Jump to content
Planeta.Ge

ქართული ოპოზიცია - გუშინ, დღეს, ხვალ


Recommended Posts

newstudio

და რატომ გგონია რომ მაინცდამიანც და პირველ რიგში ოპოზიციაზე მუშაობენ?

იქნებ ხელისუფლებაშI აქვთ კარგად საქმე დაყენებული? თუ ამას გამორიცხავ?

მე ვთქვი:

თუ ფიქრობ რომ რუსული სპეცსამსახურები არ ცდილობენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ანუ არ დამიკონკრეტებია პოზიცია/ოპოზიციის მიხედვით. იმ დასკვნამდე, რომ ოპოზიციაზე მუშაობენ თავად მიხვედი :hitler:

გამორიცხვით კი არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გადადგა იმიტომ, რომ ისეთი ქვეყანა შექმნა, რომელშიც მის მიერ გაცემული ბრძანებები აღარ სრულდებოდა.

კი მაგრამ არც ბურჯანაძის ბრძანებები არ სრულდებოდა. ერთი თვე რომ გაწელილიყო ასეთი მდგომარეობა, ვის სასარგებლოდ გადაიხრებოდა სიტუაცია?

 

გამოაცხადებდნენ არაქმედითუნარიანად. აი ეს მოხდებოდა.

მერე რა რომ გამოაცხადებდნენ? გავიდოდა ერთი-ორი კვირა, ხალხი დაიღლებოდა, კანცელარია და პარლამენტი გათავისუფლდებოდა და შტურმიც აღარ იქნებოდა საჭირო ამ შენობის დასაბრუნებლად. ამ შემთხვევაში სააკაშვილისთვის ერთადერთი გამოსავალი სამხედრო ძალების სრული გადაბირება იქნებოდა. ამას შეიძლება 91-92 წლის სცენარის გამეორება გამოეწვია.

 

რამდენი იდგა ეგ არაა მთავარი. მაშინ განწყობა იყო ადამიანების მინიმუმ 80 % -ში რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ის დამყაყებული სიტუაცია უნდა შეცვლილიყო. ახლა მართალია ხელისუფლება ძალიან ბევრს არ მოსწონს, მაგრამ უფრო მეტად არ მოსწონთ ოპოზიცია. აი ამაშია განსხვავება.

აბა რა არის მთავარი? შენ რას იტყვი და ხათუნა გოგორიშვილი რას იტყვის? ხალხის რაოდენობა არის ფაქტი, 2007-2009 წლებში მეტი ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში ვიდრე 2003-ში, სხვა დანარჩენი არის სუბიექტური აზრი.

 

რუსული სპეცსამსახურების მომზადებული გეგმაც, სუბიექტური აზრია. მეც შემიძლია ვთქვა რომ 2003 წელს რუსები იყვნენ ჩართულები იმ მოვლენებში. მაგრამ ვერც მე დავასაბუთებ ამას, და ვერც შენ დამიმტკიცებ რომ ბოლო ორი წლის მოვლენები რუსეთიდან იმართებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

არც ბურჯანაძის ბრძანებები არ სრულდებოდა

შესრულდებოდა მას შემდეგ რაც შევარდნაძეს

გამოაცხადებდნენ არაქმედითუნარიანად
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

. იმ დასკვნამდე, რომ ოპოზიციაზე მუშაობენ თავად მიხვედი

ლოგიკა გაქვს გლიჯავს)))...გულუბრყვილო უნდა იყო რომ თქვა არ მუშაობენო

 

მაგრამ ყველაფერი აჩვენებს რომ ხელისუფლებაზე გაცილებით ეფექტურად მუშაობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ყველაფერი აჩვენებს რომ ხელისუფლებაზე გაცილებით ეფექტურად მუშაობენ

აჰა. და ხელისუფლებას, რომელიც რუსებზე მუშაობს, აშშ უცხადებს მხარდაჭერას :eeh:

გამსახურდია-შევარდნაძის ბინძურ ალიანსზეც ხო არ მოგვახსენბდით რამეს? :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აჰა. და ხელისუფლებას, რომელიც რუსებზე მუშაობს, აშშ უცხადებს მხარდაჭერას

გამსახურდია-შევარდნაძის ბინძურ ალიანსზეც ხო არ მოგვახსენბდით რამეს

:eeh: :eeh: :eeh:

 

გავლენის აგენტებზე გაგიგია რამე!?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შესრულდებოდა მას შემდეგ რაც შევარდნაძეს

 

გამოაცხადებდნენ არაქმედითუნარიანად

კარგი რა. ქართველი ბიზნესმენები გადასახადებს გადაუხდიდნენ ბურჯანაძის ხელისუფლებას, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნებოდა.

 

ეგ რომ მომხდარიყო, ქვეყანაში მართლა სერიოზული კრიზისი მოხდებოდა. შევარდნაძეს ან თავისი სკამი არ უღირდა ამ კრიზისის ფასად, ან კიდევ თვითონ იყო იმ სპექტაკლის უშუალო მონაწილე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

გადასახადებს გადაუხდიდნენ ბურჯანაძის ხელისუფლებას, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნებოდა

როგორ გეკადრება. კონსტიტუციას გადახედე. როცა ქვეყნის პირველი პირი არაქმედითუნარიანია, მართვის სადავეებს იმ კონსტიტუციით პარლამენტის ხელმძრვანელი იღებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

როგორ გეკადრება. კონსტიტუციას გადახედე. როცა ქვეყნის პირველი პირი არაქმედითუნარიანია, მართვის სადავეებს იმ კონსტიტუციით პარლამენტის ხელმძრვანელი იღებს.

კი მაგრამ იმავე კონსტიტუციით ვინ უნდა გამოაცხადოს პრეზიდენტი არაქმედითუნარიანად. და მეორეც, ბურჯანაძეს მაშინ მინისტრების გადაყენების უფლებაც არ ქონდა. ხოდა არც ერთი მინისტრი რომ არ გადამდგარიყო თავისით, ვინ იქნებოდა უფრო არაქმედითუნარიანი, შევარდნაძე თუ ბურჯანაძე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდემდე უნდა იყოს ოპოზიცია საქართველოში თანამდებობიდან ადაყენებული, კუდამოძუებული ხალხის განაწყენებული ჯგუფი?

როდემდე უნდა იყოს ყაყანი და ბბოს დაბლება ქართული პლიტიკის მთავაი იარაღი?

სადაა ოპოზიცია ან გუშინ სად იყო?

ხვალ იმ შემთხვევაში იქნბა თუ ერის მენტალიტეტი როგორმე შეიცვლება...

Edited by Gegius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...