Jump to content
Planeta.Ge

ვირტუალური სამყარო


Recommended Posts

http://chandrakantha.com/articles/indian_music/filmi_sangeet/media/1990_world-wide-web.jpg

 

მოკლე ინფო, მსოფლიო ფართო ქსელის შესახებ და შემდეგ ვიმსჯელოთ ადამიანებზე, მათ დამოკიდებულებაზე ინეტისადმი, ვირტუალური ცხოვრებისადმი.

რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში კომპიუტერი. (ფორუმები, გასაცნობი საიტები, მესინჯერები და ასე შემდეგ.

ვიმსჯელოთ ვირტუალური ცხოვრების (ჩვენი მეორე ცხოვრების) დადებით და უარყოფით მხარეებზე.

 

ინტერნეტი (Internet) არის "მსოფლიო-ქსელი", ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ "ქსელს"(The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

 

პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შექიმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსებული ყველა ჰოსტი ძველი NCP პროტოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად "fuzzballs". მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.

 

ვებ-საიტი

მსოფლიოში პირველი ვებ-საიტი შეიქმნა 1991 წლის 6 აგვისტოს, მისი მისამართია http://info.cern.ch/, შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი. მასში განთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World Wide Web (WWW) (მსოფლიოს ფართო ქსელი). ინფორმაციის გადაცემა დაფუძნებული იყო HTTP პროტოკოლზე, ხოლო საიტი შექმნილი იყო ვებ პროგრამირების HTML ენაზე. საიტზე ასევე განხილული იყო ვებ სერვერის და ვებ ბრაუზერის მუშაობის პრინციპები. საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი, რადგან მოგვიანებით ბერნერს ლიმ მასზე განათავსა სხვა საიტის მისამართები.

 

ყველაფერი რაც საჭირო იყო პირველი საიტის ასამუშავებლად ბერნერს ლიმ გაცილებით ადრე 1990 წელს შექმნა. ამ დროს შეიქმნა პირველი ვებ-ბრაუზერი და პირველი ვებ-სერვერი რომელიც დაფუძნებული იყო NeXTcube ბაზაზე.

 

1991 წლიდან ინტერნეტის განვითარება წარმოუდგენლად დიდი სისწრაფიდ მიმდინარეობს! იქმნება ახალი წებ ტექნოლოგიები, იხვეწება დიზაინი, უსაფრთხოების სისტემები, ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეები! კოლოსალური სისწრაფით იზრდება ვებ გვერდების რაოდენობა. ასევე სწრაფად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობაც!

 

http://i075.radikal.ru/0908/ff/499f54a6cc0d.jpg

 

ინფორმაციის წყარო: http://www.internetworldstats.com/stats.htm

 

 

ახლა კი, თითოეულმა ჩვენთაგანმა გამოვთქვათ აზრი ვირტუალურ სამყაროზე!

ვისაუბროთ ჩვენს ცხოვრების სტილზე, ინტერნეტის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში!

 

ვიმსჯელოთ ვირტუალური ცხოვრების დადებით და უარყოფით თვისებებზე!

 

რა თქმა უნდა მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს მაგრამ დავწეროთ ძირითადი პლუსები და მინუსები!

 

ვხვდებით უამრავ მარაზმსაც: ვირტუალური სიყვარული, ვირტუალური სექსი...

 

მე პირადად ამ სამყაროს მონა გახლავართ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მონა!

ჩემი ცხოვრება მიბმულია www სამყაროზე!

სამსახურში ვარ - ინეტში ვარ. ვეძებ ინფორმაციას, ვნახულობ სტატისტიკებს, ვკითხულომ მაილებს.

ვისვენებ - ისევ ინეტში შევდივარ განსატვირთად, ვპოსტავ ფორუმებზე, ვკითხულობ საინტერესო სიახლეებს, მესინჯერებით ვეკონტაქტები ნაცნობებს, უცნობებს...

 

შეიძლება ითქვას რომ ინტერნეტი ჩემი უახლოესი მეგობარია! ჩემი ყველაფერია!

არცერთ ადამიანთან არ მქონია იმდენი ურთიერთობა (დროის ხანგრძლივობის მიხედვით) რამდენიც ინეტტთან მაქვს.

 

მყავს ჩატ ფრენდები რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, ისინიც არ მიცნობენ, მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არიან!

 

მაგრამ არასდროს არ ვივიწყებ პრინციპს: NO NAMES! არასდროს არავის ვეცნობი ნამდვილი სახელით, არასდროს ვაქვეყნებ ინეტში საკუთარ სურათებს..

 

აუ რამდენი ვწერე. დავიღალე :D

 

იმედია თქვენც ასევე გულახდილები იქნებით ;)

 

 

 

 

 

ფოტო განწყობისთვის:

 

http://www.cartoonstock.com/lowres/cgo0225l.jpg.

Edited by trust
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირდაპირ WWW-ს თემაა. გადადის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

trust

არადა იმენნო სადისკუსიოდ გავხსენი

და რა არის სადისკუსიო?!

 

ჩვენ ცხოვრებაში ინეტი რომ დიდი დოზით შემოვიდა ფაქტია, პროგრეეეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

trust

 

და რა არის სადისკუსიო?!

 

ჩვენ ცხოვრებაში ინეტი რომ დიდი დოზით შემოვიდა ფაქტია, პროგრეეეს

 

ოკ :)

 

 

 

სადისკუსიო რა არის???

 

ონოკლასნიკი რომ ხალხის ცხოვრების აზრად გადაიქცა ესაა სადისკუსიო, იმისთვის რომ ცოცხლობენ რომ ოდნოზე ვიღაცამ ახალი კომენტი დაუტოვოს, სურათებს სპეეეეეციალურად საიტებზე გასაკრავად რომ იღებენ და მერე "აცენკები"-ს რაოდენობით რომ ბლატაობენ :D

 

 

ესაა ჩემი კომენტარი! :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...