machkatela Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 (edited) დეპუტატების ბინის ქირისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 20 010 ლარი იხარჯება 09:12 - 05.08.2009 დეპუტატების ბინის ქირისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 20 010 ლარი იხარჯება. თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრივილეგიით მოქმედი პარლამენტის 30 წევრი სარგებლობს და თითოეული მათგანისათვის ბიუჯეტიდან თვეში 667 ლარი გამოიყოფა. დედაქალაქში საცხოვრებელი ფართის არმქონე დეპუტატების საბინაო პირობებით უზრუნველყოფას რეგლამენტი ითვალისწინებს და ამ უფლებით ძირითადად მაჟორიტარები სარგებლობენ. თბილისში ბინის არმქონე დეპუტატები ბინის ქირავნობისთვის საჭირო თანხების გამოყოფის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, ეს უკანასკნელი კი მათი განცხადებების შესწავლას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ავალებს. თავის მხრივ, კომიტეტი ჯერ შესაბამისი ორგანოდან ამ დეპუტატთა ფინანსურ და ქონებრივ დეკლარაციას გამოითხოვს და მათი განცხადების საფუძვლიანობას სწავლობს, დეკლარაციების შესწავლის შემდეგ კი დასკვნას ამზადებს, რომელიც სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის ბიუროს და ხაზინადართა საბჭოს წარედგინება. დეპუტატები, რომელთა ბინის ქირის ხარჯები ბიუჯეტიდან იფარება, არიან: ნუგზარ აბულაშვილი, კობა ბადაგაძე, რამინ ბაირამოვი, ბადრი ბასიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, ბეჟან ბუცხრიკიძე, მამუკა გოგატიშვილი, ელგუჯა მაკარაძე, ჯაბა მაღლაკელიძე, ვახტანგ მარტოლეკი, თამაზ პეტრიაშვილი, ასლან თავთგირიძე, კორნელი კუკულავა, კარლო კოპალიანი, კახაბერ სუხიშვილი, თერნგიზ სხირტლაძე, გურამ კაკალაშვილი, ავთანდილ სტურუა, აზერ სულეიმანოვი, მამუკა სანებლიძე, მიხეილ ცქიტიშვილი, იაშა შერვაშეძე, ისვახან შამილოვი, ედიშერ ჯალაღანია, თემურ წურწუმია, დავით ჭავჭანიძე, კობა ხაბაზი, ოთარ ხინიკაძე და ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტის ამ პრივილეგიით სარგებლობს "ლეიბორისტი" გაგა გუგავაც, რომელიც დეპუტატის ხელფასის გარდა, ბინის ქირისთვის ასევე 667 ლარს იღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გუგავამ დავით ბაქრაძის სახელზე შესაბამისი განცხადება რეგლამენტის ზედმიწევნითი დაცვით დაწერა, განსხვავებით იმ განცხადებისგან, რომლითაც ის თავის დროზე დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე მოხსნას ითხოვდა. ბინის ქირის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სახუმარო თემად იქცა დეპუტატ გიორგი კანდელაკთან დაკავშირებული ეპიზოდიც. მიუხედავად იმისა, რომ კანდელაკი რაიონიდან არ არის და თბილისში საცხოვრებელ სახლსაც ფლობს, ქირისთვის საჭირო თანხების გამოყოფა მანაც ითხოვა. განცხადებაში კანდელაკი წერდა, რომ მას მშობლებთან ერთად ცხოვრება არ სურდა, დამოუკიდებლად ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფას კი პარლამენტისგან ითხოვდა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანდელაკმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისგან კატეგორიული უარი მიიღო. აბა რას იტყვით??? მართალია მიჭირს ახლა მე ამ თემის გახსნა, მაგრამ რა ვუყოთ მორალურ ვალდებულებებს??? :user: Edited August 5, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 machkatela ყოველთვიურად 20 010 ლარი იხარჯებასათითაოდ თუ ყველასი ერთად?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 newstudio სათითაოდ თუ ყველასი ერთად?!ყველასი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 (edited) machkatela დეპუტატების ბინის ქირისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 20 010 ლარი იხარჯება არ არის დიდი თანხა,მაგრამ მუქთახორებისთვის რომლებსაც პარლამენტარები წარმოადგენენ ძალიან დიდია. უმეტესობა დასაჭერია კანონი რომ მუშაობდეს ქვეყანაში. Edited August 5, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted August 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2009 (edited) ისე, ყველა ყველა და ამ ნათელაშვილმა როგორ გლეხური მოხერხებულობით აჯობა არლამენტში არშესულ ოპოებს? თAნ ხელფასები დაითრიეს, თან გუგავას საბინაო პრობლემები მოიგვარეს, თან სადეპუტატო პენსიები მომავალში გაიკვარახჭინეს და თანაც თავისი კუთვნილი ოპოზიციური ნიშა არავის დაუთმეს აფერუმ ლეიბებო თქვენს მოხერხებულობას :maladec: Edited August 5, 2009 by liliko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ისე, ყველა ყველა და ამ ნათელაშვილმა როგორ გლეხური მოხერხებულობით აჯობა არლამენტში არშესულ ოპოებს? თAნ ხელფასები დაითრიეს, თან გუგავას საბინაო პრობლემები მოიგვარეს, თან სადეპუტატო პენსიები მომავალში გაიკვარახჭინეს და თანაც თავისი კუთვნილი ოპოზიციური ნიშა არავის დაუთმეს აფერუმ ლეიბებო თქვენს მოხერხებულობას +1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 არლამენტში სახუმარო თემად იქცა დეპუტატ გიორგი კანდელაკთან დაკავშირებული ეპიზოდიც. მიუხედავად იმისა, რომ კანდელაკი რაიონიდან არ არის და თბილისში საცხოვრებელ სახლსაც ფლობს, ქირისთვის საჭირო თანხების გამოყოფა მანაც ითხოვა. განცხადებაში კანდელაკი წერდა, რომ მას მშობლებთან ერთად ცხოვრება არ სურდა, დამოუკიდებლად ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფას კი პარლამენტისგან ითხოვდა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანდელაკმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისგან კატეგორიული უარი მიიღო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.