Saturn Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 DATA TUTASXIA რუსეთი რა კავშირშია ამ შემთხვევაში. კომუნიზმა ყველგან გადააგვარა ხალხი-აქაც და იქაცრუსეთი იმ შუაშია, რომ კომუნისტურ წყობამდე 150 წლით ადრე წაართვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და იმ დღიდან დაიწყო ხალხის ფსიქოლოგიის გადაგვარება, რასაც რუსები აქტიურად უწყობდნენ ხელს. ისე ჩვენში დარჩეს და რუსი სულ ხელფასზე ცხოვრობდა. აქ ჩვენთან კი კორუფცია ყვაოდაგავრცელებული შეცდომაა. კორუფცია ყოველთვის მაღალ დონეზე იყო რუსეთში. კომუნისტებამდე დიდი ხნით ადრეც. რა თქმა უნდა უბრალო ადამიანები ნაკლებად ან არ მონაწილეობდნენ კორუფციულ სქემებში იმ მიზეზით, რომ არც ჰქონდათ ასეთი გზით ფულის შოვნის საშუალება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn დღეს რომ ომი არაა საქართველოში, ეგ აშშ-ს დამსახურებაა. თუ არ გინდათ ნუ დაინახავთ ამასგეთანხმები, მაგრამ ამავე დროს დავამატებ - შარშან რომ ომი იყო, ამაშიც არის აშშ-ს დამსახურება. თუ არ გინდა ნუ დაინახავთ ამას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 liliko შარშან რომ ომი იყო, ამაშიც არის აშშ-ს დამსახურებასაქართველო ცდილობს თავის დაღწევას რუსეთისაგან და აშშ მას ამაში დახმარებას უწევს. თუ ამ კუთხით მივუდგებით, მაშინ არის რა თქმა უნდა აშშ-ს დამსახურებაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn არის რა თქმა უნდა აშშ-ს დამსახურებაც. :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn liliko ფორუმული იდილია :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ეს ყველაფერი საბჭოური აზროვნების პრობლემაა.. 70 წელი აზროვნებას ახშობდნენ, მერე ფიზიკურად დაგვიწყეს ჩახშობა.... მუქთხორა ერი კი მოსკოვში 27 მანეთად გადაფრენას, რუს გრძელფეხება ქალების მინატრის..... რაც გინდათ ის თქვით..... როდესაც დღეს, ე.წ. ქართველები ისევ რუსეთისკენ იხრებიან და ქვეყანაში, ანტიდასავლური ტენდეცია იზრდება.... ეს ერის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს მხოლოდ... მართალია, ლევან სანიკიძე გვიმტკიცებდა ხოლმე, რომ ყოველ ქართველში გორგასალი და დავითია, მაგრამ ყოველ ქართველში, მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძე ზის...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 მართალია, ლევან სანიკიძე გვიმტკიცებდა ხოლმე, რომ ყოველ ქართველში გორგასალი და დავითია, მაგრამ ყოველ ქართველში, მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძე ზის......როგორ გეკადრება...machkatela , ჩვენ ხომ თავდადებული ერი ვართ, ბალიშზე თავ დადებული ერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 პროდასავლური და პროამერიკული განწყობების ჩასახვა ქართველებში შევარდნაძის დროს დაიწყო. ტელევიზიებში ალტერნატიული აზრის გაჩენა, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება, "ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელი ვარ" მოსახლეობაში დასავლეთისადმი რწმენა დანერგა. სოციალური გაჭირვება და უშუქობა შევარდნაძის კორუფციულ ხელისუფლებას მიეწერებოდა და ყველაფერი კარგი დასავლეთს. ნატოს მიერ ქართული ჯარის წვრთნა, IPAP. ამერიკანიზმმა პიკს ვარდების რევოლუციისას მიაღწია. თითქმის ყველა მიშისტი მაშინ აღიარებდა რომ მიშა ამერიკელების აგენტი იყო, მაგრამ ამ ფაქტს ძალიან დადებითად აღიქვამდა. შევარდნაძე, პროდასავლური პოლიტიკის მიუხედავად, დასავლეთთან არ ასოცირდებოდა. აი მიშამ, ძირითადში თავისი პროპაგანდის და ხანდახან ამერიკელების საქციელების გამო, ამას მიაღწია. ამის შედეგად მთავრობაზე ყველა გაბრაზებული ადამიანი, დასავლეთსაც ადანაშაულებდა. იმის გამო რომ თავის მხრივ ოპოზიციაც პროდასავლური იყო, მიშას რეიტინგის კლება, მათი რეიტინგის ზრდას არ იწვევდა. ხოდა მიშას დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ის მაინც უალტერნატივოდ ითვლებოდა წლების განმავლობაში (იმიტომ რომ დანარჩენებს კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი ქონდათ). ხოდა ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა მის მხარდაჭერას და ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცეებზე ხუჭავდა თვალს რაზეც სხვა ქვეყნებს საჯაროდ აკრიტიკებდა. ამით კიდევ უფრო აღიზიანებდნენ ქართველ ხალხს. ამ ყველაფრის მწვერვალი აგვისტოს ომი იყო. დაიმსხვრა სააკაშვილის შექმნილი ბოლო ილუზია, რომ საქართველოს ძლიერი ჯარი ყავდა. იმ დროს როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუცველი იყო, ძალიან გამაღიზიანებლად ჟღერდა შეშფოთება-აღშფოთებები. ძალიან ბევრი მიხვდა რომ დასავლეთი არაა ჩვენი ფარი. ძალიან ბევრმა დაინახა რომ ბუხარესტის სამიტზე ბუშის ტინგიცი, ვითომ ის საქართველოსთვის მაპის მინიჭებას უჭერდა მხარს, იყო აფიორა (მან ძალიან კარგად იცოდა რომ ევროპელები ასეთ რისკზე არ წავიდოდნენ). 2004 წელს ხალხს იმედი ქონდა რომ დასავლეთი დაგვეხმარებოდა დემოკრატიული, ევროპული სახემწიფოს ჩამოყალიბებაში, დაგვეხმარებოდნენ სოციალური პრობლემების გადაჭრაში, მიგვიღებდნენ ნატოში და ამით გადაჭრიდნენ აფხაზეთის პრობლემას (ცხინვალის რეგიონის პრობლემა მაშინ არ იდგა ასე მწვავედ, ითვლებოდა რომ ეს ისედაც მოგვარდებოდა). საბოლოო ჯამში მივიღეთ ქვეყანა, რომელის 20% ოფიციალურად ოკუპირებულია და რომელსაც არ შეუძლია ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ქვეყანა რომელშიც მილიონნახევარი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და რაც მთავარია მივიღეთ მუშარაფის ტიპის რეჟიმი, რომელსაც ამერიკელები მხოლოდ იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ის ერთ დროს ამერიკელების მიერ აღიარებული დემოკრატიის შუქურის ბელადი იყო. თქვენი აზრით არაა ეს საკმარისი განწყობების შესაცვლელად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 licemer Saturn liliko ფორუმული იდილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 :rolleyes: რა საყვარლები ხართ... ზოგჯერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 lasalexx ყველა მიშისტი მაშინ აღიარებდა რომ მიშა ამერიკელების აგენტი იყოპრიმიტივიზმის ცუნამი საბოლოო ჯამში მივიღეთ ქვეყანა, რომელის 20% ოფიციალურად ოკუპირებულიაარაოფიციალურად ოკუპირებულს, ოფიციალურად ოკუპირებული ჯობია. და რომელსაც არ შეუძლია ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევაადრე ხო სხლავდა ბელადი იყოროგორ უყვარს ოპოზიციას ეს სიტყვა პრინციპში გრეჩიხა ჯუნიორის მრევლს მეტი არც მოეთხოვება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Sakartwelo რა საყვარლები ხართ... ზოგჯერ.ვისზე ბრძანებთ პატივცემულო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn არაოფიციალურად ოკუპირებულს, ოფიციალურად ოკუპირებული ჯობია. შენ ძალიან კარგად იცი,კოდორის ხეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი იყო,ყოველშემთხვევაში ამას ბევრი სააკაშვილის მომხრე ამტკიცებდა. ასევე დაიკარგა ახალგორის რაიონიც და + ბევრი სოფელი. არ ვიცი,პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებათ? ნუთუ პასუხი არავის მოეთხოვება,ყველაფერი 10-იანზე გააკეთა შარშან აგვისტოში მთავრობამ? არ დაუშვა შეცდომა? სადაა კანონისა და ხალხის შიში,პასუხისმგებლობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Sakartwelo პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებათ?კი მიჩნდება ოკუპანტების მიმართ. ყველაფერი 10-იანზე გააკეთა შარშან აგვისტოში მთავრობამ? არ დაუშვა შეცდომა? სადაა კანონისა და ხალხის შიში,პასუხისმგებლობაშეუცდომელი არავინაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 Saturn შეუცდომელი არავინაა. მთავრობაში არ უნდა ცდებოდნენ,ამისთვის იღებენ ხელფასს ხალხის მიერ გადახდილი ფულით და თუ მაინც ცდებიან,მაშინ პასუხი აგონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.