული და ობიექტური ადამიანი ვისაც სიმართლე აინტერესებს და მხოლოდ მკერდზე მჯიღის წემით არაა დაკავებული,კარგად დაინახავს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...