Jump to content
Planeta.Ge

ცხინვალის და აფხაზეთის დაბრუნება


Recommended Posts

მოგეხენებათ დაკარგულის დასაბრუნებლად 2 გზას განიხილავს პატივცემული ვირტუალური და რეალური საზოგადოება - ომით ან სხვადასხვა დიპლომატიური ხერხებითა და ოინებით ამერო-ევროპული ინტერესების გამოყენებით...

 

ჩემის მოკრძალებული აზრით უახლოეს 50 წელიწადში ერთიც უშედეგო იქნება და მეორეც...

 

მშვიდობიანი გზით, ანუ დიპლომატიის გამოყენებით დაკარგული (მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უკვე დაკარგულად ვთვლი) ტერიტორიების დაბრუნების იმედი სრულ აბსურდად და მარაზმად მიმაჩნია შემდეგი გარემოებებიის გამო:

დასავლეთისგან დამოუკიდებლად საქართველოს ნათელია რომ არ ძალუძს ამის გაკეთება (თუ რა თქმა უნდა მთლიანად რუსეთის ინტერესების გამტარებელი არ გახდება რეგიონში), ხოლო დასავლეთი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტრატეგიული ღირებულებანი გაგვაჩნია, უბრალოდ არ გააკეთებს ამას... იქნება ჩვენი დამცველი ყოველთვის, ყოველთვის შეშფოთდება, დაგვაფინანსებს, დაგვეხმარება, გაგვაძლიერებს კიდეც, ნატოსა და ევროკავშირსაც შემოგვთავაზებს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამებსაც, იარაღსაც მოგვაწვდის, მაგრამ უშუალოდ კონფლიქტში არასდროს ჩაერევა როგორც მხარე...

ვერც ნაბუკო და ვერც ერთი საქართველოში ამჟამად არსებული თუ მომავალი პროექტი ვერ აიძულებს დასავლეთს უხეშად ჩაერიოს საქართველოს და შესაბამისად რუსეთის საქმეებში, მით უმეტეს არც ერთი დაკარგული ტერიტორია რეალურად რაიმე ღირებულებას ევროპისთვის არ წარმოადგენს... ბატონმა მიხეილ სააკაშვილმაც ვფიქრობ დიდი ხანია იცის ეს (მაგას მოვუდღან სუყველაფერი, მიშისტი არ გეგონოთ) და სრულიად წარმატებით აბოლებს ჩვენს საზოგადებას გაურკვეველი და აბსტრაქტული ერთიანი საქართველოს მითებით, თუმცა ამაში ვერ გავამტყუნებ - პირდაპირ ვერ იტყვის მორჩა, დავკარგეთო....

ამერიკა და ევროპა ყოველთვის იქნებიან ჩვენი პარტნიორები, მეტიც, რეალური შესაძლებლობებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე ვფიქრობ მაქსიმუმს აკეთებენ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა...

 

ომი...

ომი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანისა და ადამიანთა თანაცხოვრების თანამგზავრი მთელი მისი არსებობის მანძილზე... ომი ყოველთვის აქტუალური იქნება მიუხედავად კაცობრიობის განვითარებისა ნებისმიერ სფოროში და ნებისმიერ ეტაპზე. აქტუალური იყო წარსულში, აქტუალურია დღესაც და აქტუალური იქნება 3078 წელსაც... ასე რომ ომის სპარსელებთან და გერმანელებთან გაიგივება არასწორი მგონია.

მაგრამ...

ომის წარმოება ამ ეტაპზე (უახლოესი 50 წელი) საქართველოსთვის რუსეთის მიმართ შეუძლებელი და დამაცხებისთვის განწირული მგონია დასავლეთის პირდაპირი დახმარების გარეშე (ეს დახმარება უკვე გამოვრიცხე პირველ ნაწილში) რაოდენ ძნელი და მტკივნეული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის (ჩემთვისაც კი). შესაძლებელია მრავალრიცხოვანი ბრძოლების მოგება, შესაძლებელია 58 არმიის განადგურებაც, შესაძლებელია გარკვეული ტერიტორიების დროებით დაბრუნება, შესაძლებელი გაჩნდეს გამარჯვების სავსებით რეალური ილუზია, მაგრამ საბოლოო ომში რუსეთთან განწირულები ვართ (კიდევ ვიმეორებ უახლოესი 50 წლის განმავლობაში)...

 

მე მაპატიეთ თუ ცოტა დაულაგებელი და გაუმართავი ტექსტი მოგახვიეთ თავს, ამდენი მისაღები გამოცდების მერე არ მიწერია...

 

რას ფიქრობთ თანაპლანეტელებო???

 

ჰო, მართლა... ლიცემერმა მაგ ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა იცის, რომელიც მე გავანდე ღრმა იატაკქვეშეთში მოღვაწეობისას, მაგრამ ნუ იტყვის, იმიტომ რომ მეტად სასაცილო და არარეალურია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

ჩემის მოკრძალებული აზრით უახლოეს 50 წელიწადში ერთიც უშედეგო იქნება და მეორეც...

მომიტევეთ, მაგრამ 50 წლიანი პროგნოზის გაკეთება უბრალოდ სისულელეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაბრუნების ერთადერთი გზა ჩემის აზრით, შემდეგია.

გაძლიერდე, ამზადო ჯარი, აძლიერო ჯარი, ამრავლო ჯარი. აძლიერო ეკონომიკა.

და გველივით ჩასაფრებული ელოდო...

ოღონდ უნდა ელოდო ხელსაყრელ მომენტს... და არა იმ დროს როცა ყველაზე დიდი შანსია რომ გაგჟIმავენ...

 

10 წელი, 15 წელი, 20 წელი, 25 წელი .... არ ვიცი...

რამდენიც საჭიროა

 

სხვა გზა მე არ ვიცი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

აგერ გავა ეგ 50 წელიწადიც, რომელიც რატომღაც 21-ე საუკუნეში უზარმაზარ დროის მონაკვეთად მიგვაჩნია და ვნახავთ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

ცხინვალის და აფხაზეთის დაბრუნება, მწარე სიმართლე..

 

გამარჯობათ ყველას.

 

 

სხვა ტერიტორიებიც არ დავკარგოთ, მე მაგის უფრო მეშინია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

აგერ გავა ეგ 50 წელიწადიც, რომელიც რატომღაც 21-ე საუკუნეში უზარმაზარ დროის მონაკვეთად მიგვაჩნია და ვნახავთ....

21-ე საუკუნეში კი არა ნებისმიერ ეპოქაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო 50 წლიანი პროგნოზის გაკეთება. 1980 წელს ვინმე იფიქრებდა რომ მიახლოებით 10 წელიწადში საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

რომელიც რატომღაც 21-ე საუკუნეში უზარმაზარ დროის მონაკვეთად მიგვაჩნია და ვნახავთ....

 

ნეტავ რატომ?

იქნებ იმიტომ რომ ძალიან ბევრია პროგნოზების საკეთებლად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წლების დაჯენე არა მგონია მართალი იყოს,მაგრამ სანამ რუსეთს შიგნიდან არ შეექმნება პრობლემები,დაივიწყეთ ყველაფერი.

 

ეს კიდევ როდის მოხდება ხუი ევო ზნაეტ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

21-ე საუკუნეში კი არა ნებისმიერ ეპოქაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო 50 წლიანი პროგნოზის გაკეთება. 1980 წელს ვინმე იფიქრებდა რომ მიახლოებით 10 წელიწადში საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა?

50-იანი მართლაც ბევრია, მაგრამ ერთ ოცდაათიანს ნამდვილად ქაჩავს. მე მაგალითად მაგას ალბათ ვერ მოვესწრები, თუმცა თუ შევცდები, ჩემზე ბედნიერი ცოტა ვინმე იქნება.

1980 წელლს ნამდვილად მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ რომ ს.ს.რ.კ ადრე თუ გვიან დაიშლებოდა. მე გულის შორეულ კუნჭულებში მიფართხალებდა იმედები.

იყო ერთი ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ანდრეი ამალრიკი, რომელმაც ასეთი წიგნიც კი დაწერა; პროშესესტვუეტ ლი სოვეტსკი სოიუზ დო 1984 გოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

 

სხვა ტერიტორიებიც არ დავკარგოთ, მე მაგის უფრო მეშინია.

 

 

+1

 

 

ისე,უკვე 20 წელია,რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და 50 წელმა რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი? :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს წლები ჩემის ღრმა რწმენით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული.

არ მჯერა მე კრიზისის მიერ დანგრეული იმპერიის, არ მჯერა კომპრომისებზე წამსვლელი იმპერიის, არ მჯერა მისი კეთილგანწყობის, არ მჯერა შეშინებული და ზურგზე დაცემული რუსეთის იმპერიის უახლოეს 50 წელიწადში და რა ვქნა???

 

ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება იმპერია აღგავოს მიწისაგგან პირისა ყოველგვარი პროგნოზებისა და ვადების გარეშე ესაა მსოფლიო ომი... მსოფლიო ომს კი რა გასაკვირია და ყველა უფრთხის...

 

ერთადერთი სწორი გზა, რომელიც შეიძლება საქაართველომ აირჩიოს ესაა უწყვეტი განვითარების, განათლების, გაზრდის, გამდიდრების, გაძლიერებისა, გონიერი პოლიტიკისა და მოთმენის გზაა... რთულია, მაგრამ ერთადერთია... ამ ხელისუფლების პირობებში კი ეს გზაც მეტად ბუდოვანია სამწუხაროდ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

ეს წლები ჩემის ღრმა რწმენით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული.

კაი რა....ძაალიან დასუსტებულია ეს იმპერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევანი

 

ვინა?

 

 

ე ბიჯო თამარ მეფის საფლავი უპოვიათ მგონი... უკან მიმაქვს 50 წელი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მომიტევეთ, მაგრამ 50 წლიანი პროგნოზის გაკეთება უბრალოდ სისულელეა.

1975 წელს ვერავინ იფიქრებდა რომ სსრკ დაიშლებოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...