Jump to content
Planeta.Ge

გატაცებები გრძელდება


Recommended Posts

გორის რაიონის სოფელ კოშკადან, რომელიც ლიახვის ხეობას ესაზღვრება, ხუთი ქართველი გაიტაცეს.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი მინდვრებში სამუშაოდ იმყოფებოდნენ. არსებული ცნობებით, გატაცებულები ამჟამად ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი.

გატაცების მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

სოფელ კოშკადან გატაცებული ხუთი ქართველის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით ქართული მხარე რუსულ მხარეს უკვე დაუკავშირდა და გატაცებულთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, გატაცების თაობაზე ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ~მაშინ, როცა ომის წლისთავზე მთელი მსოფლიოს ყურადღება გორზეა გადმოტანილი და მას მსოფლიო აშუქებს, იტაცებენ საქონელსა და იმ ხალხს, ვინც ამ საქონელს მწყემსავს. ამით მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვისთან გვაქვს საქმე~, - განაცხადა ვარძელაშვილმა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

და ბოლო:

 

ევროკავშირის დამკვირვებლებმა ქართული მხარის მიერ რეგიონში ვითარების დაძაბვის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედს~ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებმა განუცხადა.

სემნების თქმით, არ დასტუდება ბოლო კვირის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია რეგიონში ქართული მხარის მიერ პროვოკაციების დაგეგმვის შესახებ.

 

~ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე არ აფიქსირებს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს. რეალურად არსებული სიტუაცია არ შეესაბამება იმ განცხადებებსა და ბრალდებებს, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში გაკეთდა~, - განაცხადა სემნებმა. მისივე თქმით, საუბარი და რეალურად არსებული ვითარება ერთმანეთისგან განსხვავდება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გატაცებები გრძელდება

გატაცებები არ შეწყდება, სანამ რუსისგან "პადერჟკას" გრძნობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

გატაცებები არ შეწყდება, სანამ რუსისგან "პადერჟკას" გრძნობენ

ესე იგი ძალიან დიდხანს არ შეწყდება(((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...