Jump to content
Planeta.Ge

გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა


Recommended Posts

საგულისხმოა აგვისტოს მოვლენებთან დამოკიდებულება. თუკი 2008 წლის სექტემბერში მხოლოდ 7% თვლიდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, 2009 წლის მარტში უკვე ორჯერ მეტი გამოკითხული (14%) ფიქრობს, რომ ომის ინიციატორი საქართველოს ხელისუფლებაა. გამოკითხულთა 73% საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს შეცდომად აგვისტოს ომის დაწყებასა და ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს.

თვალშისაცემია ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობის ზრდის ტენდენციაც. თუ 2008 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 70% აშშ-ს საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევდა, 2009 წლის მარტში მხოლოდ 52% ფიქრობს ასე. თუკი 2008 წლის სექტემბერში ქვეყნის ნატო-ში გაწევრებას 77% უჭერდა მხარს, 2009 წლის მარტში მომხრეთა რაოდენობა 49%- მდე დაეცა. საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების მომხრეთა რაოდენობა 7 თვის განმავლობაში 54%- დან 33%-მდე შემცირდა.

 

 

“ყველა სიახლე” 06.08.2009

 

http://www.ambebi.ge/conflicts/8419-ra-gva...istos-omma.html

 

 

 

ლიცემერი: მინდა ვირწმუნო, რომ ეს გამოკითხვა ჩავარდნილი კლავიშია, მუსიკალურ გამაში შეპარული ყალბი ნოტაა, მაგრამ ვაი რომ სიმართლესთან ახლოა. უზერებო, გამოვიდეთ პრინციპიდან "ჭირი დაუმალავი სჯობია" და გავცეთ პასუხი კითხვას რატომ? რატომ გაიზარდა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა?

 

თუ ვცდები?

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 68
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

licemer

მინდა ვირწმუნო, რომ ეს გამოკითხვა ჩავარდნილი კლავიშია, მუსიკალურ გამაში შეპარული ყალბი ნოტაა, მაგრამ ვაი რომ სიმართლესთა ახლოა

არ ვიცი ახლოსაა თუ შორს, მაგრამ მე არ ვენდობი არცერთ ქართული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ "გამოკითხვას". ყველა მათგანი ძალიან ადვილად და საკმაოდ იაფად იყიდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ მე არ ვენდობი არცერთ ქართული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ "გამოკითხვას".

"ურწმუნო თომა" :hi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ გაიზარდა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა?

 

 

დეკემბერში მეპი... მარტი.. მომავალ დეკემბერს... მეპზე უკეთესი...

 

აღშფოთებას გამოვთქვამთ... დასავლეთი უზომოდ შეშფოთებულია... ნატო,ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს...

 

რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები გაიყინა... თუმცა,მალევე გალღვა.

 

დასავლეთი ღალატობს თავის პრინციპებს,ის ვერ ასრულებს იმ რეზოლუციებს,რაც მათ რუსეთთან და საქართველოსთან მიმართებაში მიიღეს...

 

 

დასავლეთი უსუსურია... ქართველებმა ეს დაინახეს...

 

 

თუმცა,ეს გამოკითხვა იმას არ ნიშნავს,რომ ხალხი,ვინც დასავლეთზე გული აიცრუა,რუსეთისაკენ იყურება. არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რატომ გაიზარდა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა?

დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ს არასათანადოდ გათვლილი პოლიტიკის გამო + ბოლო წლებში რუსეთის სინამდვილეში თავისთვის საკმაოდ პრაგმატულმა და გათვლილმა მოქმედებებმა არა მარტო კავკასიაში.

რა შეცდომაც თავის დროზე 90-იან წლებში რუსეთმა დაუშვა კავკასიაში, მაგრამ დღეის გადმოსახედიდან არ მგონია - მთლა უმწეობის და გაუთვლელობის გამო

შეძახილები - რუსეთი დაიშლება, ნაცარტუტად იქცევა ან საერთოდ სხვა პლანეტაზე გადავა არგუმენტებად არ მიიღება :D

Saturn

ყველა მათგანი ძალიან ადვილად და საკმაოდ იაფად იყიდება.

რა თქმა უნდა :P ამიტომაც ენდე საკუთარ თვალს და ყურს და საზოგადოებაში გადი, სხვათა შორის რეგიონებში პროცენტულად გაცილებით მეტია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის და აშშ-სთან დისტანცირების მომხრეები .

 

კახელები ამბობენ ამას განსაკუთრებულად ღიად და მათთვის დამახასიათებელი მარილით :(

იმედია ბატონი ლიცემერი ამ სამწუხარო რეალობას დამიდასტურებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუმცა,ეს გამოკითხვა იმას არ ნიშნავს,რომ ხალხი,ვინც დასავლეთზე გული აიცრუა,რუსეთისაკენ იყურება. არა.

სამწუხაროდ არც უმაგისობაა...Sakartwelo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ არც უმაგისობაა...Sakartwelo

 

 

თუ ეს ასეა,მაშინ ესეც დასავლეთის ბრალია და პრეზიდენტისაც,რომელმაც ''დუბაი-ბარსელონა-ნატო-დემოკრატია'' ააშენა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

რეგიონებში პროცენტულად გაცილებით მეტია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის და აშშ-სთან დისტანცირების მომხრეები

არის ჯერ. 37 მანეთიანი გადაფრენები, რუსი ქალები, სსრკ-ს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით კარგი ცხოვრება ჯერ კიდევ ცოცხლობს მავანთა გულებში. თაობათა ცვლასთან ერთად ეგ სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

 

არის ჯერ. 37 მანეთიანი გადაფრენები, რუსი ქალები, სსრკ-ს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით კარგი ცხოვრება ჯერ კიდევ ცოცხლობს მავანთა გულებში. თაობათა ცვლასთან ერთად ეგ სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს.

 

 

ჰოდა,ისინი,ვინც რუსულ სტატიებს ქართულ ფორუმებზე წერენ,თარგმნის გარეშე. რადგან მათშია,გულში უდევთ, რუსული უნდა იცოდეს ქართველმა. ისინიც ვერ შეელევიან რუსული ენის გაფრენას :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ჰოდა,ისინი,ვინც რუსულ სტატიებს ქართულ ფორუმებზე წერენ,თარგმნის გარეშე. რადგან მათშია,გულში უდევთ, რუსული უნდა იცოდეს ქართველმა. ისინიც ვერ შეელევიან რუსული ენის გაფრენას

რუსული მეც გაცილებით უფრო კარგად ვიცი, ვიდრე ინგლისური, მაგრამ ეგ სულაც არ აისახება ჩემს პოლიტიკურ ორიენტაციაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

რუსული მეც გაცილებით უფრო კარგად ვიცი, ვიდრე ინგლისური, მაგრამ ეგ სულაც არ აისახება ჩემს პოლიტიკურ ორიენტაციაზე.

 

 

პოლიტიკური ორიენტაცია არაფერ შუაშია. ფაქტი,ქართულ ფორუმზე რუსულენოვან სტატიას დება თარგმნის გარეშე, რაზე მიანიშნებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსული მეც გაცილებით უფრო კარგად ვიცი, ვიდრე ინგლისური, მაგრამ ეგ სულაც არ აისახება ჩემს პოლიტიკურ ორიენტაციაზე.

 

დასტურ ...Saturn

 

ინგლისური საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ეს არ აისახება ჩემს პოლიტიკურ ორიენტაციაზე...Sakartwelo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

ფაქტი,ქართულ ფორუმზე რუსულენოვან სტატიას დება თარგმნის გარეშე, რაზე მიანიშნებს?

იუზერმა, რომელმაც დადო ეს სტატია, რუსული უფრო კარგად იცის ვიდრე ინგლისური. აი ამაზე მიანიშნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასტურ ...Saturn

 

ინგლისური საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ეს არ აისახება ჩემს პოლიტიკურ ორიენტაციაზე...Sakartwelo

 

 

პოლიტიკური ორიენტაცია არაფერ შუაშია და ამას კარგად ხვდები.

 

როცა რუსულ სტატიებს დებ,იქვე გულისხმობ,რომ რატომღაც ქართველებმა რუსული უნდა იცოდნენ,ეს ქვეძნობიერად მოგდის. შენ აკავშირებ ქართთველებს რუსული ენის მცოდნეებთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

 

გაიზარდა თუ არა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა

 

 

ადრე ვთქვი,რომ მალე ამერიკის გინებას დაიწყებდნენ საქართველოში მეთქი და ეგრეც მოხდა.სხვის იმედზე მყოფი ხალხისგან მეტს რას მოელი ლიც? :D

 

 

ესაც ჩვენი ხელისუფლების ბრალია.ამერიკა და ევროპა გამოჰყავდათ ჩვენს მხსნელად და უცბათ ბრახ და ყველა იმედი საპნის ბუშტებივით გასკდა. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...