Jump to content
Planeta.Ge

RE:აქცია 7 აგვისტო...12 საათი...რუსთაველის გამზირი...


Recommended Posts

The Bearer of Light

საკმაოდ დიდი მოცულობის სურათებია და ნელა იტვირტება

მარტო ერთი იტვირთება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ფუ ვერ ვტვირტავ რა! ინტერნეტი ახურებს.

http://s05.radikal.ru/i178/0908/79/b86194cc9c57.jpg

 

 

მოგვიანებით კიდევ დავდებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

RE:აქცია 7 აგვისტო...12 საათი...რუსთაველის გამზირი..., 30 ადამიანი...

რამდენადაც ვიცი, ჩემო ბატონო lukbeson , ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ხალხიც კმაყოფილია. გილოცავთ :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lukbeson

ფისო მომისმინე 7 ში არავინ არ ზეიმობს....ყოველშემთხვევაშI ინტერნეტ ჯგუფი რეაქცია.... ჩვენი ღონისძიება იქნება მდუმარე ხასიათის.... არანაირი ტაშფანდური და სიმღერა... ვისაც ეგეთები უნდა სადმე რესტორანში წავიდეს და სამი დალიეს მოუსმინოს!!!

მეც მომისმინე , ძვირფასო

 

შარშან ტაშფანდურიც იყო რუსთაველზე და უარესიც - კი არ მომჩვენებია, ამიტომაც ვიკითხე.

 

ეხლა ამ აქციას რაც შეეხება, არ ვყოფილვარ ( ტყუილები არ მჩვევია). სურათები ვნახე - საინტერესოა, კრეატიულად არის გაკეთებული, მაგრამ ხალხი რატომ არ ჩანს - როგორ ფიქრობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რამდენადაც ვიცი, ჩემო ბატონო lukbeson , ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ხალხიც კმაყოფილია. გილოცავთ

 

 

ორი სიტყვით დაწერეთ რა.ხალხი რამდენი იყო ის მაინც დაწერეთ კაცოუ. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორი სიტყვით დაწერეთ რა.ხალხი რამდენი იყო ის მაინც დაწერეთ კაცოუ.

lasha1997

ანტისაოკუპაციო გამოფენა რუსთაველზე - ვინ დგას “რე აქციის” უკან?!

 

“ოპოზიციის საკნების აღებიდან საკმაო ხნის შემდეგ რუსთაველი 7 აგვისტოს ისევ გადაიკეტა, თუმცა ეს ოპოზიციის მიერ მოწყობილი ღონისძიება არ ყოფილა... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც სააკაშვილს უყვარს, ლამაზი შოუ”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “ეს ფოტოები რომ გამოუფენია ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ისინი სად წაიღო, ჰალსტუხს რომ ჭამს და მიწაზე რომ არის გართხმული?”

“მოძრაობა “9 აპრილის” ორგანიზატორებსა და ხალხს რომ ეს დღე არ აღენიშნა, სააკაშვილმა ეს “სპექტაკლი”, პირველ რიგში, ამიტომ დადგა. გაანეიტრალა ხალხის აღშფოთება ხელისუფლების მიმართ, გასული წლის აგვისტოს მოვლენებზე. მან იცის, რომ 9 აპრილში მას ვერავინ დაანაშაულებს და ამ დღის აგრესია მთლიანად რუსეთისკენ იქნება მიმართული. ამით უნდა, თავისი დანაშაული ამ ომშიც გარკვეულად გადაფაროს. აქ რომ ხალხთან ერთად ოპოზიცია არ მოსულიყო და არ ეთქვა, აგვისტოს ომი შენი ბრალიაო, ეს მასკარადი მოაწყო. ოპოზიციას დაგეგმილი ჰქონდა, 7 აგვიტოს აქ მიტინგი გაემართა, მაგრამ მიშამ ამჯერადაც დაასწრო, აწი სულ ასე იქნება ამ უნიათო და ზოგიერთი გამყვიდველი ოპოზიციის ხელში. სადაც კი რამეს ჩაიფიქრებენ, სააკაშვილი სულ დაასწრებთ და “ეროვნული გულისტკივილით” გაჯერებულ აქციებს გამართავს”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში მერაბ შათირიშვილი, მწერალი.

“ამ აქციის ორგანიზატორები, “რეაქციის” წარმომადგენლები თეთრი მაისურებითა და კეპებით (მასზე ეწერა “რე აქცია”) საქმიანად მიმოდიოდნენ. ზოგი ბროშურებს არიგებდა - “გზა ტრაქტატიდან ოკუპაციამდე”. იქვე მდგომმა ჩვენმა ოპოზიციონერმა ახალგაზრდამ მათზე გვითხრა, ესენი სინამდვილეში ნაცმოძრაობის აქტივისტები არიანო. ჩვენც რამდენიმე თეთრმაისურიან გამოველაპარაკეთ”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

შეკითხვას - “თქვენ ნაცმოძრაობის აქტივისტები ხართ?” - რუსუდან გოგოლაძე პასუხობს:

“ინტერნეტჯგუფი ვართ და აქ რასაც ხედავთ, ყველაფრის ორგანიზება ჩვენ მოვახდინეთ. ხელმძღვანელი გიგა ინასარიძეა. აპოლიტიკური, ახალგაზრდული ორგანიზაცია ვართ. ნაცმოძრაობა გვაფინანსებს თუ არა? ყველას აქვს თავისი შეხედულება, მაგრამ ეს არანაირი პოლიტიკური პარტიის დაფინანსებით არ გაგვიკეთებია. 30 მოხალისე ვართ და აქ ყურადღებას ვაქცევთ. არანაირ პოლიტიკურ მოძრაობას არ ვუჭერ მხარს... არანაირი ჯაჭვი არ იქნება, უბრალოდ, მოვაწყვეთ გამოფენა, რომელიც რუსეთის ოკუპაციის 226 წლისთავს ეძღვნება... ამ სახის აქციები რუსეთის საელჩოსთანაც ჩვენი ინიციატივით იმართებოდა, ომის დროსაც მოვაწყვეთ აქცია. აქ ხელისუფლება არაფერ შუაშია”.

“აბა პარლამენტარების გამოსვლა, ან აქციის თავზე მოტრიალე სამხედრო ვერტმფრენი, საიდანაც ყველაფერს იღებდნენ, რას უნდა მივაწეროთ? დავიჯეროთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ აპოლიტიკური ორგანიზაციის ძალისხმევით ხორციელდებოდა?!” - გაკვირვებას ვერ მალავს სტატიის ავტორი და დასძენს:

“რამდენიმე ადგილას დიდი დაფები იყო დაყენებული, სადაც მოსახლეობა თავის აზრს წერდა. წარწერებიდან, მართალია, ბევრი არაკორექტული იყო, მაგრამ არც ერთი არ იყო ხელისუფლებაზე ცუდის გამომხატველი”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106191.html

 

არადა მართლა კარგი, დროული და საჭირო ღონისძიება იყო

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

არადა მართლა კარგი, დროული და საჭირო ღონისძიება იყო

 

 

კი კარგი იყო,მაგრამ რეაქცია როდის მოაწყობს ეგეთ აქციებს საქართველოში უსამართლობაზე? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

რამდენადაც ვიცი, ჩემო ბატონო lukbeson , ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ხალხიც კმაყოფილია. გილოცავთ

 

 

გაიხარე პატივცემულო :D

 

 

 

 

რაც შეეხება ინტერპრესნიუსს ძვირფასო საზოგადოებავ და ფორუმელებო, მინდა გამცნოთ რომ 7 აგვისტომდე საინფორმაციო საააგენტო ინტერპერსნიუსი გამოირჩეოდა პროვოკაციული მიდგომით ჩვენი აქციის მიმართ, 7 ში დილიდან მათი ჟურნალისტი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა პარლამენტის წინ და მომღიმარი სახით გვეკითხებოდა სადააა ცოცხალი ჯაჭვი და მსვლელობაო, და ჩვენს პასუხზე რომ მსგავსი რამ არ იქნებოდა, მოწყენილი სახით გვიპასუხა აბა რა დავწერო ამ აქციაზეო, ვიცი ბევრს დაებადება კითხვა რომ ამ ყველაფერს რითი დაადასტურებო მაგრამ ჩემი სიტყვაა ამ შემთხვევაში დასტური.

 

რამოდენიმე საინფორმაციო სააგენტო და გაზეთის ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ იმ დრეს აქიაზე და მიუხედავად იმისა რომ ერთხელ პასუხი გაიცემოდა კითხვებზე მეორედ გვისვავდნენ მათი კოლეგები იგივე შეკითხვას რათა ეპოვათ რაიმე განსხვავება, რომელსაც პირველ გვერძე გამოაჭენებდნენ, მაგრამ როდესაც ვერაფერი ვერ იპოვეს, "ნაც-მოძრაობის" მსგავსი მიხვდენენ რომ ჩაუვარდათ პირველი გვერდის ჰოთ ნიუსი.

 

მინდა ავღნიშნო ასევე, რომ პარლანეტიდან პარლამენტარების გამოსვლა იყო ჩვენთვის უცნობი ღონისძიება რომელიც პარლამენტმა დაგეგმა, სადაც იდგენენ უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებიც, ვერტმფრენი კი ინტერპრესნიუსის ჟურნალისტების გასაგონად ვწერ როგორც გავიგეთ შემდგომ საინფორმაციო გამოშვებებში იყო რუსთავი2 ის მიერ დაქირავებული რათა მოეხდინათ საჰაერო გადაღება, ასე რომ მოვუწოდებ ყველა საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალს თუ გაზეთს სანამ რაიმე სისულელეს დაწერთ გაყიდვების მაჩვენებლის ასამაღლებლად, ჯობია რომ კარგად გაიგოთ რა ხდება და როგორ ხდება..

 

პატივისცემით,

 

ინტერნეტ ჯგუფი RE:აქცია

 

 

 

lasha1997

კი კარგი იყო,მაგრამ რეაქცია როდის მოაწყობს ეგეთ აქციებს საქართველოში უსამართლობაზე?

 

 

ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის რუსეთის აგრესიი წინააღმდეგ ბრძოლა ასე რომ ჩვენ ეგეთი სახის აქციას არ გავმართავთ, არა იმიტომ რომ ნაცები ვართ, ჩვენთან არიან როგორც ოპოზიციური ფლანგის წარმომადგნელები ისევე მთავრობის მომხრეეები და ნეიტრალებიც.

 

 

ასე რომ გვაპატიე :*

Edited by lukbeson
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...