Jump to content
Planeta.Ge

მთავრობა სულ გადაირია?!


Recommended Posts

გაზეთი ``ბანკები და ფინანსები``

 

განბაჟების გარეშე მხოლოდ 500 ლარის საქონლის შემოტანა იქნება ნებადართული

 

ფიზიკური პირებისათვის საბაჟო კონტროლი კიდევ ერთხელ მკაცრდება.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების ნივთების განბაჟების გარეშე შემოტანის 1000 ლარიანი ლიმიტი 500 ლარამდე მცირდება. განბაჟების გარეშე საქონლის იმპორტს ფიზიკური პირები მხოლოდ თვეში ერთხელ შეძლებენ.

 

სხვა შემთხვევაში, საზღვრის რამდენჯერმე გადაკვეთა ეკონომიკურ საქმიანობად ჩაითვლება და მათ საბაჟო გადასახდელების გადახდა მოუწევთ. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრო დაბეგვრის რეჟიმს ამკაცრებს იმ პირების მიმართაც, ვინც ნივთებს უცხოეთიდან ინტერნეტით იწერს. განბაჟებას დაექვემდებარება ყველა გზავნილი, სადაც 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი იქნება.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10180&ct=17

 

პ.ს. ეს ნიშნავს ატასობით წვრილი მეწარმის უმუშევრად დარჩენას, ეს ნიშნავს ინტერნეტ ბიზნესის ჩაკვდომას, რავი რავი, მართლა ირწმუნეს ამ დებილებმა რომ მორჩა კინო!

 

მივმართავ ხელისუფლებას, ნუ მიეცემით განცხრომას, ცუდად შემოგიტრიალდებათ ეს ყველაფერი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  newstudio said:
სხვა შემთხვევაში, საზღვრის რამდენჯერმე გადაკვეთა ეკონომიკურ საქმიანობად ჩაითვლება და მათ საბაჟო გადასახდელების გადახდა მოუწევთ. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრო დაბეგვრის რეჟიმს ამკაცრებს იმ პირების მიმართაც, ვინც ნივთებს უცხოეთიდან ინტერნეტით იწერს. განბაჟებას დაექვემდებარება ყველა გზავნილი, სადაც 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი იქნება.

ე.ი. სტამბულში ტყავის "კურტკა" რომ იყიდო უნდა განაბაჟო? აბა "დუბლიონკაზე" დაგიჭერენ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

  newstudio said:
მთავრობა სულ გადაირია?!
  newstudio said:
განბაჟების გარეშე მხოლოდ 500 ლარის საქონლის შემოტანა იქნება ნებადართული

გვერდზე თემაში ამ საკითხზე:

  newstudio said:
უცხოეთიდან შემოტანილი დაუბეგრვი პროდუქტი, რომელიც შედარებით დაბალ ფასად შემოდის და ფაქტიურად ჩრდილავს ეროვნულ ნაწარმს

ხო ნერვიულობდი? ხოდა აღარ შემოვა დაუბეგრავად, დაგიჯერეს ეტყობა ხელისუფლებაში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  Saturn said:
ხო ნერვიულობდი? ხოდა აღარ შემოვა დაუბეგრავად, დაგიჯერეს ეტყობა ხელისუფლებაში

მასე მარტივად რომ იყოს საქმე მაშIნ რა გვიჭირდა

 

ჯერ ერთი ადგილობრივი წარმოება ვერვიტარდება, ფაქტია, და რატომ?!

 

და მერე მეორეც, ათასობით წვრილი მოვაჭრე ზარალდება, თორე მსხვილ ბიზნესს ეგ არ შეეხება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაცდასაბეგრია იმას არ ბეგრავენ :D სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მაგალითად... და წვრილფეხობას კი დაერივნენ....

ისე ხომ ყვიროდნენ მიშა მიშაო :D

ხოდა გაედოთ :D

 

 

მე რა მხარია ნეტავი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

  dire said:
რაცდასაბეგრია იმას არ ბეგრავენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მაგალითად

აბა გულზე ხელი დაიდე ახლა და თქვი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანა რომ დაბეგრონ, ხო ატეხავთ ერთ ამბავს "არიქა შიმშილით გვხოცავს ხელისუფლებაო"? :) იგივე შეკითხვა ეხება newstudio -საც.

 

მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს: არ უნდა იბეგრებოდეს არც სოფლის მეურნეობის პროდუქტების და არც ტანსაცმლისა და აპარატურის შემოტანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  Saturn said:
მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს: არ უნდა იბეგრებოდეს არც სოფლის მეურნეობის პროდუქტების და არც ტანსაცმლისა და აპარატურის შემოტანა.

უნდა იბეგრებოდეს ის რასაც მართლა ვაწარმოებთ ქვეყანაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

  newstudio said:
უნდა იბეგრებოდეს ის რასაც მართლა ვაწარმოებთ ქვეყანაში

კარტოფილს და პომიდორს ვაწარმოებთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

  machkatela said:
აბა ბიუჯეტი რით შევავსოთ???

ამით ბიუჯეტი არ შეივსება, იმიტომ რომ მცირე შემომტანები უბრალოდ ვერ შემოიტანენ, ხოლო ონლაინ-ვაჭრობა შეწყდება დიდწილად, სედეგად მივიღებთ 0-ს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

  newstudio said:
ონლაინ-ვაჭრობა შეწყდება დიდწილად

მე მაგალითად ასე ორ თვეში ერთხელ ვიწერ ხოლმე 100-150 $ -ის ტანსაცმელს. ჩემზე საერთოდ არ აისახება. სხვაც ბევრი იქნება ასეთი. უფრო იმ მაღაზიებს შეეხება, რომლებიც ინეტით იწერდნენ საქონელს და აქ ყიდდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვერაფერი გავიგე რა უნდა ქნას საერთოდ ამ ქვეყანამ.....

 

ხო არ აგვეღო და წაგვეღო სადმე???????????? მაინც არაფერი ეშველება აქ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

  newstudio said:
პ.ს. ეს ნიშნავს ატასობით წვრილი მეწარმის უმუშევრად დარჩენას, ეს ნიშნავს ინტერნეტ ბიზნესის ჩაკვდომას, რავი რავი, მართლა ირწმუნეს ამ დებილებმა რომ მორჩა კინო!

ეგ უპირველესად ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური პირები, რიგითი მომხმარებელი დაზარალდება და ასევე იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს არჩეულ ჩექმებს ზამთრისთვის ვეღარ გამოვიწერ!

 

მე ეს თემა რამოდენიმე დღის წინ მოდის განყოფილებაში გავხსენი... და აქაც დავამატებ... რკინის ქალამნებს ვიცვამ :) ამას ასე არ დავტოვებ... პროტესტს ვაპირებ და პირველი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ამ პარასკევს მაქვს. როგორც კი გადაწყვეტილება გვეცოდინება, შეგატყობინებთ და ვიმედოვნებ მომეხმარებით თქვენც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  Saturn said:
მე მაგალითად ასე ორ თვეში ერთხელ ვიწერ ხოლმე 100-150 $ -ის ტანსაცმელს. ჩემზე საერთოდ არ აისახება. სხვაც ბევრი იქნება ასეთი. უფრო იმ მაღაზიებს შეეხება, რომლებიც ინეტით იწერდნენ საქონელს და აქ ყიდდნენ.

მარტო შენი თავით ნუ მსჯელობ მერე... უამარავზე აისახება. ჩემს გარშემო, ვისაც ვიცნობ (და ვინც მოვწამლე ონლაინ შოპინგით) ყველა ღაწვებს იხოკს :)

 

1. 300 ლარის ქვემოთ ნიშნავს, რომ ლეპტოპს ან ცოტა ძვირადღირებულ ფეხსაცმელს უნდა დავემშვიდობო მე და ბევრი დაემშვიდობოს ტექნიკას, რომელიც მერწმუნე, გეცოდინება, გაცილებით ხარისხიანი და გააააააააცილებით იაფია, თუ იყიდი ონლაინ ამერიკაში.

2. შემოწმებას ექვემდებარება ასევე ის, რომ ერთნაირი ნივთები არ იყიდო... მე ერთ ყიდვაზე, მაგალითად 10 ერთნაირ საცვალს ვყიდულობ.. ჩემთვის და არა ლილოზე სავაჭროდ. დედები კი ბავშვებისთვის ბოდეებს და ათას წვრილმანს ოპტომ ყიდულობენ.. თუ არ იცი გეტყვი, რომ ბავშვის შემთხვევაში ერთი ხელი რამით ვერ გამოხვალ.. ყველაფერი მინიმუმ ორი უნდა გქონდეს.

3. დღგ კიდევ ჯანდაბას, მაგრამ რომ იცოდე განბაჟების პროცედურები, აი თავს ჩამოიხრჩობდი... ეს თუ დაკანონდა, აი მართლა აღარავინ ივაჭრებს ონლაინით.

4. პირადი მოხმარების ნივთებისთვის პრინციპულად რატომ უნდა ვიხადო დღგ??????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...