Jump to content
Planeta.Ge

ალასანიამ შეიძლება ოპოაქტივისტებს უშველოს


Recommended Posts

12 აგვისტოს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება.

 

ამ შეთანხმებას ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიაღწიეს, რომელსაც როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ესწრებოდა.

როგორც სხდომის შემდეგ ~ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე ორ საკითხზე შეთანხმდნენ. პირველი არის საგარეო საფრთხეები, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა, არის საერთო. მეორე საკითხი, რაზეც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა, ეს არის პოლიტიკური დევნის შეჩერება.

 

ალასანიას თქმით, 12 აგვისტოს გაიმართება შეხვედრა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, სადაც ოპოზიცია წარადგენს ყველა იმ ფაქტს, რომელსაც ბოლო დროს ჰქონდა ადგილი ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის მიზნით. მისი განცხადებით, თუ ეს შეხვედრა კონსტრუქციული იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩნდება შანსი, დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი. ასევე, ალასანიას თქმით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, ერთობლივი მუშაობა შესაძლებელი იქნება. მისივე განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა იყო მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ მიიღო მასზე დასწრების გადაწყვეტილება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. თორე ისე გამოვიდა რომ დანარჩენმა ყველამ დაიკიდა დაჭერილები...მარტო ლაპარაკით შემოიფარგლებიან, ისიც ნაკლებად აქტიური ლაპარაკით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. თორე ისე გამოვიდა რომ დანარჩენმა ყველამ დაიკიდა დაჭერილები...მარტო ლაპარაკით შემოიფარგლებიან, ისიც ნაკლებად აქტიური ლაპარაკით

 

საერთოდ პოლიტიკოსებს ეგ ყველაზე მაგრად "ეხერხებათ", "დაკიდებას" ვგულისხმობ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ალასანიამ შეიძლება ოპოაქტივისტებს უშველოს

ღმერთმა ქნას რამე გამოვიდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საგარეო საფრთხეები, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა, არის საერთო

ამაში ძალიან მეპარება ეჭვი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ამაში ძალიან მეპარება ეჭვი

მეც.

 

ერთი წელი გავიდა შარშანდელი ომიდან და ქვეყნის თავდაცვის კუთხით არაფერი გაკეთებულა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ერთი წელი გავიდა შარშანდელი ომიდან და ქვეყნის თავდაცვის კუთხით არაფერი გაკეთებულა

ნუ ახლა შენ თუ არ შეგატყობინეს, ეგ არ ნიშნავს იმას რომ არაფერი გაკეთებულა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ნუ ახლა შენ თუ არ შეგატყობინეს, ეგ არ ნიშნავს იმას რომ არაფერი გაკეთებულა.

ვაბშეტა რეზერვისტი ვარ და რავიცი, შარშან თქვეს არ გაამართლაო მაგ სისტემამ და რეფორმა არიო ჩასატარებელი. ხოდა არანაირი რეფორმა არ ყოფილა. ანუ ახლა ომი რომ დაიწყოს, რეზერვი ისევ ისე ჩაფლავდება, როგორც შარშან.

 

რეგულარულ ჯარს რაც შეეხება, ბევრი საერთოდ დაითხოვეს იქიდან, დაჟე ისეთებიც ვიცი ვინც ერაყში მსახურობდა და კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. სამხედრო ტექნიკას რაც შეეხება, რომელიღაც უცხოურ გაზეთში იყო ამაზე საინტერესო სტატია.

 

შენ თუ რამე სხვა ინფო გაქვს, დადე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

~რესპუბლიკური პარტიის~ ჩუღურეთის რაიონის ორგანიზაციის და “ალიანსი საქართველოსთვის” რაიონული შტაბის თავმჯდომარის, მიხეილ გაბუნიას სასამართლო პროცესი დღეს, ბრალდების მოწმეების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

როგორც “ინტერპრესნიუსს~ “რესპუბლიკური პარტიის~ პრესსამსახურიდან აცნობეს, მიხეილ გაბუნიას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში ედება. აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

 

დღეს ასევე ბრალდების მოწმეების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო ~რესპუბლიკური პარტიის~ ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ცინცაძის სასამართლო პროცესიც. გარდა ამისა, პროკურორის შვებულებაში ყოფნის გამო, ოზურგეთის რაიონის პროკურატურამ საქმეზე ახალი პროკურორი დანიშნა, რომელიც, როგორც პროცესზე აღინიშნა, საქმეს არ იცნობს. მორიგი სხდომა 14 აგვისტოსაა დაგეგმილი. ცინცაძეს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვაში ედება.

~რესპუბლიკური პარტიის~ აქტივისტების სასამართლო პროცესები გასულ დღეებშიც იყო დაგეგმილი, რომლებიც ასევე სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო. კერძოდ, პარტიის ქარელის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგა გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს პროკურორის მოთხოვნით გადაიდო. დღეს პროკურორმა ბრალდებულისთვის 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. პროცესი 12 აგვისტოს გაგრძელდება. გიგა გოგიჩაშვილს ბრალი ქურდობაში ედება და იგი 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

13 აგვისტომდე, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენამდეა გადადებული ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ~რესპუბლიკური პარტიის~ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრის დავით გუდაძის სასამართლო პროცესი. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვაში ბრალდებული ~რესპუბლიკური პარტიის~ მხარდამჭერის, თამაზ ტლაშაძის სასამართლო პროცესი კი, გორში 14 აგვისტომდე გადაიდო, ხოლო პარტიის მცხეთის ორგანიზაციის აქტივისტის მამუკა ქაშიაშვილის სასამართლო - 14 სექტემბრამდე. ქაშიაშვილს ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვაში ედება.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ამდენი სხდომა ერთად რომ გადადებულიყოს, ცოტა საეჭვო ხომ არ არის? წამოვა ხელისუფლება რაიმე დათმობაზე?!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...