Jump to content
Planeta.Ge

"ყველა განსხვავებული -ყველა თანასწორი" გენდერული თანასწორობა--და მისი მოწინააღმდეგენი


Recommended Posts

ანალიზისთვის მორიგი ქართული მარაზმი : სტატია რომელიც გამოქვეყნდა სახელწოდებით " თანამედროვე ამორძალები" ანუ " ეროტიკული სიანცენი" ჟურნალისტ ჟანრი გოგეშვილის მიერ თავის ჟურნალში :

 

http://jgogeshvili-gogejanr.blogspot.com/2...tic-pranks.html

 

ეროტიკული სიანცენი…Erotic pranks…

 

მკითხველთა თავშესაქცევად გამიზნული ეს წერილი ნაწილობრივ ”საცილობელ” საკითხთა მოკვლევაში გადაიზარდა, ამიტომ, თავისებურად რომ მიგანიშნოთ რამ გამოიწვია ”ეროტიკულ სიანცეებზე” აზრების ხედნა, ჯერ, ჩემს მიერ გამოცემულ ჟურნალის 2005 ერთ-ერთი ნომერში ”რეპლიკის’ ნიშნით დაბეჭდილი სტატიის ტექსტს (”თანამედროვე ამორძალები”) შემოგაგებებთ და მერე ეგრეთ წოდებულ ”კონსერვატიზმიდან” ე. წ. ”დემოკრატიულ ღირებულებებზე” გადავინაცვლებ:

რეპლიკა

დღეს ხშირად წაიკითხავთ და გაიგონებთ: ”გენდერული პოლიტიკა”; ”გენდერული თანასწორობა”; ”გენდერი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის”; ”გენდერული საკითხები; ”გენდერული პრობლემები”… და ა. შ. უმეტესწილად საუბარია ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობაზე. ანუ იგივე გენდერიზმზე, ”დემოკრატიული სამყაროს გამორჩეულ მონაპოვარზე”.

ვინაიდან შრომის ბაზარზე, ქალზე ბევრადაა გაზრდილი მოთხოვნილება, რამეთუ ერთ დროს ”სუსტ სქესად” აღიარებული არსებები, თურმე ადვილად შეეგუენ კატაკლიზმებს (გარკვეულ ვითარებასთან ადაპტაციის უნარი), შესაბამისად მათი უფლებებიც უფრო მატულობს… როგორც გვიმტკიცებენ ეს სრულებით არ გახლავთ ფემინიზმი, მით უფრო რადიკალური ფემინიზმი. რომელიც, როგორც ამ საქმის მცოდნენი განმარტავენ განისაზღვრება ”ზოგადსქესობრივი” მსოფლმხედველობის აღიარებით. ”გენდერი” თურმე სოციალურ კონსტრუქციას წარმოადგენს…

…მაგრამ გენდერიზმის მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ ”არაფერში არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი”… კაცს, როგორც ქალს გააჩნია მოვალეობა უპირველესად ღვთის, ქვეყნის და ოჯახის წინაშე. და არაფერში არ იყო შეზღუდული მამაკაცის მამაკაცობის ხარჯზე, ეს ჩვენი ერისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება ვიდრე დღევანდელი სიდუხჭირე

თუ ურთიერთპატივისცემაზეა საუბარი, მაშინ უმჯობესია პავლე მოციქულს დავუგდოთ ყური: ”ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს” იქვე შემდგომ: ”ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ცოლი”.

მისასალმებელია, როცა ქალიც და კაციც მეგობრულად ინაწილებენ ოჯახისა და სხვა მიმდებარე ”საკითხებს”, მაგრამ თანასწორუფლებიანობა იმ გაგებით, როგორც ზოგიერთი გენდერისტი გამომწვევად ამჟღავნებს, თავად განგებისაგნ დაწესებულ ბუნებრივ იერარქიას აზიანებს.

ფემინიზმი, თუნდაც რადიკალური თავისი ”გენეტიკური ბიძგებით”, ”გადამწვარ ქალთა აგრესიით”, ”ეგზალტირებული ამბოხითდა ა. შ. ვერ ქმნის ამინდს, ერის სასიცოცხლო ინტერესების მოსაშლელად. მაგრამ ”გენდერული თანასწორუფლებიანობის” მორალურ-ეკონომიკურ ფორმაციად გაშლა და დამკვიდრება, ასე ”ნაცნობი” მზაკვრული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იკვეთება.

როგორც წინასწარმეტყველებენ ქალისა და კაცის მიზნობრივი ”იდენტიფიკაცია” წარმოშობს ”მესამე სქესობრივი ნიშნების” მატარებელ, თავისებური სოციალური სქესის ადამიანს ”გენდერს”…

სამწუხაროდ, დაზღვეულნი, არც მსგავსი მოვლენისგან ვართ. მაგრამ ამგვარი ”იდენტიფიკაციის” ხელოვნურად დაჩქარება, ისევ იმ მზაკვრულად შემოგდებული ”პოლიტიკის” დამაჩქარებელია.

რამდენადაც სამარცხვინო არ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანაში, უპირველესად მამაკაცის, როგორც ”ოჯახის მარჩენლის” უფლებები ირღვევა. უამრავი ჯანღონით აღსავსე, შრომას მოწყურებული ადამიანი ”კედელთან არის მიყენებული”. ხდება მათი დისკრედიტაცია მეუღლის, შვილების, ახლობლების წინაშე.

საზრიან, ღირსებამოსილ ქალბატონებს სამოღვაწეო ასპარეზი ოდითგანვე ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში…

მაგრამ განგებისგან დაწესებულ ბუნებრივი მოვალეობებისგან ”თავგამონთავისუფლებულ” ქალს, კიდევ იმას რომ ჩააგონებ კაცის (მეუღლის) ”კაცობა” შენს ნებას უნდა დაუმორჩილო, ასე თუ ისე ”არაფერში არ უნდა იყო შეზღუდული!”-ო, შედეგში, რასაც დაიჭერს ყველამ ვიცით.

ერთეულთა გამონაკლისის გარდა ქალს, თუნდაც, იგი ვითარებათა გამო დღესდღეისობით ”ოჯახის მარჩენლად” ითვლებოდეს, მაინც ”პატრონი” ჭირდება, თუ ქალი ”არაფერში არ იქნება შეზღუდული” (ეს აზრი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ”მესვეურმა” რადიოგადაცემაში ”მწვავედ” განავითარა) მისი მოვლა ან დაცვა ვერანაირად განხორციელდება.

ფრანგ მორალისტს და ლექსიკოგრაფს პიერ კლოდ ბუასტის უთქვამს: ქალმა რომ იცოდეს რა ფარ-ხმალია მისთვის სიდინჯე და სიწყნარე ის სხვა იარაღს არ იხმარდაო…

…კაცს ღირსება ”გენდერული ძირგამომთხრელობით” არ უნდა გამოვაცალოთ… თორემ ძვირფასო ”გენდერისტებო” (ყველანი ჯერ კიდევ კარგად, რომ ვერ გარკვეულხართ ამ ტერმინის არსში) მერე და მერე იმდენი უფლებები დაგიგროვდებათ ვეღარ გაარკვევთ ”რაში” და როგორ მოიხმაროთ, რადგან ბუნებამ კაცსაც და ქალსაც თავისი პირდაპირი შესაძლებლობანი უბოძა…

მოფერებითა და კეთილი სურვილებით…

ბარემ, ყველაფერ ამას, ერთი ლექსიც შევაშველოთ და სასიყვარულო სიანცეების თემასაც მერე ”შევუყვეთ”…

 

მიწის სურნელი

დაუბრუნე,

სულის ზედაშე…

 

მეომარ ქალთა აგრესია

ანგრევს სიცოცხლეს…

მეომარ ქალთა გამოწვევა

აღძრავს ყალბ ფერებს,

მეომარ ქალთა უშნო ჯიბრი

ზეცას აღონებს,

კაცურ ნდომას ხრავს

და ატერორებს…

ამხედრდი მამრო!

ქალს მიხედე,

ქალს მიეფერე,

მიწის სურნელი დაუბრუნე,

სულის ზედაშე…

ამორძალთ ჟინი შეპარვია,

მახვილს გიღერებს,

უკაცოდ ბრძოლას დაჩვეული,

გადაგაშენებს…

 

სიყვარულისა და სექსის სახეობების შეასახებ უამრავი რამ დაწერილა; ძველი ბერძნები შეყვარებულებს შორის მეგობრობას _ ფილია ეროტიკედ; სრულიად მიცემას _ ეუნოიად; უანგარო გრძნობას _ აგაპედ; სასიყვარულო ნდომას _ პათოსად; პატივისცემითა და მადლიერებით ნასაზრდოებ სიყვარულს _ქარისად. დაუოკებელ ვნებას _მანიად, სურვილსა და ლტოლვას _ეროსად მოიხსენიებდნენ…

ინდოეთისა და ჩინეთის კულტურებში სიყვარულს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. დაოსის მიმდევრები იმასაც კი თვლიან, რომ სიყვარული სექსის გარეშე არაჯანსაღი მოვლენაა, ”სექსუალურ სიცელქეებზე” არც ინდოეთში და რიგ ქვეყნებში ამბობდნენ უარს, მაგრამ ”კოცნაობას” კი არა, უბრალო, თანაგრძნობის გამომხატველ ამბორსაც ემტერებოდნენ…

ასე, რომ ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად, ფილოსოფიურად, ისტორიულად და ასე შემდეგ მრავალჯერაა გადამოწმებული, გაანალიზებული და კლასიფიცირებული… სასიყვარულო, ვნებიანი სცენები კი ვინ მოთვლის რამდენჯერ აღწერილა თუ განსხეულებულა ლიტერატურასა და ხელოვნების სხვადასხვა სახებების მეშვეობით.

ამბობენ სასიყვარულო ურთიერთობები ძირითადად ამგვარად წარმოჩინდება:

1. პლატონური მოდელი

2. გრძნობიერი მოდელი

3. ინტგრალური, ფსიქოფიზიკური მოდელი

4. სიყვარულისა და სექსის დაპირისპირების მოდელი

5. უსიყვარულო სექსის მოდელი

შემდგომ მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფებმა სასიყვარულო ურთიერთობის სხვადასხვა სტილი შემოგვთავაზეს, მათი განხილვამ შესაძოა თავგზა აუბნიოს მკითხველს და გააღიაზიანოს, რადგან თუ ქალი და კაცი სიყვარულის ნიჭით არაა დაჯილდოებული ვერავითარი მეთოდოლოგია და ვერ უშველის…

ამას წინათ, ერთმა ინდოელმა პოეტმა (ინგლისურენოვან საიტზე) მომწერა, დამანგრეველი ვნება ჭარბობს თქვენს ლექსებშიო… კაცია და გუნება,

ალბათ, უპირველესად ის ვერ აიტანა ერთგან, რომ წამომცდა: ” მკვდარია, მკვდარი უკოცნელად ქალის ტუჩები…”, მართალია ლექსის სათაურის ქვეშ აღნინიშნულია: ”იუმორესკა”, მაგრამ ტრადიციის მიმდევარ ინდოელს რა თქმა უნდა, ამგვარი ტერმინი ვერ დაამშვიდებდა, როგორც ჩანს ლექსი ბოლომდე ჩაიკითხა, და ალბათ, ნამალევად გული დაწყდა მხურვალე კოცნის გემო, რომ დააკლო მშვენიერ სქესს… (არადა, ”კამასუტრაზე” უამრავი ჭორი დადის… ერთგან ამოვიკითხე: ინდოელი ფილოსოფოსები დღე და ღამეს ათენებდნენ შეყვარებულთათვის სასურველი ”პოზიციები”, რომ ამოეცნოთო… ჰოდა, ცოტა კოცნა-ალერსისთვისაც მიეხედათ მაგ დალოცვილებს… რა ეჩქარებოდათ, პირდაპირ პოზებზე, რომ გადავიდნენ…)

მე კი უნებლიეთ ფიქრში ამგვარად წავიშაირე:

კოცნამ თქვა ბევრჯერ ამკრძალეს,

ბევრჯერც გამკიცხეს, მათრიეს,

მაგრამ, ერთხელ რომ შემიგრძნეს

ღამე ნატვრაში ათიეს…

 

სამაგიეროდ, ერთმა ამერიკელმა გოგონამ საინტერესო მსჯელობა გამართა ამ ლექსისი გამო; სიყვარულისა და ნამალევი, აუსრულებელი ოცნების კვალობაზე…

და რადგან თავად ფემინისტური მოძრაობის ”ფილოსოფიაც” სახესვაობებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რა თქმა უნდა, რაც ერთგან თავშესაქცევ ამბავად ითვლება, სხვაგან იმგვარი სიუჟეტის განვითარებას შესაძლოა ტრაგიკული დასასრული მოჰყვეს: ბრეჟნევისა და სხვა პოლიტბიუროს წევრების მტლაშა-მტლუშს ანუ როგორც საბა განმარტავს ”უგვანო კოცნას” თუ გავიხსენებთ და შემგომ რაც იმ ამბებს მოჰყვა, ზედმეტი განმარტებები აღარ დაგვჭირდება… არადა, რუსთაველი ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა: ”მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”… ოღონდ, ჩვენ გულიან კოცნაზე გესაუბრებით; ცეცხლოვანი, გამაოგნებელი კოცნის გარდა არსებობს სხვა მრავალი სახე; მათ შორის ”იუდას ამბორიც”… ანდა, როგორც რომაელ კატულუსს უთქვამს; ”მძულს, თანაც მიყვარს” პირობითად შესაძლოა კვლავ ამგვარად წავილექსოთ; კოცნამ თქვა: ბევრი ავანთე, ბევრიც ჩავაქრე თბილადა… კოცნა ადამიანის გამაჯასანღებელია; ოღონდ რა თქმა უნდა, გაჩნია ვის, სად, რა დროს და რა განწყობით კოცნი…

ამ ბოლო დროს, თურმე, არც ინდოეთში გაურბიან ამგვარ თანაგრძნობის გამომხატველ ”სიცელქეს” … კაცობრიობა ვნებითი ურთიერთობის ”ფონზე” განვითარდა… (”ფონი” უძახე შენ და ფონს გასული, რომ სულს მოითქვამს, დამშვიდდება და დალაგდება, შესაძლოა მერე ”თავისბურად” დაბრძენდეს კიდეც).

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფშავ-ხევსურეთში წაწლაობა-სწორფერობის (”კოცნით თრობა” სწორფერობისას ვის გაჰკვირებია) კულტურა ფრიად დახვეწილი იყო და იმასაც ამბობენ მისი დამკვიდრება ქალის უფლებების გაზრდას ემსახურებოდაო…

დედაბუნებამ თავად დააწესა სიყვარულის რიგი და წესი და არც ისაა გამონაკლისი ლამაზად რომ მღერიან ”ვარდზე მეტი ეკლები აქვს ლამაზებს…” ანუ როგორც მოვა, ისე წავა თავისთავდავო… თუმც, ბევრს ისე უჭირავს თავი, თითქოს ის აწესებს, განაგებს განცდების ამგვარად გამოხატვის ხელოვნებას და არ დედაბუნება… თავად ბიბლიურ აზროვნებაში კაცისა და ქალის ურთიერთობების მომცველ მრავალ ცნებას აქვს ახსნა და განმარტება. მაგრამ დროდადრო, გარკვეულ დროსა და ეპოქაში ზოგი მათგანი ტაბუდადებული აღმოჩნდა.

ვფიქრომ დასაშვებია ცნება ”ეროტიკის ეთიკა”, რადგან მსგავსი სასიყვარულო სიანცენი სიალმაზის, მომხიბლელობის ამღვძრელი იყოს და არა… მაგრამ თუ ეთიკური გზის დედააზრს, სრულქმნილების მიღწევასა და ღმერთთან მიახლოებას ცალსახად აღვიქვამთ, მაშინ ეთიკის სხვა ნაირსახეობებზეც უნდა ავიღოთ ხელი, რადგან არ მგონია პოლიტიკური ან ჟურნალისტური ეთიკით გავიდეთ ფონს და სრულყოფილებას ვეზიაროთ…

”დაბადებაში” მოყვანილმა დრამატულმა ამბავმა დასაბამი მისცა ტერმინ ”ონანიზმს”. თუმც, უდაოა, იქამდეც, გამონთავისუფლებისა თუ სხვა მიზეზით, მრავლად დაღვრილა სხეულში მოჭარბებული ”ვნებითი ლტოლვა”… ქრისტიანობა და სხვა რელიგიები კრძალავენ ამგვარ გატაცებას, მაგრამ… ყმაწვილთა დიდი ნაწილს ხშირად ეუფლება ჟინი მოძალებული განცდის ამგვარად გამოხატვისა… რაც ”გაკეთილშობილებული კაცობრიობის მორალს” მუდმივ ხიფათს უქმნიდა. აკრძალვა ყოველთვის ვერ გახდება თანმდევი ფიზიოლოგიური პროცესებისა… ნებისყოფის გამოწვრთნით აღძრული თავშეკავება კი ღირსების მომცველია… ასე რომ აღზრდას ალტერნატივა არა აქვს… მაგრამ ხშირად თავად ამღზრდელია არაგულწრფელი… ვიღაც ძალიან თავმიშვებულია, ვიღაც საკუთარ წვენში იხარშება. სახიფათოა ”აღზრდის ეთიკა” იმ ყმაწვილს ქცევას დაემსგავსოს, რომლის შესახებაც ახლა გავიხსენებ:

ოთხი ათეული წლის წინათ საბჭოთა არმიის რიგებში, რომ გაგვიწვიეს ჩემი თანატოლები, ასეულში ანუ მაშინდელ ”როტაში” ერთი ჩვენზე ორი წლით უფროსი ახალგაზრდა კაცი თავიდანვე ”გაფხორილი” დადიოდა. იმდროინდელი კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიტატი , ვითომდაც ჩვენზე აღმატებულად იჭერდა თავს, შიგადაშიგ მარალფარდოვან ფრაზებით ლაპარაკობდა… ქალებზე საუბარს თუ დაიწყებდა ვინმე და თხრობით გატაცებული, რამე ”ისეთს” გამოურევდა, ამრეზილი გაგვეცლებოდა… ჰოდა, როცა ყაზარმაში მორიგეობის დროს შუაღამისას, ტაბურეტზე მჯდომი მასტრუბაციით იყო გართული, დადარაჯებული ბიჭები წამოეპარნენ და ერთმა ისე დაუნდობლად ჩამოაცვა თავზე ვედრო, რომ ეს ჩვენი ”მორალისტი” კინაღამ გაიგუდა. ბიჭების სიცილ-ხარხარმა დანარჩენები შეგვაფხიზლა, წამოვიშალენით… ”მორალისტი” საცოდავად ზმუოდა, შარვლიდან ამოგდებულ ”სიამის ასოს” ეტყობა რაღაც შოკისმაგვარი მიეიღო, რადგან ერთხანს უსაფუძვლოდ ტოკავდა… ვიღაცამ იყვირა: ვედრო, ვედრო ააცალეთ, თორემ გაიგუდება ეგ შობელძაღლიო… მიცვივდნენ, მაგრამ ეტყობა ყველა თავისებურად ექაჩებოდა და ვერაფრით ახადეს. სიცილ-ხარხარს შიშის ტალღამ გადაუარა, ვიღაცამ ”სვარკის” აპარატის მოტანა დააპირა… ბედად განწირულმა, თავად გაიბრძოლა და ვედრო მოიშორა. ცხვირატყავებულმა "მოითქვა თუ არა სული", ხვეწნა დაიწყო: კარგით რაც მოხდა, მოხდა, ოღონდ არ გაამახილოთ, თორემ პარტიაში არ მიმიღებენო…

არ გავწირეთ, ”მორალური სახე” შევუნარჩუნეთ და მალე ცნობილი ბოლშევიკის მოგვარე, კომუნისტური პარტიის ნაღდი წევრი გახდა, სამეთაურო კურსებზეც გაამწესეს…

ამით, იმის თქმა მინდა, რომ ფსევდოპურისტები დღესაც მრავლად არიან… ბევრს ბრმა ფანატიზმი, ზოგს სამსახურებრივი მოვალეობა აიძულებს იყოს მოჩვენებითად უმწიკვლო… ხოლო, ხელოვნურად გამოწვეული ”თავაშვებულობა” საზოგადოების ყურადღების მიტაცების მიზნით თავად ბუნებრივ სითამამესაც ემტერება… ურთიერთსასიყვარულო ლტოლვის ხიბლით მოცულ ეროტიკას, იმგვგარ შეფერილობას აძლევს, როგორც ეს ორმოციოდე წლის წინათ მაშინდელ საბჭოთა კავშირში გამოცემულ უცხო სტყვატა ლექსიკონშია განმარტებული: ეროტიზმი -1.გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა. 2. ხელოვნებაში: აშკარა, ხშირად უხამსი, გამოხატვა სიყვარულისა, სქესობრივი სიყვარულისა.

არადა, თავად ეროტი, რაც ბერძნულად სიყვარულს ნიშნავს, ბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულის ღმერთად გახლვთ ცნობილი… (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება კუპიდონი და ამური).

…რომანი, რის რომანია, შიგ თუ ერთი-ორი სასიყვარულო სცენა არაა აღწერილი… აღწერ პატიოსნად და რა გამოგივა? რა თქმა უნდა, ეროტიკა…

შიშველი, ლამაზი ქალი, რომ საცქერლად კარგია, განსაკუთრებით კაცისგან, ამას იდიოტი თუ უარყოფს, მაგრამ გაშიშვლებულ ქალს რომ ადგილს აღარ დაუტოვებ, რამე, რომ არ ქონდეს გაჩრილი… ამგვარ ”სცენებს” მგონი უკვე ტერმინი ”პორნოგრაფიაც” ვერ გასწვდება… თავისებურმა ”სოდომაზოხიზმმა”, როგორც ამბობენ ლიტერატურაში და ხელოვნების სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით ”შოუბიზნესში” სხვაგვარი გაქანება ჰპოვა… მაგრამ მრავალი ”სცენა” ხელოვნურად, ყურადღების მიტაცების მიზნით ვითარდება… ზოგი ავტორი ფანტაზიას იუბედურებს და ბილწსიტყვაობად იღვრება ”მკითხველი” რომ მიიზიდოს… ბევრი ამას ეროტიკად ასაღებს;

გრძნობის მოძალება სრულებით არ ნიშნავს პათოლოგიას… ისიც ცნობილია, რომ სექსუალური მიდრეკილების ასახვით გარკვეულ ტიპაჟებს წარმოაჩენენ, და თუ ამას შემოქმედი ოსტატურად ართმევს თავს, ნორმალური მკითხველი თუ მაყურებელი თავად ახერხებს ვითარებში გარკვევას, ანუ აკვიატებას თუ პათოლოგიას თავის სახელს არქმევს… თანამედროვე ”პურიტანი” ბევრად უფრო მალვადია თავის მანერებში და ზემოთ ხსენებული ”მორალისტის” არ იყოს თუ ვედროს თავზე არ ჩამოაცვამ, ისე ”ვერ ამხელ…”

ასე, ოცდაათი წლის წინათ, როცა ”სარეკლამო სააგენტოში” ვმუშაობდი რედაქტორად, გაზეთ თბილისის ყოველკვირეული დამატების ”ცნობის ფრცელის” სარეკლმო ტექსტების ”მიგნება-მოგონება” მიწევდა. ამგვარ ტექსტებთან ერთად ”ცნობის ფურცელი”-ს ბოლო გვერდზე ყიდვა-გაყიდვის, გაცვლა-გამოცვლის და სამგლოვიარო შინაარსის მომცველ განცხადებებსაც იხილავდით… ერთხელ, რედაქციის ოთახის კარი ჭარმაგმა კაცმა შემოაღო და ფურცელი შესაბამისი ტექსტით, შესაბამის ქვითართან ერთად ერთ ჩვენს, მშვენიერ, ჯერ კიდევ გასათხოვარ ქალბატონის მაგიდაზე დადო, თან განმარტა: მეზღვაური ვარ, თიქმის მთელი ცხოვრება წყალზე გავატარე, როგორც იქნა შემელია ჩემი კაპიტანი, პენსიაში გასვლის საშუალება მომცა და იქნებ ვინმე გამომეხმაუროსო… და რადგან განცხადების კითხვაში გაოცებულმა ქალმა ვერაფერი უპასუხა, კიდევ შემოვივლიო, ჩაილაპარაკა, გამოგვემშვიდობა და წავიდა:

-გავგიჟდები, მაგას ჩვენ ვინ ვგონივართ!- შეიცხადა ლამაზმანმა.

უმალ წამოეშველა მეორე; გათხოვილ-გამოთხოვილი, ზედმეტად ენერგიული ქალი და ”მონოლოგები” პირამიდასავით ააგეს.

-რუსულ და ბალტიიისპირულ გაზეთებში საქმაროს მაძიებელი ზოგი ქალი გაფრთხილებას იძლევა, მეზღვაურეები და ლოთები არ გამომეხმაურონ, და ამ კაცმაც გადაწყვიტა საქართველოში ცადოს ბედი…-ვიხუმრე მე და ატყდა ერთი ვაი-ვიში; ასეთ განცხადებაზე გამოხმაურებას ქართველი ქალი, როგორ იკადრებს, მაგ უბედურმა ეტყობა ჭკუა საზღვარგარეთ დატოვა, ასე და ისეო… ნახავთ, ერთ ათ წელიწადში რასაც იკადრებენ მეთქი… სხვა, თქვენც კარგად იცით, დღევანდელ განცხადებებში, ზოგი ”მშვენიერი” საყვარლად ისე ”მიმზიდველად” თავაზობს საკუთარ პერსონას, ერთხელ თურმე ამგვარი ”სასიყვარულო პერსპექტივით” მოხიბლული მამრი საკუთარ ცოლს გამოეხმაურა და გალამაზებულს და გამოკოხტავებულს საიდუმლოდ, რომ შეხვდა, იფიქრა; ”ჩემს ცოლს კი გავს, მაგრამ ეს ბევრად უკეთესიაო”… ჰოდა, ასეთი ამბავის გაგებისას, ძველებურად, არც არვინ იგიჟიანებს თავს…

თავისებურად მშვენიერი ამერიკელი პოეტი ქალი Anne Sexton (1928-1974) თავის ლექსებში ისეთ თემებს შეეხო, როგორიცაა მენსტრუაცია, აბორტი, მასტრუბაცია და რა თქმა უნდა, მაშინდელი საზოგადოების დიდი ნაწილი აიმხედრა… მაგრამ მერე დინებამ თავის კალაპოტი გაიჩინა, პოეტს დაუფასეს ”შემართება” ტაბუდადებულ” თემები გახსნაო… საზოგადოების დაინტერესებულმა ნაწილმა თავისებური ანალიზი გაუკეთა მსგავს მოვლენებს; მსგავსი რამეები ძველებურად აჟიოტაჟს აღარ იწვევდა, ექიმებისა თუ ფსიქიატრების კონსულტაციებსაც სხვაგვარი მიმართულება მიეცა… თავისუფლების მოყვარული ქალბატონები მიხვდნენ, რომ პრობლემების მოგვარება კაცთა მოდგმის გაკილვით ვერ გადაწყდებოდა.

არის ასეთი ანდაზა; უპერანგოს გულზე საკინძს გლეჯდნენო… ”პურიტანიზმის” მიმდევარი ჯგუფები, ზოგჯერ ასე იქცევიან ამა თუ იმ მიდრეკილების მქონე ადამიანების მიმართ… ”იმგვარები” თავისი ადგილის მიჩენას, თავისებურ მოვლას საჭიროებენ, რათა საზოგადოებაში დედაბუნებისგან ნაბოძები უშუალო ურთიერთობების უპირატესობა შენარჩუნდეს… რომელიღაც წერილში მახსოვს ტერმინ ”ბიჰევიორიზმს” ვიშველიებდი და მაშინდელი ლექსიკონისდა მიხედვით განვმარტავდი, რომ ”იგი ფსიქოლოგიის თანამედროვე ამერიკული მიმდინარეობაა და უგულებელყოფს ცნობიერებას და ადმიანის ქცევა მთლიანად დაჰყავს ფიზიოლოგიურ რეაქციებამდე…” (მთლად ასეც რომ არ ყოფილა, შემდგომ გაირკვა) მაგრამ, მე იმის თქმა მინდა, რომ ”ფარისევლობა” რაღაცით ფიზილოგირ რეაქციად იქცა… უბრალოდ, კარგია თუ გავითვალისწინებთ, რომ არიან სხვადასხვა ნირის ადამიანები, რომლებიც შემალულნი არიან გარკვეული ”ეთიკური ნორმების” ქვეშ; ამ ადამიანთა უმრავლესობა ამგვარად არეგულირებენ თავიანთ ქცევას და სრულებით არ იმსახურებენ ვედროს თავზე ჩამოცმას…

”საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა”… ამას წინათ ერთ ყმაწვილს ხუმრობით ვკითხე: მზე საიდან ამოდის მეთქი, სხარტად მიპასუხა ”ძუძუებიდანო!”, ჰოდა, ვიცინეთ… შესაძლოა, რომელიმე ”მორალისტი” გამომედევნოს, მაგრამ მე ამგვარი პასუხი უშუალო შეგრძნების გამომხატველ ფიგურალურ გამოთქმად აღვიქვი და არა მორიგ ”მანიად”…

ერთმა მშვენიერმა ქალბატონმა (თავად ამტკიცებდა თავის ლექსში უკვე ქალბატონი ვარო, თორემ გარეგნობით უფრო ქალიშვილს გავდა), პოეზიისადმი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემაში ვერლიბრად (ფრანგ. ვერლიბრ. _ მეტრული კანონებით შეუზღუდავი ლექსი.) დაწერილ ეროტიკულ-სექსუალურ მინიშნებებით კოდირებულ სტროფებში, რამდენჯერმე მოინატრა ”მარციპანის ნამცხვარი”…

სექსუალური ეპიზოდებისა რა მოგახსენოთ,”მარციპანის ნამცხვარი” კი ძალზე გამოკვეთილად ჟღერდა… ოღონდ, არ ვიცი ცომისელი მასა, რომელიც იმ ნამცხვარს ასე ასურნელებდა გახეხილი ნუშისაგან, ნიგოზისაგან თუ გარგარისგან იყო დამზადებული; იქნებ სამივე მათაგნის ერთობლივი ჯადოქრობა გახლდათ…

ჰო, თუ თქვენც აგეღძრათ სურვილი ”მარციპანის ნამცხვარის” დაგემოვნებისა, ჩათვალეთ, რომ ამ ”ეროტიკული” ჟღერადობის, ასე ვთქვათ ”თავისუფალი ქცევის” ლექსმა, მართლაც, რომ გაამართლა.

ბოლო დროს, მრავალი ”მშვენიერება” ამა ქვეყნისა კატეგორიულად უარყოფს განგებისგან მამრისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას სასიყვარულო ურთიერთობებში… მამაკაცები სიტყვიერად კი ურჩობენ, მაგრამ ძველებურად ვეღარ ”აქტიურობენ”, რადგან მათი გატაცება შესაძოა ძალადობის სახედ მოინათლოს და…

ოღონდ მანამდე, სანამ სიყვარულს ექნება სხვა სურნელი და სხვა განზომილება, უანგარო გრძნობა ანუ აგაპე საყოველთაო მოვლენად გადაიქცევა, სიყვარული უმეტესწილად, ძველებურად იქნება გარეგნულ სილამაზეზე დაგეშილი…

ნიავის უცაბედი ჩამოაქროლება, კვლავ მრავალჯერ სხვაგვარად შეაფხიზლებს ქალსა თუ კაცს და ერთი ჩემი ლექსისა არ იყოს:

 

მოზიდული აქვთ მათაც ქამანდი…

 

უხამსი ღამე

სიყვარულად გამოდნა ცაში

და ძალადობამ შვა გზნება წრფელი,

ამაღლებაა ამგვარ ვარდნაში,

მტევანთა ჭ###########ტით დინდება წვენი…

 

წვენი ბადაგი,

დგება მაჭარი,

ფიცხელი ღვინო, ვნების ღადარი,

და ძალადობა ასე, ამგვარი,

შეიქმს სიყვარულს გრძნეული განხრით…

 

მერმე ჩნდებიან ურჩი შვილები,

ნანადირევი ჩვეული ფანდით,

მიწაში მყარად უდგათ ფესვები,

მოზიდული აქვთ მათაც ქამანდი…

 

ასე რომ კრიტერიუმებზე საუბარი ზედმეტად, რომ არ გამიგრძელდეს მოვიყვან ამონარიდს თანამედროვე, ”გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი”-დან: ”ეროტიკა ისევე, როგორც სხვა რომელიმე ხელოვნება, ადამიანის გრძნობათა მრავალფეროვნების გამომხატველია. მისი სამიზნეა არა ადამიანის სექსუალური ცხოვრების ტექნიკა, არამედ შინაგანი სამყარო.

….

ეროტიკული ხელოვნება, უპირველეს ყოვლისა, მხატვრის თავისუფალი თვითგამოხატვის საშუალებაა, ხოლო პორნოგრაფია შეურაცხჰყოფს და თრგუნავს პორნოგრაფიული სცენის მონაწილე ქალსაც და მამაკაცსაც.”

 

და მინდა განვაცხადო, რომ ჟურნალ-გაზეთებსა თუ ინტერნეტში გამოქვეყნებულ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ”გამომწვევ გამონათქმების” კვალად აღძრული ჩემეული საუბრითა და ქვემოთ მოყვანილი ლექსით არავის და არც ერთი ”იზმის” შეურაცხყოფა არ მიფიქრია; ეროტიკა ხომ …”ისევე, როგორც სხვა რომელიმე ხელოვნება, ადამიანის გრძნობათა მრავალფეროვნების გამომხატველია…”

 

 

სხეულსა შიგა…

 

გულში ნაფერებ სხეულთან წვალობ,

სხეულსა შიგა შემალული ლამაზი ქალი,

მწველ ზმანებებში საცთურთან ლაღობ,

თავნება ნდომა გათამამებს, გედება ალი…

 

გრძნებითი განცდის ნაცადი სვლებით

ურჩი წადილი გიხსნის საკინძეს,

ნებდები თამაშს, წვდომაა მწველი,

და მრუდი მთვარე ვნებას გაიღებს.

 

მანერებს ირჩევ, ფარვით მიილტვი;

შეგეხონ მზერით, შეიტკბობ წადილს…

გხიბლავს სურნელი ოცნება-ფლირტის,

იამებ ზრახვებს ალღოთი გათვლილს…

 

შენივე განცდებს გზნებით ილოკავ,

ტკბილად ედება სხეულს შიგ ბანგი,

განმარტოვდები, სახელს იზოგავ,

”ქალურ ღირსებას” სულ სხვა აქვს ფასი…

 

სევდა გედება, წუხარ, განიცდი,

რომ სურვილს ეყმე და შეეხიზნე,

ძალით კერპდები; ბუნებამ იცის;

ურჩობს ის ვნება, ისევ ჩაგითრევს…

 

ფიქრში წაწლაობ, ნატვრას ისრუტავ,

შენთვის არ ეთქმის ამას სახადი;

მაცოცხლებელი ნერვი თუ ტოკავს,

სულმაც ხომ უნდა გაიღოს ხარკი…

 

უცნობო, მშვენიერო ქალბატონო, ამგვარი განცდა, ლტოლვა თუ ”ეროტიკული სიანცეც” ალბათ, ბუნებისგანაა ”კოდირებული”, მაგრამ ამის გამო, მამაკაცთა მოდგმის ”მკილავად და შემრისხველად” ნუ გადაიქცევით…

 

ჯანრი გოგეშვილი

 

====

 

რა აზრის ხართ ამ "შედევრზე"? რომ ქალი სექს ობიექტია და არა ადამიანი ?უშლის თუ არა ხელს ესეთი გამოსვლები დემოკრატიის განვითარებას, სექსიზსმის, ძალადობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრას?

Edited by paji
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paji

ეს ჟანრი არის მაგარი კვერცხი :) ესაა ჩემი კომენტარი ამ თემაზე. ვოტ.

 

პ.ს. ვკითხულობდი და ვხორხოცობდი... საიდან მოდის ამდენი ზე-გენიალური აზრები ზოგიერთის თავში..

 

newstudio

არადა საინტერესოა

რა არის შე კაცო საინტერესო?? წაიკითხე? რომელი ნაწილი შემოგეინტერესა? მოდი, ვიკამათოთ. (შენ ჩემთან კამათზე გფოთლავს უკვე, ხო? :D )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...