ლ ი ც ი Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 ”რუსეთს გაქრობა ელოდება” - ჯოზეფ ბაიდენის პროგნოზს, რუსეთის ნაწილი ეთანხმება 2009 წლის 07 08ა.შ.შ. ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზეთ Wall Street Journal -ს ინტერვიუ მისცა, სადაც რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ანალიზი გააკეთა, რუსული მედიის დიდი ნაწილის აზრით, ჯო ბაიდენმა ”აპოკალიფსური სურათი” შემქნა, რომელშიც უფრო თავისი ”სურვილები” იყო ასახული ამ ქვეყნისადმი - ვიდრე ”რეალობა” ინტერვიუს კვალდაკვალ ატეხილ მედია-პანიკაში, რომელიც დღესაც აქტუალური იყო, რამდენიმე ”თვითკრიტიკული” შეფასებაც გაჩნდა, ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი ბაიდენის პროგნოზების ანალიზით დაკავდა და ფაქტობრივად, ყველა პუნქტში დაეთანხმა ”აპოკალიფსური მომავლის ალბათობას” ა.შ.შ.-ს მთავრობაში მეორე პირის მთავარი თეზისი არის ის, რომ არ ღირს რუსეთზე ზეწოლის გაკეთება, რადგან ის დროთა განმავლობაში დათმობებზე მაინც წავა. დღეს კი ზედმეტი ზეწოლა გამოიწვევს "რუსეთის აგრესიას." "რუსებს უმცირდებათ მოსახლეობა, ენგრევათ ეკონომიკა, მათი საბანკო სექტორი და ინფრასტრუქტურა ძლივს გაქაჩავს კიდევ 15 წელი, - ამბობს ბაიდენი, - მსოფლიოში სიტუაცია იცვლება, ისინი კი წარსულს ეჭიდებიან." ბაიდენი პირველი არაა, რომელიც რუსეთს უახლოეს მომავალში დაღუპვას უწინასწარმეტყველებს. მათ შორის, ვინც ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა სსრ კავშირის და რუსეთის დამხობას, ამერიკელი პოლიტიკოსები, გენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბჟეზინსკი იყვნენ, რომელთა პროგნოზი სწორი აღმოჩნდა. ორივე მათგანი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ სსრ კავშირს დამხობამდე დარჩა 10 წელზე ნაკლები, მათი “წინასწიარმეტყველების” ახდენა - ვადების დაცვით მოხდა, სხვათა შორის, მათ შორის ვინც რუსეთის მომავალს ბუნდოვნად ხედავს, უცხოელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გარდა, რუსი მეცნიერ-დემოგრაფები და პოლიტიკოსებიც არიან. Тихоокеанское информационное агентство «Острова», ცდილობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პროგნოზები ლოგიკურად და საღად გაანალიზოს. ბაიდენი რუსეთს მხოლოდ 15 წელს აძლევს. ვცადოთ, დავეყრდნოთ ხელმისაწვდომ სტატისტიკას, გავარკვიოთ, როგორი იქნება რუსეთი 2024-25 წლებში. ООН -ის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით – წერს იგი - 2025 წელს რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა 124,4 მილიონ ადამიანამდე დაეცემა (დღეს მათი რიცხვი 141,9 მილიონია). რუსეთში შობადობის რიცხვი არ აღწევს იმ რიცხვს რაც საჭიროა, უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ხოლო სიკვდილიანობა აჭარბებს ყველა ცივილიზებული ქვეყნების პარამეტრს. დეპოპულაციის მთავარ ფუნდამენტალურ საბაბად სპეციალისტები თვლიან რომ, კატასტროფულად არაეფექტურია სოციალური დაცვის არსებული სისტემა და ჯანდაცვა, ასევე რუსეთის ეკონომიკური მოდელის არამდგრადობა და მერყეობა. საკუთარ სახელმწიფოსადმი რწმენის დაკარგვა, შობს თვითმკვლელობათა ტალღას, ასევე დანაშაულს და ლოთობას. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება წელიწადში საშუალოდ 600-700 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. "როსპოტრებნადზორ"-ის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამოყენებული სუფთა სპირტი, შეადგენს 18 ლიტრს. ეს კი ორჯელ მაღალია, ვიდრე საჭიროა ნებისმიერი ერის გენოციდისთვის. მოსახლეობის რიცხვის შემცირება რამდენიმე ხნის შემდეგ, გამოიწვევს იმას, რომ რუსეთში არ იქნება მუშახელი და არავინ იმსახურებს ჯარში. შემთხვევით არაა, რომ ლაპარაკობენ "ჩინეთის საფრთხეზე" ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში. ფედერალური მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე რომოდანოვსკი "Независимой газете" -სთვის მიცემულ ინტერვიუში ვერ შეძლო ჩინელი მიგრანტების ზუსტი ციფრის დასახელება, თუმცა განაცხადა: "ვფიქრობ, რომ 10 მილიონი ადამიანია." შედარებისთვის! გამოდის, რომ 15 წლის შემდეგ, მათი რიცხვი იმდენივე იქნება, რამდენიც დღეს რუსეთის მოქალაქეა. ეს მიწები კი რუსეთისთვის დაკარგული იქნება. რაც შეეხება ეკონომიკას. ევროკავშირის ექსპერტები რუსეთის პერსპექტივებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. ერთის მხრივ, ნავთობისა და გაზის დიდი მარაგის წყალობით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა ეკონომიკურ სფეროში საკმაოდ წარმატებული გახდეს. თუკი განვითარება ამ მიმართულებით მოხდება, 2025 წლისთვის, რუსეთი მიაღწევს ამ სფეროში იმ დონეს, როგორსაც იტალია და საფრანგეთი ერთად - დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს. თუმცა სხვა ქვეყნებიც არ იდგებიან ერთ ადგილზე.. მეორეს მხრივ, ეკონომიკაში გაზისა და ნავთობის როლი შემცირდება, რადგან იმავე ევროკავშირმა ამ წლის მარტში მიიღო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში მათი რიცხვი სამჯერ შემცირდება. ამასთან ევროპელები თვლიან, რომ რუსეთი თანდათანობით დაკარგავს თავის პოლიტიკურ გავლენას. ცენტრალური აზიის ქვეყნები თავიანთ მზერას ჩინეთზე გადაიტანენ, როცა რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა და კავკასია მოექცევიან ევროკავშირისა და ნატოს გავლენის ქვეშ. ასე, რომ თუ გადავხედავთ ჯო ბაიდენის სიტყვებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ის არც თუ ისე ცდება. ა.შ.შ ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ რეალობის კონსტატაცის ახდენს, რომელსაც შეეჯახება ეს ქვეყანა რამდენიმე წლის შემდეგ – ასკვნის რუსული ინტერნეტ გამოცემა და თვითკრიტიკულ სტილში განაგრძობს - ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სისუსტის გამო, იძულებული იქნება, შეამციროს თავისი ატომური პოტენციალი. "ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ მის შენახვას", _ ფიქრობს იგი. სხვათაშორის, ამასწინათ, დასავლეთის პრესა წერდა, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს ატომურ იარაღს ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ. მიზეზი უბრალოა: ხომ არ დაბომბავთ იმ ქვეყნებს, სადაც ინახება თქვენი მილიონები "შავი დღისთვის". და კიდევ, მოსკოვს მოუწევს ოსეთისა და აფხაზეთის "ჩაბარება", და თავისი გავლენის შემცირება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. "ძალიან ძნელია შეეგუო იმპერიის დანაკარგებს", - ამბობს ვიცე-პრეზიდენტი, და ასკვნის, რომ მიუხედავად ამისა, ეს მაინც გარდაუვალია. http://fact.ge/news.aspx ლიცემერი: ვეთანხმები ჯო ბაიდენს, რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია ასე, რომ ჯო ბაიდენის აზრით, სიტუაცია ნათელია: რუსეთს ელოდება "გაქრობა" ეს მისთვის ნათელია, თქვენთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 თქვენთვის? სასურველი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 licemer ვეთანხმები ჯო ბაიდენს, რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია ასე, რომ ჯო ბაიდენის აზრით, სიტუაცია ნათელია: რუსეთს ელოდება "გაქრობა" ეს მისთვის ნათელია, თქვენთვის?გაქრობა რას გულისხმობს? ისეთი სახით, როგორითაც ახლა არსებობს, ფაქტია რომ ვერ იარსებებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 (edited) გაქრობა რას გულისხმობს? ისეთი სახით, როგორითაც ახლა არსებობს, ფაქტია რომ ვერ იარსებებს.როგორც იმპერია აღარ იარსებებს...Saturn . გრძელვადიანი პერსპექტივით, ჩემი აზრით, 10-15 წლის შემდეგ რუსეთის იმპერია "ნაკუწ-ნაკუწ" დაიშლება Edited August 7, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 (edited) licemer გრძელვადიანი პერსპექტივით, ჩემი აზრით, 10-15 წლის შემდეგ რუსეთის იმპერია "ნაკუწ-ნაკუწ" დაიშლებასათუოა, თანაც ეს საქართველოზე მაინც და მაინც პოზიტიურად არ აისახება.თან თუ რაღაც რუსეთში 10-15 წლის მერე შეიძლება მოხდეს, ჩვენს თავს უკვე ხდება. მანამდე ჩვენ როგორ მივაღწევთ?იმათ თავისი იდარდონ, ჩვენ ჩვენი ვთქვათ Edited August 7, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 licemer მე ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, რომ ბაიდენის ეს სტატია შეიძლება ბევრ სიმართლეს შეიცავდა, მაგრამ აბსოლუტურად არაპოლიტკორექტული იყო და ასევე კონტრპროდუქტული.ამან რუსების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია და გაბოროტებული დათვი რაც არის კი მე მგონი გასაგებია. ცხადია ამერიკას ვერაფერსაც ვერ უზამს, მაგრამ ჩვენ კი შეიძლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 სათუოა, თანაც ეს საქართველოზე მაინც და მაინც პოზიტიურად არ აისახება.ვიცი რომ არ აისახება, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაზე უარესი ნამდვილად არ იქნები. მთავარია ეს მონსტრი გაქრეს რუკიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 licemer ვიცი რომ არ აისახება, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაზე უარესი ნამდვილად არ იქნები. მთავარია ეს მონსტრი გაქრეს რუკიდანმაშინ გაცილებით უფრო ძლიერი თურქეთის პირისპირ აღმოვჩნდებით ვეტანხმები ლილიკოს, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და წლიდან წლამდე ვინმეს დაშლის იმედზე არ უნდა ვიყოთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 newstudio გაცილებით უფრო ძლიერი თურქეთის პირისპირ აღმოვჩნდებითდა რას იზამს თურქეთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 Saturn და რას იზამს თურქეთი?გახდება რუსეთი ჩვენთვის))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 newstudio გახდება რუსეთი ჩვენთვისნატოს წევრი და ევროკავშირში შესვლის რეალური კანდიდატი ქვეყანა საქართველოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს წამოიწყებს და ტერიტორიების ოკუპაციას განახორციელებს? გამორიცხულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 Saturn ნატოს წევრი და ევროკავშირში შესვლის რეალური კანდიდატი ქვეყანა საქართველოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს წამოიწყებს და ტერიტორიების ოკუპაციას განახორციელებს? გამორიცხულია.საბერძნეთი ტურქეთის კონფლიქტი თუ გახსოვს? და ბარემ კვიპროსიც გაგეხსენებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 newstudio საბერძნეთი ტურქეთის კონფლიქტი თუ გახსოვს? და ბარემ კვიპროსიც გაგეხსენებიაშენ გავიწყდება აშშ - საქართველოს შორის გაფორმებული ქარტია ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 Saturn შენ გავიწყდება აშშ - საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიამე არ მავიწყდება, უბრალოდ არ მინახია, შენ გინახია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 newstudio მე არ მავიწყდება, უბრალოდ არ მინახია, შენ გინახია?კი. გამოქვეყნდა და ვნახე. ორიგინალს ნახავ თუ ასლს არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.