Jump to content
Planeta.Ge

დედოფლის სამარხი ბაგრატის ტაძარში


Recommended Posts

ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე არავის უშვებენ. ტაძარში შესვლის და მუშაობის საშუალება არც ჟურნალისტებს ეძლევათ. ტაძარს სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იცავენ.

 

არქეოლოგებმა ახლად აღმოჩენილ სამარხთან დროებით მუშაობა შეაჩერეს, რადგან იქ ახლა ექსპერტები იმყოფებიან. ქუთაისში ჩავიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მისი განცხადებით, ბაგრატის ახალი აღმოჩენა სასიამოვნო საიდუმლოებას ახდის ფარდას.

 

ისტორიკოსების ვარაუდით, სამარხი ეკუთვნის ეგრის-აფხაზეთის რომელიმე დედოფალს, რომლის დადგენაც შესაძლებელია. სპეციალისტებისა და ექსპედიციის წევრების განცხადებით, დღეს აღმოჩენილ სამარხს, სიმდიდრითა და ოქროს რაოდენობით, საქართველოში ანალოგი არ აქვს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ჩემი ინფორმაციით ეს არ არის თამარის საფლავი, როგორც ჭორები დადის!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ინფორმაციით ეს არ არის თამარის საფლავი, როგორც ჭორები დადის!

 

მაგ დროს რა უნდოდა თამარს შე კაცო? : )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ დროს რა უნდოდა თამარს შე კაცო? : )

 

 

თუ ეგეთი ინფორმაცია აქვს,თან ხო დააკონკრეტა :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურზო

მაგ დროს რა უნდოდა თამარს შე კაცო? : )

რომელ მაგ დროს, ჭორი გავრცელდა და დავაზუსტე, თან სამარხის ნოვანება ჯერ დეტალურად არ იციან მე მგონი, თუ უკვე დაადგინეს დაწერეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა არ გამორიცხავს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი, აფხაზთა ერთ-ერთი დედოფლის ნეშტი იყოს, მაგრამ არსებულ ვითარებაში, სამარხის შესწავლაში აფხაზი ისტორიკოსების მონაწილეობას გამორიცხავს.

შამბას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ VIII-IX საუკუნეებში აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში იყო, მართლაც არ არის გამორიცხული, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხი აფხაზთა სამეფოს მმართველი ელიტის წარმომადგენლი იყოს.

პროფესიით ისტორიკოს სერგეი შამბას თქმით, ეს სრულიად რეალურია, ვინაიდან აფხაზთა სამეფოს სამეფო დინასტია ლეონიდების რეზიდენცია სწორედ ქუთაისში იყო. მისივე განმარტებით, იგი სამარხის შესწავლაში იმ შემთხვევაშიც არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ ამგვარი წინადადებით მას ქართველმა ისტორიკოსებმა მიმართეს.

`ამგვარ წინადადებას არ მივიღებდი, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ხანია მეცნიერებას მოწყვეტილი ვარ, თუმცა უნივერსიტეტში ლექციებს კი ვკითხულობ. რაც შეეხება ამ საქმეში სხვა აფხაზი მეცნიერების მონაწილეობას, იმ ვითარებაში რომელშიც ვიმყოფებით, არა მგონია აფხაზმა ისტორიკოსებმა ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა ისურვონ~, - განუცხადა `ინტერპრესნიუსს~ სერგეი შამბამ, რომლის თქმითაც, იგი ყურადღებით მიადევნებს თვალს ნაპოვნის შესახებ ქართველ მეცნიერთა კვლევას.

ბაგრატის ტაძრის ეზოში ნაპოვნი სამარხის აფხაზურ კვალს არ გამორიცხავს ასევე თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე. იგი დარწმუნებულია, რომ სამარხი ქრისტიანული იქნება, ვინაიდან ბაგრატის ტაძრის ეზოში არაქრისტიან დიდგვაროვანს არ დაასაფლაბედნენ. მისივე თქმით, ნაპოვნის აფხაზური კვალი სრულიად არ არის გამორიცხული თუნდაც იმის გამო, რომ აფხაზეთის მეფეების, ლეონიდების სასახლე ბაგრატის ტაძრის ეზოში იყო აგებული და, სავარაუდოდ, ეზოში აფხაზთა სამეფოს არა ერთი დედოფალი უნდა იყოს დაკრძალული, რომლის არსებობის შესახებ ისტორიამ ჯერჯერობით არაფერი იცის.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

კუმ ფეხი გამოყოო რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...