Indian_Summer Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 გჯერეთ რომ შეიძლება სიკვდილის წინასწარმეტყველება? მე რიცხვს დღეს და საათს არ გეუბნებით, აი იმის წინასწარმეტყველება თუ შეიძლება როგორ მოკვდები ან სად მოკვდები? მე მაგალითად მჯერა... მერე მოვიყვან რამდენიმე მაგალითსაც. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ გამორჩეულ, ხელოვან, შემოქმედ და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს შეიძლიათ საკუთარი სიკვდილის წინასწარმეტყველება. აბა თქვენი შეხედულებები... რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 რა ვიცი,მე ყველაფრის მჯერა,რის აზრზეც არ ვარ :hello: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted August 3, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 აუ თუნდაც ამ მაგალითს მოვიყვან. ანანურთანტიციან ტაბიძეთამუნია წერეთელს შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის მომაგონდები ამ ანანურთან. შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის, ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა. არც კი გიცნობდი, არც კი მენახე, ისე გხატავდა თამარს ვრუბელი. ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“, ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი. ისე ნაზია ეს მოგონება, როგორც დემონის ფრთების შეხება, სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა, მოიბან შენი ირმის ფეხები. დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც, მათი ცხოვრება ხვალე იწყება, ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას დაფარავს მიწა და დავიწყება. გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები, შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები. ასე კვდებოდა ალბათ ათასი და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური, ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი და თვითმკვლელობის იავნანური აქ ჩემი აზრით არის რაღაც წინასწარმეტყველაბა , რომ ის შეეწირება საბჭოთა ხელისუფლებას და მის იდეოლოგიას... ალბათ მხოლოდ ხელოვან ადამიანებს შეუძლიათ ამის წინასწარმეტყველება.ჩვენი გონება კი ვერასდროს შეწვდება მათსას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 ხოოოომწერლები წინასწარმეტყველებდნენმაგასე მთელი დისკუსია გვქონდა რეპეტიტორთან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 არმჯერა რადგან მიმაჩნია რომ წინასწარ შეუძლებელია იცოდე რადგან შეცვლას შეძლებ და ის წინასწარ მართალი აღარ გამოვა ეხლა მე რომ ვინმემ მითხრას მანქანა გაგიტანსო და თავი მოვიკლა მაშინ რაო რას იტყვის? უი შევცდიო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted August 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიგალაკტიონ ტაბიძედედაო ღვთისა, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. შემოიღამებს მთის ნაპრალები, და თუ როგორმე ისევ გათენდა - ღამენათევი და ნამთვრალევი, დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან! და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი გედი დაჭრილი ოცნების ბაღით! შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის დაღლილ ხელებით, წამებულ სახით! შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, - ღამენათევი და ნამთვრალევი სავსეა ცრემლთა შურისძიებით! დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები? შენს მოლოდინში ასეა ყველა? სული, ვედრებით განაოცები შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა. სად არის ჩემთვის სამაგიერო? საბედნიერო სად არის სული? ვით სამოთხიდან ალიგიერი მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული! და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე სიკვდილის ლანდი მომეჩვენება, განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება! დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით გამაქანებენ სწრაფი ცხენები! ღამენათევი და ნამთვრალევი ჩემს სამარეში ჩავესვენები. დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. 1917 აი კიდევ ერთი მაგალითი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ozzyka Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 წინასწარმეტყველების რა გითხრათ და მაგის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ალბათ ტერენტია. ადამიანი რომელიც თითქოს მიისწრაფვოდა სიკვდილისკენ. არის ასეთი გამოთქმა "გრძნობდა წინასწარო". როდესაც ადამიანი შეგნებულად ცდილობს უფრო მეტი დრო გაატაროს ახლობელ ადამიანებთან, რადიკალურად იცვლება, იკეტება თავის სამყაროში. ასეთი შემთხვევა როცა მთავრდება სიკვდილით მაგ დროს ამბობენ ხოლმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MORGANA Posted September 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2009 მტავარია რწმენა.. ტუ დაიჯერებ და ტავს სჰტააგონებ რომ ამა და ამ დგეს მოვკვდები ალბატობა იმისა რომ მარტლა იმ დგეს მოკვდე ძალიან ბევრია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 სიკვდილის მოახლებას ყველა ადამიანი გრძნობს! http://www.wordinfo.info/words/images/Eng-hist-18a-Ed-Confes-died.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 გჯერეთ რომ შეიძლება სიკვდილის წინასწარმეტყველება? მე რიცხვს დღეს და საათს არ გეუბნებით, აი იმის წინასწარმეტყველება თუ შეიძლება როგორ მოკვდები ან სად მოკვდები?მე მაგალითად მჯერა...მერე მოვიყვან რამდენიმე მაგალითსაც. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ გამორჩეულ, ხელოვან, შემოქმედ და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს შეიძლიათ საკუთარი სიკვდილის წინასწარმეტყველება.აბა თქვენი შეხედულებები... რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?რატომ დრო არა?წინასწარმეტყველება ალბათ უნდა გულისხმობდეს დროსაც და ადგილსაც.თუ მეტყვით, რომ დრო ობიექტურად არ არსებობს, მაშინ ასეთივე წარმატებით დაგიმტკიცებთ სივრცის არარსებობასაც, მაგრამ ეს სხვა თემაა.მგონი ყველა თანხმდება (ეკლესიაც მათ შორის), რომ ადამიანის ნება თავისუფალია.ამ შემთხვევაში სიკვდილის წინასწარმეტყველება შეუძლებელი მგონია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 მე მჯერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted November 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 მე მჯერა + რათ გადმოიტანეთ ეს თემა აქ? საფლეიმოა ეს თემა ეხლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 Police Helicopter საფლეიმოა ეს თემა ეხლააშკარად))) http://blog.bekahbrunstetter.com/wp-content/uploads/2007/10/kitten_die.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 წინასწარმეტყველება არ ვიცი,მაგრამ წინათგრძნობა არსებობს,ადამიანი ქვეცნობიერად გრძნობს სიკვდილის მოახლოებას და ამას საქციელით და საუბრებით გამოხატავს,ისე რომ თვითონაც ვერ ხვდება :yes2: არ შესწრებიხართ,ვინმე რომ გარდაიცვლება და ახლობლები იხსნებენ,საცოდავი,ასე თქვა და ისე მოიქცა, თურმე იცოდა რა ელოდებოდაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bukSon Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 მჟერააააა........2012-ში რო ვიბრიდებით მაგისიც მჯერაა სიკვდილის მოახლებას ყველა ადამიანი გრძნობს! ვეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.