Saturn Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ეს არის მცირე ამონარიდი "Financial Times"-ში ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტატიიდან. მასში წერია რომ 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იყო, მაგრამ ომმა, ფინანსურმა კრიზისმა და სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ მიმართულმა აქციებმა იგი შოკის მდგომარეობაში გადაიყვანა და ინვესტორთა ინტერესი შემცირდა, მაგრამ არა უიმედოდ და გამოუსწორებლად. საქართველოს მიმზიდველობას, რომელიც გამოიხატება იაფი მუშახელის არსებობაში და დაბალ გადასახადებში დაემატა დახმარების პროექტები ტრანსპორტისა და ენერგიის სფეროში.მოკლედ ინვესტორები საქართველოში ბრუნდებიანო რა. Georgia was one of the world’s fastest-growing economies after the “Rose Revolution” in 2004. In spite of growing difficulties with Russia, $2bn of foreign investment – worth 20 per cent of gross domestic product – flowed into the country in 2007, fuelling growth of more than 12 per cent.The war and the global financial meltdown, followed this year by political unrest against the rule of Mikheil Saakashvili, president, have shocked investors and damaged confidence – but not irreparably. “The war was very hard for business, no question,” said David Lee, the president of the American Chamber of Commerce in Georgia. “But no foreign investors fled.” The attractions of Georgia’s cheap labour, low taxes and plentiful development opportunities have been boosted by the prospects of aid-financed projects, particularly in transport and energy. მთლიანად სტატია აქაა: http://www.ft.com/cms/s/0/150df896-8110-11...?nclick_check=1 "Financial Times" რომ მიშამ მოისყიდა, სიღნაღში აქეიფა და ა.შ. გასაგებია, მაგრამ იქნებ გვეშველოს რამე ჰა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn საქართველოს მიმზიდველობას, რომელიც გამოიხატება იაფი მუშახელის არსებობაში და დაბალ გადასახადებში დაემატა დახმარების პროექტები ტრანსპორტისა და ენერგიის სფეროში.იაფი მუშახელი კარგია?! მანდ რაც წავიკითხე ინვესტიციები კი არა დახამარებბი დაბრუნდაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 newstudio იაფი მუშახელი კარგია?!ინვესტორის მოსაზიდად კი. მანდ რაც წავიკითხე ინვესტიციები კი არა დახამარებბი დაბრუნდაომთლიანად წაიკითხე სტატია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn მთლიანად წაიკითხე სტატია?რაც დავდევი ის წავიკითხე Saturn ინვესტორის მოსაზიდად კი.მარტო ეგ რომ კმაროდეს, და ჩვენთვის მაგით ტრაბახი ცოტა ნი ტოა ხომ არ გეჩვენება?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 newstudio ჩვენთვის მაგით ტრაბახი ცოტა ნი ტოა ხომ არ გეჩვენება?!ეს ფაქტია. გინდა იტრაბახე და გინდა ნაცარი წაიყარე თავზე, ეგ რეალობას არ შეცვლის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ეს ფაქტია. გინდა იტრაბახე და გინდა ნაცარი წაიყარე თავზე, ეგ რეალობას არ შეცვლის.ერთი კითხვა მაქვს შენთან, არის ტუ არა ჩვენი სახელმწიფოს მიზანი და მთავრობის ვალდებულება, რომ უშახელს ხელფასები გაეზარდოთ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 (edited) newstudio ერთი კითხვა მაქვს შენთან, არის ტუ არა ჩვენი სახელმწიფოს მიზანი და მთავრობის ვალდებულება, რომ უშახელს ხელფასები გაეზარდოთ?! ეგ როგორ უნდა მოხდეს, როცა საწარმოები არ მუშაობს? Edited August 6, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn "Financial Times" რომ მიშამ მოისყიდა, სიღნაღში აქეიფა და ა.შ. გასაგებია, მაგრამ იქნებ გვეშველოს რამე ჰა? გარდიანი, ვაშინგტონ პოსტი,ნიუიორკ ტაიმსი და უოლტ სტრიტ ჯორნალი გაზპრომს ყავს მოსყიდული, ხოლო მიშას მეტი ფული არ ქონდა და მარტო ფაინენშალ ტაიმსი მოისყიდა.ან როგორც თქვენ ერთ ერთ პოსტში დაწერეთ, ცალკეული ჟურნალისტების მოსყიდვა არის შესაძლებელი.სამწუხაროდ მაგ ჟურნალისტს ეტყობა ჩვენ საგადასახო სისტემასთან შეხება არ ქონია,თორემ ეცოდინებოდა, რომ ლიბერალური საგადასახადო სისტემა მარტო დაბალ გადასახადებს არ ნიშნავს (რაც ჩვენთან მართლაც ასეა) არამედ ასევე ნორმალურ ადმინისტრირებას, რომელიც ჩვენთან დრაკონულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ძუკუ რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქვეყნად, სიტყვა-სიტყვით თითქმის იგივეს თქმას ვაპირებდი :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 liliko რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქვეყნად, სიტყვა-სიტყვით თითქმის იგივეს თქმას ვაპირებდიეჰ ქალბატონო liliko,რატომ არა ვარ ერთი ოცდახუთი წლით ახალგაზრდა. :kaila: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 newstudio არის ტუ არა ჩვენი სახელმწიფოს მიზანი და მთავრობის ვალდებულება, რომ უშახელს ხელფასები გაეზარდოთ?!ჩვენი და ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა ბიზნესის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები შექმნას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 (edited) ეჰ ქალბატონო liliko,რატომ არა ვარ ერთი ოცდახუთი წლით ახალგაზრდა.რატომ ასე სევდიანად ბატონო ძუკუ? Edited August 6, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 Saturn აგერ მაგალითი ნიუ-იორკ ტაიმსის მოსყიდულობისა გაზპრომის მიერ მარკ ლენცი, ლინკოლნ მიტჩელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს ნათელი ხდება, რომ ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ბუნდოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, მკაფიო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს საქართველოსთან და რუსეთის პერიფერიაზე არსებულ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით და უარი სთქვას პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებთან ორმხრივი კავშირების პრიმიტიულ პრაქტიკაზე, რომელიც მოსკოვის ამ ქვეყნებთან დამოკიდებულებითაა ნაკარნახევი. ამ ახალ მიდგომაში უნდა აისახოს რუსული საფრთხის რეალურობა, ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ რეფორმებზე მოთხოვნაც, რაც რეგიონალური სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია ჯერ-ჯერობით ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ძალიან ჰგავს ბუშის ეპოქის თეთრი სახლის კურსს. განცხადებებით ის თბილისის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს და როგორც სჩანს იმედოვნებს, რომ ამით რეგიონზე რუსეთის მზარდ გავლენას შეასუსტებს. სამწუხაროდ, მისი წინამორბედის მსგავსად, ობამას ადმინისტრაცია ხშირად ბუნდოვან სურათს ქმნის და საქართველოზე საუბრისას ერთმანეთში ურევს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა “მეგობრობა” და “დემოკრატია.” ეს კი ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის საზღვრებს მიღმა დემოკრატიის განვითარებას ზიანს აყენებს, რადგან საქართველოს დემოკრატიისადმი სერიოზული დამოკიდებულება ცოტას თუ აქვს. ჩვენ ორივე ვმუშაობდით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ქართველ მმართველებთან “ვარდების რევოლუცი”-ის დროს და მას შემდეგაც. ჩვენ პირველწყაროდან ვიცით თუ რა სირთულეებს აწყდება ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება. ჩვენ ისიც ვიცით, როგორი გავლენა მოახდინა ამერიკის და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობების პირადულმა ხასიათმა. ორივე ამერიკული პარტიის სურვილზე არ გააკრიტიკონ საქართველო იმის გამო, რომ ის ბოლო წლებში დემოკრატიას დაშორდა. მართალია საქართველო ამერიკის მეგობარია, რაც მან ერაყსა და ავღანეთში არმიის გაგზავნით დაადასტურა, თუმცა მას ვერ ექნება პრეტენზია უზადო დემოკრატიად იწოდებოდეს, მაგრამ სწორედ ასე უყურებდნენ და უყურებენ მას დღესაც ბუშის და ობამას ადმინისტრაციები. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსეთთან ომის დროს, როდესაც საქართველოს ხმამაღლა აქებდნენ და დემოკრატიულ დავითს ეძახდნენ, რომელიც ავტორიტარულ რუსულ გოლიათს შეერკინა. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველო ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, მაგრამ პოლიციის ზედმეტად სასტიკმა ქმედებებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, პრობლემებმა სასამართლო ხელისუფლებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვის მცდელობებმა სააკაშვილის მიმართ ნდობა სერიოზულად შეარყია. ეს ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რამაც იგი აიძულა საკუთარი პოზიციის აღდგენისთვის ერთი წლის წინ სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები წამოეწყო, რაც სამხედრო კატასტროფით დასრულდა. უდაოა რომ რუსეთი საკუთარ უბანში ადგილობრივი ხულიგნის როლს თამაშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონმა ამ რეგიონში თავის მოკავშირე-სახელმწიფოებს დემოკრატიული ნორმების თამასა ქვემოთ დაუწიოს, თუმცა სწორედ ასე მოხდა. ომს ხშირად მოსკოვისა და მისი მეზობლების ურთიერთობებში წყალგამყოფ ხაზს უწოდებენ, მაგრამ ცოტას თუ ესმის რომ დემოკრატიისგან გადახვევით, თბილისმა ანალოგიური გავლენა იქონია სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე მოსკოვთან და ვაშინგტონთან მათი ურთიერთობების თვალსაზრისით. მალევე მას შემდეგ, რაც ბუშმა საქართველოს “დემოკრატიის შუქურა”-ს იარლიყი მიაწება, ქვეყანამ დემოკრატიული ნორმებიდან უკუსვლა დაიწყო, ვაშინგტონს კი ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს. ეს სხვებმაც შეამჩნიეს, კავკასიისა და შუა აზიის უფრო ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც კვლავინდებურად ახშობენ მათ ჯერ კიდევ გამოუცდელ ოპოზიციას. თბილისმა ომი მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაიწყო, მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ამის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს, თუკი რეალურად დემოკრატიული და ეკონომიკური თვალსაზრისით საკმარისად ძლიერ ქვეყნად ჩამოყალიბდება, რომ თავისი გამოყოფილი რეგიონები დაიბრუნოს. ომით მიყენებულმა ზიანმა, ამ მიზნის მიღწევა არსებითად გაართულა. რეგიონში დემოკრატიული ინიციატივის დაბრუნებისა და მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან აცილების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უნდა განუცხადოს თბილისს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს რა რუსეთთან მეზობლობის სირთულეებს, მისი მეზობლებისთვის დემოკრატიული სტანდარტების თამასას ზრდის და ამიერიდან აღარაა თანახმა ცარიელი დაპირებები მოისმინოს დემოკრატიის განვითარებაზე. ვაშინგტონი ამის მიღწევას შესძლებს, თუკი თბილისს უარს ეტყვის სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ასე სწყურია საქართველოს და ამ სახსრებს დემოკრატიის განმტკიცების, ქართული მედია-საშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ასევე საარჩევნო და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისკენ მიმართავს. ამ კურსის ნებისმიერი შესუსტება ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში არასტაბილურობის შენარჩუნების საფრთხეს ქმნის და აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე სხვა არამყარ დემოკრატიებს მსოფლიოში არასწორ სიგნალებს უგზავნის. მარკ ლენცი - ფულბრაიტის პროგრამის ყოფილი სტიპენდიანტი. დღეს ის საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორია. ლინკოლნ მიტჩელი - კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის დოცენტი და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი. ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 ძუკუ თუმცა მას ვერ ექნება პრეტენზია უზადო დემოკრატიად იწოდებოდესვინმე ამტკიცებს რომ საქართველო უზადო დემოკრატიაა? ან როგორ უნდა გადაქცეულიყო პოსტსაბჭოთა, რუსული მმართველობის ქვეშ 200 წლის განმავლობაში მყოფი ქვეყანა რამდენიმე წელიწადში უზადო დემოკრატიად? ეს ხომ ზღაპარია? თვით ამერიკას რამდენი წელი დასჭირდა ამ უზადო დემოკრატიის მისაღწევად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 Saturn ვინმე ამტკიცებს რომ საქართველო უზადო დემოკრატიაა?ვინა და ჯორჯ ბუში უმცროსი, მაგან არ გვიწოდა დემოკრატიის შუქურა. ჩემი აზრით კი ჩვეულებრივი ნეობოლშევიკური რეჟიმია, ძალიან კარგად შეუთული ფსევდოდასავლური ღირებულებებით.თუმცა შუააზიის, აზერბაიჯანის და ლუკაშენკოს რეჟიმებს აშკარად ჯობია. სომხებსაც.რუსული მმართველობის ქვეშ 200 წლის განმავლობაში მყოფი ქვეყანა რამდენიმე წელიწადში უზადო დემოკრატიად? ეს ხომ ზღაპარია?არაფერი ზღაპარი არ არის. ამის მშვენიერი მაგალითია ბალტიისპირეთის ქვეყნები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.