Jump to content
Planeta.Ge

"Financial Times" საქართველოს ეკონომიკის შესახებ


Recommended Posts

ეს არის მცირე ამონარიდი "Financial Times"-ში ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტატიიდან. მასში წერია რომ 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იყო, მაგრამ ომმა, ფინანსურმა კრიზისმა და სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ მიმართულმა აქციებმა იგი შოკის მდგომარეობაში გადაიყვანა და ინვესტორთა ინტერესი შემცირდა, მაგრამ არა უიმედოდ და გამოუსწორებლად. საქართველოს მიმზიდველობას, რომელიც გამოიხატება იაფი მუშახელის არსებობაში და დაბალ გადასახადებში დაემატა დახმარების პროექტები ტრანსპორტისა და ენერგიის სფეროში.

მოკლედ ინვესტორები საქართველოში ბრუნდებიანო რა.

 

Georgia was one of the world’s fastest-growing economies after the “Rose Revolution” in 2004. In spite of growing difficulties with Russia, $2bn of foreign investment – worth 20 per cent of gross domestic product – flowed into the country in 2007, fuelling growth of more than 12 per cent.

The war and the global financial meltdown, followed this year by political unrest against the rule of Mikheil Saakashvili, president, have shocked investors and damaged confidence – but not irreparably.

“The war was very hard for business, no question,” said David Lee, the president of the American Chamber of Commerce in Georgia. “But no foreign investors fled.”

The attractions of Georgia’s cheap labour, low taxes and plentiful development opportunities have been boosted by the prospects of aid-financed projects, particularly in transport and energy.

 

მთლიანად სტატია აქაა: http://www.ft.com/cms/s/0/150df896-8110-11...?nclick_check=1

 

"Financial Times" რომ მიშამ მოისყიდა, სიღნაღში აქეიფა და ა.შ. გასაგებია, მაგრამ იქნებ გვეშველოს რამე ჰა?

 

 

1. იაფი მუშახელი პირდაპირპროპორციულად ნიშნავს ქვეყნის მოსახლეობის უმძიმეს ეკონომიურ მდგომარეობას. შემიძლია ჩამოგითვალო ის ქვეყნები სადაც ყველაზე იაფია მუშახელი:

 

ბანგლადეში, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, კუბა, რუანდა, ჰაიტი...გავაგრძელო? საქართველო...

 

მაპატიე, მაგრამ იდოტობაა ამ კონტექსტში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი...

 

გარდა ამისა, 15 წლის ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ორჯერ უფრო ძლიერი იყოს, ორჯერ უფრო სწრაფად დარბოდეს, ორჯერ მაღლა ან შორს ხტებოდეს, ორჯერ მეტი სიმძიმის აწევა შეეძლოს, ვიდრე ამას 14 წლის ასაკში აკეთებდა, მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდა ან უახლოეს მომავალში მიუახლოვდება ზემოთჩამოთვლილ შესაძლებლობათაგან არათუ საუკეთესო, არამედ საშუალო მაჩვენებლის მქონეებს.

 

ა.შ.შ.-ს ბიუჯეტი, რომელიც თუ არ ვცდები 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, შეუძლებელია, რომ ერთ წელიწადში 100 და მეტი პროცენტით გაიზარდოს, ჩვენი 800 მილიონ ლარიანი ბიუჯეტის 5 წლის განმავლობაში თითქმის 100%-ით გაორმაგება თავისუფლად შესაძლებელია. გარდა ამისა გავითვალისწინოთ:

 

1. რის ხარჯზე ხდება გნებავთ ბიუჯეტის და გნებავთ ეკონომიკის ზრდა (ფურცელზე, ციფრებით)

 

2. ეს გაზრდილი ციფრები როგორ, რამდენად პროპორციულად აისახება იმ ადამიანებზე, ვისთვისაც დგება (წესით)

 

პასუხები:

 

1. 1000 დასაქმებულიდან, რომლებიც საშუალოდ 500 ლარ შემოსავალს იღებდნენ, თუნდაც საგდასახადო მაქინაციებით, 500 დარჩა ნულზე, 300-ს შემოსავალი გაუნახევრდა, 200-ს გაეზარდა 50%-დან 100%-მდე. 1000 დაუსაქმებლიდან 800 დარჩა დაუსაქმებელი, 100-მა მიიღო მაქსიმუმ 300 ლარიანი შემოსავალი (მეეზოვეები, "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორ-მეპლაკატეები, პატრიოტთა ბანაკის ლიდერები და ა.შ.) და 100-მა მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოსავალი (სახელმწიფო მოხელეები).

გამოდის:

2000 კაციდან დასაქმებული იყო 1000 ადამიანი, რომელთა საერთო შემოსავალი (საშუალო არითმეტიკულით) შეადგენდა მინიმუმ 500 000 ლარს, ეხლა კი 2000-დან დასაქმებულია 700 ადამიანი და მათი შემოსავლის მინიმუმი (აგრეთვე საშუალო არითმეტიკულით) შეადგენს 255 000 ლარს.

ამას გარდა ფასები გაიზარდა )ყველაფერზე) მინიმუმ 25%-იტ, ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე კი 50-100%-ით, მაგალითად პური, რომლის წონაც შეადგენდა 400-500 გრამს, ღირდა 35-40 თეთრი, ეხლა კი პურის წონა 300-400 გრამია და ღირს 50-60 თეთრი, საქონლის ხორცი ღირდა 3-4 ლარი, ეხლა ღირს 6-7 ლარი, ღორის ხორცი ღირდა 5-6 ლარი ეხლა ღირს 10-12 ლარი. ბენზინი სუპერი ღირდა 1.2-=1.30 ლარი ეხლა რეგულარი ღირს 1.35-1.40 ლარი.

რომ აღარაფერი ვთქვათ უძრავი ქონების და ე.წ. ფუფუნების საგნების ფასებზე...

 

რაც შეეხება ინვესტორებს, ინვესტორების მოზღვავება განაპირობა იმან, რომ თავის დროზე ვენახები ერთი მაჯის საათის, სასტუმროები მანქანის, დიდი ქარხენები და პორტები კი პატარა რესტორნის ფასად გაყიდა სახელმწიფომ.

 

დაბალი გადასახადები ფარსია. თუ ადრე ოფიციალურად გადასახდელი 100 ლარის მაგივრად მეწარმე იხდიდა 20 ლარს (10 ბიუჯეტში, 10 ჯიბეში) , ეხლა გადასახდელი 20 ლარის მაგივრად იხდის 100 ლარს (არაოფიციალური "შემოწირულებების" სახით), ასე, რომ რამდენად მომგებიან მდგომარეობაშია ბიზნესი და ამ ბიზნესის საშუალოებით დასაქმებული ხალხი, თავად განსაზღვრეთ.

 

ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ის სიკეთეები, რაც ამ ხელისუფლებამ მოიტანა:

 

დროულად გაცემული პენსიები, ყოველგვარი დავალიანების გარეშე,

24 საათიანი ელექტრომომარაგება,

დასუფთავაებულ-გაკრიალებული თბილისი და ბათუმი,

ასობით აშენებული და შეღებილი შენობა,

ჩანჩურა, აძინადცატიანი გაიშნიკებიდან პასატაბზე გადამჯდარი გაზმანული პატრული

და კიდევ ბევრი (ნამდვილად)

 

მაგრამ იმას რა ვუყოთ უმუშევრების რიცხვი ნამდვილად სუბიექტური მიზეზებით კატასტროფულად რომ იზრდება, ბიზნესი რომ სულს ღაფავს სახელმწიფო რეკეტის გამო, პოლიტიკური ნიშნით დევნილ-დაჩაგრულების რიცხვი 10ჯერ რომ გაიზარდა, კლანური მმართველობის და ბიზნეს ინტერესებისა არა კვდომა (როგორც გვპირდებოდნენ), არამედ რამდენჯერმე გაძლიერება რომ მოხდა?

 

გავარტყი ციფრებს. სირობაა.

ფეხბურთის ისტორიაში ბომბარდირებს რომ გადახედოთ, პირველ ხუთეულში უცნობ ეგვიპტელ, საუდის არაბელ და მექსიკელ ფეხბურთელებს აღმოაჩენთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლა მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენ(დნ)ენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

analgin

იაფი მუშახელი პირდაპირპროპორციულად ნიშნავს ქვეყნის მოსახლეობის უმძიმეს ეკონომიურ მდგომარეობას

არის კიდეც. მერე? ეგ სულაც არ უშლის ხელს ქვეყანას, რომ სწრაფად ზრდადი ეკონომიკა ჰქონდეს (ჰქონოდა უფრო სწორად). აგერ თავადაც დაგიწერია:

ა.შ.შ.-ს ბიუჯეტი, რომელიც თუ არ ვცდები 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, შეუძლებელია, რომ ერთ წელიწადში 100 და მეტი პროცენტით გაიზარდოს, ჩვენი 800 მილიონ ლარიანი ბიუჯეტის 5 წლის განმავლობაში თითქმის 100%-ით გაორმაგება თავისუფლად შესაძლებელია.

სხვათაშორის ის 800 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი, ადრე ვერასდროს ვერ სრულდებოდა, შედეგი გაუცემელი ხელფასები და პენსიები. და 100 % -ით კი არ გაიზარდა, არამედ გაცილებით მეტით. 100 % -ით ზრდა ნიშნავს გაორმაგებას ანუ მილიარდ ექვსას მილიონზე ასვლას. რეალურად კი ომამდე ბიუჯეტი 6 თუ 7 მილიარდი იყო.

 

1. რის ხარჯზე ხდება გნებავთ ბიუჯეტის და გნებავთ ეკონომიკის ზრდა (ფურცელზე, ციფრებით)

ეგ ტყუილია. იმ ფურცელზე გაწერილია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც. არ იქნება ფული, ვერ დახარჯავ. გამორიცხე ეგ მხოლოდ ფურცელზე არსებობა.

 

1000 დასაქმებულიდან, რომლებიც საშუალოდ 500 ლარ შემოსავალს იღებდნენ, თუნდაც საგდასახადო მაქინაციებით, 500 დარჩა ნულზე, 300-ს შემოსავალი გაუნახევრდა, 200-ს გაეზარდა 50%-დან 100%-მდე. 1000 დაუსაქმებლიდან 800 დარჩა დაუსაქმებელი, 100-მა მიიღო მაქსიმუმ 300 ლარიანი შემოსავალი (მეეზოვეები, "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორ-მეპლაკატეები, პატრიოტთა ბანაკის ლიდერები და ა.შ.) და 100-მა მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოსავალი (სახელმწიფო მოხელეები).

მაგ სტატისტიკაზე ზეპირად ვერ გენდობი, მაგრამ მასეც რომ იყოს, საგადასახადო მაქინაციები უნდა დამთავრებულიყო. ქვეყანა სხვანაირად ვერ განვითარდება.

 

ფასები გაიზარდა )ყველაფერზე) მინიმუმ 25%-იტ, ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე კი 50-100%-ით, მაგალითად პური, რომლის წონაც შეადგენდა 400-500 გრამს, ღირდა 35-40 თეთრი, ეხლა კი პურის წონა 300-400 გრამია და ღირს 50-60 თეთრი, საქონლის ხორცი ღირდა 3-4 ლარი, ეხლა ღირს 6-7 ლარი, ღორის ხორცი ღირდა 5-6 ლარი ეხლა ღირს 10-12 ლარი. ბენზინი სუპერი ღირდა 1.2-=1.30 ლარი ეხლა რეგულარი ღირს 1.35-1.40 ლარი.

გეთანხმები. ფასები გაიზარდა. ინფლაციის გარდა ფასების ზრდა განაპირობა იმანაც, რომ ხალხს შემოსავლები გაუჩნდა. ხელმისაწვდომი გახდა საბანკო კრედიტები, მართალია მაღალი პროცენტით მაგრამ მაინც.

 

რომ აღარაფერი ვთქვათ უძრავი ქონების და ე.წ. ფუფუნების საგნების ფასებზე...

მერე? უძრავ ქონებაზე და ფუფუნების საგნებზე ფასი რა დროს იზრდება თუ იცი? გადაშალე ეკონომიკის ნებისმიერი სახელმძღვანელო და წაიკითხე.

მანქანა არაა პრინციპში ფუფუნების საგანი, მაგრამ ძვირადღირებული ნივთი კი არის. მათი რაოდენობა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა არაა შესამჩნევი? ციფრებში კიდევ უფრო შესამჩნევია. დღეში ასეულობით მანქანის განბაჟება ხდება ხოლმე. საიდან ხო ვერ მეტყვი? მგონი საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ ამ მანქანებს არა?

 

რაც შეეხება ინვესტორებს, ინვესტორების მოზღვავება განაპირობა იმან, რომ თავის დროზე ვენახები ერთი მაჯის საათის, სასტუმროები მანქანის, დიდი ქარხენები და პორტები კი პატარა რესტორნის ფასად გაყიდა სახელმწიფომ.

რა ტიპები ხართ ეს ოპოზიციონრები რა :hitler: უადვილესია თქვენი ტყუილში გამოჭერა. ხან იძახით ბიუჯეტი იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ ხელისუფლებამ უძრავი ქონება გაყიდაო, მეორე წუთში ამბობთ ჩალის ფასად გაიყიდაო. ჩალის ფასად თუ გაიყიდა, მაშინ მილიარდებიანი ბიუჯეტი როგორ შეავსო. ალალია შენზე რა :eeh:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყანაში ეკონომიკის დაცემის ერთადერთი მიზეზი, გაღორებული ჩინოვნიკები არიან.... რომლების ბოლო წლის საქმიანობა, კომპანიების ძალად გაკოტრდება და მთელ ბიზნესზე უკაცრავად და მოჯდომაა....

 

ქართულ ეკონომიკას განვითარების ასეთი შანსი და შეფერხების ასეთი სიმძლავრე, არასოდეს ჰქონია, ეძიკას დროსაც კი..

 

ედიკას დროს წილი უნდა გეხადა, მაგრამ ფულსაც შოულობდი, ახლა ჯერ კანონებს ცვლიან, და მერე, სამართლებრივად გაკოტრებენ.....არ გაკოტრდები და იარაღი, ნარკოტიკი ჯიბეში და ჰაიდა ციხეში............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...