Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება საზღვრებზე?


Recommended Posts

მამუკა არეშიძე: "თუშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარი გადმოწიეს"

2009 წლის 04 08, სამშაბათი - 13:05

"თუშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოწიეს", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

 

"ეს ინფორმაცია ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე მოგვაწოდეს. გადავამოწმეთ და დაგვიდასტურეს, რომ თუშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კილომეტრით საზღვარი ნამდვილად გადმოწიეს. დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ხევსურეთში, სოფელ ნაძვებთან", - აღნიშნავს ექსპერტი.

 

საქართველოს შს სასაზღვრო პოლიციაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. სასაზღვრო პოლიციის მტკიცებით, საზღვარი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულებით, მკაცრად კონტროლდება.

 

და საერთოდ , რა ხდება - საზღვრებს იცავენ ?

თუ რა ხდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 91
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

kisa

საქართველოს შს სასაზღვრო პოლიციაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. სასაზღვრო პოლიციის მტკიცებით, საზღვარი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულებით, მკაცრად კონტროლდება.

მამისონზეც იგივეს ამბობდნენ

 

მამენტ რა გიკვირთ, ომი წავაგეთ და შედეგებს ვიმკით....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საქართველოს შს სასაზღვრო პოლიციაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. სასაზღვრო პოლიციის მტკიცებით, საზღვარი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულებით, მკაცრად კონტროლდება.

ეს "ხერხემალია" თუ სხვა რამ - რას აკეთებს?

ეგაა წარმატებული მინისტრი?

 

მოიყვანეთ სატურნი !

მანქანების ნომრების აღრიცხვა არის ამ სახელმწიფოში პრიორიტეტი თუ ტერიტორიების დაცვა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს "ხერხემალია" თუ სხვა რამ - რას აკეთებს?

ეგაა წარმატებული მინისტრი?

ამერიკაშია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

და საერთოდ , რა ხდება

ვცდილობთ ომის თავიდან აცილებას. შარშანდელ ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო მგონი შენ ტენი საქართველოს ხომ? ხოდა თუ სროლას და გაწევ-გამოწევას დაიწყებ, მეორე ომიც რეალური გახდება. მხოლოდ დიპლომატიური გზები, სხვა რესურსები ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ხოდა თუ სროლას და გაწევ-გამოწევას დაიწყებ, მეორე ომიც რეალური გახდება. მხოლოდ დიპლომატიური გზები, სხვა რესურსები ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს.

მაშინ დავუთმოთ ყველაფერი....წაიკითხე კართაგენის ისტორია, და როგორ დაიწყო მესამე პუნიკური ომი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუუუფ,რა გადააყოლეთ ქვეყანას რამდენიმე კილომეტრი? რა ფუნქცია ჰქონდა ქსნის,დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს,ან კოდორს? ერთით ნაკლები უღელტეხილი თუ გვექნება,დიდი ამბავია. გინახავთ საერთოდ მამისონი? თუ არა,მაშინ რა საჭიროა მისი კონტროლი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

:fio:

Edited by Sakartwelo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მამუკა არეშიძე: "თუშეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარი გადმოწიეს"

 

 

ეგ კაცი რუსეთის აგენტია და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვცდილობთ ომის თავიდან აცილებას. შარშანდელ ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო მგონი შენ ტენი საქართველოს ხომ? ხოდა თუ სროლას და გაწევ-გამოწევას დაიწყებ, მეორე ომიც რეალური გახდება. მხოლოდ დიპლომატიური გზები, სხვა რესურსები ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს

ნუ, რა დემაგოგი ხააარ ! :D

მე გეკითხები - რატომ არ იცავენ საზღვრებს და ტოვებენ საგუშაგოებს მთელ პერიმეტრზე - შენ რას მპასუხობ? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეგ კაცი რუსეთის აგენტია და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ნუ, ხო - რა თქმა უნდა :))

ესენიც აგენტები არიან?

 

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დავით – გარეჯის მონაკვეთს ქართველი მესაზღვრეები აღარ აკონტროლებენ

2009 წლის 20 07, ორშაბათი - 13:14

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დავით – გარეჯის მონაკვეთს ქართველი მესაზღვრეები აღარ აკონტროლებენ.

 

დავით – გარეჯის სამონასტრო კომლექსის სიახლოვეს მდებარე სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლების თქმით, ქართველმა მესაზღვრეები საზღვარს უკვე მეორე თვეა აღარ აკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, საზღვარზე მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან.

 

ქართველი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დატოვებას შს სამინისტროში არ ადასტურებენ.

 

http://fact.ge/news.aspx

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ქართულ საზღვრისპირა სოფელს აზერბაიჯანი ეპატრონება

სიახლე — თავფურცელი

12:33 31.07.2009

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სოფელ ქვეშში რუსმა ოკუპანტებმა ახალი საზღვარი გაავლეს

2009 წლის 03 08, ორშაბათი - 11:00

გორის რაიონის სოფელ ქვეშში, რუსი ოკუპანტები 500 მეტრი სიღმეში შევიდნენ და ახალი საზღვარი გაავლეს, რამოდენიმე ოჯახი, საზღვრის იქით, ანუ ”სამხრეთ ოსეთის” სეპოარატატისტული ოლქის ფარგლებში აღმოჩნდა, სოფელს ჩამოაცილეს ვენახები და მიწის ნაკვეთებიც. დღეს დილით სიტუაციის გასაცნობად, ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა და სიტუაცია შეფასა კიდეც, როგორც რუსეთის მხრიდან პროვოკაციის მოერიგი მცდელობა, ომის წლისთავის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო იძაბება სიტუაცია კომფლიქტის ზონაში, პოლიტიოლგთა და ექსპერტთა აზრი ორად გაიყო, ერთი ნაწილის აზრით, რუსეთის მიერ ომის განახლების შანსი - 80% -ს შეადგენს. სოფელ ქვეშის მოსახლეობა კი მომხდარი ფაქტით შეშინებულია და ხელისუფლებას დახმარბას სთხოვს, რუსი ოკუპანტების ეს ქმედება სოფლის მოსახლეობისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსეთს თუ ”რამენაირად” შეჩერება არ აიძუელს, ასე ყველა სოფელში შეუძლიათ შესვლა, საზღვრის ჩადგმა და ”თავის ტერიტორიად” გამოცხადება.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------

 

ყველა აგენტები არიან - მხოლოდ ვანოა ხერხემალი და შრომობს დღე და ღამე სახელმწიფოს სამსახურში - ცაცკალი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

 

უნდა გავეშვა ამ პოლიტიკურ ფორუმებს,სიცოცხლეს გავიგრძელებ ერთი ორი წლით მაინც. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დავით – გარეჯის მონაკვეთს ქართველი მესაზღვრეები აღარ აკონტროლებენ

 

აზერბაიჯანი არაფერს დათმობს,მას აქვს ძალა,რასაც გამოიყენებს კიდეც ჩვენს წინააღმდეგ.

საქართველოს კი უკან დახევის გარდა,არაფერი დარჩენია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

სოფელ ქვეშში რუსმა ოკუპანტებმა ახალი საზღვარი გაავლეს

2009 წლის 03 08, ორშაბათი - 11:00

გორის რაიონის სოფელ ქვეშში, რუსი ოკუპანტები 500 მეტრი სიღმეში შევიდნენ და ახალი საზღვარი გაავლეს

ქართულმა მხარემ სთხოვა ევროკავშირის დამკვირვებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დაეფიქსირებიათ ეს ფაქტი. რუსებმა მათ მოსვლამდე ისევ ამოიღეს ის ბოძები და ადმინისტრაციულ საზღვარს დაუბრუნდნენ. ეს გუშინ მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...