Jump to content
Planeta.Ge

უშიშროების საბჭოში ოპოზიცია მივიდა


Recommended Posts

პრეზიდენტის ინიციატივით დანიშნულ უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან.

პრეზიდენტის სასახლეში მივიდა საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან კი - ირაკლი ალასანია და კონსტანტინე გამსახურდია. ასევე ავლაბრის რეზიდენციაში იმყოფება ~მრეწველების~ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ~ეროვნული-დემოკრატიული პარტიის~ ხელმძღვანელი ბაჩუკი ქარდავა.

ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე პოლიტიკურ ლიდერებთან გასაუბრების საშუალება არ აქვთ, თუმცა, უკვე ცნობილია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციები. კერძოდ, ~ქრისტიან-დემოკრატები~ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს რეფორმირება, რაც სრულიად შესაძლებელია მათ მიერვე მომზადებული კანონპროექტის ფარგლებში მოხერხდეს.

~ქართული დასის’’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია უერთდება რეფორმირების აუცილებლობის მოსაზრებას. დამოუკიდებელ დეპუტატ პეტრე მამრაძეს კი საბჭოს სხდომის დიდი მოლოდინი არ აქვს და აცხადებს, რომ შემდეგ სხდომებში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას სწორედ დღევანდელი სხდომის შინაარსიდან გამომდინარე მიიღებს.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. რაზეა საუბარი ვინმემ იცის? და ოპოზიცია რა დოზით მიიღებს მანდ მონაწილეობას?!

 

და საერთოდ, უნდა ითანამშრომლოს თუ არა ხელისუფლებასთან?

 

პ.პ.ს. არა ხელისუფლება აშკარად "დამტკბარია" ...ეტყობა დასავლეთიდან მოშნად მისცხეს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არა ხელისუფლება აშკარად "დამტკბარია" ...ეტყობა დასავლეთიდან მოშნად მისცხეს....

 

:angel:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტის ინიციატივით, პარტიების ლიდერებს უშიშროების საბჭოს სხდომების მასალები სისტემატურად მიეწოდებათ

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომების რეგულარულად ჩატარების ინიციატივით გამოდის.

როგორც პრეზიდენტმა დღეს, უშიშროების საბჭოს სხდომის დასაწყისში განაცხადა, მას არ სურს, რომ სხდომებს ჰქონდეს ფორმალური მნიშვნელობა და მხოლოდ ტელეკამერებისთვის იყოს გათვლილი.

მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ გამოძებნეს საკუთარ თავში ძალა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს განვითარების შესახებ განსხვავებული პოლიტიკური აზრებისა და ხედვის მიუხედავად, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, აქვს ერთიანი პოზიცია სამშობლოს დაცვის და მტრის წინააღმდეგ ერთიანი პოზიციით გამოსვლის საკითხში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სხდომაზე წარმოდგენილი ყველა პარტია თანხმდება იმაზე, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ყველაზე მწვავე საკითხების გადაწყვეტაა შესაძლებელი. პრეზიდენტის განცხადებით, სხდომაში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერს გადაეცემა ეროვნული უშიშროების საბჭოს მასალები, რომელიც ჩვეულებისამებრ გადაეცემა საბჭოს წევრებს და იმ შემთხვევაში თუ იქნება პარტიების ლიდერთა სურვილი, მათ სისტემატურად მიეწოდებათ მასალები, რათა ისინი მუდმივად იყვნენ საქმის კურსში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით მოისმენს ოპოზიციის შეხედულებას ქვეყნის უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და სხსაკითხებთან დაკავშირებით.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი წერილი გაუგზავნა მაგათ დათო უსუფაშვილმა.მოკლე შინაარსი ასეთია:

ვერ მოვდივარ საბჭოს სხდომაზე რადგან თორმეტი, სხვადასხვა იარაღის ტარებისთვის დაკავებული რესპუბლიკელის პროცესებით ვარ დაკავებულიო.

ან რესპუბლიკელები დაადგნენო ტერორიზმის გზას, ან სამართალდამცავებიო. ორივე შემთხვევაში ეს უშიშროების საბჭოს უახლოესი სხდომის მიერ განხილვას იმსახურებსო.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ვერ მოვდივარ საბჭოს სხდომაზე რადგან თორმეტი, სხვადასხვა იარაღის ტარებისთვის დაკავებული რესპუბლიკელის პროცესებით ვარ დაკავებულიო.

ეგაა ზუსტად უბედურება!!!

 

პაკაზუხოვაა ეს უშიშროების საბჭო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პაკაზუხოვაა ეს უშიშროების საბჭო

მაგი მართალია, მაგრამ კარგი იქნება დათო შემდეგ სხდომაზე მივიდეს და ამ სრულიად ტყილად დაჭერილი ხალხის საკითხი დააყენოს. მაგრამ დიდი ეჭვი მეპარება, ეს საბჭომ განიხილოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უშიშროების საბჭოში ოპოზიცია მივიდა

 

 

აკი რუსეთის აგენტები არიანო და რა საკითხებზე იყო ლაპარაკი? თუ არ დაგეზარება და მოუსმინე დაწერე რა ან ლინკი დადე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აკი რუსეთის აგენტები არიანო და რა საკითხებზე იყო ლაპარაკი? თუ არ დაგეზარება და მოუსმინე დაწერე რა ან ლინკი დადე.

რუსეთის აგენტებს დახურულ შეხვედრაზე, რუსეთის აგრესიაზე ესაუბრნენ.... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

გიორგი ბარამიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ისტორიულ მოვლენად აფასებს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

პრეზიდენტის ინიციატივით, პარტიების ლიდერებს უშიშროების საბჭოს სხდომების მასალები სისტემატურად მიეწოდებათ

აკი "რუსეთის ნაკვები ოპოზიცია" გვყავს - რაღაც ნონსენსი ხომ არ არის , ბატონო licemer ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აკი "რუსეთის ნაკვები ოპოზიცია" გვყავს - რაღაც ნონსენსი ხომ არ არის , ბატონო licemer ?

მე რადიკალურზე ვუბნობ...kisa

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აააა :P

რუსეთის აგენტებს უკვე უშიშროებს სხდომებზეც უმასპინძლდებიან :)

ეს ს უშიშროების საბჭოა შარშან ამ დროს რომ აზრზე არ იყვნენ თურმე რუსეთი საპასუხო ცეცხლს გახსნიდა და მთელი კოლონებით როკის გვირაბთან აბირჟავებდნენ? აა ალბათ ამ საბჭოს ეს საკითხ არ ეხებოდა :help:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი ბარამიძე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ისტორიულ მოვლენად აფასებს

 

 

:crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ეკა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს

ბატონო ლიცემერ, გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ - აღიქვამთ ეკა ტყეშელაშვილს სერიოზულად? :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამათ ხელისუფლება რაღაც კერძო კლუბი ჰგონიათ.

 

რა უნდა უშიშროების საბჭოს სხდომებზე ხალხს, რომელიც არ ეკუთვნის არცერთ სახელისუფლებო შტოს.

 

 

საცოდაობაა რა........ ესენი რომ ვინმეს დასავლურ ფასეულობებზე სტანდარტებზე და დემოკრატიაზე დაუწყებენ ლაპარაკს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...