Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ეგ სად ვცხოვრობთ რა:

 

"ლევან კარიჭაშვილი შეიარაღებულმა ნიღბოსნებმა გაიტაცეს, სცემეს და დუშეთის გზაზე დატოვეს. ამ ინფორმაციას დავით გამყრელიძე ავრცელებს. ახალი მემარჯვენეების ლიდერი ამბობს, რომ გატაცებულია მისი მეგობრის ავტომობილი და პერსონალური კომპიუტერი. გამყრელიძე მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს. პოლიციაში ჩვენების მიცემის შემდეგ სამართალდამცავებმა კარიჭაშვილი სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს. გამყრელიძის ინფორმაციით, დაზარალებულს პოლიციამ კომენტარის გაკეთება აუკრძალა."

 

http://itv.ge/?p=18685

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ სად ვცხოვრობთ რა:

 

ქართულ დემოკრატიაში.

 

რად გვინდა ეს ფანტანი თუ ადამიანს ელემენტარული უფლები არ არის დაცული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ქართულ დემოკრატიაში.

აბა დემოკრატია?!

 

ეს გასართობად:

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მტკიცებით, უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაიცავს ქართულ სასამართლოს ნებისმიერი გარეშე ჩარევისგან.

როგორც დღეს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო რეფორმა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, რათა ქვეყანაში ბოლომდე დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო ჩამოყალიბდეს.

მისივე თქმით, სასამართლოს სისტემაში ერთ-ერთი სერიოზული და ტრადიციული პრობლემა მის მუშაობაში გარეშე ჩარევაა, მათ შორის თანამდებობის პირების მხრიდან.

“დღეისთვის უკვე მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც მოსამართლეებს ჩარევისგან იცავს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ახალი კანონი, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური იქნება”, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერი ჩარევა, განსაკუთრებით თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში, მოსამართლის მუშაობაში თუ გადაწყვეტილებაში, მკაცრად იქნება რეგლამენტირებული როგორც დანაშაული და მკაცრად დაისჯება.

ბაქრაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს კანონპროექტის დეტალებს და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მექანიზმი, სავარაუდოდ, მოსამართლის ვალდებულება იქნება, განაცხადოს მასზე ზეწოლის მიზნით განხორციელებული სატელეფონო ზარის შესახებ, რის შემდეგ ზარის ავტორი ავტომატურად დაისჯება.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რის შემდეგ დაიწყება შეხვედრების ციკლი მოსამართლეებთან, რათა მათგან მოისმინონ თუ როგორ ხედავენ საკუთარი დამოუკდებლობის გაძლიერების პირობებს.

ამასთან, შეხვედრები გაიმართება ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

“ჩვენი ამოცანაა მივიღოთ კანონი, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაიცავს ქართულ სასამართლსოს ნებისმიერი გარეშე ჩარევისგან, პირველ რიგში თანამდებობის პირებისგან”, – დასძინა ბაქრაძემ.

პარლამენტში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და მოსამართლეები იმყოფებოდნენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ა.ყაზბეგის ქუჩაზე პოპული როა დღეს დილით კაცი მოიტაცეს მომწვანე ჯილეტი ეცვა მასკიანი კაცები გადმოხტნენ და მოიტაეს ის ყვიროდა მიშველეთ მიშველეთ და კარებს მიეჭიდა ისინი კიდე სახეში ურტყეს რაღაც პარკი გადმოუვარდა და ის პარკიც აიღეს მაგრამ ის ხელებს არ უშვებდა და სახეში ურტყეს ბოლოს გაზს დაადო იმ შოფერმა და დაამუხრუჭა და ხელი გაეშვა იმას კარებისგან მანქანის და შიგნით ჩააგდეს მანქანაში ეგრევე მანქანის ნომრების ციფრები :007 იყო ასოები არ მახსოვს (ხომ არ იცით ვინ იყო ? ) და ეს ოპოს ვიღAც ხომ არ იყო ან ისინი ზონდერები ? ? ? ? ? ? ?

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=33998222

 

პ.ს. სრულიად შეგნებულად ვდებ სხვა ფორუმის მისამარტს, ასეთი ამბები არ უნდა მიჩუმათთდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

გეუბნებით მე თქვენ, ფხენიანში ვართ ბლიაძ!

საქმეც მაგაშია რომ არც ფხენიანია, არც ზიმბაბვე, არც პაკისტანი

 

რაღაცაა, და კაცმა არ იცის რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბიწაძეზე მოვუსმინე რამდენიმე დღის წინ დილით არმატურებით ცემეს და ტვინი შეშუპება აქვსო. საღამოს სახლში რომ მოვდიოდი, რადიო მქონდა ჩართული და გაუშვეს ამ ბიწაძის ინტერვიუ. თავს დავდებ რომ იმ კაცს, ვინც ლაპარაკობდა (იდეაში ბიწაძე უნდა ყოფილიყო) არანაირი ტვინის შეშუპება არ ჰქონდა. ტიპი ლაპარაკობდა სწრაფად, თავისუფლად და ყოველგვარი შეყოვნებების გარეშე. ვისაც გქონიათ თუნდაც ტვინის შერყევა, გეცოდინებათ რომ ასეთ დროს საკმაოდ რთულია თუნდაც სვენებ-სვენებით საუბარი, არათუ სწრაფად და გამართულად ლაპარაკი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

და თუ ტვინის შერყევა არა აქვს და ისე, ლაითად სცემეს, ეგ მისაღებია? :D

 

რას აკეთებს ორთაჭალის კანტორა, არ ევალება მსგავსი შემთხვევების გამოძიება თუნდაც საკუთარი პრესტიჟის გამო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბიწაძეზე მოვუსმინე რამდენიმე დღის წინ დილით არმატურებით ცემეს და ტვინი შეშუპება აქვსო. საღამოს სახლში რომ მოვდიოდი, რადიო მქონდა ჩართული და გაუშვეს ამ ბიწაძის ინტერვიუ. თავს დავდებ რომ იმ კაცს, ვინც ლაპარაკობდა (იდეაში ბიწაძე უნდა ყოფილიყო) არანაირი ტვინის შეშუპება არ ჰქონდა. ტიპი ლაპარაკობდა სწრაფად, თავისუფლად და ყოველგვარი შეყოვნებების გარეშე. ვისაც გქონიათ თუნდაც ტვინის შერყევა, გეცოდინებათ რომ ასეთ დროს საკმაოდ რთულია თუნდაც სვენებ-სვენებით საუბარი, არათუ სწრაფად და გამართულად ლაპარაკი.

 

 

:D:

 

თქვენ ეტყობა სიმართლეზე აცრილები ხართ რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

თუ ტვინის შერყევა არა აქვს და ისე, ლაითად სცემეს, ეგ მისაღებია?

ეგ დასკვნა არ გამომდინარეობს ჩემი პოსტიდან.

 

babuagiorgi

თქვენ ეტყობა სიმართლეზე აცრილები ხართ რა

შენც იგივე გეხება რაც ჩოხას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

შენც იგივე გეხება რაც ჩოხას.

 

 

ჩემი დასკვნაა ის რომ სანამ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არ დაისჯებიან ძალოვანი სტრუქტურებში ის თანამსრომლები ვინც თუნდ შეურაცჰყოფა მიაყენა ადამიანს, იქამდე იქნება ეს "ბეზპრედელი".

 

უმკაცრესად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და შემდგომ მერწმუნეთ არასოდეს არ განმეორდება ასეთი რამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიეცა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა ~მემარჯვენეების ლიდემა დავით გამყრელიძემ. მან განაცხდა, რომ პოლიციის მიერ ფარულად გაყვანის შემდეგ მას ლევან კარიჭაშვილი ადვოკატის ტელეფონით ესაუბრა. კარიჭაშვილმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მას სამართალდამცველებმა ულტიმატუმი წაუყენეს, თუ ჟურნალისტებს შეხვდება, დანაშაულს არ გამოიძიებენ.

 

გენიალურია :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ სად ვცხოვრობთ რა:

 

"ლევან კარიჭაშვილი შეიარაღებულმა ნიღბოსნებმა გაიტაცეს, სცემეს და დუშეთის გზაზე დატოვეს. ამ ინფორმაციას დავით გამყრელიძე ავრცელებს. ახალი მემარჯვენეების ლიდერი ამბობს, რომ გატაცებულია მისი მეგობრის ავტომობილი და პერსონალური კომპიუტერი. გამყრელიძე მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს. პოლიციაში ჩვენების მიცემის შემდეგ სამართალდამცავებმა კარიჭაშვილი სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს. გამყრელიძის ინფორმაციით, დაზარალებულს პოლიციამ კომენტარის გაკეთება აუკრძალა."

 

http://itv.ge/?p=18685

 

 

ჯერ სადა ხართ? შემოდგომიდან ნახეთ რა დღეში ჩაგაგდებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჯერ სადა ხართ? შემოდგომიდან ნახეთ რა დღეში ჩაგაგდებენ.

ასე თუ გააგრძელეს პირიქით მგონია მე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...