machkatela Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 machkatela მე მიმაჩნია ვანო წარმატებულ მინისტრად.. და არის კიდეც.. თანაც მაგარი... მაგრამ, მისი წარმატებულობა არ ნიშნავს, რომ კარგია... წარმატებული ცუდში? დიახ.. რა გაგიკვირდა.... ეგეთებიც არსებობს,, და კიდევ ბევრი რამ არსებობს ჩემო ჰორაციოოოოოოოოოოო :iee: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 machkatela ქვეყნისთვის წარმატებულია ცუდში წარმატებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 მართალი ვყოფილვარ 001.gif კარგით ბატონო... ვიკავებ შეგიძლიათ უფრო უხეშადაც... იმისთვის მაინც შევიკავებ რომ თქვენი მეთოდები შევისწავლო...არ არის ის, რასაც შენ ფიქრობ, მართლა არ არის... ბილიკ-ბილიკ, ოკრო-ბოკრო სიარული არ მჩვევია, მაგრამ და რადგან ასე ფიქრობ, მაშინ ბოდიში გიხდი და გთხოვ, რომ საკითხი ამოწურულად ჩავთვალოთ...dire :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 დავით ბენდელიანი სასტიკად არის ნაცემი “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერი დავით ბენდელიანი სასტიკად არის ნაცემი და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც დავით ბენდელიანი ყვება, მას და ამირან ბიწაძეს დღეს თავს დაესხნენ, როდესაც ცხვარიჭამიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. გზაში მათ რამდენიმე ავტომანქანით აედევნენ, ცხვარიჭამიის შესასვლელთან გააჩერეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ბიწაძე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ბენდელიანის განცხადებით, ამირან ბიწაძე სამართალდამცველებმა გაიტაცეს, რადგან ერთ-ერთი ავტომანქანა სპეცდანიშნულების რაზმის იყო. ბიწაძის ძმა ტარიელ ბიწაძე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ მისი ძმა სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაიტაცეს. ტარიელ ბიწაძემ ძმის გატაცების გამო პოლიციას უკვე მიმართა. ის ამირან ბიწაძის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვს. ამირან და ტარიელ ბიწაძეები “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერები და ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ახლო ნათესავები არიან.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 ვახტანგ ყოლბაია ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერის ამირან ბიწაძის გატაცებაზე ინფორმაციას ავრცელებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრ ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დღეს დილით, ცხვარიჭამიის გზიდან მსოფლიო ჩემპიონი კარატეში ამირან ბიწაძე გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა, ცხვარიჭამიის გზაზე, ბიწაძის ავტომობილს, რომელშიც ის მეგობარ დათო ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა, გზა მიკროავტობუსმა, ~ჯიპის~ ტიპის ორმა და ~ნივის~ მარკის ერთმა ავტომობილმა გადაუჭრა. ყოლბაიას თქმით, ბიწაძე და ბენდელიანი ნიღბიანმა პირებმა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ხოლო ბიწაძე გაიტაცეს. ნინო ბურჯანაძის პარტიაში აცხადებენ, რომ ამირან ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ბიწაძის ოჯახმა შემთხვევის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა. რაც შეეხება დავით ბენდელიანს, ის, ყოლბაიას თქმით, სასტიკად ნაცემი რუსთავის საავადმყოფოშია მოთავსებული. "ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ნიშნით დევნა. შემოდგომაზე იგეგმება საპროტესტო მუხტის გააქტიურება და სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ეშინია, რომ ასეთი წესიერი ხალხი პროტესტანტთა რიგებში არ აღმოჩნდეს", - აღნიშნა ყოლბაიამ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 ბურჯანაძის ნახვა მინდა ქალთა ციხეში ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 ბურჯანაძის ნახვა მინდა ქალთა ციხეშიეჰ, უოცნებოდ რა ღარიბია ეს ქვეყანა...Sakartwelo :ena: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 (edited) ამირან ბიწაძე გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მხარდამჭერი ამირან ბიწაძე გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ბიწაძე, რომელიც დღეს, ცხვარიჭამიის გზიდან გაიტაცეს, გამტაცებლებმა დიღომში, გზაზე, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან დააგდეს. მას ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. ამირან ბიწაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია დღეს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ცხვარიჭამიის გზაზე, ბიწაძის ავტომობილს, რომელშიც ის მეგობარ დავით ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა, გზა მიკროავტობუსმა, ~ჯიპის~ ტიპის ორმა და ~ნივის~ მარკის ერთმა ავტომობილმა გადაუჭრა. ყოლბაიას თქმით, ბიწაძე და ბენდელიანი ნიღბიანმა პირებმა ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ხოლო ბიწაძე გაიტაცეს. ნინო ბურჯანაძის პარტიაში აღნიშნულ გატაცებას მათ ოპოზიციურ საქმიანობას უკავშირებენ. სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამირან ბიწაძე ბადრი ბიწაძის ახლო ნათესავია.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მდააას! Edited August 2, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 ეჰ, უოცნებოდ რა ღარიბია ეს ქვეყანა...Sakartwelo :ena: და მაინც... ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერი დავით ბენდელიანი სასტიკად არის ნაცემი და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც დავით ბენდელიანი ყვება, მას და ამირან ბიწაძეს დღეს თავს დაესხნენ, როდესაც ცხვარიჭამიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. გზაში მათ რამდენიმე ავტომანქანით აედევნენ, ცხვარიჭამიის შესასვლელთან გააჩერეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ბიწაძე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ბენდელიანის განცხადებით, ამირან ბიწაძე სამართალდამცველებმა გაიტაცეს, რადგან ერთ-ერთი ავტომანქანა სპეცდანიშნულების რაზმის იყო. ბიწაძის ძმა ტარიელ ბიწაძე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ მისი ძმა სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაიტაცეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. და ამIთ გონიათ ვინმეს დააშინებენ >?! ისე ტაქტიკა გასაგებია, თბილისში რაც გინდათ ის გიქნიათ, მაგრამ რეგიონებშI ცხვირი არ გაყოთო...ვნახოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 მარააა... რატომ მაინცდამაინც ნინოს ხალხი??? მთლად ისე ვერაა საქმე, როგორც ჩანს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 machkatela ლად ისე ვერაა საქმე, როგორც ჩანს...ანუ?! რას ფიქრობ რა ხდება?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2009 machkatela ანუ?! რას ფიქრობ რა ხდება?! ჩემი "მთ" სად წაიღე??? :blink: ჯერ არ ვიცი,.... რაცხაში გავერკვევი ალბათ ხვალ და მოგახსენებთ... ანუ, ტრადიციულად დავბოლდები ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 ექიმები ამირან ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted August 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2009 ;)დავიღალე უკვე... მაწაკ ქვეყანაში ცხოვრებით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.