Jump to content
Planeta.Ge

ჩოხა vs ძენი, რუსეთ საქართველოს ურთიერთობა


Recommended Posts

zen

ეს არის მართვადი ქაოსი, რომელიც მართულია მათ მიერ. ქაოსი წარმოიქმება სააკაშვილის მტრული და ლამის შიზოფრენიული რიტორიკის და ქმედებების საშუალებით რუსეთის მიმართ. ამერიკა აქეზებს ფინიას, აყვირებს და რუსეთს პრობლემებს უქმნის ამით. ამავე დროს, ნავთობსადენების მუშაობას ეს ქაოსი არ აფერხებს, რადგან რუსეთი ვერ ბედავს პირდაპირ დაარტყას მათ, რადგან თავადაც გარკვეულ წილად დამოკიდებულია მავთობის გაყიდვაზე დასავლეთში.

 

რუსეთ საქართველოს ურთიერთობების მთლიანად სააკაშვილის ფენომენზე აგება ჩემი აზრით შეცდომაა.

ჩვენ გვინდა საკითხი განვიხილოთ მხოლოდ ერთი დეტალის მიხედვით, სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად.

კი ბატონო, ამ კაცის უადგილო რიტორიკამ ბევრ საკითხში ეს ურთიერთობები გააუარესა, მაგრამ არის ეს პირველადი მიზეზი თუ გარკვეული პროცესის გაგრძელება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 88
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

კარგი კითხვაა

 

ჯერ ერთი, 90-იანი წლების მერე იყო 2004 წელი, როდესაც სააკაშვილი ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს (ალოდინა ნახევარი საათი) და აღტაცებული იძახდა, ამ კაცთან შეიძლება საქმის კეთებაო. ვენდობიო.

 

პუტინმა პირობა შეასრულა და ასლან აბაშიძე უმტკივნეულად მოაშორა აჭარას. (დიდი როლი შეასრულა ამაში). ამის შემდეგ სააკაშვილის ბანდა მიადგა ცხინვალს და დაიწყო მისი შტურმი.

 

რაც შეეხება 90-იან წლებს. თუ ავიღებთ შევარდნაძის მმართველობას, შევარდნაძის ორპირობამ და ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკამ ასევე არც ისე კარგი როლი ითამაში. თუმცა, შევარდნაძე მაინც არ წავიდა ისეთ გამწვავებაზე, როგორც სააკაშვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ვინმეს აინტერესებს 92-93 წლები, რა თქმა უნდა, რუსეთმა აიღო კონტროლი იმ ორ ტერიტორიაზე. რაც სრულიად გასაგებია.

 

საქართველო უმნიშვნელოვანესია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. ვერავითარ შემთხვევაში რუსეთი ვერ დაუშვებდა, რომ საქართველო ისრაელის მსგავს, მისდამი მტრულ ქვეყანად ქცეულიყო. ამიტომაც დაიტოვა ეს ტერიტორიები, ასე ვთქვათ, მძევლად.

 

დღესაც მძევლად ჰყავს ისინი და არ აპირებს (ჯერ) მათ საბოლოო ანექსიას, ანუ შეერთებას თავისთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ჯერ ერთი, 90-იანი წლების მერე იყო 2004 წელი, როდესაც სააკაშვილი ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს (ალოდინა ნახევარი საათი) და აღტაცებული იძახდა, ამ კაცთან შეიძლება საქმის კეთებაო. ვენდობიო.

ვიცით ეგ :(

90-იან წლებში რა იყო?!

 

სად დაიძაბა პირველად ურთიერთობები და რატომ?!

ერია თუ არა რუსეთის ხელი ერთანი ქართული სახელმწიფოებრივი სივრციდან ცხინვალისა და სოხუმის დე იურე მოგლეჯვაში?!

 

ყველა დამიდასტურებს, არ ვარ მე მიშას მეხოტბე, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მას ვერ დააბრალებ თU საკითხს ძირეულად განვიხილავთ.

 

 

 

რაც შეეხება 90-იან წლებს. თუ ავიღებთ შევარდნაძის მმართველობას, შევარდნაძის ორპირობამ და ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკამ ასევე არც ისე კარგი როლი ითამაში. თუმცა, შევარდნაძე მაინც არ წავიდა ისეთ გამწვავებაზე, როგორც სააკაშვილი.

და რაში გამოიხატებოდა ამ შემთხვევაში ედუარდის ორპირობა და ორ სკამზე ჯდომა და რა კავშირში იყო ის რუსეთთან?

მითუმეტეს როცა, მაგალითად 92 წელს დასავლეთის და აშშ-ს ხსენებაც კი არ იყო საქართველოსა და კავკასიაში?!

 

 

zen

საქართველო უმნიშვნელოვანესია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. ვერავითარ შემთხვევაში რუსეთი ვერ დაუშვებდა, რომ საქართველო ისრაელის მსგავს, მისდამი მტრულ ქვეყანად ქცეულიყო.

და რა გააკეთა რუსეთმა ამისათვის?!

 

არ გინდა ქვეყანა მტრად მოიკიდო და ამისათვის

ამიტომაც დაიტოვა ეს ტერიტორიები, ასე ვთქვათ, მძევლად.

ამას აკეთებ?!

ლოგიკა სადაა?!

 

ანუ საქართველოს ძალისმიერი მეთოდით შენარჩუნება თან ისე, რომ მტრად არ მოიკიდო?!

ცოტა უცნაურრად მეჩვენება, არარეალურია.

მოდი ვთქვათ, რომ ეს იყო რუსეთის გაუთვლელი, დათვური პოლიტიკის და იმპერიული ამბიციების შედეგად დაშვებული უხეში სტრატეგიული შეცდომა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება 90-იან წლებს. თუ ავიღებთ შევარდნაძის მმართველობას, შევარდნაძის ორპირობამ და ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკამ

იმავე 90-იან წლებში მინიტრთა კაბინეტი მთლიანად რუსების მიერ იყო დაკომპლექტებული, მაგრამ ანტაგონიზმის ხარისხი ჩვენს მიმართ მაინც ძალიან მაღალი იყო. ასე რომ, ჩემი აზრით, ჩემო ბატონო zen, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში რუსების მტაცებლური პოლიტიკა მაინც გაგრძელდება. ერთი სიტყვით, მათ საქართველო ერთიანი და ძლიერი არ ჭირდებათ. რუსებს აწყობთ საქართველო, სადაც მუდმივი ქაოსი იქნება. +ისინი ებრძვიან არა სააკაშვილს, არამედ საქართველოს

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ე მიშას მეხოტბე, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მას ვერ დააბრალებ თU საკითხს ძირეულად განვიხილავთ.

და რაში გამოიხატებოდა ამ შემთხვევაში ედუარდის ორპირობა და ორ სკამზე ჯდომა და რა კავშირში იყო ის რუსეთთან?

მითუმეტეს როცა, მაგალითად 92 წელს დასავლეთის და აშშ-ს ხსენებაც კი არ იყო საქართველოსა და კავკასიაში?!

 

ამაზე ზემოთ გავეცი პასუხი.

 

ისე კი არაა სწორი, თითქოს 92 წელს აშშ საქართველოში არ იყო. ჯეიმს ბეიკერი აფხაზეთის ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა საქართველოში.

 

თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა აშშ-ს რუსეთზეც კი, მეტყველებს შევარდნაძის სოხუმიდან გამოყვანის ეპიზოდი, როცა აშშ უშუალოდ ჩაერია ამ საკითხში.

 

შევარდნაძის ორპირობის მაგალითები 90-იან წლებში და პუტინის დროს განსაკუთრებით - უამრავია. თუნდაც ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფის წამოწევა ამერიკის კარნახით, პანკისში ჩეჩენი ბოევიკების ბაზების შექმნის ნებართვა, რუსეთი ბაზებისთვის 25 წლიან იჯარაზე უარის თქმა და ბევრი სხვა.

 

ახლა მეც დავსვამ კითხვას:

 

ხედავ თუ არა რამე რეალურ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიების დაბრუნების იმედი, თუ რუსეთისადმი მტრული პოლიტიკა გაგრძელდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ჯეიმს ბეიკერი აფხაზეთის ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა საქართველოში.

და მერე რა?!

ამის გამო დაიწყო რუსეთმა აფხაზეთის პროვოკაცია?!

 

ხომ არ ჯობდა საპასუხო ვიზიტით ეპასუხა და პროვოკაციის მაგივრად ჩამოეტანა წინადადება, რომელზე უარს ვერ იტყოდა ქართული ხელისუფლება?!

განა რა ჩამოიტანა ასეთი ბეიკერმა?!

 

თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა აშშ-ს რუსეთზეც კი, მეტყველებს შევარდნაძის სოხუმიდან გამოყვანის ეპიზოდი, როცა აშშ უშუალოდ ჩაერია ამ საკითხში.

შევარდნაძის სოხუმიდან გამოყვანა თავიდან ბოლომდე რუსული საქმე იყო, მოდი ნუ წარმოვიდგენთ, რომ აშშ ყოვლისშემძლეა :)

 

შევარდნაძის ორპირობის მაგალითები 90-იან წლებში და პუტინის დროს განსაკუთრებით - უამრავია. თუნდაც ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფის წამოწევა ამერიკის კარნახით, პანკისში ჩეჩენი ბოევიკების ბაზების შექმნის ნებართვა, რუსეთი ბაზებისთვის 25 წლიან იჯარაზე უარის თქმა და ბევრი სხვა.

ჯერ ერთი, პანკისის ხეობაში არანაირი ბაზები არ იყო, იყვნენ ბოევიკთა ჯგუფები.

ეს ძირითადად საზღვრის კონტროლის უკმარისობით იყო გამოწვეული, მაგრამ როდესაც ჩეჩენ ბოევიკებზე ვსაუბრობთ და მათ ქართულ ხელშეწყობაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ომი თავიდან ბოლომდე ფეესბემ დაგეგმა, შეაიარაღა და დააფინანსა კიდეც გარკვეული ნაწილით.

 

რაც შეეხება რუსულ ბაზებს, მათთვის ვადის გაგრძელება შეიძლებოდა..............ოღონდ ამისთვის ფასი არავის შემოუთავაზებია, ეს კი უფასოდ არ ხდება (ფასში ფულს არ ვგულისხმობ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

 

 

 

რაც შეეხება რუსულ ბაზებს, მათთვის ვადის გაგრძელება შეიძლებოდა..............ოღონდ ამისთვის ფასი არავის შემოუთავაზებია, ეს კი უფასოდ არ ხდება (ფასში ფულს არ ვგულისხმობ)

 

რა იცი, რომ არ შემოუთავაზებია?

 

შევარდნაძე თავად ამბობს ინტერვიუში, ჩვენს საიტზეც იყო (მერე დავდებ ლინკს), რომ დსთ-ს ერთ-ერთ სამიტზე მივედი პუტინთან და "ვახარე" - ამერიკელები იღებენ ჩვენი ჯარის გაწვრთნასო.

 

ცხინვალში მაგ დროს იყო ჩიბიროვი, რომელიც კარგად იყო ქართველების მიმართ განწყობილი. შეიძლებოდა ნელ-ნელა ცხინვალის საკითხის გადაწყვეტა, ეტაპობრივად, რუსეთის ბაზების საკითხთან ერთად. ახლა მივიღეთ იგივე რუსული ბაზები, ოღონდ მტრული ფორიმით.

 

მაგრამ შევარდნაძეს არ გააჩნდა არავითარი პოლიტიკური ნება და მისი ნდობა შეუძლებლი იყო რუსეთის მხრიდან. თანაც ჟვანია-სააკაშვილის გუნდი არავითარ შემთხვვაში არ დაუშვებდა ამ ხელშეკრულების გაფორმებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

ხედავ თუ არა რამე რეალურ შესაძლებლობას საქართველოსთვის, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიების დაბრუნების იმედი, თუ რუსეთისადმი მტრული პოლიტიკა გაგრძელდა?

არა, მაგრამ მტრული პოლიტიკის არარსებობა არ გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმას და უარის თქმას უფლებაზე, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი.

რუსეთი მეზობელია, ამას ვერსად გავექცევით.

ვერც იმას გავექცევით, რომ მოგვიწევს მისი ინტერესების გარკვეულზილად გათვალისწინება, მაგრამ რის ფასად?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

 

შევარდნაძე თავად ამბობს ინტერვიუში, ჩვენს საიტზეც იყო (მერე დავდებ ლინკს), რომ დსთ-ს ერთ-ერთ სამიტზე მივედი პუტინთან და "ვახარე" - ამერიკელები იღებენ ჩვენი ჯარის გაწვრთნასო.

და რატომ უნდა გვეთქვა უარი ამერიკელების შემოთავაზებაზე?!

რაიმე უკეთესს გვთავაზობდა რუსი?!

 

ცხინვალში მაგ დროს იყო ჩიბიროვი, რომელიც კარგად იყო ქართველების მიმართ განწყობილი. შეიძლებოდა ნელ-ნელა ცხინვალის საკითხის გადაწყვეტა, ეტაპობრივად, რუსეთის ბაზების საკითხთან ერთად

შეძლებით ბევრი რამ შეიძლებოდა თეორიულად, მაგრამ რეალურად ეს არ მოხდა.

ჩიბიროვი ისეთივე მარიონეტი იყო, როგორიც კოკოითია და აქ მისი პოზიცია არ იყო გადამწყვეტი.

ოდესმე შემოგვთავაზა რუსეთმა თუნდაც მხოლოდ ცხინვალი რუსული ბაზის სანაცვლოდ?!

გააქვს ამის ფაქტი?!

 

ახლა მივიღეთ იგივე რუსული ბაზები, ოღონდ მტრული ფორიმით.

და კარდინალურად განსხვავებული საერთაშორისო სტატუსით :)

 

მაგრამ შევარდნაძეს არ გააჩნდა არავითარი პოლიტიკური ნება და მისი ნდობა შეუძლებლი იყო რუსეთის მხრიდან. თანაც ჟვანია-სააკაშვილის გუნდი არავითარ შემთხვვაში არ დაუშვებდა ამ ხელშეკრულების გაფორმებას.

პოლიტიკური ნება რომ გაგაჩნდეს, ჯერ საფუძველი უნდა იყოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო რაიმე რეალური შემოთავაზება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ რის ფასად?!

+1

 

იმდენად მომეწონა კითხვა, რომ ვეღარ მოვითმინე. ბოდიში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

 

არა, მაგრამ მტრული პოლიტიკის არარსებობა არ გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმას და უარის თქმას უფლებაზე, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი.

რუსეთი მეზობელია, ამას ვერსად გავექცევით.

ვერც იმას გავექცევით, რომ მოგვიწევს მისი ინტერესების გარკვეულზილად გათვალისწინება, მაგრამ რის ფასად?!

 

რის ფასად და რუსეთის ბაზების ფასად, ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებაში და ოდკბ-ში შესვლის ფასად.

 

მაგალითად ავიღოთ ყირგიზეთი.

 

რუსეთმა ორი მილიარდი დოლარის კრედიტი მისცა ყირგიზეთს, რომ მას გაეყვანა ამერიკული ბაზა, მაგრამ ყირგიზეთმა მხოლოდ სახელი შეუცვალა და დატოვა. ამავე დროს, ყირგიზეთი არის ოდკბ-ს წევრი, დსთ-ს და რუსეთთან ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები აქვს.

 

რა, ყორგიზეთი დამონებულია ჩვენზე მეტად და რუსეთის ჩექმის ქვეშ იტანჯება?

 

იგივეა ტაჯიკეთი, ბელორუსია, სომხეთი, უზბეკეთი და ოდკბ-ში შემავალი ყველა ქვეყანა. არც ერთი არაა დამონებული და სუვერენიტეტწართმეული.

 

zen

და რატომ უნდა გვეთქვა უარი ამერიკელების შემოთავაზებაზე?!

რაიმე უკეთესს გვთავაზობდა რუსი?!

 

დიახ, ჯერ კიდევ ვარდიკო ნადიბაიძის დროს საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გადმოეცა საქართველოს 90-იან წლებში, რუსეთის აკადემიებში სწავლობდნენ ქართველები.

 

იგივე შევარდნაძე ამ ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინმა მითხრა - ჩვენ მოგიმზადებთო (როცა ამერიკელების ამბავი "ამცნო"). მაგრამ ამან უარი თქვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

რის ფასად და რუსეთის ბაზების ფასად, ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებაში და ოდკბ-ში შესვლის ფასად.

რუსეთის ბაზები ეს რუსული ინტერესია და არა ქართული, რაც შეეხება ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებას, მის შესახებ მნიშვნელოვანი არაფერი მსმენია, არც ოდკბ-ზე, პრინციპში ერთიც და მეორეც რა სახეიროცაა, რუსულ ეკონომიკას ისედაც ეტყობა :)

 

რუსეთმა ორი მილიარდი დოლარის კრედიტი მისცა ყირგიზეთს, რომ მას გაეყვანა ამერიკული ბაზა, მაგრამ ყირგიზეთმა მხოლოდ სახელი შეუცვალა და დატოვა. ამავე დროს, ყირგიზეთი არის ოდკბ-ს წევრი, დსთ-ს და რუსეთთან ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები აქვს.

შემოეთავაზებინა ჩვენთვის მაგალითად ცხინვალი და სოხუმი იმ ორი მილიარდის მაგივრად.......ეგებ ჩვენც ვთანხმდებოდით?!

შემოთავაზებას თავი დაანებე, არ წაერთვა!

 

რა, ყორგიზეთი დამონებულია ჩვენზე მეტად და რუსეთის ჩექმის ქვეშ იტანჯება?

ყირგიზეთის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ აქვს, მათ ადგილზე ეგებ ჩვენც დავთანხმებულიყავით.

იგივეა ტაჯიკეთი, ბელორუსია, სომხეთი, უზბეკეთი და ოდკბ-ში შემავალი ყველა ქვეყანა. არც ერთი არაა დამონებული და სუვერენიტეტწართმეული.

და არშემავალნი?!

უკრაინა?

აზერბაიჯანი?

მოლდავეთი?

ანუ ან ოდკბ ან ტერ. მთლიანობა?!

და სადღაა სუვერენიტეტი?!

სხვა რაღაა მონობა და ძალადობა, როდესაც სახელმწიფო თავად ვერ წყვეთ სად იყო და რატომ იყო?!

 

zen

დიახ, ჯერ კიდევ ვარდიკო ნადიბაიძის დროს საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გადმოეცა საქართველოს 90-იან წლებში, რუსეთის აკადემიებში სწავლობდნენ ქართველები.

და ორი იმდენი აფხაზებს, პლუს ცოცხალი ძალა არა? :)

ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ტექნიკა ქართულ-აფხაზური შუღლისათვის იყო გათვალისწინებული და არა კეთილი სურვილებით?!

 

იგივე შევარდნაძე ამ ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინმა მითხრა - ჩვენ მოგიმზადებთო (როცა ამერიკელების ამბავი "ამცნო"). მაგრამ ამან უარი თქვა.

პუტინმა თქვა, ამერიკელებმა კი სიტყვას საქმე არჩიეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...