Jump to content
Planeta.Ge

ჩოხა vs ძენი, რუსეთ საქართველოს ურთიერთობა


Recommended Posts

დებატები შედგება რუსეთ- საქართველოს ურთიერთობაზე

 

ცოტაოდენი წარსული, დღევანდელი რეალობა და რაც მთავარია, მომავალში როგორი უნდა იყოს!

 

წესები:

 

დებატების დროს სხვა უზერებს იმ თემაში პოსტვა ეკრძალებათ

 

 

წამყვანს შეუძლია საჭირო დროს კითხვები დასვას, რომ თემამ სხვა მიმართულება არ მიიღოს...

 

მონაწილეებს ეკრძალებათ სმაილიკების გამოყენება

 

მონაწილეებს ეკრძალებათ ერთმანეთისადმი ცინიკური დამოკიდებულება

 

 

მონაწილე 2 დუელანტი

 

1 მოდერატორი

 

დრო 1 საათი.

 

 

 

დებატების დროს მოქმედებს planeta.ge წესები. შეურაცხყოფა ისჯება.

 

11:40 ვიწყებთ

 

ნიკები ამ თემაში დააფიქსირეთ 11:35-მდე.

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 88
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

დუელანტები ადგილზე არიან. ასე რომ, შეგვიძლია დავიწყოთ.

 

თქვენი აზრით, რუსეთს ჭირდება ერთიანი ძლიერი საქართველო, თუ მათ აწყობთ საქართველოში ქაოსი ?

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დუელანტები ადგილზე არიან. ასე რომ, შეგვიძლია დავიწყოთ.

 

თქვენი აზრით, რუსეთს ჭირდება ერთიანი ძლიერი საქართველო, თუ მათ აწყობთ საქართველოში ქაოსი ?

 

ამ კითხვაზე უნდა ვუპასუხოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კითხვაზე უნდა ვუპასუხოთ?

ამით დავიწყოთ და მერე კითხვა-პასუხში უფრო გამოჩნდება რომელი საკითხია აქტუალური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი აზრით, რუსეთს ჭირდება ერთიანი ძლიერი საქართველო, თუ მათ აწყობთ საქართველოში ქაოსი ?

ობიექტურად, რუსეთის ინტერესებში შედის ერთიანი საქართველო, ქაოსი მხოლოდ მის დროებით ინტერესს დააკმაყოფილებს, პერსპექტივაში კი თავადვე შეუქმნის პრობლემებს.

 

თუმცა ამ მოცემულობაში ერთი დიდი პრობლემაა: რუსეთის პოლიტიკა ამ რეალობას სრულ იგნორირებას უკეთებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ობიექტურად, რუსეთის ინტერესებში შედის ერთიანი საქართველო, ქაოსი მხოლოდ მის დროებით ინტერესს დააკმაყოფილებს, პერსპექტივაში კი თავადვე შეუქმნის პრობლემებს.

ჰო, მაგრამ ქაოსის შემთხვევაში, ჩემო ბატონო choxa , ევროპასა და შუა აზიას კავშირი საქართველოს მეშვეობით დაირღვევა და რუსებს ექნებათ უალტერნატივო გზა ევროპასა და შუა აზიას შორის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დუელანტები ადგილზე არიან. ასე რომ, შეგვიძლია დავიწყოთ.

 

თქვენი აზრით, რუსეთს ჭირდება ერთიანი ძლიერი საქართველო, თუ მათ აწყობთ საქართველოში ქაოსი ?

 

კაი ბატონო.

 

სანამ საქართველო რუსეთის მიმართ მტრული ქვეყნების (დასავლეთი, აშშ) გავლენის ქვეშაა და მათი დასაყრდენია, რუსეთი ყოველთვის შეეცდება საქართველოში ქაოსი იყოს და ეს ბუნებრივია. აშშ-ც იმასვე იზამდა. გავიხსენოთ აშშ-ს მრავალწლოვანი მცდელობა კასტროს რეჟიმის ჩამოგდების და დასუსტებისა. დღესაც ემბარგოა დაწსებული კუბაზე.

 

თუ საქართველო გახდება რუსეთის მოკავშირე, მაშინ საკითხი ასე აღარ იდგება. რაც უფრო მეტად ენდობა რუსეთი საქართველოს, მის ხელმძღვანელობას და პოლიტიკურ კურსს, მით უფრო ნაკლებად სჭირდება მას ქაოსი საქართველოში.

 

ელემენტარულად, დაფიქრდით, რაში უნდა სჭირდებოდეს ქაოსი რუსეთს საქართველოში, როცა ეს ქაოსი გადადის ჩრდილოეთ კავკასიაზე და საფრთხეს უქმნის თავად რუსეთს. სწორედ ამერიკული სპეცსამსახურები ქმნიან ქაოსს საქართველოში, თუნდაც იმით, რომ ინარჩუნებენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს.

Edited by zen
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

ჰო, მაგრამ ქაოსის შემთხვევაში, ჩემო ბატონო choxa , ევროპასა და შუა აზიას კავშირი საქართველოს მეშვეობით დაირღვევა და რუსებს ექნებათ უალტერნატივო გზა ევროპასა და შუა აზიას შორის

უალტერნატივო არც დღეს აქვთ და არც ხვალ ექნებათ, საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია დასავლეთის ენერგორესურსებით მომარაგების გეგმაში, მაგრამ არა ერთადერთი.

იქნება ქაოსი საქართველოში? - მთელი ძალისხმევა მიიმართება სომხეთისაკენ, იქნება იქაც ქაოსი? - დღის წესრიგში დადგება ირანი და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება (შორეულ წარსულს არ ვგულისხმობ), ვისი და რა მიზეზით მოხდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორედ ამერიკული სპეცსამსახურები ქმნიან ქაოსს საქართველოში

და რაში ჭირდებათ, ჩემო ბატონო zen, ამერიკულ სპეცსამსახურებს საქართველოში ქაოსი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება (შორეულ წარსულს არ ვგულისხმობ), ვისი და რა მიზეზით მოხდა?

 

თუ სააკაშვილის პერიოდს ავიღებთ, 99 პროცენტით საქართველოს (უფრო სწორად, მმართველი რეჟიმის) მიზეზით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

თუ სააკაშვილის პერიოდს ავიღებთ, 99 პროცენტით საქართველოს (უფრო სწორად, მმართველი რეჟიმის) მიზეზით.

სააკაშვილით არ დაწყებულა ეს ურთიერთობები და არც მისით დამთავრდება,მაგ საკითხამდეც მივალთ.

მე ვგულისხმობ 90-იან წლებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილით არ დაწყებულა ეს ურთიერთობები და არც მისით დამთავრდება, მე ვგულისხმობ 90-იან წლებს.

კარგი კითხვაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რაში ჭირდებათ, ჩემო ბატონო zen, ამერიკულ სპეცსამსახურებს საქართველოში ქაოსი?

 

ეს არის მართვადი ქაოსი, რომელიც მართულია მათ მიერ. ქაოსი წარმოიქმება სააკაშვილის მტრული და ლამის შიზოფრენიული რიტორიკის და ქმედებების საშუალებით რუსეთის მიმართ. ამერიკა აქეზებს ფინიას, აყვირებს და რუსეთს პრობლემებს უქმნის ამით. ამავე დროს, ნავთობსადენების მუშაობას ეს ქაოსი არ აფერხებს, რადგან რუსეთი ვერ ბედავს პირდაპირ დაარტყას მათ, რადგან თავადაც გარკვეულ წილად დამოკიდებულია ნავთობის გაყიდვაზე დასავლეთში.

Edited by zen
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...