Jump to content
Planeta.Ge

რამ შეიძლება გააერთიანოს ქართველი ერი?


Recommended Posts

ჩვენმა ბატ.პრეზიდენტმა სთქვა,რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არისო,მაგრამ ეს არის სრული სიცრუე.

 

 

აქედან გამომდინარე გეკითხებით,რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და არა ოპოზიციამ,რომ ეს განხეთქილება აღმოფრული იყოს? ოპოზიციამ იმიტომ არა,რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურებს ხელისუფლება აკონტროლებს და ოპოზიციას ფაქტიურად არავითარი შანსი არა აქვს ამის გაკეთების.

 

 

 

ომი,ღმერთმა გვაშოროს,მაგრამ გასულმა ომმა დაგვანახა,რომ ვერ მოხერხდა გაერთიანება.ამას იმიტომ ვკითხულობ,რომ ქვეყანაა მთავარი და არა ვიღაც პოლიტიკოსები.ბევრი უვარგისი მმართველი გადაუტანია საქართველოს და ამათაც მოვინელებთ, თუ არ მოასწრეს ქვენყნის საერთოდ დაღუპვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენმა ბატ.პრეზიდენტმა სთქვა,რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არისო,მაგრამ ეს არის სრული სიცრუე.

აქედან გამომდინარე გეკითხებით,რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და არა ოპოზიციამ,რომ ეს განხეთქილება აღმოფრული იყოს? ოპოზიციამ იმიტომ არა,რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურებს ხელისუფლება აკონტროლებს და ოპოზიციას ფაქტიურად არავითარი შანსი არა აქვს ამის გაკეთების.

ომი,ღმერთმა გვაშოროს,მაგრამ გასულმა ომმა დაგვანახა,რომ ვერ მოხერხდა გაერთიანება.ამას იმიტომ ვკითხულობ,რომ ქვეყანაა მთავარი და არა ვიღაც პოლიტიკოსები.ბევრი უვარგისი მმართველი გადაუტანია საქართველოს და ამათაც მოვინელებთ, თუ არ მოასწრეს ქვენყნის საერთოდ დაღუპვა.

 

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა რაც შეიძლება მალე დაახვიოს საქართველოდან. ამით მაგრად დაეხმარებიან ქვეყანას.

 

მიუშვით საქართველო დინებას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეგ არ ვიცი....

 

შარშან ომი რომ იყო, თბილისში რესტორნებში რუსულ ბრადიაგულზე ტანცი-შმანცი არ მოუკლია ხალხს...

 

ამის მერე აღარ არ ვიცი, სადამდეა მისული ჩვენი აზროვნება და შეგნება....

 

ხალხის გაერთიანება საერთო ღირებულებების გარშემო უნდა მოხდეს და არ მგონია, რაიმე ღირებულება კიდევ გქვონდეს..

 

:hm: :hm:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა რაც შეიძლება მალე დაახვიოს საქართველოდან. ამით მაგრად დაეხმარებიან ქვეყანას.

 

 

კარგი კაცო,საშაყიროთ არ გამიხსნია ეს თემა.რაც შენ დაწერე,ეგ ფანტასტიკის სფეროდან არის. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კარგი კაცო,საშაყიროთ არ გამიხსნია ეს თემა.რაც შენ დაწერე,ეგ ფანტასტიკის სფეროდან არის. :)

 

ვითომ არ წავლენ? აბა ერთი ბუთქონ რუსებმა და ვნახავთ ვინ დარჩება.

 

 

 

დიტო, როდესაც სხვა ყველა ნორმალური გზა მოჭრილია, მაშინ კიდევ ბოლომდე ჩავრადნა შველის საქმეს. ჩვენ სანამ მაგრად არ დაგვერხევა არ გავანძრევთ ხელს. ასე იყო ეს ყოველთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს უშველის მხოლოდდა მხოლოდ ეროვნული ადამიანი სათავეში

ვისთვისაც მთავარი იქნება ქართული ყველაფერი და არა ის თუ როგორ დაემსგავსოს პიდარასტებით გაძეძგილ ამერიკას და იმ ხალხს ვინც თავიანთ უზარმაზარ ქვეყანას რუკაზე ვერ უჩვენებს

 

გვჭირდება ისეთი ადამიანი სათავეში ვინც იქნება განათლებული და ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის

თქვენ წარმოითგინეთ და შევარდნაძე სწორედ ასეთი იყო უბრალოდ გარემოცვაში არ გაუმართლა არც ირგვლივ და არც ოპოზიციაში ეროვნული ხალხი არ აღმოაჩნდა თორე ეგ კაცი ნაღდად აგვაშენებდა

ოპოზიციაში მიშა ყავდა (ამერიკის ფინია)

ხელისუფლებაში კი რუსეთის ფინიები

ასე თუ ისე მაშინ ოპოზიცია ძლიერი იყო და ბალანსი არსებობდა

 

როდესაც მიშა მოვიდა მთავრობაში ეს ბალანსი დაირღვა საქართველო მთლიანად დასავლეთისკენ გადაიხარა

მაგრამ არა ვცდები ეს ბალანსი მხოლოდ მაშინ დაირღვა როდესაც ჟვანია მოკვდა

 

აი ასეა ჩვენი საქმე :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი შეხედვით პასუხი უმარტივესია:

 

სამართლიანობამ

 

თითქოს ერთხიტყვიანი პასუხია და ის, რომ უბრალოდ ყველამ იცოდეს რომ ერთნაირად მოეთხოვებათ ყველაფერზე პასუხი, კარიერული თუ ბიზნეს წარმატება მხოლოდ მათ გონებრივ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, არავინ დაიჭერს, სცემს, მოკლავს პოლიტიკური შურისძიების მიზნით, შეუძლებელი არ ჩანს, მხოლოდ ნება სჭირდება ამას, თან პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანის ნება.

 

თუმცა აზრი?...

 

გამოვა თბილისში 10 000, 25 000, 50 000, 65 000, 100 000, 200 000 (ვინც რამდენი გინდა დათვალეთ), იყვირებენ თვეობით, სამართლიანობა გვინდა, უსაფრთხოება გვინდა, თავისუფლება გვინდაო, კარგად გაილახება ეს ხალხი, დასამახსოვრებლად, გემოზე; მერე ეუბნებიან, მოდი ეხლა შევრიგდეთ - მე გავიგე რაც გინდოდა, კარგად მესმის რა გჭირდება, ამიტომ ეხლა მე შენ ახალციხეში ასფალტს დაგიგებ (გავიგეთ ხალხის მოთხოვნაო...), იქიდან ნახევარს ჯიბეში ჩავიდებ, 2009 წლის X6-ს ვიყიდი, ჩაგისვამ მაგ მანქანაში, მაგარი მინეტი გამიკეთე და ერთი 20 ლარს მოგცემო...

 

სერიოზულად კი...

 

რა ვქნა, სერიოზულადაც სამართლიანობა გადაარჩენს საქართველოს და მეტ-ნაკლებად გაამთლიანებს ერს, სამართლიანობა თუნდაც მცირე დოზით, ჯანდაბას ნუ იქნება 100%-ით, 50%-ით მაინც იყოს...

 

კონსენსუსი არცერთს ესმის რას ნიშნავს და არც მეორეს, ხელისუფლებას მითუმეტეს არ ესმის, ვერ ხედავს...

 

როცა 10 მეტრიან საზღვარს ვერ ვიყოფთ, კონსენსუსი ნიშნავს 5/5-ზე გაყოფას და არა 10/0-ზე და იმ პირობით, რომ 10-ის პატრონი, 0-ის პატრონს ამ საზღვარზე დაასაქმებს, უფრო სწორად დაიქირავებს, 1-2 დღით ანუ:

 

ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, შენ ეუბნები კატეგორიულ არა-ს, სცემ, ემუქრები და მერე სთავაზობ ვადამდელ საპრეზიდენტოს არ დავნიშნავ, მარა თუ გინდა მოდი და შენი აზრი მითხარი მე როცა ჩემსას გავისწორებ და მოვრჩები, მერე როგორ გინდა რო იყოსო, ტან პროსტა მითხარი, კი არ მოითხოვო რო რამე შეგისრულოო...კონსენსუსი მინიმუმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რეალურად კოალიციური მთავრობაა, ერთმანეთის კონტროლის ბერკეტებით...შსს მინისტრი აქეთაა? იუსტიცია-პროკურატურა იქით უნდა იყოს, სოდ-ი და კუდ-ი აქეთაა? გენინსპექცია და სად-ი იქეთ უნდა იყოს, და ყველაზე მთავარი: ხელები შორს (ერთხელ და სამუდამოდ)

სასამართლოს, მასმედიის და ჯარისგან. არ გააკაროთ ამ უწყებებს პოლიტიკური ნიშნით არავინ!!!

 

ძალიან ძნელია, ამას არავინ გააკეთებს ზუსტად ვიცი, იმას რაზეც სახელმწიფო უნდა იდგეს, სხვები (ნაცები) იყენებენ კვარცხლბეკად თუ პიედესტალად.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

გეთანხმები ყველაფერში ერთის გარდა

50% ძაან ცოტაა

ასეთი პროცენტული მაჩვენებელი და ამაზე მეტი დღესაცაა საქართველოში

 

მთავარია რომ დამოუკიდებელი სასამართლო იყოს

რომ დაჭერის შიში ყველას ქონდეს როგორც ოპოზიციას ასევე ხელისუფლებას აი ესაა მთავარი

და თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა გვქონდეს გარდა იმისა რაც მე წეღან ჩამოვთვალე 95% სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო გვჭირდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

კონსენსუსი არცერთს ესმის რას ნიშნავს და არც მეორეს, ხელისუფლებას მითუმეტეს არ ესმის, ვერ ხედავს...

ხელისუფლების "დარბილების": ნიშნები არის აშკარად...რატომ არ ვიცი მაგრამ ეგრეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

სამართლიანობამ

100%

 

გია კრიალაშვილი რომ ჩაცხრილეს გლდანის გზაზე, მერე რუსებთან კავშირი რომ დააბრალეს, და მერე საზოგადოების ნაწილმა ან დაიჯერა ეს ზღაპარი, ან ძალიან გულგრილად მოეკიდა მაგ ამბავს. ამის მერე ამ კაცის ახლობლებს ძალიან გაუჭირდებათ ამ საზოგადოებასთან გაერთიანება. თან მარტო კრიალაშვილი რომ იყოს. ძალიან ბევრია საქართველოში უსამართლობის მსხვერპლი. პირადად მე მადლობა ღმერთს მსგავსი რამ ამ შემმთხვევია, მაგრამ მეც ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავერთიანდე იმ ხალხთან ვისაც 6 მაისის დარბევა უხაროდა და "მეორე თვალი რატომ არ ამოუჩიჩქნეს" ყვიროდა.

 

დაჟე რომც დანიშნონ ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაღაც კოალიციური მთავრობა შექმნან, შეიძლება ამან არსებული რეჟიმი შეასუსტოს, მაგრამ გაერთიანებამდე მაინც ვერ მიგვიყვანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

როგორ უნდა გავერთიანდე იმ ხალხთან ვისაც 6 მაისის დარბევა უხაროდა და "მეორე თვალი რატომ არ ამოუჩიჩქნეს" ყვიროდა.

ეს არის დილემა

 

როცა რუსები კარზე არიან მომდგარები(((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

გია კრიალაშვილი

 

 

მაგ კაცთან ერთად თითქმის მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი ცხენებით.მართალია დიდი ხნის წინ,მაგრამ მახსოვს ყველაფერი.თემაც გავხსენი,გამოიძიეს მეთქი თუ არა, მაგრამ შნირებმა მოღალატე იყოო და იმიტომაც დაბრიდესო.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ვითომ არ წავლენ? აბა ერთი ბუთქონ რუსებმა და ვნახავთ ვინ დარჩება

ბუთქეს შარშან რუსებმა (შენ ალბათ შამპანური ბუთქე მაგ დროს), მაგრამ არ გაქცეულან :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეს არის დილემა

 

როცა რუსები კარზე არიან მომდგარები(((

შარშანდელი ომის მერე ალბათ იყო გაერთიანების შანსი. მაგრამ როინ შავაძის მკვლელობით, სამხედროების მასიური დაჭერებით დეზერტირობის ბრალდებით, ეს შანსი მოისპო. ერთმა ნაწილმა დაიჯერა ხელისუფლების მიერ წაყენებული ბრალდებები და იმ სიბინძურეების გამეორება დაიწყო. მეორე ნაწილმა კიდევ უფრო ნათლად დაინახა, თუ რა არაადამიანურ რეჟიმთან აქვს საქმე. საბოლოო ჯამში ამ ომმა გაერთიანების მაგივრად კიდევ უფრო გახლიჩა ერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...