liliko Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 (edited) განსაკუთრებით ბოლო დროს მსოფლიოს სერიოზულ გამოცემებში, თანაც სარედაქციო სტატიებად ხშირად იბეჭდება საქართველოსთვის არასასურველი ინტერპრეტაციები აგვისტოს ომზე.მიშას ადეპტების ხროვა ამაზე გაჰკივის, გაპრომმა იყიდა ყველაო.ლიცემერის სტილში დავსვამ კითხვას იუზერებო, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ სრულიად მსოფლიო მედია გაზპრომმა მოისყიდა?და თუ ასეა, მაშინ ამერიკის იმედად მაინც როგორ ხართ? http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg სარედაქციო წერილი უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე, მაგრამ საშინელმა ომმა იფეთქა. ცხარე კამათი იმის გამო, თუ ვინ ისროლა პირველად, დღემდე არ წყდება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შვეიცარელ დიპლომატს ევალება, ის უდგას სათავეში საგამოძიებო კომისიას და მის ანგარიშზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რა მოხდა რეალურად - რუსეთი მართლაც იცავდა სამხრეთ-ოსეთს, დამოუკიდებლობის მაძიებელ ანკლავს, ავანტიურისტი ქართველი პრეზიდენტის წინმსწრები შეტევისაგან თუ კრიზისის პროვოცირება თავად რუსეთმა მოახდინა, იმ კრიზისისა, რომელმაც საქართველოს ნაწილის ხელახალი ოკუპირებისა და თავის ”უახლოეს საზღვარგარეთ”-ში საკუთარი სამხედრო კვალის დატოვების საშუალება მისცა? ამ ომში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 190 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულად იქცა და თუნდაც კონფლიქტის მთავარი მსხვერპლის საკითხი გვერდზე გადავდოთ, ამ კითხვებს აკადემიურს ვერ უწოდებ. ევროკავშირი საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთს შორის არსებულ დე-ფაქტო საზღვარზე სამეთვალყურეო მისიას უკვე აკომპლექტებს. თუ საგამოძიებო კომისია საქართველოს საწინააღმდეგო დასკვნას გამოიტანს, მაშინ ეს რეგიონთან დაკავშირებით უფრო ფრთხილ, ნაკლებად იდეოლოგიზებულ ინტონაციას შემოიტანს. დიპლომატმა ჰაიდი ტალიავინმა Der Spiegel-ის კარგად ინფორმირებული რეპორტაჟი უარყო. ამ სტატიაში აცხადებდნენ, რომ მისი კომისიის წევრთა უმრავლესობის აზრით, ომი საქართველომ დაიწყო. Der Spiegel-ს კომისიის წევრის, ქრისტოფერ ლენგტონის, გადამდგარი ბრიტანელი პოლკოვნიკის სიტყვები მოჰყავდა, სადაც ის ამბობდა, რომ - “საქართველოს ოცნებები დაიმსხვრა, მაგრამ ქვეყანამ ამაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დასდოს ბრალი.” საქართველოს ქეისის დიდი ნაწილი იმას ეფუძნება, რომ რუსული ტანკების კოლონა უკვე უახლოვდებოდა ორმილიან გვირაბს, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ-ოსეთს აკავშირებს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ჯარს ცეცხლის გახსნა უბრძანა. თუ კომისია აღმოაჩენს, რომ შეირაღებული კოლონა საქართველოს შეტევიდან მეორე დღემდე არ შესულა სამხრეთ-ოსეთში, რასაც რუსები ამტკიცებენ, მაშინ ის მცირედი ნდობა, რომელიც სააკაშვილის მიმართ დარჩენილია, ნამსხვრევებად იქცევა. მას საზღვართან უკვე თავმოყრილი ჰყავდა 12 000 სამხედრო და 75 ტანკი და შესაძლოა სამხრეთ- ოსეთის სეპარატისტების წინააღმდეგ სწრაფი, წინმსწრები შეტევის ცდუნებასაც აჰყოლოდა. ორივე, ვლადიმერ პუტინიცა და ჯორჯ ბუშიც ამ დროს პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდნენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე იმ მოწყალე ინტერპრეტაციას იზიარებს, რომ საქართველო რუსეთის მიერ კარგად დაგებულ ხაფანგში შეიტყუეს, ეს მაინც კატასტროფულ შეცდომად უნდა დასახელდეს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, საქართველომ არა მხლოდ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ ლტოვლითა რიცხვს კიდევ 30 000 ადამიანი შემატა. მან ნატო-ში და ევროპის კავშირშიც თავის გაწევრიანებას ბოლო მოუღო და როგორც სჩანს ეს რეალობაა, რომელსაც თითქმის თავად სააკაშვილიც აღიარებს. ორი პროექტი კაცისა, რომელიც “ვარდების რევოლუცია”-ს ედგა სათავეში, მისი ქვეყნის გაერთიანებასა და დასავლეთის ორბიტაზე გაყვანას გულისხმობდა. ამ ამბიციურ განზრახვათაგან არც ერთი არ მიახლოვებია დასახულ მიზანს. მან თავისი ქვეყნის ბედით ითამაშა და ამ თამაშში მარცხი განიცადა. მაგრამ რუსეთის მიერ ნასროლი ტყვიაც მასვე დაუბრუნდა რიკოშეტით. სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარეს და მორჩა. კავკასიაში დიდი ხელკეტით თამაში, რუსეთს ალბათ განზრახულის საპირისპირო შედეგს მოუტანს. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, წლების მანძილზე რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ, თავის დიპლომატებს დასავლეთთან უფრო ახლო კავშირების დამყარება დაავალა. ტაჯიკეთმა ოფიციალურ დოკუმენტებში რუსული ენის გამოყენება აკრძალა, ყირგიზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნას, უზბეკეთი ეწინააღმდეგება, სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს, ულტრალოიალური თურქმენეთიც კი ”ნაბუკო”-ს მილსადენისთვის, ”გაზპრომი”-ს კონკურენტი ”სამხრეთის ნაკადი”-ს პროექტისთვის, ბუნებრივი აირის მიყიდვის იდეას ეთამაშება. ეს უკვე აღარაა რეგიონი, რომელიც მოსკოვის დანახვაზე ძრწის. დასავლეთი რუსეთს ამ ისტორიულად არამდგრად რეგიონზე გავლენისათვის არ უნდა ეპაექროს. ამას ბარაკ ობამა კარგად აცნობიერებს. მათ ერთად უნდა იმუშაონ, თავი უნდა აარიდონ ეთნიკური იდენტობისა და სუვერენიტეტის მწვავე საკითხებს. ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანას ერთმანეთთან ისეთი ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს, რომელიც არა ზეწოლას, არამედ გეოგრაფიულ რეალობას, ენასა და ერთობლივ ინტერესებს დაეფუძნება. გასაოცარია, მაგრამ ამ ჩამონათვალიდან უმრავლესობა, აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია. Edited August 8, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 Der Spiegel-ს კომისიის წევრის, ქრისტოფერ ლენგტონის, გადამდგარი ბრიტანელი პოლკოვნიკის სიტყვები მოჰყავდა, სადაც ის ამბობდა, რომ - “საქართველოს ოცნებები დაიმსხვრა, მაგრამ ქვეყანამ ამაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დასდოს ბრალი.” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 Saturn იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე იმ მოწყალე ინტერპრეტაციას იზიარებს, რომ საქართველო რუსეთის მიერ კარგად დაგებულ ხაფანგში შეიტყუეს, ეს მაინც კატასტროფულ შეცდომად უნდა დასახელდესეს გარდიანის პოზიციაა, ამაზეც გაიცინე, ალბათ მაგიც იყიდეს სხვებთან ერთად გაზპრომმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 liliko ეს გარდიანის პოზიციაა, ამაზეც გაიცინე, ალბათ მაგიც იყიდეს სხვებთან ერთად გაზპრომმასაქართველო რომ ახლა კარგ დღეში არაა, ფაქტია, მაგრამ მე ასე ვუდგები ამ საკითხს რომ ეს სახადია, რომელსაც საქართველო გადაიტანს და გამოვა ამ სიტუაციიდან. ნიცშეს დავესესხები: ის რაც არ მომკლავს, გამაძლიერებს. ესეც დამაიმედებელია:რუსეთის მიერ ნასროლი ტყვიაც მასვე დაუბრუნდა რიკოშეტით. სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარეს და მორჩა. კავკასიაში დიდი ხელკეტით თამაში, რუსეთს ალბათ განზრახულის საპირისპირო შედეგს მოუტანს. და ისიც ფაქტია ობამა-ბაიდენის გამოსვლებიდან, რომ მათ ეს გზა არ აურჩევიათ:დასავლეთი რუსეთს ამ ისტორიულად არამდგრად რეგიონზე გავლენისათვის არ უნდა ეპაექროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 Saturn საქართველო რომ ახლა კარგ დღეში არაა, ფაქტია, მაგრამ მე ასე ვუდგები ამ საკითხს რომ ეს სახადია, რომელსაც საქართველო გადაიტანს და გამოვა ამ სიტუაციიდან. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 ლიცემერის სტილში დავსვამ კითხვასპლაგიატო :ena: :2kiss: :2kiss: იუზერებო, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ სრულიად მსოფლიო მედია გაზპრომმა მოისყიდა?და რატომ მარტო გაზპრომი...liliko ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer და რატომ მარტო გაზპრომი...liliko ?სხვა ვინ კიდევ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer ციტატა(licemer @ 8th August 2009 - 03:29 PM) და რატომ მარტო გაზპრომი...liliko ? სხვა ვინ კიდევ?ამ მიზნით რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ...liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer ამ მიზნით რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ...lilikoდავუშვი, რომ მაგ ვერსია იქნებოდა შენგან :ena: შემოთავაზებული, ამიტომ დავსვი მეორე კითხვა: თუკი ასეთი ყოვლისშემძლეა რუსეთი, თAნ ამავე დროს ამბობთ იშლებაო, რის იმედად ვიყოთ მაშინ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 რის იმედად ვიყოთ მაშინ?იყავი მშვიდად, შენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხარ :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer იყავი მშვიდად, შენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხარმაგიტომაც ვერ ვარ მშვიდად, და მგონი ეს არაა რთული მისახვედრი :resent: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 (edited) მაგიტომაც ვერ ვარ მშვიდად, და მგონი ეს არაა რთული მისახვედრიასეთი ფიქრები ამოიგდე თავიდან და იძინე უდრტვინველად ,შენ ხომ ნებიერი საქართველოს მოქალაქე ხარ...liliko :ena: :2kiss: :2kiss: Edited August 8, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer ასეთი ფიქრები ამოიგდე თავიდან და იძინე უდრტვინველად შენ ხომ ნებიერი საქართველოს მოქალაქე ხარ...lilikoამ დროს კი აქ შენ და სატურნი, იქ კი მიშა და კამანდა დაიცავთ ჩემს უდრტვინველ ძილს? :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 დაიცავთ ჩემს უდრტვინველ ძილსვფიცავ ღამეს, ყოვლის საფარველს და დღეს აკაშკაშებულს, რომ დავიცავ...liliko :2kiss: :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 licemer ვფიცავ ღამეს, ყოვლის საფარველს და დღეს აკაშკაშებულს, რომ დავიცავ...lilikoნუ დაიფიცებ, რასაც ვერ შეძლებ, თორემ შეგეწერება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.